მეტი აღარ შეიძლება.
უნდა გადაწყვიტოს!ჩანიოლმა კოცნა შეწყვიტა და პატარა სხეულს დახედა, რომელიც გაკვირვებული თვალებით შესცქეროდა.
-ბექ.. მიყვარხარ... მაგრამ ისე აღარ, როგორც ადრე... არ მინდა გატკინო... ამიტომ, დავშორდეთ...მაპატიე..
-ჩანიოლ... რა ?!..სერიოზულად?!
-ბექ... გთხოვ...
-ღვთის გულისთვის, ორი წელია ერთად ვართ და ეხლა ამბობ, რომ უბრალოდ დავშორდეთ?!! ხუმრობ ხო?!!
-ბექ, უბრალოდ...
-რატომ?..სხვა შეგიყვარდა?.. მე დავაშავე რამე?..
- შენ არაფერ შუაში ხარ...
- იცი რაა? არ მაინტერესებს. დავშორდეთ? კი ბატონო, მაგრამ ამიერიდან რაც მოხდება შენს თავს დააბრალე!ბექიონმა უკანასკნელად შეხედა ჩანიოლს თვალებში, მის გულს სამუდამო დაღი დაასვა, ზურგი შეაქცია და მალევე მისი პატარა სხეული ჰორიზონტმა შთანთქა...
ყოჩაღ,პაკ ჩანიოლ!
ერთ დღეში ორ ადამიანს ატკინე გული!
ნამდვილად საამაყო საქციელა!ღრმად და ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი და საერთო საცხივრებლისკენ გაემართა.
საძინებელში შესულმა მაშინვე კარები ჩაკეტა და საწოლზე მოწყვეტით გადაეშვა.
-ხვალ კონცერტი.... რა დამღლელია ზოგჯერ ეს ყველაფერი...
თავზე ბალიში დაიფარა და ძილს მიეცა..
რა კარგია წუთიერი დასვენება...
არაფერზე ფიქრი...
უბრალოდ სიმშვიდე..
ძილი...კაკუნი.
კაკუნი.
და კიდევ განუწყვეტლივი კაკუნი კარზე.-მძინავს!- დაიყვირა ხმაურით შეწუხებულმა ჩანიოლმა.
-ჩანიოლ, კარი გააღე, რაღაც უნდა გითხრა...
-აიშ..გოლიათი წუწუნით წამოდგა საწოლიდან და კარი გაუღო ლიდერს.
-ლიდო, ასეთი რა მოხდა, რომ არ დამაძინე!
-ჩანიოლ, სეჰუნი და ბექიონი ხომ არ იცი სად არიან?... გვიანია და ვნერვიულობ...
-ბექი და... სეჰუ..ნი..?
-ხო... რამდენიმე საათის წინ წავიდნენ ... და ორივეს ტელეფონი გათიშული აქვს...
-აქამდე რატომ არ მითხარიი?!
ჯანდაბა! ჯანდაბა! ახლავე უნდა წავიდე!
-მეც მოვდივარ!
-ჯონგინ, გთხოვ არ დაიწყო.
-მეც მოვდივარ.
-ჯონ..
-ჩანიოლ!
-აიშ.. კარგი! კარგი! ქურთუკი აიღე სწრაფად!