18🌧️

6 2 0
                                    

იდეალური ნაწილი
თავი 18✨

ჩემსკენ მაქსიმალურად ახლოს მოიწია და თავი მხარზე დამადო.
-იცი? თავიდან,როცა პირველად გნახე ვიფიქრე,რომ შეუძლებელი იყო ასეთი კარგი ყოფილიყავი. შეუძლებელი იყო თავი ვინმესთან ისე კარგად მეგრძნო,როგორც შენთან...შენზე არანაკლებ მეშინოდა ურთიერთობის წამოწყების,მაგრამ რაც უფრო ხშირად ვხედავდი როგორი კარგი იყავი,მით მეტი მინდოდა. მხოლოდ თანამშრომლობას ვერ დავჯერდებოდი.
-მაქსიმე...ასეთი კარგი რატომ ვარ შენთვის?
-უცნაური კითხვაა. არ ვიცი. რაღაც საოცარი სიმშვიდე დაგაქვს და ყველას შეგიძლია სითბო გაუნაწილო. მე კი ზოგჯერ ისეთი ეგოისტი ვარ,მინდა მთელი სითბო და ყურადღება ჩემი იყოს. ეს გაითვალისწინე.
-ოხ. ეგოისტი მაქსიმე-ჩამეცინა და თვალებში ჩავხედე.-შენს თვალებშიც საოცარი სიმშვიდეა, რომელიც თავს ყველაზე კომფორტულად მაგრძნობინებს. ნამდვილად მეშინოდა მას შემდეგ,რაც შენზე ფიქრები დამჩემდა,თუმცა მიმტკიცებ ,რომ სანდო ხარ და ეს მომწონს.
ყელში მაკოცა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
მეც სიჩუმე ვამჯობინე და ცოტა ხანს ასე ვისხედით,შემდეგ კი ბავშებს შევუერთდით.
ლიკა და ილია ჩახუტებულები ცეკვავდნენ.
-მათ გამოც ბედნიერი ვარ-ვუთხარი მაქსიმეს.
-ილია ძალიან კარგი ადამიანია და ამას იმიტომ არ ვამბობ,რომ ჩემი ძმაკაცია. თავადაც დარწმუნდები...ლიკაც კარგი გოგო უნდა იყოს, ამიტომ,კარგი წყვილი შედგება.
-ნამდვილად.
ცეკვა და დალევა გავაგრძელეთ. გამთენიისას უკვე ზოგს აქა-იქ ეძინა, ზოგიც სახლებში მიდიოდა.
-ჩვენც წავიდეთ-ვუთხარი მაქსიმეს.
ლიკამ მითხრა რომ ილიას გაჰყვებოდა, ამიტომ მშვიდად წამოვედით მე და მაქსიმე.
რახან მაქსიმე არცისე ნასვამი იყო და დალევიდან რამდენიმე საათიც გასულიყო,საჭეს მიუჯდა. ნელა ატარებდა მანქანას და მშვიდი მუსიკის ფონზე მივდიოდით.
-სახლში არ მინდა-ვთქვი უნებურად.
-ჩემთან წამოდი, დედასაც გაუხარდება...
-არ ვიცი.
-გთხოვ-დაიჩურჩულა ჩემს ყურთან. უარი ვერ ვუთხარი და თავი დავუქნიე, ძალიან გაუხარდა.
უკვე მის სახლთან ახლოს ვიყავით როცა მოულოდნელად შხაპუნა წვიმა დაიწყო. მუსიკას აუწია და მანქანა გააჩერა, შემდეგ კი გადავიდა და კარი გამიღო.
-გაგიჟდი? სულ სველი ხარ!
-მოდი! უნდა ვიცეკვოთ ფერიავ!-ხელი ჩამკიდა და მანქანიდან გადამიყვანა.
გიჟებივით,შუა გზაზე ვიდექით და წვიმაში ვცეკვავდით.სადაცაა გათენდებოდა და ცა ულამაზესი იყო. მუსიკას მოძრაობებს ვაყოლებდით, შემდეგ კი ხელები წელზე მომხვია და ჰაერში ამიტაცა. გულიანად ვიცინოდი და კისერზე მეჭიდებოდი.
იმ მომენტში დიდი ხნის მერე ნამდვილად,გულწფრთელად ბედნიერად ვგრძნობდი თავს.
თვალებში ჩავხედე და ჯერ კიდევ მის მკლავებში მოქცეულმა ტუჩებში ვაკოცე,მან კი დამატრიალა და ძირს დამსვა.
-ჩემი ცხოვრების იდეალური ნაწილი ხარ თინი-მითხრა და მთელი სახე დამიკოცნა.
წვიმამ შედარებით გადაიღო. რადიოში გაჟღერებული სიმღერაც დასრულდა. მანქანაში დავბრუნდით, მის სახლამდე მივედით და გალუმპულები შევედით სახლში.
ელზას ეძინა. მაქსიმემ თავისი საღამურები და პირსახოცი მომცა. სიცივისგან მაკანკალებდა. ცხელი შხაპი მივიღე და მისი საღამურები ჩავიცვი.
