თავი 1

1K 70 4
                                    

ჩანიოლი pv:

წვიმს....

სეულის ცათამბრჯენები ნისლშია ჩაფლული. ყველაფერი ბურუსითაა მოსილი..
სუნი....

მიწის სუნი...

მიყვარს...

სასწრაფოდ უნდა გავიდე გარეთ...

-კარგია არაა?- უკნიდან ვიღაცა მომიახლოვდა. პატარა, წვრილი ხელები წელზე შემომხვია და უკნიდან ჩამეხუტა. რა თქმა უნდა.. ვინ იქნებოდა სხვა , თუ არა ბექიონი.

-ხო.. გასაოცარია..- შევტრიალდი და ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, მჭიდროდ მივიკარი მკერდთან.

"მიყვარხარ".. ჩუმად ჩაიჩურჩულა, მაგრამ მაინც გავიგე...

ღმერთო, იმდენად საყვარელია მინდა ჩავეხუტო და აღარ გავუშვა...

მაგრამ, გაფიქრებისთანავე კარი გაიღო და სუჰო, ჩვენი "მზრუნველი დედიკო" ,შემოვიდა. ღმერთმა ქნას , ეს არ გაიგოს , თორე otp12 , 11-ად გადაიქცება.

-გეყოფათ ეს ხვევნა-კოცნა, მოემზადეთ , 15 წუთში გავდივართ .

- რეპეტიციაააააა

- რეპეტიციაააააა

ორივეს გაგვეცინა, ყოველთვის ასე მოგვდის.

- იჩქარეთ, თორემ დაგვიანების შენთხვევაში ხომ იცით რაც გელით?- ეს თქვა და ეშმაკური ღიმილით დატოვა ოთახი.

ღმერთო ჩემო ოღონდ ეს არა.. ყოველ დაგვიანებულს მთელი ღამის გატარება უწევს ქალაქგარეთ, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში, საიდანაც გამოპარვის საშუალება არ გაქვს, რადგან არანაირი კომუნიკაციის საშუალება და ტრანსპორტი არაა.

სასწრაფოდ მზადება დავიწყეთ, თან ფანჯრიდან ნისლიან ქალაქს გავყურებდი...

ულამაზესია..
სიჩუმე...
ირგვლივ არარაობაა...

მაგრამ.. ეს რა იყო...

ქუჩაში ნაცნობმა ფიგურამ გაირბინა...

სეჰუნი?

მაგრამ სად მირბის?

ნუთუ სეჰუნია?

არაა არაა პარკ ჩანეოლ, ის ვერ იქნება, ჩვენ ხომ რეპეტიცია გვაქვს..

180°Where stories live. Discover now