#თინი#
უკვე მანქანაში ვჯდებოდი როცა ლიკას შეტყობინება მომივიდა ნომერზე.
„ვიცი მომკლავ,მაგრამ უნდა გითხრა სანამ სახლის გზას გაუყვები. შენი სახლის გასაღები გამყვა" და ბევრი ტირილის სმაილი.
ჯანდაბა! ეს გოგო გამაგიჟებს.
რომ მოვდიოდი გასაღები კართან დავტოვე. დღეს წვუელებაზე წავიდა და რაიმე სამოსი უნდოდა აერჩია ჩემი გარდერობიდან. მან კი...
მოვკლავ, ნამდვილად.
კოჯორში ნამდვილად ვერ წავიდოდი გასაღების წამოსაღებად. ვიფიქრე სასტუმროში დავრჩებოდი, სხვა გზა ნამდვილად არ მქონდა. ნინას და ლაშას ვერ შევაწუხებდი. ნინასთან ნათესავები არიან ჩამოსულები,ისედაც ბევრნი არიან. ლაშა და ნენე კი ბათუმში წავიდნენ.
მაქსიმე უკვე მანქანაში იჯდა და იქიდან მიყურებდა. მეგონა უკვე წასული იქნებოდა.
უცბად გადმოვიდა და ჩემსკენ დაიძრა.
-რაიმე პრობლემაა?
-არა...აქ სადმე კარგი სასტუმრო ხომ არ გეგულება?
-სასტუმრო? ბევრია,მაგრამ რად გინდა?
-მჭირდება, ჩემი სულელი მეგობრის გამო.
ემოციებს ავყევი, მასთანაც უხეშად გამომივიდა. ღრმად ჩავისუნთქე და მანქანის კარი გავაღე.
-მისმინე,სასტუმროს მოძებვნა პრობლემა არ არის,მაგრამ თუ შენთვის გინდა...
-ხო, ჩემთვის მინდა. ჩემი სახლის გასაღები დაქალს აქვს,რომელიც კოჯორში ერთობა.
-ანუ გარეთ დაგტოვა-ჩაეცინა.
-რატომ იცინი? რაიმე სასაცილოა?
-მაპატიე-მითხრა და დასერიოზულდა.-ერთი შემოთავაზება მაქვს, თუ ცუდად არ გამიგებ და პრობლემა არ იქნება...
-არც კი მითხრა.
-მიხვდი ხომ? სხვა გზა თუ არ გაქვს, მგონი გარეთ და სასტუმროში ყოფნას ,სადაც უამრავი უცხოელი და მანიაკი შეიძლება იყოს,ჯობს.
-ჯანდაბა.მეგობრებთანაც ვერ დავრჩები.
-წამოდი თინი. არაფერს დაგიშავებ.
-არც მეშინია.
-მაშინ მითუმეტეს.
-კარგი ჰო. მარტო ცხოვრობ? არ მინდა შეგაწუხო...
-მე და დედა ვართ. არ მოიწყენ, დედას ძალიან უყვარს სტუმრები.
ღრმად ჩავისუნთქე და დავთანხმდი. ერთი ღამე თინი, მხოლოდ ერთი ღამე...აი ლიკა კი ნამდვილად ვერ ასცდება ჩხუბს.
ჩემი მანქანა რესტორანთან დავტოვე, მაინც ერთი გზა გვქონდა გასავლელი. მის გვერდით ვიჯექი და ხმა ამოუღებლად ვმგზავრობდით.
ლიკამ დამირეკა.
-გისმენ-ვუთხარი მკაცრი ტონით.
-გაბრაზებული ხარ ხომ?მაპატიე რა, სულელი ვარ.-საკმაოდ ნასვამი ხმა ჰქონდა.
-ბევრი დალიე? ხომ კარგად ხარ?
-კი,კი. არ იდარდო. სად უნდა წახვიდე ახლა?
-ნუ ღელავ, ისე არ დავრჩები. თავს მიხედე და ხვალ პირდაპირ ჩემთან მიდი რომ ჩამოხვალ.
