თავი 19

201 37 7
                                    

-იოლაა,იოლააა..
-ჰმმ...
-იოლაა, გთხოვ სეჰუნა გააღვიძე რაა, თორე დააგვიანდება, მენეჯერი სადაცაა მოვა... მე დარჩენებს მივხედავ...
-სეჰუნი....
ამოიგმინა ნახე რად მძინარე ჩანიოლმა და მოულოდნელად საწოლზე წამოჯდა.
-სეჰუნი!
სასწრაფოდ დასტაცა მაისურს ხელი და ოთახიდან წამიერად გაქრა.

მაისურის სწორებით სეჰუნის ოთახის კარის წინ აისვეტა, ღრმად ჩაისუნთქა და კარზე დააკაკუნა.

-სეჰუნ....
პასუხს არავინ სცემს.
-სეჰუნ!
ოდნავ ხმას აუწია გიგანტმა, მაგრამ, როცა არც ახლა გასცა მაკნემ ხმა , თავს უფლბა მისცა თავად შესულიყო ოთახში.

რუხკედლებიან საძინებელში სიჩუმე სუფევდა. ყველაფერი სათუთად იყო დალაგებული, თუმცა მათი მესაკუთრე არსად ჩანდა.

-სერიოზულად, ო სეჰუნ?! უბრალოდ ადექი და წახვედი?! ნუთუ დამშვიდობების ღირსნიც არ ვიყავით!

გიგანტის სხეულში ერთიანად ამოხეთქა ამდენი ხნის დაგროვილმა ბრაზმა. სახე დაუწითლდა, ვენები დაებერა და იქვე მდგარი სკამი დიდი ინერციით გაისროლა.

-ჯანდაბა, სეჰუნ! ყოველთვის ახერხებ ჩემი წყობიდან გამოყვანას!!!

გაბრაზებულმა ჩანიოლმა საძინებლის კარები მოიჯახუნა და ავტოსადგომისკენ გაემართა, როცა მის ჯებეში ტელეფონი აწკრიალდა.

მობილური ნელა ამოიღო, იმის მოლოდინით,რომ ეს ლიდერი იქნებოდა, მაგრამ ეკრანზე გამოსახულმა შეტყობინებამ ერთ ადგილზე გააქვავა...

დაფარული ნომერი...

მაგრამ გული ცუდს უგრძნობს...

აკანკალებული ხელით შეტყობინება გახსნა.

რამდენიმე წამი თვალებგაფართოებული მიშტერებოდა ეკრანს. და როდესაც გაიაზრა თუ რა ხდებოდა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა,წამიერიდან მოსწყდა ადგილს და  მანქანისკენ გაიქცა.

"აჰჰ, საწყალიი ჩანიი~ დაუმშვიდობებლად დატოვეს... აპატიე ჩანი, ჩემს ძამიკოს.
ყოველთვის სძულდა ეს სენტიმენტალური დამშვიდიბებები~ მაგრამ ნუ ღელავ, დაგეხმარები~ შენი ნახვის გარეშე უფლებას არ მივცემ  'სადმე წავიდეს'...
მას კარგად იცნობ,მისი სისუსტეები იცი,და დარწმუნებული ვარ უკვე ისიც იცი, სადაც იქნება...
იჩქარე, წამზომი ჩართულია~
                      სიყვარულით ჯ."

180°Where stories live. Discover now