იდეალური ნაწილი
თავი 6🧚‍♀️
-იცი? მგონი სამყარო მართლაც ბუმერანგია, რადგან ჩემი სახლის გასაღები ახლა დედაჩემს აქვს,რომელიც თავის მეგობართანაა თბილისიდან ასი კილომეტრის მოშორებით.
-გინდა რომ მასპინძლობა გაგიწიო? შენი ძმაკაცები?
-მათ თავიანთი გეგმები აქვთ.
საწყალი ლეკვივით გამომხედა.
-ოხ მაქსიმე ლიპარტელიანო.-ტაქსი მოვიდა, ვანიშნე ისიც დამჯდარიყო. გაიღიმა და გვერდით მომიჯდა.-ალბათ სამყარო ამოწმებს რამდენად კარგი მასპინძელი ვარ.
-ვნახოთ.
არ ვიცოდი რა უნდოდა ამ ბიჭს ჩემგან, რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მას შემდეგ მას კიარა საკუთარ თავსაც გავურბივარ. შიში მაქვს ყველა მამრის მიმართ. არ მინდა ვინმეს შევეჩვიო და ისევ დავკარგო საკუთარი თავი ისეთი,როგორიც ახლა ვარ და ძალიან მომწონს.
#მაქსიმე#
ბიჭებს ვუთხარი რომ სახლში მივდიოდი. დავითთან კი ცალკე საუბარი მქონდა იმაზე,რომ თინი იმ გოგონების კატეგორიას არ მიეკუთვნება, ყოველ დღე როგორებთანაც აქვს შეხება და გავაფრთხილე მასთან შეხება არ ჰქონოდა.
მივედით თუ არა თინიმ სახლი დამათვალიერებინა.საკმაოდ მყუდრო და მოწესრიგებული იყო იქაურობა.
-მე ორი საძინებელი არ მაქვს, ამიტომ დივანზე მოგიწევს ძილი, რას ვიზამთ.-მითხრა ვითომ დამწუხრებული სახით.
-არაუშავს, ავიტან.
-რაიმეს დალევ?
-წყალს.
წყალი მომიტანა ჭიქით და დივანზე დავსხედით.
-არც ბიჭის მაისური მაქვს რომ შემოგთავაზო-მის სიტყვებზე გამეცინა.
-არც ბლინებს დამიცხობ?
-ჩემზე უკეთ შენ აცხობ. შემიძლია სამზარეულო დაგითმო.
-გულწფრთელად რომ გითხრა ახლა ძალიან მეზარება ცხობა.
-პიცას გამოვიძახებ-მითხრა და ტელეფონი მოიმარჯვა.
-თავად გამოვიძახებ, იყოს.-დავასწარი.
-კარგი. გამოვიცვლი და მოვალ.
-არადა გიხდება ეგ კაბა.
მართლაც საოცრად გამოიყურებოდა თეთრ, აბრეშუმის კაბაში,რომელიც უფრო ნაზს და ელეგანტურს ხდიდა.
ხმა არ გაუცია ისე შევიდა ოთახში და მალევე დაბრუნდა თავისი საყვარელი საღამურებით,რომლებზეც გულები იყო გამოსახული.მაკიაჟიც მოუშორებია. ასეთიც კი უსაყვარლესი იყო.
-ნუ გაშტერდი. მალე მოვა პიცა?
-კი.
ტელევიზორი ჩართო და მზერა ეკრანს მიაპყრო.შემდეგ უცბად ტელეფონი მოიმარჯვა და ვიღაც ლაშასთან დარეკა.
-ლაშა მოვედი...კი, კარგად ვარ. მადლობა, მიხედე გოგონებს.
-შენი მეგობარია?
-კი.
-კარგია.
-ეს მაისური ვიპოვე, ცოტა დიდია და წესით გერგება-მომაწოდა ცისფერი დიდი მაისური.
-მადლობა.
ოთახში გავედი და მაისური გადავიცვი. ახლა უფრო კომფორტულად ვიყავი. სახლის ჩუსტებიც მიწილადა,მართალია ყვავილები ეხატა, მაგრამ...
პიცა გამრიელად მივირთვით და შემდეგ გამომიცხადა,რომ ძილის დრო იყო.
-დაიცადე, სანამ აქ ვარ მესიჯსის ნახვის და მოწერის მაგივრად საქმზე რომ ვისაუბროთ?
-ნასვამ მდგომარეობაში?
-არცისე ნასვამ.-ჩავუსწორე.
-გისმენ.
-მინდა, რომ ჩვენი სასმელებიდან კიდევ ერთი სახეობა მოგაწოდოთ. ბეილისი.
-ბეილისი? თავიდანვე შეგვეძლო ამაზე შეთანხმება, ახლა ცოტა გვიანი ხომ არ არის?
-არამგონია.
-ზოგადად ყველა კომპანიისგან მაქსიმუმ ოთხი სახეობის სასმელს ვიღებთ.
-ხოდა მეოთხე ბეილისი იქნება.
-დავფიქრდები-მითხრა და თმა ყურს უკან გადაიწია.
-კარგი, იფიქრე ფერიავ.
-გითხარი ასე ნუ მეძახი თქო...-ახლოს მოიწია და პატარა, გაბრაზებული ბავშვის სახე მიიღო.
-უფროსებს ზრდილობიანად უნდა ესაუბრო.
-არ დაგავიწყდეს ვის სახლში ხარ.
-ოხ, მადლობა, უკვე დამაყვედრე ხომ?
-მეძინება.
-ტკბილი ძილი.
ძლივს მოვკალათდი პატარა დივანზე. ფეხები ნამდვილად არ მეტეოდა, თუმცა წვალებით ჩამეძინა.
შუა ღამეა, თინის ხმა მაღვიძებს. აშკარად ჩემს სახელს იძახის.
-მაქსიმე!-როცა ისევ მესმის მაშინვე ვდგები და მის ოთახში დაუკაკუნებლად შევდივარ.
საწოლში წევს და აკანკალებს...ძლივს იღებს ხმას.

The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)Where stories live. Discover now