-უკვე ხომ თენდება?-ვკითხე მას.
-მერე რა, ძილი არ უნდა დაგაკლდეს ფერიავ.  ჩემს ოთახს გითმობ, იქ დაიძინე-მითხრა და შუბლზე მაკოცა.-ეს საღამურებიც კი გიხდება, ღმერთო ჩემო.
-ნუ აზვიადებ.
-სულაც არა.
ტკბილი ძილი მისურვა, ჩამეხუტა და თავის ოთახამდე მიმაცილა.
მის საწოლში შევწექი და პირველი რაც გავაკეთე,მის ბალიშში ჩავრგე თავი,რომ ოდეკოლონის სუნი ხარბად შემესუნთქა.
ბევრი ვიწრიალე,მაგრამ ვერ ვიძინებდი. ვგრძნობდი,მასაც ეღვიძა და ასეც აღმოჩნდა.
კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა.
-იცი? ჩვენი დივანი არაკომფორტულია-დაიწუწუნა.
-მოდი-ვანიშნე და ხელები გავშალე.
ჩემს ზემოდან მოექცა და ძლიერად ჩამეხუტა.ცოტა ხანში მისი ხელები ვიგრძენი ჩემს წელზე, მჭიდროდ, თან ცერა თითით მეფერებოდა მუცელზე. ვიცოდი, ჩემთვის ეს გრძნობა დაუვიწყარი იქნებოდა. ასე ტკბილად დიდი ხანია არ ჩამძინებია.
დილით როგორც ჩანს მაქსიმე ადრე ადგა, კარგადაც მოქცეულა,ელზასთან უხერხული იქნებოდა.
გამოვიცვალე და ოთახიდან გავედი. ელზა და მაქსიმე ყავას მიირთმევდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ.
-თინი-ელზა წამოდგა და თვალებგაბრწყინებული შემეგება.-როგორ მომენატრე.
-მეც ძალიან მომენატრეთ.
-მოდი, ყავას დაგისხამ.
-მე დავუსხამ დე, დაჯექი-უთხრა მაქსიმემ.
-ისე გამიხარდა მაქსიმემ რომ მითხრა აქ არისო...
-ხო, აქ მომიწია წუხელ დარჩენა.
-მოგიწია? როცა გინდა მაშინ მოდი შვილო, ამ სახლის კარი შენნაირი კარგი ადამიანებისთვის სულ ღიაა.
ვუყურებდი ამ ქალს და წამითაც კი შეუძლებელი იყო მეფიქრა,რომ წარსულში დედასთვის ცუდი უნდოდა. ეს მაიაა ეგოისტი და ყველაფერს ისე აჯერებს საკუთარ თავს,როგორც აწყობს. მას მამაჩემი არასდროს უყვარდა, უბრალოდ უნდოდა მასთან ყოფილიყო და არავისკენ გაეხედა.
ელზასთან ამ თემაზე საუბარს რა თქმა უნდა არ ვაპირებდი, თუმცა მაქსიმეს გულისტკივილს ვერ დავუმალავდი.
ცოტა ხანს ვისაუბრეთ, ყავაც მივირთვი, შემდეგ კი ოფისში წასასვლელად მოვემზადე. მაქსიმემ შემომთავაზა წაყვანა და უარი არ მითქვამს.
მთელი დღე საქმეებში ვიყავი ჩაფლული. მადლობა ღმერთს გაყუდვების საქმე ძალიან კარგად მიდის. ბოლო ორ თვეში შემოსავალი თითქის ორმაგად გაიზარდა.
მაქსიმე შემითანხმდა რომ საღამოს ერთად გვევახშმა. სამსახურიდან სახლში უნდა მივსულიყავი მოსამზადებლად. მართალია მაიას დანახვა არ მინდოდა, მაგრამ მომიწევდა.
შინ მისულს მაია დივანზე დაწოლილი დამხვდა, ეძინა.
ვეცადე არ გამეღვიძებინა ისე მოვემზადე და მაქსიმეს ველოდებოდი რომ მოსულიყო,თუმცა მაინც გაიღვიძა.
-სად იყავი წუხელ?-მაშინვე მკითხა.
-მაქსიმეს მეგობრის დაბადების დღეზე, კმაყოფილი ხარ?
-ოხ თინი. შენსას არ იშლი, დაბადებიდან ასეთი ჯიუტი იყავი.
-დაბადებიდან რამდენი ხანი? სულ რაღაც ხუთ წლამდე მიცნობდი მაია.
-ხუთი წელიც საკმარისი იყო რომ ეგ გამეგო.
-კარგი-ირონიულად გამეღიმა.
-საით?-მკითხა როცა კარისკენ წავედი.
-ასეთი კითხვების დასმა შეწყვიტე, გთხოვ.
-მაქსიმესთან მიდიხარ ,არა?
-კი! მაქსიმესთან ერთად მივდივარ ვახშამზე და ნუ დამელოდები. და კიდევ, მალე იშოვნე ბინა,თორემ ალბათ ერთმანეთს დავჭამთ.
