სეჰუნმა თვალზე დიდი ხნის მომდგარი ცრემლები ვეღარ შეიკავა და მის ღაწვებზე დაეშვა.
-ძალიან ვწუხვარ, სეჰუნ...
-ჩან... არ გინდა.. შენ უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენ!
-მართალია, ვერც კი წარმოვიდგენ , მაგრამ მეც მტკივა სეჰუნ! მტკივა როცა ასეთ განადგურებულს გხედავ!-აკანკალებული ხმით იყვირა ჩანიოლმა.
-ნუთუ არ გესმის?! მე მონსტრი ვარ!
-ჯანდავა სეჰუნ! მკიდია! ყველაფერი ფეხებზე მკიდია,გასაგებია?! არ მაინტერესებს რა ჩაიდინე წარსულში! არ მადარდებს!და იცი რატომ?!
-....
-იცი რატომ?!!! ეშმაკმა დასწყევლოს! იმიტომ,რომ მიყვარხარ!! მიყვარხარ და არ მაინტერესებს ეს სისულელეები!
-რა?! ... რა ჯანდ..
-გაჩუმდი! მოკეტე ერთ წამს და მაცადე!ჩანიოლმა სწრაფად მოკიდა ხელი მხარზე და მთელი ძალით მიიზიდა. დაბნეულმა სეჰუნმა ვერც კი გაიაზრა თუ რა ხდებოდა, როცა მის გაყინულ, უსიცოცხლო ტუჩებს თბილი და ტკბილი ბაგეები შეეხო.
კოცნა.
ჩანიოლი მას ჰკოცნის.
რას გრძნობს ახლა ის?
მოსწონს?
უხარია?
ამაზრზენად მიიჩნევს?
უნდა რომ შეწყვიტოს?
პასუხისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია.
რა თქმა უნდა მოსწონს, მოსწონს ეს კოცნა, მოსწონს ეს ტუჩები და მოსწონს მისი მფლობელიც....მოსწონს?!
ნუთუ მას ჩანიოლი მოსწინს?!
აი, ამ სულისშემხუთველ კითხვასაც პასუხი გასცა სეჰუნმა თავის გონებაში, თუ რატომ უცემს გული ასე სწრაფად, როდესაც მას ხედავს...მას პაკ ჩანიოლი მოსწონს.
არა უფრო მრტიც.
მას ის შეუყვარდა.
და ეს ახლა გააანალიზა.სეჰუნი გასაგებია, მაგრამ რას გრძნობს ახლა ამ კოცნის ინიციატორი?
ჩანიოლმა კონტროლი დაკარგა.
აღელდა და ანერვიულდა.
მრავალი საშინელი აზრი უტრიალებს თავში.
ეშინია, რომ მის ამ მოქმედებას ცუდი შედეგი მოყვება.
შიშობს, რომ სეჰუნს ამის გამო სამუდამოდ დაკარგავს.
ეს არ უნდა.
უყვარს.
არ უნდა გული ეტკინოს,არც სეჰუნს და არც მას....
მაგრამ იცის...
იცის,რომ რამდენიმე წამში ის მოშორდება...
ხელს კრავს...
და მის ტკბილ, ვანილის გემოს მქონე ტუჩებს ვეღარასდროს შეეხება...
ტკბება უკანასკნელი წამებით და თრთოლვით ელოდა მაკნეს ხელის კვრას...
მაგრამ, რა ხდება?
რატომ არ აკეთებს ამას?
ნუთუ...