-კარგი, გაკოცე თინი, ჩემო ფერიავ-იმხელა ხმაზე დაიძახა მაქსიმემაც გაიგო და სიცილისგან თავი ვერ შეიკავა.-ბიჭის სიცილის ხმაა...კარგი გავიქეცი-მითხრა და ყურმილი დამიკიდა.
-ფერიავ-გაიმეორე მაქსიმემ.
-ასე მეძახის.
-ბეჭედი მან გაჩუქა?
-კი.
-მეგონა შეყვარებულის ნაჩუქარი იყო.
-არ მყავს.
-ყოფილის.
ხმა აღარ ამოვიღე.
-როგორი მზრუნველი ხარ. მიუხედავად გაბრაზებისა მაინც რომ არიგებდი, თავს მიხედეო.
-სულელია და არ მინდა შარში გაეხვას.
-პატარააა?
-რამდენიმე წლით.
-გასაგებია. კარგი მგობრები ხართ.
-ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.
-ძალიან კარგი.მეც მყავს ასეთი ძმაკაცები.
მის სახლთან მალევე მივედით. სანამ კარზე დააკაკუნებდა გამომხედა. მიხვდა,რომ ოდნავ დაძაბული ვიყავი.
-მისმინე, დედაჩემი ისეთი ადამიანია რომ უხერხულად ფიზიკურად ვერ იგრძნობ თავს. ნურაფრის მოგერიდება. და ხო, ბანალური ფრაზაა,მაგრამ თავი ისე იგრძენი,როგორც საკუთარ სახლში.
-კარგი, მადლობა
მისი ასეთი სიტყვები და ქმედება ჩემში მადლიერების გრძნობას ზრდიდა. ჯერ რამდენიმე დღეა ვიცნობ და მისგან იმხელა პატივისცემას ვგრძნობ წლები რომ არავისგან მიგრძვნია.
კარზე რამდენჯერმე დაკაკუნების შემდეგ გასაღები ჯიბიდან ამოიღო და გარედან გააღო.
-ალბათ სძნავს-მითხრა და კარი ჩუმად შეაღო.
მისი ბინა...ისეთი მყუდრო და ლამაზი იყო. პირველად მომეწონა ბინა ჩემს ბინაზე მეტად. ქალის ხელი ნამდვილად ეტყობოდა. ნივთები წკრიალებდა.
-დედა-დაიძახა ხმადაბლა,თუმცა პასუხი არავინ გასცა.
შემდეგ ერთ-ერთ ოთახში შეიხედა, არც იქ იყო ვინმე.
მობილური აიღო და სადღაც დარეკა.
-ილია თქვენთან არის დედა? არ უნდა ეთქვა? კარგი,კარგი.-და ისევ ჯიბეში დააბრუნა მობილური.
-რა ხდება?
-მარტოები ვართ-თქვა და სავარძელზე ჩამოჯდა.მანიშნა მეც დავმჯდარიყავი,მის წინ მოვკალათდი.- დედა ჩემს ძმაკაცთანაა, ილია და მისი და ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, აქვე ცხოვრობენ. მათთანაა.
-და მოვა ,ხომ?
-არამგონია, უკვე გვიანია. ალბათ იქ რჩება. რაიყო,გეშინია?
-რა თქმა უნდა არა-ვუპასუხე და კაბა შევისოწრე.
-რაიმეს შემოგთავაზებ. წყალი, წვენი...
-არაფერი მინდა,მართლა.
-მაინც-ადგა და მაცივრიდან ფორთოხლის წვენის ქილა გამოიყო. ორ ჭიქაში გაანაწილა და ერთი მე გამომიწოდა.
-მადლობა-ჭიქა გამოვართვი და ჟურნალების მაგიდაზე დავდე.-ლამაზი ბინაა.
-ყველაფერი დედას და ჩემი გემოვნებითაა.
-მამაშენი...
-მამაჩემი გარდაიცვალა, სამი წლის წინ.
-ვწუხვარ.
-მადლობა. ავარიაში მოყვა, რთული იყო ჩემთვისაც და დედასთვისაც.
-მესმის.