საშინლად გაბრაზებულმა დავტოვე სახლი. ყველა ემოცია ერთად მომაწვა და ყელში თითქოს რაღაც ბურთი გამეხირა. თვალებიდან ცრემლები უნებურად წამომცვივდა ლიფტში. ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა,მაგრამ არ გამომდიოდა.
სადარბაზოში მაქსიმე შემოვიდა.
-თინი? რა გჭირს ,ფერიავ?
-უბრალოდ წავიდეთ.
-კარგი-ხელი ჩამკიდა და თავის მანქანამდე მიმიყვანა, ჩავჯექით თუ არა ძლიერად მომეხვია.
ყოველთვის იცის რა მჭირდება.
-ისევ დედაშენი?-ამ კითხვაზე უბრალოდ თავი დავუქნიე-მომიყევი რა უნდა, იქნებ მოვაგვაროთ...
-მოგიყვები, უბრალოდ წავიდეთ.
მანქანა დაძრა და მალე სადღაც მშვიდ ადგილას გავჩერდით.
-აბა,გისმენ.
-სულ მეკითხება სად ვიყავი, სად მივდივარ...
-ეს ყველა დედას სჩვევია.
-მას უნდა რომ ჩამოგშორდე.
-რაა?
-ხო, არ უნდა გხვდებოდე.
-ხომ იცი,მთავარია შენ რა გინდა.
-ვიცი, უბრალოდ ისე მაჭერს ნერვებზე....
-და რატომ დამიწუნა?-ჩაეცინა.
-გრძელი ისტორიაა. წარსულში დედაჩემი დედაშენს იცნობდა.
-რაა? საიდან?
-როგორც მაიამ მითხრა ერთ სკოლაში სწავლობდნენ.  მამა და ის  უკვე  ერთად იყვნენ და დედაშენს თურმე მამაჩემი მოსწონდა, თუ რაღაც მსგავსი...დღემდე ფიქრობს,რომ მის წართმევას ცდილობდა ელზა.
-რა სისულელეა.
-ნამდვილად.
-სიმართლეს გეტყვი. დედას ადრე ნათქვამი აქვს,რომ სკოლაში ერთი ბიჭი მოსწონდა, მაგრამ რაც მამაჩემი გაიცნო ზედ არავისთვის შეუხედავს....
-ვიცი მაქსიმე. ეს დედაჩემია ეგოისტი და ახლა ფიქრობს,რომ შვილს ართმევენ.
-ღმერთო...კარგი დამშვიდდი, ნუ მიაქცევ ყურადღებას. ასეთს ვერ გიყურებ-თმაზე მომეფერა და ცრემლები მომწმინდა.
ღრმად ჩავისუნთქე.
-წავედით, ვახშამი გველოდება,კარგი?
-კარგი.
ერთ-ერთ ულამაზეს კაფეში მივედით. ჩვენთვის მაგიდა უკვე დაეჯავშნა. იქაური ინტერიერი ჩვენს სამოსს ძალიან უხდებოდა, მშვიდი და ლამაზი ატმოსფერო იყო.
-დღეს ილიას რომ ველაპარაკებოდი ახალი ამბავი მახარა.
-რა ამბავი?
-ის და ლიკა უკვე ოფიციალურად შეყვარებულები არიან.
-რაა? ლიკას არაფერი უთქვამს.
-ალბათ ნაბახუსებზეა, ბევრი დალიეს წუხელ-ჩაიცინა.
-მიხარია მათი ამბავი.
-მეც..და გამიხარდება თუ ჩვენც ყველაფერი კარგად წაგვივა.
-მაქსიმე მე...ვფიქრობ არ უნდა ავჩქარდეთ. კარგია რასაც ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ. ეს სითბო და ყურადღებაც სასიამოვნოა,მაგრამ
-მაგრამ გეშინია, არა?
ვერ ვუარყავი.
-მე კი ვთვლი,რომ შიშებზე უარი უნდა ვთქვათ და ორივემ უბრალოდ ერთმანეთს ვენდოთ,მაგრამ შენ როგორც გინდა ფერიავ.
ამასობაში ვახშამი მოიტანეს. სტეიკი და ბოსტნეული მივირთვით, მე ცოტა ღვინოც დავაყოლე,მაქსიმე საჭესთან ყოფნის გამო უბრალოდ ცივ წვენს სვამდა.
შემდეგ ცოცხალი მუსიკა დაიწყო. არ გვიცეკვია,თუმცა ერთმანეთის ყურებით ვტკბებოდით და ერთმანეთის მზერაში ვკითხულობდით სათქმელს.
მოულოდნელად მაქსიმეს ტელეფონი აწრიალდა. ჯერ ილია ურეკავდა, გაუთიშა.
-რატომ უთიშავ?-ვკითხე.
-არ მინდა ეს მომენტი გავაფუჭოთ თინი.
შემდეგ ილიას და რეკავდა.
-უპასუხე რა-ვუთხარი.
მანაც ყურმილი აიღო და წამებში გამომეტყველება შეეცვალა.
———
გუშინ დადება ვერ მოვახერხე მეგობრებო,ესეც მეთვრამეტე თავი... შემდეგი სამწუხაროდ ფინალია🥹✨❤️

The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)Where stories live. Discover now