7✨

11 3 0
                                    

იდეალური ნაწილი
თავი 7📍
#მაქსიმე#
თინისთან ვიყავი როცა ილიამ დამირეკა.
-გისმენ ძმაო-ვუპასუხე მას.
-არ ვიცი რა ჯანდაბა ხდება,მაგრამ ამანდამ ჩემი ნომერი გაიგო და ამაწრიალა დილიდან. შენთან საუბარს ითხოვს კატეგორიულად.
-მეღადავები ხომ?
-რას გეღადავები. შეხვდი და გააჩერე თორემ უკვე ტვინი...
-კარგი,მივხედავ.-ვუთხარი და ოთახში დავბრუნდი.
სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი და დამემთავრებინა მისი ასეთი გამოხტომები.
თინის დატოვება არ მინდოდა, მაგრამ არც ის მინდოდა შემეწუხებინა.
პირდაპირ ამანდას დავურეკე. მის სახლში მივედი . კარი გამიღო და შიგნით შემიპატიჟა, სახე აჭრილი ჰქონდა.
-დაჯექი-მითხრა მან.
-რა ჯანდაბა გინდა ჩემგან ამანდა? არ ჩანხარ გაუგებარი გოგო. არ მეგონა იმ ერთი ღამის შემდეგ თუ ასეთ დიდ გავლენას მოვახდენდი შენზე.
-სწორედ მაგ ღამეზე მინდა საუბარი.
-გისმენ.-მოთმინების ფიალა უკვე მეწურებოდა.
-მაგ ღამის შემდგ თავს უცნაურად ვგრძნობდი.ემოიცური გავხდი, მადა მომემატა...-დაახლოებით ვხვდებოდი საუბარი საითაც მიდიოდა და უკვე თავს ხელებში ვრგავდი.-რამდენიმე დღის წინ ორსულობის ტესტი გავიკეთე და...დადებითია.
-რაა? მეხუმრები ხომ?
-შენი აზრით მსგავსი ხუმრობები მიყვარს?
-ამანდა! გამორიცხულია...თავს ხომ ვიცავდით, არა?
-არ მახსოვს,მაგრამ მგონი არა.
ვცდილობდი ის ღამე დეტალურად გამეხსენებინა,მაგრამ ვერც მე ვიხსენებდი რა როგორ იყო.
-შენ ,დარწმუნებული ხარ ?რომ...
-მას შემდეგ არავისთან ვყოფილვარ.
-არა, ღმერთო...არა.
ხელები კეფაზე შემოვილაგე და ბოლთას ვცემდი უაზროდ. ვფიქრობდი რა ჯანდაბა უნდა გამეკეთიბინა, ეს როგორ დამემართა .
-აბორტს არ გავიკეთებ-გამომიცხადა მან.
-რა გინდა? გინდა რომ ცოლად მოგიყვანო და ბედნიეად ვიცხოვროთ?
-იქნებ ვცადოთ და ერთმანეთს სხვა კუთხიდან შევხედოთ...
-არა ამანდა, არა. არ შემიძლია.
-აბა რა ვქნა?
-აბორტს არ გავალდებულებ. უნდა ვიფიქრო...
-იფიქრე, მაგრამ ამას ვერ დაგიმალავდი.
-ახლა წავალ. მოგვიანებით დაგირეკავ და...თავს მიხედე.
-კარგი.
იქიდან სახე გაფითრებული წამოვედი. მაშინვე ილიასთან მივედი. თავს სარკეში ვერ ვცნობდი. იმდენ რამეზე მეფიქრებოდა ერთბაშად...
-რააა?-ილია გაოცებას ვერ მალავდა.-და შენც დაუჯერე ხომ?არ ფიქრობ რომ უბრალოდ ყურადღების მიქცევა უნდა? ერთ კვირაზე მეტია გოგომ ვერ შეგაბა და ახლა ამას იმიზეზებს.
-ამის ტყუილი რაში სჭირდება ილია?
-ტესტი გაჩვენა?
-არა.
-ვერ ხარ შენ...ტესტი მოსთხოვე, ანალიზის პასუხებით დაგიდასტუროს ყველაფერი.
-არც გამხსენებია. შოკში ვარ.
-მამობაზე ჯერ არასდროს გიფიქია ხომ?
-არა. გეგმაშიც კი არ მქონია ახლო მომავალში.
-იმედია სხვისგან ჰყავს და რაღაცას ხლართავს. მე ასე მგონია.
-გავარკვევ.
სანამ სიმართლეს გავიგებდი და ყველა საჭირო ანალიზის პასუხს გავიგებდი,იქამდე მოსვენება დავკარგე. იმ ღამეს თინისაც კი ვერ შევეხმიანე. მარტო ყოფნა და ფიქრი მჭირდებოდა.
#თინი#
ლიკამ ლამის კარი ჩამომიღო.
-რამდენი გირეკე, ცოცხალი ხარ?
-როგორც ხედავ.
-რა გჭირს, ფერი არ გადევს.
-წუხელ სიცხე მქონდა..
-დაგერეკა მაინც, ახლა როგორ ხარ?
-ახლა უკეთ. ნასვამები იყავით,რომელი მომხედავდით?
-ახლა მოგხედავ.
უცბად ლიკას მზერა მაქსიმეს საათზე შეჩერდა.
-ეს ვისია?
-ჩემი-ვუთხარი,რადგან არ მქონდა ზედმეტი კითხვების თავი.
-თინი...პასუხი არასწორია და ეს კარგად იცი.
-მერე აგიხსნი რა, მეძინება.
-ყავას გაგიკეთებ და ვისაუბროთ.მეც მაქვს რაღაცეები მოსაყოლი.
-ოჰ, კარგი.
