2✨

22 2 0
                                    


#მაქსიმე#
დილით ადრე მეღვიძება,როგორც ყოველთვის. პირველი,რასაც ვაკეთებ ყავას ვიმზადებ და დედასაც ვუმასპინძლდები. შემდეგ ვწესრიგდები და სამსახურში მივდივარ.
დღეს კომპანიაში გადაღებებიs დღეა. სასმლის ახალი ვერსია დაგვემატა, ხილის კოქტეილი. უამრავი მოდელი მოიყვანეს და სტუდიის ნაწილიც მოაწყვეს. ჩემი ვარიანტები უკვე იციან და იმედი მაქვს დიდხანს არ გაიწელება ეს პროცესი.
ირისი რომ შევქმენი ოცდა სამი წლის ვიყავი, ანუ თითქმის თინის წლოვანების. ვაღიარებ ამ ასაკში მეტი ენთუზიაზმი, ენერგია და მონდომება აქვს ადამიანს,მთავარია არ ჩააქრო და გამუდმებით საკუთარი თავის განვითარებაში იყო. ამის სურვილი კი არა და არ ქრება ჩემში.
საღამომდე კაბინეტში ვიჯექი და ყველა საქმეს მივედ-მოვედე. ჭამაც კი დამავიწყდა...
ვიფიქრე კარგი იქნებოდა, თუ თინის დავურეკავდი და გავარკვევდი დააგემოვნა თუ არა ლიქიორი,მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა თუ მის პასუხს დაველოდებოდი. მეტი მოთმინება იყო საჭირო.
გვიანი იყო როცა ილიამ დამირეკა, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა.
-რას იტყვი დღეს რომ ლუდი დავლიოთ?-მკითხა მან.
-დავლიოთ, ჩემთან ამოდი.
-ბარში გასვლა ვიგულისხმე ძაო. სახლში უკვე სულს ვღაფავ...
-დედას დატოვება არ მინდა.
-ანას ვეტყვი მასთან მივიდეს-ანა ილიას დაა,ისიც ჩემი ბავშობის მეგობარია. როგორც პატარა და-ძმა ისე ვიზრდებოდით.
-თუ მოახერხებს ვალში ვიქნები.
-მოვახერხებო. კარგი გამომიარე და ჩვენს საყვარელ ბარში წავიდეთ.
ჩვენი საყვარელი ბარი ილიას სახლთან ახლოს მდებარეობს, შუა ვაკეში. მისვლისას უკვე აღარც გვამოწმებენ,პირდაპირ გვიშვებენ.
არც კი მახსოვს ზედიზედ რამდენი ბოკალი ლუდი შევუკვეთეთ.ცეკვით არასდროს ვცეკვავ მე პირადად, ილია კი ვინმე კარგ ნაშას „დაითრევს"ხოლმე და მას ეცეკვება.
ბარის სკამზე ვიჯექი და ლუდს ვსვამდი,როცა ვიღაც შავგვრემანი გოგო მომიახლოვდა და ჰალსტუხი გამისწორა.
-ასე ჯობს-მითხრა და გამიღიმა.
-მადლობა.
-აქ მარტო ხარ მოსული?
-არა, ძმაკაცთან ერთად.
-მე კი მარტო. არ გინდა პარტნიორობა გამიწიო და ერთად დავლიოთ?
-რას დალევ?
-მარტინის.
-ორი მარტინი-ვუთხარი ბარმენს.
გოგონამ თვალი ჩამიკრა და ისევ ყურებამდე გამიღიმა.
ასეთ გოგოებთან საქმეს იშვიათად ვიჭერდი. მხოლოდ ერთი ღამისთვის,მათაც ეს სურდათ. ჩემთვის მიმზიდველია ის ქალი ან გოგო,რომელიც მიუწვდომელი და ამოუცნობია. რომელშიც რაიმე სიღრმეს ვხედავ და მინდა ჩავწვდე... არ მომწონს ,როდესაც ინიციატივას თავად იჩენენ და ფეხებში გივარდებიან იმის გამო,რომ ერთი ღამე დაუთმო.
