#თინი#
შხაპი მივიღე და ჩემი ოთახის დათვალიერებით ვტკბებოდი. საოცარი იყო ის,რომ თითოეული ნივთი ერთმანეთს ერწყმოდა. ამ კაცს იდეალური გემოვნება აქვს.
ვახშმისთვის გავემზადე. საკმაოდ ცხელოდა, ამიტომ თხელი კაბა გადავიცვი, მცირედი მაკიაჟი გავიკეთე,რომ დაღლილი თვალები დამეფარა.თმა კი უბრალოდ გავიშალე.
დიდი მაგიდა იყო გაშლილი ეზოში და გარშემო ლამპიონები აენთოთ.
ყველანი მაგიდას მივუსხედით, თავიდან მაქსიმე არ ჩანდა, შემდეგ კი ისიც შემოგვიერთდა და ჩემს პირდაპირ დაჯდა.
ჯეიმსმა მადლობა გადაგვიხადა ჩასვლისთვის , აგვიხსნა იქ მიწვევის მიზეზი,ის რომ ჩვენი იმედი აქვს ყოველთვის და უნდა დიდხანს ითანამშრომლოს ჩვენთან. ასევე გაგვაცნო მომდევნო ხუთი დღის გეგმა. როგორც დაგვპირდა ქალაქს დაგვათვალიერებინებს და იდეალურ დროს გავატარებთ. ბოლოს კი გამოსვლა სიტყვებით „ყველა ბიზნესმენს სჭირდება დასვენება" დააგვირგვინა.
ვახშმობას შევუდექით. ყველაფერი უგემრიელესი იყო,მაგრამ ვაღიარებ, ქართულ სამზარეულოს არაფერი მირჩევნია.
მაქსიმეს ბევრი არაფერი უჭამია, მხოლოდ წითელ ღვინოს მიირთმევდა.
ღვინო ჯეიმსის იყო და საოცარი გემო ჰქონდა.
ცოტა ხანში ვახშმობას მოვრჩით, ყველა ეზოს ათვალიერებდა,მათ შორის მეც.
-აქაურობა სამოთხეს ჰგავს-მომესმა უკნიდან მაქსიმეს ხმა.
-ვერ შეგედავები.
-თინი, მინდა ვისაუბროთ.
-და ხომ ვსაუბრობთ?
-ასე არა. ვგრძნობ რომ თავს მარიდებ. არ მინდა იფიქრო,რომ ის პერიოდი,როცა მე თავს გარიდებდი პრობლემა შენთან მიმართებაში მქონდა.
-ასე არ ვფიქრობ.
-უბრალოდ...არ ვარ კარგად. ბოლო დროს ჩემი ცხოვრება თითქოს ერთიანად ამოტრიალდა.
-რა ხდება?
-არაფერი, ეს დაივიწყე. მინდა იცოდე,რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს შენთან.
-კარგი.
მის ტელეფონზე ისევ გამოჩნდა სახელი „ამანდა". უბრალოდ გვერდით გავიხედე , ღვინო მოვსვი და სახლის უკანა ეზოში გადავინაცვლე, სადაც აუზი და პატარა საქანელა იყო.
საქანელაზე ჩამოვჯექი. ტელეფონი მოვიმარჯვე და ჩემს ფოტოებს ვათვალიერებდი, თან გოგოებს ვწერდი. როდესაც გაიგეს რომ მაქსიმეც აქ იყო შოკში ჩავარდნენ. მათ რეაქციებზე მეცინებოდა. როგორ უნდათ ბედნიერი ვიყო...მაგრამ მე არსად მეჩქარება.
ერთ-ერთი ბიზნესმენი, ამერიკელი ნიკოლასი შევამჩნიე იქვე. მომიახლოვდა და გამომელაპარაკა. მას ახლოდან არ ვიცნობდი, თუმცა მის წარმატებულ ბიზნესზე ბევრი მსმენია. ოცდა ხუთი წლის ასაკში მოახერხა ამერიკაში ერთ-ერთი ცნობილი ვისკის ბრენდის შექმნა.
დიალოგი ინგლისურად მიმდინარეობდა.
-მოიწყინეთ?-თქვენობით მომმართავდა.