-დედასთვის უფრო მძიმე აღმოჩნდა. ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი იმოქმედა. სიარული უჭირს, ანა,ლაშას და მეხმარება მის მოვლაში. ცდილობს გაამხიარულოს ხოლმე, ამიტომ მიჰყავს თავისთან ხანდახან.ახლაც იქ არის.
-გასაგებია, კარგია რომ მხარში გიდგანან. ასეთი ადამიანების ყოლა ბევრს ნიშნავს.
-წამოდი, ხედსაც გაჩვენებ-აივნისკენ გამიძღვა და მეც უკან გავყევი.
ულამაზესი ხედი იშლებოდა მისი ბინიდან. მთლიანი მთაწმინდა მოჩანდა,ფერად ანძასთან ერთად.
გაოცებული ვუყურებდი ხედს და თან ჩაფიქრებული ვეყრდნობოდი აივნის მუაჯირს.
-ლამაზი თმა გაქვს, გითხარი უკვე?
-არა,მადლობა-ლოყები ამიწითლდა და გაუაზრებლად თავი ხელებში ჩავრგე.
-კარგი რა. არ მითხრა,რომ გაწითლდი.
-სულაც არა. ცხელა, შევიდეთ-მისაღებში დავბრუნდი.
-გეძინება?
-ცოტათი-ვუპასუხე მას.
-ჯერ რომ ვჭამოთ? მომშივდა.რაიმეს მოვამზადებ...ან გამოვიძახოთ.
-მე არ მშია.
-კარგი რა, ნუ გერიდება. პიცა გიყვარს?
თავი დავუქნიე. მალევე პიცა გამოიძახა.
-მე გამოვიცვლი და მოვალ-მითხრა და ოთახში შევიდა.
დივანზე ვიჯექი და ყველაფერს ვათვალიერებდი გულმოდგინედ. ერთ კედელზე მისი,დედამისის და მამამისი ფოტოები იყო დაკიდეული. პატარაობაში კულულები ჰქონია...
-აბა, დაათვალიერე?-შორტით და მაისურით გამომეცხადა.
-საყვარელი ფოტოებია.
-ხო...ესენი შენ-გამომიწოდა ტანსაცმელი.-ვფიქრობ კაბით ვერ დაიძინებ.
მისი მოცემული ტანსაცმელი გავშალე. შავი შორტი და თეთრი მაისური იყო,საკმაოდ დიდი.
-ხო,დიდია,მაგრამ დედას ზედები უფრო დიდია,ამიტომ, ვფიქრობ ამაში უფრო კომფორტულად იქნები-ჩაიცინა მან.
-მადლობა.
-აქ შედი და გამოიცვალე, პიცას დავხვდები.
მის ოთახში შევედი.
დიდი, შავი საწოლი. ხის კარადა, საწერი მაგიდა და გრძელი სარკე ედგა. სარკის წინ დავდექი და კაბა გავიხადე. რამდენიმე წამით საკუთარ თავს ვაკვირდებოდი...დაღლილი სახე მქონდა, თმა კი აწეწილი.
მისი ტანსაცმელი ჩავიცვი,რომელსაც მამაკაცის ოდეკოლონის სუნი მკაფიოდ ასდიოდა.
ნამდვილად დიდი ზომის ტანსაცმელი იყო,მაგრამ ვაღიარებ,მიხდებოდა.
ოთახიდან გავედი,პიცა უკვე მაგიდაზე იდო.
-ვაუ-აღფრთოვანება ვერ დამალა როცა შემომხედა.-მოიცადე, ფეხზე ესენი ჩაიცვი-ლასტები მომცა.
-მადლობა.
-გიხდება,მართლა.
-ნუ დამცინი-ჩამეცინა.
-მოდი, ვჭამოთ რა.
პიცის ორი ნაჭერი შევჭამე, დანარჩენი კი მან შეჭამა...მადა ჰქონია.დივანზე ვისხედით, თან ტელევიზორი იყო ჩართული,რომელშიც მოულოდნელად გაჟღერდა სწორედ ის სიმღერა, მის მანქანაში რომ იყო ჩართული, ბობ მარლის „Could you be loved".უნებურად ავაყოლე ფეხი რიტმს. ღიმილით მიყურებდა და წვენს სვამდა.