მარტინი დავლიეთ. გათამამდა და ხელები კისერზე მომხვია.
შორიდან ილიას მზერას ვგრძნობდი. კვლავ ცეკვავდა და თავისი გოგოს სხეულზე დაასრიალებდა ხელებს.
-შენთან წავიდეთ თუ გინდა-მითხრა შავგვრემანმა.
-რა გქვია?
-ამანდა.
-ამანდა...ჩემთან ვერ წავალთ.
-მაშინ ჩემთან.
თვალებით მთხოვდა მთელი ღამე მასთან გამეტარებინა. ალბათ ალკოჰოლმა იმოქმედა და ჰორმონები მომაწვა. თან არცისე ცუდი გოგო იყო გარეგნულად.
-კარგი,წავიდეთ შენთან,დამელოდე-ვუთხარი და ილიასთან მივედი.სიტუაცია ავუხსენი და კვლავ ამანდასთან დავბრუნდი.
-კარგად გაერთე-მომაძახა ილიამ.
-შენც-ვანიშნე მის გვერდით მდგომ გოგოზე.
ამანდას სახლი პატარა და მოუწესრიგებელი იყო. ქაოსი იგრძნობოდა მის კედლებში.
მივედით თუ არა ტუჩებზე დამაცხრა და ძლივს ამოვისუნთქე.
-დამშვიდდი-ვუთხარი და გვერდით გავწიე-ჩემი სახელიც კი არ იცი.
-ალბათ გიორგი გქვია.
-რატომ?
-ნახევარზე მეტს ეგ ქვია.
-ნახევარზე მეტს იცნობ?
-არა...აბა რა გინდა, ფილმს ვუყუროთ?-ჩაიცინა ირონიულად.
-მინდა რომ ეგ კაბა გაიხადო და მაჩვენო საით არის შენი საძინებელი.
იმ ღამემ ქაოტურად ჩაიარა. ამანდამ მიიღო ის რაც უნდოდა, ჩემთვის კი ეს ყველაფერი უბრალოდ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილება იყო,რომელიც ბოლომდე სიამოვნებას ვერასდროს მანიჭებდა.
სახლში გამთენიისას წავედი და ჩაძინებული დავტოვე. მისი მსგავსი გოგონები არასდროს იწყებდნენ ჩემს მოძებვნას, ამიტომ მევრი  არ მიფიქრია და არც მასთან ერთად საუზმობას არ ვაპირებდი.
სახლში მისულმა შხაპი მივიღე და სანამ დედას ეძინა მეც ჩემს ოთახში გავედი. ჯერ დილის რვა საათი იყო, დღეს კი ოფისში წასასვლელი არ ვიყავი და შემეძლო მთლიანი დღე საკუთარი თავისთვის დამეთმო.
თინის პასუხს მოუთმენლად ველოდებოდი.
#თინი#
საქმეების გადამკიდე ვეღარ მოვახერხე ირისის ლიქიორის დაგემოვნება.გადავწყვიტე,რომ დღეს საღამოს აუცილებლად დავაგემოვნებდი.
სამსახურის შემდეგ შინ მისულს უამრავი,უცხო ნომრისგან გამოტოვებული ზარი დამხდვა. ცოტათი შემეშინდა კიდეც. ნომერზე გადავრეკე.
-გამარჯობა-ნაცნობმა ხმამ სუნთქვა წამით შემიჩერა.
-გამარჯობა,შენ მირეკავდი მთელი დღე?
-კი, მე ვიყავი. როგორ ხარ,თინი?-მის ხმაში ირონია იგრძნობოდა.
-კარგად, თავად?
-არამიშავს. მჯერა კარგად ხარ, შენნაირი გოგონები დაშორების შემდეგ ბევრად კარგად ხდებიან. ამბიციები ემატებათ.
-როგორ ბედავ ასე საუბარს, ზურაბ?
-როგორ ასე? სიმართლეს არ ვამბობ?
