-ხო..ის ადამიანი..მე ვიყავი..და ეს ვიცოდი.. მაგრამ ვაიგნორებდი, რადგან არ მინდოდა ჩვენი მეგობრობა ამ ყველაფრის გამო დამთავრებულიყო... მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ვგეგმავდი...
-შენ ის... შეგიყვარდა?
-არა. მე ის მთელი არსებით შემიყვარდა... გამახელა... მისმა ღიმილმა.. მისმა თვალებმა.. მისმა ტუჩებმა... დამიმონაა და სამუდამო ტყვედ მაქცია....
მაგრამ ასე ვერ გაგრძელდებოდა,ალბათ ხვდები რატომაც. მე ის უნდა გამეშვა... დამეთმო..
მასთან ყველანაირი კავშირი უნდა გამეწყვიტა..
სკოლაში ვაგვიანებდი, რომ არ შევხვედროდი...მთელ დღეებს სხვა ბიჭებთან, გოგონებთან და კლუბებში ვატარებდი.. და შეყვარებულიც კი გავიჩინე..- ამ სიტყვებზე სეჰუნი აკანკალდა, თავი დახარა და არათითზე გაკეთებული ბეჭედი შეათამაშა.
სტკიოდა..
ძალიან სტკიოდა..
იტანჯებოდა...
თითოეული მოგონება სულს უდუღებდა და გულს უწვავდა...
მაგრამ აგრძელებდა!
აგრძელებდა, რადგან უნდა დატანჯულიყო!
უნდა სტკენოდა!
ის ამის ღირსი იყო!
ამას იმსახურებდა!ჩანიოლმა, თითქოს მისი აზრები წაიკითხაო, სეჰუნს თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა...
სისხლისფერი თვალები...
გაფართოებული გუგები..
და მთავარი სამკაული... ტკივილი..აი რა დაინახა მასში ...
ტკივილი...
ასეთი სანახაობის მერე, საშინელი გრძნობა დაეუფლა. თითქოს გულში ათასობით ნემსი ჩაარჭესო...ასეთი სეჰუნის ნახვა ასუსტებდა..
გონებას აკარგვინებდა!მაგრამ არ შეაჩერა.. რადგან იცოდა, რომ თუ ახლა შეაწყვეტინებდა "სეჰუნს" სამუდამოდ დაკარგავდა... არა მხოლოდ ის, არამედ ყველა ...
ჩანიოლმა ხელები დამუშტა და ტუჩზე ისე იკბინა სისხლი წასკდა, მაგრამ ეს არ ადარდებდა , რადგან ვერაფერს გრძნობდა. სიბრაზე ტკივილს ახშობდა.
მოსმენა განაგრძო.
![](https://img.wattpad.com/cover/101758445-288-k518381.jpg)