-ცოტათი. თქვენობით ნუ ვისაუბრებთ-ვუთხარი მე.
-აქაურობა ძალიან ლამაზია, თუმცა უფრო ლამაზი სანახავი იყო შორიდან საქანელაზე მჯდომი გოგონა,ფრიალა კაბით.
მის სიტყვებზე ჩამეცინა.
-მადლობა.
-საქართველოდან ხარ,ხომ?
-ასეა.
-ძალიან მაინტერესებს ქართული კულტურა. იმედია შევძლებ მალე გავეცნო.
-იმედია. არ ინანებ.
იქვე მოვკარი თვალი მაქსიმეს. ღვინის ჭიქა გამოცალა და შორიდან გვიყურებდა.
-გინდა გავიაროთ თინი?აქვე, უბრალოდ ეზოს დათვალიერება და საუბარი მინდა-ჩემს სახელს ძლივს გამოთქვამდა.
-გმადლობ, უბრალოდ დაღლილი ვარ.
-კარგი, მესმის.
მაქსიმე მოგვიახლოვდა და ნიკოლასს დიალოგი გაუბა. ქართულ კულტურაზე საუბრობდნენ,მე კი უბრალოდ ვუსმენდი,რადგან მართლა ძალიან დაღლილი ვიყავი.
-ლამაზი ქალებიც გყავთ, ვიცი-უთხრა ნიკოლასმა და ჩემზე ანიშნა თვალებით.
-ის ნამდვილად ლამაზია და ჩვენ ლამაზ ქალებს პატივს ვცემთ-უთხრა მაქსიმემ.
მალე ნიკოლსმა დაგვტოვა.
-არ მომწონს როგორც გიყურებს.
-როგორ?
-ვითომ ვერ ვხვდები.
-და რა? მიყუროს-ჩავიცინე.
-გეფლირტავებოდა.
-რატომ მიხსნი? არ მაინტერესებს.
-თინი...
-რა?
თვალებში მიყურებდა. თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ თავს ვერ უყრიდა სიტყვებს.
-მგონი ჯობს დაიძინო მაქსიმე. მეც მეძინება, დაღლილი ვარ.-საქანელადან წამოვდექი. კაბა შევისწორე სახლისკენ დავიძარი.
-ტკბილი ძილი-მითხრა და თავად დაჯდა საქანელაზე.
ჩემს ოთახში ავედი. საღამურები ჩავიცვი, მაკიაჟი მოვიშორე და ვიდრე ფუმფულა საწოლში შევწვებოდი ფანჯრიდან გადავიხედე. იქიდან მოჩანდა მაქსიმე,რომელიც კვლავ საქანელაზე იჯდა,ეწეოდა და ცაში იყურებოდა. რამდენიმე წუთი ვუყურებდი. მოულოდნელად შემომხედა და მაშინვე ავარიდე მზერა.
ნეტავ რა პრობლემა აქვს ასეთი,რომ ვერც კი მიზიარებს...
#მაქსიმე#
მომდევნო დღე სულ სხვა ემოციებითა დავიწყე. თავს უკეთ ვგრძნობდი, ვცდილობდი ფიქრები შემეჩერებინა და პოზიტიური ფიქრებისკენ წარმემართა.
ავდექი თუ არა მოვწესრიგდი და საუზმეზე ჩასასვლელად გავემზადე.
ოთახიდან გასვლისას დავინახე როგორ ესაუბრებოდა ნიკოლასი ისევ თინის. ეს ბიჭი მაღიზიანებს...
თინი როგორც ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა. ამ გოგოს ნიჭი აქვს ყველაფერი მოიხდინოს. ამჯერად კლასიკური შარვალი, ქუსლიანი ფეხსაცმელი და თეთრი ზედა ეცვა,რომელშიც მისი ლავიწები იდეალურად მოჩანდა. მისი ნაზი შესახედაობა ესთეტიური და თვალშისაცემი იყო.
-დილამშვიდობის-მივესალმე მათ და ქვემოთ ჩავირბინე.
ნიკოლასი საუზმეზე თინის მიუჯდა გვერდით.
ჯეიმსმა დღევანდელი დღის გეგმა გაგვაცნო , გვითხრა რომ რამდენიმე ლამაზ ადგილს მოვინახულებდით. საუზმობას შევუდექით, შემდეგ კი სანამ ქალაქში გავიდოდით ილიას დავურეკე.