ლიკამ მომიყვა როგორ გაიცნო ერთი ბიჭი წუხელ კლუბში. საოცარი შთაბეჭდილებები დარჩენია მასზე. ისეთი აღფრთოვანებით საუბრობდა, როგორც არავისზე არასდროს. იმ ბიჭს სახლამდეც კი მიუცილებია და ნომერი უთხოვია,მაგრამ ამან რა თქმა უნდა არ უთხრა. „თუ უნდა ისეც მიპოვნისო". ისიც მითხრა როგორ მოაკითხა ნინას კლუბში თავისმა შეყვარებულმა,რომელთანაც ნინა კარგა ხანია ნაჩხუბარია...შერიგებულან, რაც ძალიან გამიხარდა.პატარა ბავშვებივით კინკლაობენ ხოლმე.
-და შენ რას იტყვი?-მეკითხება და ემზადება მოსასმენად.
-საათი მაქსიმესია.
-მაქსიმე? კონტრაქტი რომ გაქვთ? აქ იყო? რა უნდოდა?-უამრავი კითხვა მომაყარა.
-მოიცადე, აგიხსნი.
დეტალურად არა, თუმცა ზედაპირულად მოვუყევი ყველაფერი. გაოგნებული მისმენდა და სახეზე ღიმილი არ შორდებოდა.
-მაგ ბიჭს მოსწონხარ და ეს ნათელია.
-არ მაინტერესებს.
-ოხ, როგორი უჟმური ხარ.
-არავინ არ მინდა ცხოვრებაში. მარტოც იდეალურად ვარ.
-ეჰ, ნეტავ მაგ სიტყვების შენ მაინც გჯეროდეს.
-ახლა გცემ,ისედაც არ ვარ ხასიათზე.
-მოდი, რამეს ვუყუროთ და მერე წავალ.
#მაქსიმე#
დედა ამჩნევდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, თუმცა მას ნამდვილად ვერ ვეტყოდი მიზეზს. ვცდილობდი არ შემემჩნია ,მაგრამ აშკარად არ გამომდიოდა.
-არ ვიცი რა ხდება,მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია შვილო. იმედი მაქვს მოაგვარებ იმ საკითხს,რომელზეც ასე ნერვიულობ-მითხრა როცა დასაძინებლად ემზადებოდა.
-ვიცი დედა. ნუ ღელავ, არაფერია ისეთი-შუბლზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი.
იმ ღამესვე ამანდას დავურეკე და მოვთხოვე ექიმის პასუხი მის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
პასუხები მეორე დღეს უნდა ყოფილიყო.
დილით ოფისში სამუშაოს გული ვერ დავუდე. სულ ფიქრებში ვიყავი გართული.
ჩემდა გასაკვირად თინის შეტყობინება მივიღე ტელეფონზე.
„შუადღე მშვიდობის მაქსიმე. ბეილისზე ვფიქრობდი...თანახმა ვარ ისიც დავამატოთ ჩვენს მაღაზიაში."
„მიხარია...მადლობა თინი"-მივწერე და საჭირო საბუთის გამზადება დავიწყე ამ სიახლისთვის.
საღამოს ისევ ილიას შევხვდი , პასუხების მოლოდინში და ნერვიულობაში არც კი მახსოვს რამდენი ბოთლი ლუდი დავლიე. ილია მაქსიმალურად მხარში მედგა, მაგრამ ვიცოდი ჩემს გაფუჭებულ საქმეს ის ვერ გამოასწორებდა.
ამანდას ზარმა სიჩუმე დაარღვია.
-პასუხები გამოგიგზავნე, შეგიძლია ფოტოც ნახო-მითრხა და გამითიშა.
ფოტოზე არსებულ პასუხების ფურცელს დაკვირვებით ვკითხულობდით მე და ილია. იქ ეწერა,რომ პასუხი დადებითი იყო. ამანდა ორსულადა...
-კარგი, მისმინე. თავი ხელში აიყვანე და ცივილურად დავფიქრდეთ-სანამ რაიმეს ვიტყოდი ილიამ დაიწყო საუბარი.
-ცივილურად? არ ვიცი ამ შემთხვევაში რას ნიშნავს ეს. ჯანდაბა! მხოლოდ ერთი ღამე იყო, როგორ არ დავიცავი თავი,ამის დედაც!
-მაქსიმე ასე საქმეს ვერ გამოასწორებ.
-არ მინდა აბორტი გავაკეთებინო.
-შენც ხომ იცი რომ მამობისთვის მზად არ ხარ.
-მე...ყველანაირად მხარში დავუდგები, მაგრამ მის ცოლად მოყვანას არ ვაპირებ. თან მასაც არ უნდა აბორტის გაკეთება, ვერ დავაძალებ. ასეთი არ ვარ.
-არ ვიცი რა უნდა გირჩიო ძმაო. სჯობს ერთად ისაუბროთ და გადაწყვიტოთ.
იმ ღამით ილიასთან დავრჩი. მთელი ღამე არ მეძინა...თვალი ვერ მოვხუჭე.
#თინი# #2კვირის შემდეგ#
რამდენიმე დღეა მაქსიმე თავს მარიდებს. არ ვიცი ამას განზრახ აკეთებს და სამაგიეროს მიხდის თუ რა ხდება, მაგრამ ეს ფაქტი ძალიან მეუცნაურება.
——
🫠მოხდა ის, რისივ გვეშინოდა,მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები❤️
თხოვნა მექნება გაუზიაროთ მოთხრობა მათ,ვისაც იცით რომ მსგავსი ჟანრები მოსწონთ❤️❤️

The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)Where stories live. Discover now