-რაა?-ვკითხე და უხერხულად ჩავიღიმე.
-არაფერი. ლამაზი ხარ.
-მადლობა.
-ამდენ მადლობას ნუ მიხდი თინი.
-ვეცდები.მაქსიმე, მეძინება.
-კარგი, ძილის დროა. რახან დედა არ არის მის ოთახში შეგიძლია მოთავსდე. აქ რომ იყოს აუცილებლად მაინც დაგითმობდა.წამოდი.
დედამისის ოთახიც ძალიან ლამაზი იყო. მისი ოთახისგან განსხვავებით ფერადი და მცენარეებით სავსე.
ზეწარი დამიგო . დახმარებაზე უარი განმიცხადა.
-შეგიძლია დაიძინო.
-კარგი მაგრამ, საპირფარეშო საით არის?
-ამ,აქეთ-მანიშნა პატარა კარზე.
საპიფარეშოში გავედი და ოდნავ მოვწესრიგდი. მაკიაჟი მოვიშორე და თმა თითებით ჩამოვივარცხნე.
რომ გამოვედი ტელეფონზე საუბრობდა.
-ამანდა გეყოს! რატომ ცდილობ გაამწვავო? შენც ხომ იცი,რომ ეს მხოლოდ ერთი ღამე იყო!
კედელს ამოვეფარე,რომ არ დაენახა ვუსმენდი...იდეაში არც ვუსმენდი,უბრალოდ ყური მოვკარი.
მაინც დამინახა. ტელეფონი გაცეცხლებულმა გათიშა და ჩემსკენ დაიძრა.
-მისმენდი?
-არა,ოთახში შევდიოდი და...
-შენთვისვე აჯობებს თუ დაიძინებ, ფერიავ-მითხრა უხეში ტონით და ოთახისკენ მანიშნა.
რა დავუშავე? ჩემზე იყრის ჯავრს?
თვალები გადავატრიალე და ოთახში შევედი.
-ტკბილი ძილი-მომაძახა.
-ასევე-უხეშად ვუთხარი.
მამას დავურეკე ძილის წინ და ყველაფერი მოვუყევი, თუმცა არ მითქვამს სად ვიყავი ,თორემ ნამდვილად არ ესიამოვნებოდა.
უკვე დაძინებას ვაპირებდი კარზე კაკუნი რომ გავიგე.
-შემოდი-დავიძახე როცა საბანი გავისწორე.
კარში მაქსიმე შემოვიდა.
-მისმინე, ბოდიში წეღან რომ გეუხეშე. რაღაც პრობლემა მქონდა.
-არაფერია.
საწოლის კუთხეში ჩამოჯდა.
-ხანდახან მინდა სადმე გავუჩინარდე. შენც ასე ხარ ხოლმე?
-ვიყავი,ერთი პერიოდი.
ღრმა საუბრები სურს? ჰმ...მისი ასეთი ცვალებადობა ცოტათი უცნაურია.
-და როგორ დაძლიე?
-უბრალოდ დროა საჭირო და მოთმინება. ის უნდა აკეთო რაც სიამოვნებას განჭებს.
წამის მეასედში ჩემსკენ მოიწია და მკლავები მომხვია.
-რას აკეთებ?-უკან გავწიე.
-ჩახუტება მჭირდებოდა.
-უნდა დავიძინო.
-ბოდიში და მშვიდი ღამე, თინი.
-ასევე.
-თუ რაიმე დაგჭირდეს, იცი სადაც ვარ.
-კარგი.
რას აკეთებს? სულ გაგიჟდა...
მისი ჩახუტება დენის დარტყმასავით იყო. მოულოდნელი და უცნაური. თითქოს წამით სითბო ვიგრძენი,რომელსაც შეეძლო გავენადგურებინე. დიდი ხანია არავინ ჩამხუტებია და თითქოს მეც დამავიწყდა როგორია ვინმეს ეხუტებოდე.
მეგონა თავადაც დაწვა და დაიძინა, მაგრამ სამზარეულოდან გამოსულმა ხმებმა მიმახვედრა რომ ასე არ იყო.