-შენგან წასვლა ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო. ახლა კი შენთან სასაუბრო არაფერი მაქვს, მშვიდობით.ნუღარ დარეკავ-ვუთხარი და გათიშვას ვაპირებდი.
-მოიცადე, საქმე მაქვს შენთან.
-რა საქმე? მე არანაირი საქმე არ მაქვს.
-ბოდიში, უხეშად გამომივიდა. შეგიძლია ხვალ ან დღეს რომ შემხვდე? გპირდები  უბრალოდ წყნარად ვისაუბრებთ.
-დამცინი ხომ? არ მინდა შენთან საუბარი.
-თინი,გთხოვ.
-არა-ვუთხარი და ყურმილი დავკიდე. ნომერი კი მაშინვე დავბლოკე.
ზურაბი ის არის,ვინც მიღალატა.
დაახლოებით რვა თვე ვიყავით ერთად, შეყვარებულების სტატუსით. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, ცა მოწმენდილზე აღმოვაჩინე როგორ ჰქონდა კონატქი ჩემს იმდროინდელ კურსელთან. ეს კონტაქტი კი იმაზე ღრმა აღმოჩნდა,ვიდრე თავად მიმტკიცებდა.
ასეთი კაცები არც კი ვიცი რისი ღირსები არიან...
საშინელ იმედგაცრუებას ვგრძნობდი და საკუთარი თავის დანაკლისს,რომლიც ამოვსებაზეც დღემდე ვმუშაობ და არ მივცემ უფლებას ,კვლავ რაიმე მავნოს.
ოდნავ აღელვებული ვიყავი, განტვირთვა და ფიქრებისგან განთავისუფლება მჭირდებოდა. ზუსტად მაშინ გამახსენდა ირისის ლიქიორი. ბოთლი ჩანთიდან ამოვიღე და ლიქიორი პირდაპირ ბოთლიდანვე მოვსვი, ზოგადად სასმელს ასე უფრო რეალური გემო აქვს.
უამრავი გემო ირეოდა ერთმანეთში. ყავის მარცვლების გემოც ვიგრძენი ბოლოსკენ, ნეიტრალურად ტკბილი და სასიამოვნო არომატი ჰქონდა ლიქიორს. არვიცი რატომ,მაგრამ მისი დალევისას მაქსიმეს სახე წარმომიდგა თვალწინ. ამ სასმელს მასთან ვაიგივებდი. მისი შექმნილი პროდუქტია და დარწმუნებული ვარ მასში ბევრი რამ არის თავმოყრილი...ნახევარი ბოთლი დავლიე, თან საყვარელი მუსიკა მქონდა ჩართული და აივანზე ვიჯექი.
ვიცოდი ეს საღამო დამამახსოვრდებოდა და მაქსიმე სასმლის წყალობით კარგ მოგონებად გამყვებოდა.
სახლში შევედი,მუსიკის მელოდიას ტანი ავაყოლე, ტექსტს კი ხმა.
თითქმის მთლიანი ბოთლი ლიქიორი მარტომ დავლიე...ღმერთო.
გადაწყვეტილება მიღებული იყო. თუ მისი სხვა სასმელებიც ასეთივე გემრიელი და განსხვავებულია,რატომაც არა?! მზად ვარ „ირისი" შეუერთდეს „ალკოშოპს".
გაუაზრებლად დავუწყე მაქსიმეს სოციალურ ქსელს ძებნა,რადგან მისი ნომერი არ მქონდა,თუმცა შემდეგ მისი კომპანიის ვებ-გვერდზე აღმოვაჩინე ნომერი და დავურეკე.
მხოლოდ მერეღა დავხედე საათს,რომ მიპასუხა. ღამის პირველი იყო დაწყებული.
-გისმენთ?!-ხრიწიანი ,მძინარე ხმით მიპასუხა.
-მე...თინი ვარ.
-თინი? ხომ მშვიდობაა?
-კი,კი. ბოდიშს გიხდი გაღვიძებისთვის. ახლა დავხედე საათს.