-ამანდა როგორ არის?-ვკითხე საუბრის ბოლოს.
-კარგადაა, ნუ ნერვიულობ. მალე სქესის გაგების დროაო,მითხრა.
-სქესს მნიშვნელობა არ აქვს, პირადად ჩემთვის.
-მგონი მისთვის აქვს. ბიჭი მინდაო იძახის ხოლმე.
-ოჰ ღმერთო...
ილიას მალევე გავუთიშე და სხვებთან ერთად ჩავჯექი ავტობუსში.
გვიანობამდე ქალაქს ვათვალიერებდით და ჯეიმსის თანაშემწე გვიხსნიდა სად რა იყო. იქაურობა მართლაც ლამაზი აღმოჩნდა,მაგრამ ჩემი სამშობლო ყველაფერს მირჩევნია. თინიც ამ აზრზე იყო.
სეირნობისას სანაყინე დავინახე. მაშინვე ორი ნაყინი ვიყიდე და ერთი თინის გავუწოდე.
-არ ვიცოდი რომელი მოგეწონებოდა და უბრალოდ ვანილის წამოვიღე.
-მადლობა, ვანილის მიყვარს-გამიღიმა და ნაყინი გამომარფთვა.-დღეს კარგ განწყობაზე ხარ.
-ასეა.
-მიხარია.
-გემრიელია-ვთქვი როცა ნაყინი გავსინჯე.
-ნამდვილად. აქ ძალიან ცხელა.
-მოგენატრა თბილისი?
-ცოტათი.
-მოდი უბრალოდ კარგი დრო გავატაროთ. თბილისი მერეც გვეყოფა.
-დედაშენი ვისთანაა?
-ანი და ილია უვლიან.
-გასაგებია.
ვილაში გვიან დავბრუნდით. არ მინდოდა თინის მოეწყინა. თავლაში წასვლას ვაპირებდი და შევთავაზე, ისიც სიხარულით დამთანხმდა. ცხენები დავათვალიერეთ, ყველა ძალიან საყვარელი იყო.
-ჯირითი იცი?-ვკითხე მას.
-აღარ მახსოვს. პატარაობაში სოფელში ვჯირითობდი ხოლმე.
-იქნებ ხვალ ვცადოთ. ჯეიმსი უარს არ გვეტყვის,წესით.
-ვნახოთ.
#თინი#
ჩვენ-ჩვენს ოთახებში დავბრუნდით. უკვე დასაწოლად ვემზადებოდი როცა ოთახის კარზე კაკუნი გავიგე. მაქსიმე იყო.
-რა მოხდა?
-ახლა ოთახში რომ შევდიოდი რაღაც იდეა მომივიდა თავში. ცოტათი გიჟური.
-გისმენ-ჩამეცინა მის გამომეტყველებაზე.
-არ გინდა აუზით ვისარგებლოთ?
-გაგიჟდი? ამ ღამით? ხვალ იცურავე მაქსიმე.
-კარგი რა, წამოდი.
-არა...ჯეიმისი
-ჯეიმსს სძინავს, თანაც ხომ გვითხრა,თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლშიო. მე ვაპირებ და თუ გინდა წამოდი.-ნიშნის მოგებით მითხრა და ქვედა სართულზე ჩავიდა.
ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ ჩავიდა აუზში მხოლოდ შორტით. გიჟია, ცივ წყალში ცურაობდა. მე კი ცურვაც არ ვიცი.
მეცინებოდა მისი ყურებისას. მომწონდა ის ფაქტი,რომ დღეს კარგ ხასიიათზე იყო.
აუზთან ლუდის ქილაც იდო, პერიოდულად სვამდა.
ცოტა ხნის ყურების შემდეგ გადავწყვიტე ახლოდან მენახა ასეთი მაქსიმე და აუზთან ჩავედი.
-ოხ, ვინ მოსულა!
-ჩუმად, გაეღვიძებათ.
-არ ჩამოხვალ?
-არა მაქსიმე. ცურვაც კი არ ვიცი.
-არცისე ღრმაა.
-არ მინდა.
