თავი 5

271 49 6
                                    

კიდევ ერთი დღე და შემეძლება მოვშორდე ამ ჩახუთულ სივრცეს, სითეთრეს და უცნობ, ფერმკრთალ სახეებს.

ო სეჰუნ, კიდევ ერთი დღე და მოშორდები ამ "ციხეს"...

დიახ, ციხეს... ერთ პატარა ოთახში ვარ გამოკეტილი, საშინელი საჭმელით, მუდმივი მეთვალყურე და "მნახველის საათები".
აქ მე კი არა ის უნდა იყოს.... სწორედ ის....
მაგრამ მაინც.. როგორ მომაგნო? როგორ მიპოვა?
მე ხომ "გავუჩინარდი"...
ჯანდაბა... როგორც ჩანს სიმართლე ვიღაცისგან გაიგო..
ფრთხილად უნდა ვიყო....
არა მხოლოდ მე არა...
სხვებიც....
ისინიც უნდა დავიცვა ყველანაირად...
ისინი არიან ჩემი ოჯახიც და საუკეთესო მეგობრებიც...
სუჰო, ქაი,ბექი,შიუმინი,ჩანიოლი...
ჩანიოლი..
საკვირველია რომ არაფერი უკითხავს...
მიკვირს, მაგრამ მაინც მიხარია,რადგან წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ავუხსნა შექმნილი ვითარება...
არა... სიმართლეს ვერ ვეტყვი...
არ მინდა შემიძულოს...
შემიძულოს....

ამ სიტყვის გაფიქრებაზეც კი დამაჟრჟოლა. ამასობაში კი ჩემი ეგრედწოდებული ზედამხედველიც შემოვიდა.

როგორც ჩანს დღეს ქაის დროა.
ნეტავ როგორ ანდეს მას ჩემი თავი.. მას ხომ უბრალოდ ერთ ბარკალზე შეუძლია ჩემი კი არა, არამედ საკუთარი თავის გაწირვაც.

ამის გაფიქრებაზე გამეღიმა და როგორც ჩანს,ჯონგინის ეს არ გამოჰპარვია.
-რა გაცინებს? ჩემზე გაიფიქრე რაღაც ისევ ხო?- ეჭვის თვალით შემომხედა.
-ჰმმ.. გილოცავ! შენ ეს გამოიცანი.
-პატარავ! ნუ ცელქობ, თორემ შესაძლოა ბოროტმა ბიძამ ღამე გაგგუდოს. -ეშმაკური  და დამცინავი სახით შემომხედა.

-ჰეი...არც კი გაბედო...- სიმართლე გითხრათ, ეჭვი არ მეპარება მის სიტყვებში... შეიძლება მართაც გააკეთოს... უბრალოდ სულელს რას მოსთხოვ...

-ისევ რაღაცაზე დამცინი ხო? მოდი აქ!!!!

-არა... არა...შენ არა....

ქაი წამში ჩემს საწოლთან აღმოჩნდა და დიახ, ის გააკეთა, რაც უღონოს მხდის.... ჩემი სუსტი წერტილი გოიყენა... თმები....
ვერ ვიტან როცა ვიღაც თმებზე მეხება.... ცუდად ვხდები...

180°Where stories live. Discover now