-არაუშავს, გისმენ.
-ხვალ ვისაუბროთ.
-ვეღარ დავიძინებ-ჩაიცინა მან.
-მაშინ დარეკვის მიზეზს გეტყვი და ტკბილად დაგეძინებათ,ბატონო მაქსიმე.
-თქვენს ხმაზე თუ ვიმსჯელებთ,ქალბატონო თინი, ნასვამი ბრძანდებით...ირისი დააგემოვნეთ?
-მთლიანი ბოთლი-გაუაზრებლად ჩამეცინა და პირზე ხელი ავიფარე,თითქოს იქ ყოფილიყო. თან საწოლზე გავწექი,ფეხებში სისუსტეს ვგრძნობდი.
-გამოდის მოგეწონათ.
-დიახ, ასეა,მზად ვარ ირისი და ალკოშოპი გაერთიანდნენ.
-ეს დიდი პატივია მადამ-ჩაიცინა,-მართლა ძალიან გამახარეთ.
-ახლა კი ტკბილად დაიძინებთ.
-ახლა რაღა დამაძინებს..უკვე უამრავი ფიქრი მიტრიალებს თავში. განსაკუთრებით კი ერთი კითხვა არ მასვენებს. რამ დაგალევინათ მლიანი ბოთლი მარტოს?
-ოოჰ..ეს პირადული საკითხია.
-ვფიქრობ ხვალ საუბარი არ გვაწყენდა. გეგმები ხომ უნდა დავსახოთ?
-შეიძლება. ხვალ შეგეხმიანებით.
-მოდი შენობით ვისაუბროთ.
-კარგი.
-დაძინებას აპირებ?
-დიახ...კი.-გადავაკეთე იმ წამსვე.
-მაშინ ტკბილ ძილს გისურვებ. მადლობა,რომ გამახარე თინი.
-შენც ტკბილი ძილი.
მობილური გვერდით გადავდე, ცოტა ხანს მეც სხვადასხვა ფიქრი მიტრიალებდა თავში, შემდეგ კი უბრალოდ გავითიშე.
დილის რვა საათზე მქონდა მაღვიძარა დაყენებული. ძლივს ავდექი. მიუხედავად იმისა,რომ სამსახურში უფროსი არ მყავს, დისციპლინა ჩემთვის უპირველესია,ამიტომ არ ვიზარმაცე. შხაპი მივიღე და ტკივილგამაყუჩებელი დავლიე, თავი მტკიოდა... ვარჯიშზე წასვლას ფიზიკურად ვერ შევძლებდი,ამიტომ პირდაპირ კომპანიისკენ ავიღე გეზი.
ყავამაც არ მიშველა , მთელი დღე მეძინებოდა. უამრავი საბუთი იყო მოსაწესრიგებელი, მათ შორის ირისის და ალკოშოპის გაერთიანების საბუთები. პირველი მათ მოწესრიგებას შევუდექი და ყველაფერი საგულდაგულოდ გავამზადე. კოტრატქში საჭირო წესებიც შევიტანე. საღამოს მაქსიმესთან ვაპირებდი შეხვედრას. სრულ მზადყოფნაში მქონდა ყველა დეტალი.
ოფისიდან სახლში წავედი რომ მოვწესრიგებულიყავი.
შეხვედრა ერთ-ერთ პატარა რესტორანში დავთქვით. კლასიკური სამოსი მოვირგე, კონკრეტულად კი შავი, გრძელი კაბა და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი. მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე.
ცხრა საათზე რესტორანთან გავაჩერე მანქანა, ზუსტად გადმოსვლისას შევნიშნე მაქსიმეც,რომელიც თავისი მანქანიდან გადმოდიოდა.
დამინახა თუ არა თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და გამომწვევად გამიღიმა.თავადაც კლასიკურად ეცვა...თეთრი პერანგი ოდნავ მკერდთან შეეხსნა, შავი შარვალი კი იდეალურად ჰქონდა გაუთოვებული.