ვფიქრობდი ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ის ნამდვილად არ გრძნობდა თავს კარგად. ვერაფრით ვიძნებდი.
სარკეში ჩავიხედე, აწეწილი თმა უბრალოდ რეზინით შევიკარი და სამზარეულოში გავედი.
-ასეთიც როგორი ლამაზი ხარ-ჩაიცინა როცა დამინახა-რატომ არ გძინავს ფერიავ?
-ასე მხოლოდ ლიზა მეძახის.
-შეიძლება მეც დაგიძახო ხოლმე?
-არა.
-კარგი-მხრები აიჩეჩა.
-შენ რა, ბლინებს ამზდებ?
-დილის საუზმისთვის...მაინც არ მეძინებოდა.
-მაქსიმე ლიპარტელიანი ბლინებს აცხობს.
-დიახ, რა არის გასაკვირი? დედამ მასწავლა.
-კარგი დედა გყავს, მართლა.
სამზარეულოს მაგიდაზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი როგორ დებდა ბლინის ცომს ტაფაზე. თან აკვირდებოდა რომ არ დასწვოდა.
-გასინჯავ?-გამომიწოდა ერთი ცალი.
უარი ვერ ვთქვი ისეთი სუნი ტრიალებდა სამზარეულოში.
უგემრიელესი იყო.
-კარგია, ყოჩაღ.
-მიხარია თუ მოგწონს. იცი?მგონი ვიცი სამზარეულოში ტრიალი რატომ გიყვართ მდედრებს.
-და რა იცი რომ მიყვარს?
-არა?
-გააჩნია ვისთვის ვამზადებ. მარტო რახან ვცხოვრობ არ მეზარება მხოლოდ ჩემთვის მომზადება. და მაინც რა იცი?
-როცა უხასიათოდ ვარ აქ ყოფნა მშველის.
-რამ გაგაბრაზა ასე?
-პირადულია-მიპასუხა ისე,როგორც მე მაშინ.
-ოჰ-ჩავიცინე გულიაანად.
-რატომ არ გძინავს?
-არ დამეძინა.
-კარგი. მოდი რაიმეზე ვისაუბროთ, ვიდრე ბლინები ცხვება.რა არის ის,რასაც შეცვლიდი წარსულში.
-არაფერი. წარსულს ვერ შევცვლი. მომავალზე ვფიქრობ.
-და როგორია შენი იდეალური მომავალი?
-მშვიდი, წყნარი. კარგი ოჯახით, წარმატებული კარიერით.
-ეგ ორი ერთად? იშვიათაია.
-ვიცი.რომელიმე გამოვა, ალბათ...ან იქნებ ორივეც? ვინ იცის.
-წარმატებები.
-შენს მომავალზე რას იტყვი?
-ანალოგიურად...თუმცა კიდევ ბევრი მიზანი მაქვს. მინდა დედას ვუმკურნალო. მალე თურქეთში მიმყავს, ფეხის ოპერაცია აქვს ჩასატარებელი.ავარიის მერე დაუზიანდა.
-იმედია კარგად ჩაივლის.
-იმედია.
-რა სუნია?
-ჯანდაბა! დაიწვა-ტაფასთან მიირბინა და გაზი გამორთო.
სიცილი ამიტყდა მის მიმიკებზე,როცა დამწვარ ბლინს ტაფას აშორებდა.
-შენი ბრალია პატარა ქალბატონო! მარტო როცა ვამზადებ კარგად გამომდის.
-გავალ..
-იყავი, ვიხუმრე.
-მეც ვიხუმრე-ვუთხარი და ბლინი ავიღე.
-ძალიან მოგეწონა,არა?
-შეიძლება.
-ბლინებითაც ხომ არ მოვამარაგო თქვენი მაღაზია?
-არ არის საჭირო.-ჩავიცინე.
მივხვდი,რომ საუბარი ძალიან გაგვიგრძელდა. იმასაც ვიაზრებდი,როგორ მინდოდა მასთან მეტი დროის გატარება და ეს არცისე კარგი იყო. ფიქრებში გართულმა მხარზე მისი შეხება ვიგრძენი.
-თინი.
-გისმენ.
-ეწევი?
