ცივია...
ხელებით სეჰუნის სუსტი სხეული მიჭირავს. ის მხიარული, მომაბეზრებელი, მოუსვენარი მაკნე თითქოსდა გაქრა და მის ნაცვლად ეს, გაყინული, სრულიად შეცვლილი , მომაკვდავი არსება გაჩნდა...
ვიცი, ვიცი,რომ მაღაც უნდა ვიღონო, მაგრამ რისი გაკეთება შემიძლია?! ყველაზე ახლოსმდებარე მოქმედი პუნქტი მაბქანით, სულ რაღაც 2 საათშია..
არც მობილური მაქვს...
ჯანდაბა, მაინც და მაინც მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდება...
უკვე იმაზე ვფიქრობ ფეხით ხომ არ წავიყვანო სეჰუნი საავადმყოფოში? იქნებ ვინმე დაგვეწიოს და ჩემი სასიკვდილოდ განწირული მეგობარი გადარჩეს კიდეც...
მაგრამ..
სეჰუნს შევხედე და წამიერად თვალი შევავლე მის მდგომარეობას..
არა ვერ გაუძლებს.. ვერ გავრისკავ... სჯობს დაველოდო გათენებას... მანამდე კი რამეს ვიღონებ..
უგონოდ მყოფი მაკნე ძირს დავაწვინე და სისხლში ამოსვრილი პერანგი გავუხსენი..
დასწყევლოს ღმერთმა... ასე ვინ გაწირა...
მისი ბროლივით თეთრი კანი სისხლჩაქცევებითა და ჩალურჯებებით იყო სავსე.
არაა .... ამის გამკეთებელს ამას არ შევარჩენ...
სისხლი კი ისევ შეუჩერებლად მოედინება და არ ჩერდება.. ჭრილობა უნდა ვნახო და სისხლდენა შევაჩერო,მანამ სანამ სისხლისგან დაცლილა.
სეჰუნი გადმოვატრიალე და ვიგრძენი, როგორ წამერთვა ძალა ფეხებში და ავკანკალდი. გული გამიჩერდა და საპასუხიდ სისხლმაც შეწყვიტა მოძრაობა.
მას უზარმაზარი ჭრილობა ჰქონდა მხარში მიყენებული. იმდენად ღრმა, რომ ძვალსაც კი დაინახავდით თუ კარგად დააკვირდებოდით.
-ო სეჰუნნ... ასეთი რა გააკეთე, ასე არაადამიანურად რომ გაგისწორდნენ...