-თინი...მობრძანდით-რესტორნის კარი გააღო და პირველი გამატარა.
-მადლობა.
-მინდა ვთქვა,რომ მშვენივრად გამოიყურები.
-ასევე.
-ჩვენი მაგიდა აქეთ არის-მანიშნა მეორე სართულზე.წამოდი.
კიბეს ავუყევით და ჩვენთვის გაკუთვნილ პატარა მაგიდას მივუსხედით. მიმტანმა გოგონამ შეკვეთა ჩაიწერა. მშრალი, წითელი ღვინო და დესერტად ტირამისუ შევუკვეთეთ.
როგორც კი მარტო დავრჩით სკამს მიეყრდნო და ჩემი დაკვირვება განაგრძო.
-ყველა საბუთი მზად მაქვს-ვუთხარი მას.
-რა ლამაზი ბეჭედია-მანიშნა ჩემს ვერცხლისფერ ბეჭედზე,რომელზეც პატარა ფერია იყო გამოსახული. ეს ბეჭედი ლიკამ მაჩუქა...თითქმის სულ მიკეთია.
-მადლობა.
-მეც ყველაფერი მზად მაქვს.-მითხრა და ჩანთიდან ამოიღო თეთრი ფურცლები.
-სანამ ხელს მოვაწერთ პირობები კარგად უნდა შევისწავლოთ,არა?
-მე გენდობი. ვიცი,რომ ჩემი კომპანიისთვის საზიანო არაფერი ეწერება ამ კოტრაქტში-მანიშნა ჩემს მიერ მიწოდებულ ფურცლებზე.
-მე არ გენდობი-ვუთხარი პირდაპირ-და ასე რომც იყოს...ყველა საბუთი უნდა წაიკითხო ყოველი შემთხვევისთვის.
-პირდაპირობა კარგია, ზომიერების ფარგლებში.
-ზომიერება არ მეშლება-ირონიულად გავიღიმე.
ჭიქები წითელი ღვინით შეგვივსეს. ორივემ მოვსვით, ტუჩები გავილოკე და საბუთებს ჩავხედე.
-აქ წერია,რომ შენი კომპანიისგან სულ რაღაც სამი სახეობის სასმელი შემოვა. ლიქიორი,რომელიც გუშნ გავსინჯე. ახალი კოქტეილი და წითელი ღვინო.
-ასეა.
-სხვა სასმელებზე რას იტყვი? ესენია მხოლოდ კარგად გაყიდვადი? სულ ოცამდე კატეგორიის სასმელი გაქვთ,მაქსიმე.
-მინდა რომ ჯერ ეს სახეობები ვცადოთ. დიახ, ყველაზე გაყიდვადი ესენია.
-კიბატონო, არ არის პრობლემა.
ღვინო ისევ მოვსვი.
-ასე რატომ აკეთებ?-მეკითხება ის.
-როგორ?
-ტუჩებს ილოკავ-ჩაიღიმა და მზერა ჩემს ტუჩებზე შეაჩერა.
-ასე უფრო კარგად ვიგებ სასმლის გემოს.
-გასაგებია...აქ წერია,რომ ჩვენი სასმლებისთვის ცალკე კუთხე არ გამოიყოფა შენს მაღაზიაში. რატომ?
-ბიუჯეტი ამის საშუალებას არ გვაძლევს, გარდა ამისა არ მინდა ჩემს მაღაზიაში გამოკვეთილი იყოს რომელიმე სხვა ბრენდის წარმოების სასმელები, გარდა ჩემივე ბრენდისა.
-ეს არ მომწონს.
-ამას ვერ შევცვლი.
-ჯიუტი ხარ.
-შეიძლება.
ფეხი ფეხზე გადავიდე და კვლავ მოვსვი ღვინო.
მობილურზე მამას ზარი შემოვიდა.
-მალე მოვალ-ვთქვი და სკამიდან წამოვდექი,ოდნავ მოშორებით გავედი და მამას ვუპასუხე.