-არა, შენ?
-კი. პრობლემა ხომ არ იქნება აივანზე რომ გავიდეთ და მე უბრალოდ მოვწიო?
-მე რომ მეძინება?
-ხუთი წუთით.
-კარგი.
სკამებზე ვისხედით, ხედს ვუყურებდით, ის კი ეწეოდა.
-არც გაგისინჯავს?
-ადრე კი, მაგრამ არ მომწონს.
-კარგია, არც არის საჭირო.
-ნამდვილად.
-შენს მშობლებზე რას მეტყვი თინი?
-მამა საზღვარგარეთაა, იქ მუშაობს და იქიდან მეხმარება. დედა კი...არ ვიცი, კონტაქტი არ მაქვს. მან სხვა ცხოვრება აირჩია,მე და მამა დაგვტოვა როცა ათი წლის ვიყავი და ვიღაც კაცს გაჰყვა ცოლად.
-ამ...ცუდია, თუმცა მიხარია რომ მამაშენი მაინც გიდგას მხარში. გოგოსთვის მამის ყოლა ბევრს ნიშნავს.
-ხო.
თვალები მეხუჭებოდა და თავი მიავრდებოდა. ასე როდის დავიღალე?
მისი ჩაცინების ხმაზე გამეღვიძა. ტელეფონი ეჭირა და ფოტოს მიღებდა.
-მაქსიმე! არ გაპატიებ, წაშალე, ახლავე.
-კარგი რა იყო, ლამაზი ფოტოა.
-წა შა ლე-დავუმარცვლე და ფეხზე წამოვდექი. მივუახლოვდი,რომ ტელეფონი წამერთმია და თავად წამეშალა. მის ფეხებს შორის ვიდექი და ვცდილობდი ტელეფონი გამომერთმია, მაგრამ უშედეგოდ. პატარა ბავშვს ვგავდი. ის კი იცინოდა.
უცბად წელზე მომხვია ხელები და თავისკენ უფრო ახლოს მიმიზიდა.
-მაქსიმე...
-დამშვიდდი. აი, ვშლი-მითხრა და ჩემს თვალწინ წაშალა ფოტო.
თვალები ავატრიალე, გაბრაზებული ვიყავი.
-მაპატიებ?
-ვერა და ხელი გამიშვი-კვლავ ჩემს წელზე ჰქონდა ხელები.
-მაშინ მაპატიე.
-ხო კარგი, გაპატიე-ვუთხარი ხმამაღლა.
-აი ასე, ფერიავ.
-ხომ გითხარი,ასე მხოლოდ ლიკა მეძახის.
-ხანდახან მეც.
-ოხხ...-ვთქვი და უკან გავიწიე, შემდეგ კი სახლში შევედი.
-თინი.
-გისმენ-მისკენ მივტრიალდი ოთახის კართან მდგომი.
-რომ ბრაზდები საყვარელი ყოფილხარ.
-ახლა დაიძინე.
-კარგი-ჩაიცინა.-შორტი მგონი მართლა დიდი გაქვს-შორტს დავხედე. ოდნავ ქვემოთ ჩაწეულიყო და წითელი ტრუსის ზოლტი მიჩანდა.
-მაქსიმე!-შორტი გავისწორე და სწრაფად შევედი ოთახში. უკვე ვნანობდი მასთან დარჩენას.
ძლივს დამეძინა, ჩემი საწოლი მენატრებოდა.
თუმცა ვაღიარებ, მისი სუნამოს სუნი,რომელიც მაისურს მკვეთრად გასჯდომოდა, ჩაძინებაში დამეხმარა.
—-
შემდეგ თავს დავდებ როცა აქტიურობა წამოვა🫠❤️გავვაქტიურდეთ მეგობრებოოო😂
YOU ARE READING
The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)
Romanceალბათ ცხოვრებაში ყველას გვაქვს განვლილი პერიოდიდან გამორჩეული იდეალური ნაწილი, ან ეს ნაწილი რომელიმე ადამიანია,რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა. როდისაა ცხოვრება იდეალური? იქნებ მაშინ,როდესაც საკუთარი თავი ხარ? თინის რუტ...