ჩანიოლის pv
გათენდა, მაგრამ ყველაფერი ისევ უცვლელია. რაღაც უნდა ვიღონო, მაგრამ რა?
მას ვერ დაველაპარაკები. ისეთი სახე ჰქონდა ბოდიში რომ მოვუხადე, დარწმუნებული ვარ აღარც კი მომიახლოვდება.იდიოტი ხარ, პარკ ჩანიოლ , იდიოტი!
გეთქვა ის, რისთვისაც მიხვედი.
ყველაფერი სისულელე შენ რატომ უნდა წამოროშო!აიშშშ!
-სწრაფად მოემზადეთ. 40 წუთში გავდივართ. - გამოაცხადა სუჰომ და თითეული ჩვენგანის კარზე დააკაკუნა გასაღვიძებლად.
მოულოდნელად კარი გაიღო და პატარა ყავისფერთმიანი ფიგურა გაჩნდა ჩემს წინ.
-ჩან დილამშვიდობისა.
ბექი თითისწვერებზე აიწია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
უცნაურია...
რატომ აღარ მიჩქარდება გულისცემა?
რატომ აღარაა ეს კოცნა ისეთი მხურვალე და სასიამოვნო, როგორც ადრე?
სისულელეა! უბრალოდ მომეჩვენა.
-ჩან... კარგად ხარ?-ბექიონმა ნერვიულად შემომხედა და გამეღიმა.
-ნუ ღელავ ,პატარავ, კარგად ვარ...
ჩამეხუტე.ხელები გავშალე ბექის მოლოდინში, მაგრამ კარებთან ნაცნობ ფიგურას მოვკარი თვალი და წამიერად მგძნობელობა დავკარდე.
გავქვავდი...
ნეტავ თუ დაგვინახა...
ბექმა მკლავები ძლიერად მომჭიდა და ჩაიჩურჩულა- მომენატრე ... უფრო დიდხანს მინდა შენთან ყოფნა.
-მიყვარხარ ბექ...არ დაგავიწყდეს.
ღრმად ჩავისუნთქე და ბექიომს მოვშორდი.
-მგონი სჯობს მოვემზადოთ, თორემ ხომ იცი რაც გველის?
-აჰჰჰ ეგ სულ არ გამხსენებიაააა!!
ლოყაზე სწრაფად მაკოცა და სასწრაფოდ სააბაზანოში შევიდა.
გამეღიმა. რა საყვარელია, როცა ასეთი დაბნეულია.
სწრაფად ჩავიცვი და მისაღებ ოთახში გავედი, სადაც მხოლოდ 3 ადამიანი იყო, სუჰო, ჩენი და.... და, რა თქმა უნდა , ის, ვისი დანახვაც ყველაზე მეტად მაბნებდა.... სეჰუნი...