თავი 6

241 53 11
                                    

როგორც იქნა შინ ვბრუნდები.
სახლში..
აღარ მომიწევს არცერთი წამის აქ გატარება... აღარასდროს....ვფიცავ აღარასდროს დავბრუნდები აქ....რაც არ უნდა მოხდეს....

არასოდეს.

წარმოიდგინეთ ჩემი სახე, როდესაც ჯუნმიონი შემოვიდა და ჩემი გაწერის შესახებ მახარა.

ცხოვრებაში პირველად... დიახ. პირველად! ცხოვრებაში პირველად 15 წუთში უკვე მზად ვიყავი! მე, თავად ო სეჰუნი, 15 წუთში... ეს ხომ წარმოუდგენელია!

მაგრამ გინდათ დაიჯერეთ,გინდათ არა, რადგან ეს ო სეჰუნი უკვე შინაა,კარის ზღურბლთან დგას და უბედნერესია, რადგან შიგნით 10 უმშნიშვნელოვასი და უსაყვარლესი ადამიანი ელოდება.

-ნერვიულობ?-სუჰომ ხელი მხარზე დამადო ისე, თითქოს ჩემს დამშვიდებას ცდილობსო.

გამეღიმა.

-ოდნავ?!

ორივეს გაგვეღიმა, ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი და სახელური ჩამოვწიე...

-სეჰუნაააააა!! დაბრუნებას გილოცავთ!

ყველამ ერთხმად დაიყვირა და უამრავ ხელში დავიკარგე...

ოჯახი!!
აი რა არიან ისინი ჩემთვის.
ესაა ჩემი ნამდვილი ოჯახი.. ეს 11 ადამიანი, რომელიც  მუდამ მხარში მიდგას და ,საკუთარი მშობლებისგან განსხვავებით , ისე ზრუნავენ ჩემზე, როგორც პატარა ძმაზე , ან შვილობილზე.

ისე მეხვევიან და არ მშორდებიან... არც მინდა... ნეტავ არასდროს დამთავრდეს ეს სანუკვარი წამები... მაგრამ ამას ვერ ვიტყვი.. ეს ო სეჰუნის სტილი არაა.

-ჰეიი.. რა უცნაურად იქცევით, როდის იყო ასე თბილად ექცეოდით თქვენს მაკნეს?- ეშმაკურად გადავხედე მათ, რის გამოც ჩანიოლისგან თავში წამორტყმა მივიღე.

-აუჩ!! მეტკინა!!!
-არაუშავს, უბრალოდ შევამოწმე ადამიანი ხარ თუ ხისთავიანი უცხოპლანეტელი.
-ჰაჰაჰა!! რა სასაცილოა!- გაბრაზებულმა შევხედე ჩანიოლს და ლოყებდაბერილი და ხელებდაბჯენილი დივანზე დავჯექი.
დიდი ხანი იკავებდნენ თავს ბექი და ჩენი, მაგრამ ვეღარ შეძლეს და მათმა მოულიდნელმა ხარხარმა, ლამის ძირს გადმომაგდო, ჩემს რეაქციაზე კი დანარჩენებიც აჰყვნენ. მხოლიდ ერთი ადამიანი იდგა ჩუმად, მაგრამ თვითკმაყოფილი სახით და ეშმაკურად მიცინოდა.
-სეჰუნაა მოგვენატრეე!!- მხიარულად მომვარდა ლუჰანი და ძლიერად ჩამეხუტა. - აღარ დაგვტოვო , თორე დაგსჯი!!
ამ სიტყვებზე გამეღიმა
-კარგი ჰიუნგ.

ლუჰანმა გულწრფელად გამიღიმა, მაგრამ მისმა მზერამ სხვაგან გადაინაცვლა, გამომეტყველება შეეცვალა და სასწრაფოდ დანარჩენებთან გაიქცა .

ნეტა რა დაემართა?! იმ მიმართულებით მივიხედე და ჩანიოლი შემრჩა ხელთ.

მისმა სერიოზულმა გამომეტყველბამ შემაკრთო.

-ჰიუნგ....
-სეჰუნ, თავს როგორ გრძნობ?
-კარგად...- მართალია ეს ვთქვი ,მაგრამ სრული სიცრუეა, ერთბაშად ამიჯანყდა მთელი სხეული და საშველად ოთახს მოვავლე თვალი....არავინაა! შესანიშნავია!

-სეჰუნ სალაპარაკი გვაქვს.
ჩანიოლი ჩემს წინ მოიხარა და უკანასკნელი გაქცევის გზაც დამიხშო.... გადასარევი! ახლა პასუხების გაცემა მომიწევს!...

-სეჰუნ!
-კარგი... გისმენ.
-არა ... მე გისმენ! იცი რასაც ვგულისხმობ.
-ჩანიოლ, გთხოვ ახლა არა...
-არა სეჰუნ სწორედ ახლა! - თავი ავწიე და მის მკაცრ მეტყველ თვალებში ჩავიძირე... მაშინებს... არა მისი თვალები.... არამედ მისი რეაქცია სიმართლეზე.. არ მინდა... როგორღაც თავი უნდა დავაღწიო მას!

თითქოს ჩანიოლმა ჩემი აზრები წაიკითხაო, ხელი ჩამჭიდა და ისე მომიახლოვდა მის სუნთქვას ჩემს სახეზე ვგრძნობდი.

-ვერსად წახვალ.
-შეგძულდები...
-მაგას მე გადავწყვეტ!

ვერ ვიტან მის ამ თვისევას! ვერასდროა შეაცვლევინებ აზრს.

ღრმად ჩავისუნთქე..

-კარგი... ოღონდ უკანააკნელად რაღახას გთხოვ...

-გისმენ.

-ჩამეხუტე....

180°Where stories live. Discover now