-კარგი...ლუდის ქილა მომაწოდე რა.
ქილა ავიღე და აუზს მივუახლოვდი. მანაც ნაპირისკენ გამოცურა. მეგონა ქილას მართმევდა, მაგრამ მაჯაში მომკიდა ხელში და წამებში წყალში აღმოვჩნდი. გაბრაზებულმა ემოცია ვერ დავმალე და დავუბღვირე. წყალი გრილი იყო რის გამოც მაკანკალებდა. ღრმა ნამდვილად არ ყოფილა,მაგრამ მეშინოდა და მთელი სხეულით მას ვეკრობოდი.
-გაგიჟდი? ხომ გითხარი,რომ არ მინდოდა!
-მაპატიე,მაგრამ დღეს ცუდი ვარ.
-ახლავე ავალ.
-არ გამიშვა ხელი, რეალურად ღრმაა.-როცა გავიაზრე აუზის შუა გულში ვიყავით მივხვდი,რომ ხელს ვერ გავუშვებდი.
-მაქსიმე...
წარმოვიდგინე როგორი სანახავი ვიქნებოდი სველი საღამურებით და თმით, ნამძინარევი სახით.
ჩემთან ძალიან, ძალიან ახლოს იყო. იმდენადაც კი,რომ მისი სუნთქვის ხმა მესმოდა. მკერდით ვსუნთქავდი ღრმად. მეშინოდა ,რომ ხელი გაეშვებოდა და ჩავიძირებოდი. თვალებით ვითხოვდი შველას...
-როგორი ლამაზი თვალები გქონია.
მთვარის შუქზე მასაც ლამაზი თვალები მოუჩანდა.მისი ტუჩები კი...ჩვეულებრივზე მუქი იყო,ოდნავ მოლურჯო, სიცივისგან.
არ ვიცი რატომ,მაგრამ სველი,აწეწილი თმა თითებით გავუსწორე.
-ასე ჯობს-ვუთხარი და ხელი მხარზე ჩამოვადე.
-არ ვიცი ჩემს ტვინს რა ემართება როცა გიყურებ. მგონი ვგიჟდები.-მეუბნება ის.
თვალებს დაბლა ვხრი და პულსაციას ვგრძნობ. ახლა ოთახში უნდა ვიყო და არა აქ.
-მაქსიმე ავიდეთ. მეშინია.
-ნუ გეშინია. გიჭერ.
-მცივა.
-კარგი...-თქვა და ნაპირისკენ გაცურა. მაშინვე ავედი წყლიდან მისი დახმარებით და იქვე დავჯექი. თავადაც მალევე ამოვიდა.
-მეორედ ასე არ მოიქცე.
-ნუ მიმითითებთ, ქალბატონო თინი. აქ თანამშრომლები არ ვართ-მითხრა და თვალი ჩამიკრა.
ეს რა იყო?
ლუდის კიდევ ორი, გამოცლილი ქილა შევნიშნე იქვე. იმაზე ნასვამი ყოფილა, ვიდრე მეგონა.
-წავალ, დავწვები-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. სიცივე ტანში აღწევდა და მაკანკალებდა.
-მოიცადე-გამაჩერა. -ეს გჭირდება-მითხრა და წამებში მკლავები მომხვია.
ვერ ვეწინააღმდეგებოდი. მისი ჩახუტება ერთადერთი იყო,რაც მთლიანად მათბობდა.ტვინი მეუბნებოდა,რომ უკან გამეწია ან მე მოვშრებოდი,მაგრამ ამას ვერ ვაკეთებდი და ცხვირი მის კისერში მქონდა ჩარგული. მისი სუნამოს გრილ სუნს ხარბად ვისუნთქავდი და იმ მომენტში თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი. იქნებ ნამდვილად მჭირდებოდა მისი ჩახუტება?!
- - -
აბა,როგორი იყო?👀✨
YOU ARE READING
The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)
Romanceალბათ ცხოვრებაში ყველას გვაქვს განვლილი პერიოდიდან გამორჩეული იდეალური ნაწილი, ან ეს ნაწილი რომელიმე ადამიანია,რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა. როდისაა ცხოვრება იდეალური? იქნებ მაშინ,როდესაც საკუთარი თავი ხარ? თინის რუტ...