-ჯეის..- სეჰუნმა შეშინებული თვალები მიაპყრო ჩანიოლს.
-ჩუუუ.... მორჩა... წავიდა...- ჩანიოლმა ხელით შუბლიდან თმა გადავუწია და ჩაეხუტა დასამშვიდევლად,მაგრამ სეჰუნმა როგორც კი ნაცნობი ხმა გაიგო, მაშინვე უკან დაიხია.
-სეჰუნააა! კარგად ხარ?!- ქაის ხმაში წუხილი და დარდი იგრძნობიდა, რამაც სეჰუნს ღიმილი მოჰგვარა.
-ჯონგინ... სანერვიულო არაფერია.. რა თქმა უნდა დიდი ჰუნა კარგადააა!- მაკნემ გაუღიმა და სწორედ ის სახე დაანახა ჯონგინს, რომელიც ყველაზე მეტად აბედნიერებდა და ამავდროულად ყველაზე მეტად ტანჯავდა.მან იცოდა , რომ ამ მშვენიერი მომღიმარი სახის მიღმა სულისშემხუთავი ტკივილი იმალებოდა, მაგრამ ვერ შველოდა...
ქაიმ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, უბრალოდ ხელი მოხვია და მჭიდროდ ჩაიკრა გულში.
-მადლობა ჯონგინ...- სეჰუნმა ნაზად ჩასჩურჩულა ქაის და თავი მკერდზე მიადო.
-აჰმმ... - ჩანიოლმა ყურადღების მიპყრობა სცადა.-მაპატიეთ ამ "იდილიას" რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ სამწუხაროდ ის მე მომყვება.
ჩანიოლმა სეჰუნს ხელი მჭიდროდ ჩაჰკიდა და ისე, რომ ჯობგინი ვერც კი მიხვდა რა მოხდა, ოთახიდან გაუჩინდარდნენ.
-ჩანიოლ, რა ჯანდაბააა !!!
სეჰუნმა ხმაში სიბრაზით წამოიძახა მას შემდეგ, რაც გოლიათმა კედელთან მიიმწყვდია.
-სერიოზულად, ო სეჰუნ?! რამდენიმე წუთისწინ ლამის საკუთარმა ძმამ მოგკლა, შენ კი უბრალოდ ფლირტაობ?!!
-მოიცადე!.. შენ საიდან....
-საიდან ვიცი?! და რას იზამ თუ გეტყვი, რომ შევხვდი?
-რა..მაგრამ...
-მაგრამ როგორ მივხვდი?
მაგაზეც გიპასუხებ!
მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ფიზიკურად იდენტურები ხართ, ჩემთვის სრულიად განსხავებულნი ხართ.
და არ გაინტერესებს რატომ? რადგან შენი შეხება, შენი ღიმილი, შენი თითეული ჯესტი თუ მიმიკა, შენი თმები, შენი სუნი... ყველაფერი ვიცი... ისინი განსხვავებულია... ყველასგან განსხვავებული...სეჰუნს თავი ჩაეღუნა და დუმდა. დუმდა, რადგან სხვადასხვა ფიქრი და კითხვა ირეოდა მის გონებაში. საიდან ან რატომ იცოდა ჩანიოლმა ამდენი რამ მასზე.. მართლა შეხვდა თუ არა ის ჯეისს და რა მოხდა მათ შორის... მაგრამ ყველაზე მეტად ეს კითხვა არ ასვენებდა, თუ რატომ ახსენებდა ჩანიოლი "მას".....პასუხი კი არ იცოდა.. ამიტომაც, უბრალიდ ხმას ვერ იღებდა... დუმდა.. დუმდაა ისევ ისე, როგორც ადრე...
ადრე...
არაა!! უნდა თქვას!! ვერ დაუშვებს იგივე შეცდომებს!!
-ჩანიოლ, დროა ნამდვილი მე გამიცნო!
სეჰუნმა ღრმად ჩაისუნთქა, თავი ნელა ასწია და ჩანიოლს თვალებში შეხედა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი..
-მაშინ, ო სეჰუნ, დამანახე შენი რეალური სახე!ჩანიოლი იატაკზე დაჯდა, მოსასმენად მოემზადა და სეჰუნსაც ანიშნა იგივე გაეკეთებინა. და მანაც დაიწყო...
-იყო დრო , როცა იმ ადამიანის გარეშე, რომელსაც ახლა მხოლოდ ჩემი სისხლი სწყურია, ცხოვრება არ წარმომედგინა, მაგრამ 16 წლის ასაკში ყველაფერი აირია.
სამი განუყრელი ბავშვობის მეგონარი: კიმ ჯინი,ო სეჰუნი, და ო ჯეისი. 3 თავზეხელაღებული ბიჭი, რომლებიც ერთმანეთისთვის არაფერს იშურებენ. მაგრამ სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც შევამჩნიე, რომ ჯეისი ჯინს სხვანაირად უმზერდა... მას პირველად შეუყვარდა... მაგრამ ეს ერთჯერაფი სიყვარული არ ყოფილა... თვეები და წლები გადიოდა, ის კი მხოლოდ ჯინს შესცქეროდა, ჯინი კი ვერაფერს ამჩნევდა,რადგან... ის მხოლოდ ერთს უყურებდა მუდამ... მხოლოდ იმ ერთზე ფიქრობდა და არასდროს შორდებოდა მას გვერდიდან.-ის ადამიანი....
-ხო... ის ადამიანი... მე ვიყავი....----------------------------------------------------------