თავი 7

268 43 25
                                    

-ჩამეხუტე....
ამას აშკარად არ ელოდა ჩანიოლი, ეს მისი სახით ამოვიცანი.
გაოცებულმა შემომხედა, შემდეგ ოდნავ ჩაიღიმა და გულში ჩამიკრა.
რამოდენიმე წამი ასე ვიყავით, ერთმანეთის აჩქარებულ გულისცემას ვუსმენდით, მაგრამ მოულიდნელად ჩანიოლმა ხელი გამიშვა და სწრაფად ოდნავ მიშორებით დაჯდა.
-დაიწყე.
-ამმ.. კარგი, როგორც ჩანს სხვა გზა არც მაქვს.

ღრმად ჩავისუნთქე და წამიერად წარსულის მოგონებებში გადავეშვი.

- ჩემი ძმა... ჯეისი... ოჰ ჯეისი...- ამ სიტყვებზე ჩანიოლს თვალებ გაუფართოვდა.. რა თქმა უნდა მან ხომ, როგორც სხვა დანარჩენმა, ის იცის, რომ მხოლოდ ერთი უფროსი ძმა მყავს.. მაგრამ ეს უბრალო მარტივი ზღაპარია... რეალობა სრულიად განსხვავებული და ჩახლართულია.

-ჯეისი ჩემი ტყუპისცალია.
-რააა?
-ხო.. მაგრამ ეს არაფერია , ყველაფერი წინააა.

თითქოს ისიც მიხვდა, რომ მოყოლა მიჭირდა და უბრალოდ თავი დამიქნია იმის ნიშნად, რომ გამეგრძელებინა.

-როგორც ვთქვი ტყუპისცალი მყავს, რომელიც ბავშვობაში ერთადერთი ადამიანი იყო , ვისაც ვენდობოდი და ვისთან ერთად ყოფნაც მომწონდა. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ყველგან ერთად დავდიოდით, ერთად ვიძინებდით , ერთად ვიცინოდით და ერთმანეთის გარდა არაფერი გვაინტერესებდა. მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა....

ვგრძნიბდი რომ ვეღარ შევძლებდი გაგრძელებას, თვალებზე ბურუსი გადამეფინა, გულმა მტკივნეულად დამიწყო ჩხვლეტა და ხმაც ამიკანკალდა.

-სეჰუნ..... შეწყვიტე....
-არა, ჰიუნგ! ბოლომდე უნდა მოგიყვე! უნდა გაიგო რა საშინელი არსება ვარ!!
-სეჰუნ! შეწყვიტე გთხოვ, ცუდად ხარ...
-არა.. უნდა ვთქვა! მე..
-შეწყვიტე მეთქი!!! - ჩანიოლმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში მკაცრი მზერით შემომხედა.- არ მაინტერესებს რა მოხდა! უბრალოდ შეწყვიტე! ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ხარ?!
-....
-გამომყევი!
-მაგრამ..
-არავითარი მაგრამ!! უბრალოდ გამომყევი!

180°Where stories live. Discover now