მის მზერას ვგრძნობდი შორიდან. რაც ოდნავ მძაბავდა...მაგრამ სასმელმა მცირედი გამბედაობა მაინც შემმატა. გრძელი თმა წინ გადავიგდე და კაბის უმნიშვნელოვაესი ნაწილი-ამოღებული ზურგი გამოვაჩინე.

-მამა ახლა შეხვედრაზე ვარ, გვიან დაგირეკავ, მნიშვნელოვანი საკითხია.
-კარგი თინი, დაველოდები შენს ზარს. წარმატებები ჩემო პრინცესავ.
-მადლობა მა.
მაგიდასთან დავბრუნდი...
-კარგი. იყოს ასე, ჯერ-ჯერობით მაინც-მითხრა მან.
დანარჩენ დეტალებსაც გადავხედეთ, თან დესერტსაც მივირთმევდით.
-ესეიგი კონტრაქტის ვადა ექვსი თვეა.
-ჯერ-ჯერობით კი-ვუპასუხე მას.
-ვფიქრობ დროა ხელი მოვაწეროთ-მითხრა მაქსიმემ და კალამი მომაწოდა.
საკუთარი კალამი ამოვიღე ჩანთიდან და ხელი მოვაწერე თეთრი ფურცლის კუთხეში. ამის შემდეგ მანაც მოაწერა კონტრაქტს ხელი და ორივემ ერთმანეთს გავხედეთ.
-ვფიქრობ საინტერესო იქნება შენთან თანამშრომლობა.
-იმედი მაქვს ორივე კმაყოფილები ვიქნებით-ვუთხარი და ღვინის ბოლო ყლუპი მოვსვი.
-და მაინც, გუშინ რამ გამოწვია მთლიანი ბოთლი ლიქიორის მარტო დალევა?-ფურცლები ჩანთაში დააბრუნა.
-ხომ ვთქვი, პირადულია.
-თუ რაიმე ისეთია,რაშიც დახმარება შემიძლია...
-არა,გმადლობ. ჩვენ უბრალოდ თანამშრომლები ვართ მაქსიმე.
-არც ვვუარყოფ, თინი.
მისი მაცდური მზერა მაბნევდა, თუმცა არც ისე ზემოქმედებდა ჩემზე,როგორც შესაძლოა ეს წლების წინ ყოფილიყო,მაშინ,როცა სხვანაირი თინი ვიყავი. გულუბრყვილო, დამყოლი და მოუთმენელი.
-წავიდეთ?-ვიკითხე როცა საათს დავხედე. მინდოდა დღეს ადრე დამეძინა.
-თუ სადმე არ გეჩქარება,იქნებ ცოტა ფეხითაც გაგვესეირნა?
-მეჩქარება,ცოტათი.
-როგორი დაკავებული ბრძანდებით.
-ნამდვილად.
მის ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ეკრანს დახედა და წარბები ასწია. უცხო ნომერი ურეკავდა.
#მაქსიმე#
უცხო ნომერმა იქამდე მირეკა, ვიდრე არ ვუპასუხე.
-გისმენთ.
-მაქსიმე...ამანდა ვარ.
-ამანდა? ჩემი ნომერი საიდან გაქვს?
-ამას მერე აგიხსნი. რატომ წახვედი გუშინ ასე? იქნებ ვისაუბროთ..
-ახლა არ მცალია, მოგვიანებით.
-კარგი დამირეკე როცა მოიცლი.
მობილური ჯიბეში ჩავიდე და წამოვდექი.
-კარგი თინი, თუ გეჩქარება...წავიდეთ.
#თინი#
უკვე მანქანაში ვჯდებოდი როცა ლიკას შეტყობინება მომივიდა ნომერზე.
„ვიცი მომკლავ,მაგრამ უნდა გითხრა სანამ სახლის გზას გაუყვები. შენი სახლის გასაღები გამყვა" და ბევრი ტირილის სმაილი.
- - - -
წინ საკმაოდ  საინტერესო თავი გელოდებათ😌❤️
Vote&comment👀💋

The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)Where stories live. Discover now