დილით რატომღაც კარგ ხასიათზე გავიღვიძე ეს კი ძალიან იშვიათია რადგან ყოველთვის სახე ჩამომტირის, როცა მაღვიძარას საშინელი ხმა მაღვიძებს. დღს რატომღაც ეს არ მოხდა, ამიტომ სწრაფად მოვიწესრიგე თავი, სკოლის ფორმა ჩავიცვი და პირველს სართულზე ჩავირბინე, რადგან უნდა მესაუზმა, სანამ მაგიდამდე მივიდოდი წინ დედა გადამიდგა.
ლიზი- დე რა ხდება?!
დედა- შენთვის სიუპრიზი მაქვს ძვირფასო!
ლიზი- მართლა? აუ რა? მითხარი სწრაფად.
დედა- ჯერ თვალები დახუჭე და როცა გეტყვი მაშნ გაახილე.
ლიზი- კარგი - თვალები დავხუჭე და ველოდებოდი როდის შევძლებდი ჩემი სიუპრიზი მენახა, სადღაც 1 წუთი გავიდა.
დედა- შეგიძლია თვალები გაახილო. - გავიგე თუ არა დედაჩემის ხმა თვალები სწრაფად გავახილე და რას ვხედავ... ჩემს წინ ჩემი ტყუპისცალი და (რომელიც გარეგნულად რატომღაც არ მგავს) თეო დამხვდა, სიხარულისგან ვიკივლე და მას მოვეხვიე 3 თვე გავიდა მას შემდეგ რაც არ მინახავს და ახლა ის ჩემს წინ დგას.
ლიზი- თეო როგორ მომენატრე! რა კარგია აქ რომ ხარ!
თეო- ხოო თქვენს სკოლაში გადმოვედი.
ლიზი- ანუ ლონდონში დაბრუნებას აღარ აპირებ ხომ?!
თეო- ხო თქვენთან მინდა!
ლიზი- კარგი ვისაუზმოთ და მერე წავიდეთ, გზაში კი სკოლაზე რაღაცეებს მოგიყვები.
თეო- კარგი. - ისე მოვიქეცით, როგორც ვთქვი. მალე მოვრჩით საუზმეს და სკოლისაკენ წავედით, მართალია გარეგნობით ერთმანეთს არ ვგავართ, მაგრამ ხასიათებით ნამდვილი ტყუპები ვართ, შესაბამისად ორივე ფეხით მივდივართ სკოლაში რადგან ფეხით სიარული გვიყვარს.
თეო- კარგი, გისმენ სკოლაზე რა უნდა მოგეყოლა.
ლიზი- ხო კარგად მომისმინე. ჩვეულებრივი სკოლაა, ჩვენს კლასში არიან ცოტა იდიოტი ბავშვები, რომლებიც ახერხებენ და მასწავლებელს ამწარებენ რა თქმა უნდა ეს ძალიან სახალისოა, მაგრამ სკოლაში არიან სამი ბიჭი: სეჰუნი, ლუჰანი და ბექჰიონი. მათ არ გაეკარო, ყველას ისე უყურებენ გეგონება იაფასიანი სათამაშო იყოს. მე და მარიამი მათგან თავს შორს ვიჭერთ და ჩვენი არსებობის შესახებ არაფერი იციან. სკოლაში მათ აუცილებლად გამოარჩევ სხვებისგან.
თეო- კარგი გასაგებია.
ლიზი- აი შესასვლელთან მარიამი გველოდება. - ხელი ავუწიე და დავუქნიე, მანაც ასევე მიპასუხა, მაგრამ როცა თეო დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა და გაქვავდა.
თეო- ჯობს მალე მივიდეთ, თორემ ამას ვინმე გაიტანს.
ლიზი- გეთანხმები! - ნაბიჯს ავუჩქარეთ და მალევე მის წინ ვიდექით.
მარიამი- მეჩვენება თუ თეო მართლა აქ არის?
თეო- არ გეჩვენები ქალბატონო, ლონდონიდან ჩამოვედი.
მარიამი- დაიცა რა? ანუ შენ ხარ ის ახალი მოსწავლე? სულ აქ იქნები ხომ?
თეო- კი მე ვარ და დიახ სულ აქ ვიქნები თქვენთან დებო!
მარიამი- უჰუ რა მაგარია!
ლიზი- კარგი შევიდეთ! - სკოლის შენობისკენ წავედით.
მარიამი- ალბათ ლიზიმ უკვე ყველაფერი გიამბო. ხომ ასეა?!
თეო- კი კი ყველაფერი მითხრა და გავიგე ნუ ღელავ.
მარიამი- ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია, რომ ისევ სრული შემადგენლობით ვართ.
ლიზი- ხო, მაგრამ ერთი გვაკლია.
თეო- მაგ ერთს ველაპარაკე და შევეცდები, რაც შეიძლება სწრაფად დაგიბრუნდეთო.
მარიამი- მართლა? ახლა მართლა ვერავინ ვერ გამიფუჭებს ხასიათს, ყოველშემთხვევაში დღეს.
ლიზი- კარგი. გაკვეთილი იწყება. - კლასში შევედით. თეო ჩვენს გვერდით მდგარ მერხზე მოკალათდა, მალე მასწავლეებელიც შემოვიდა და გაკვეთილიც დაიწყო.
მასწ- სანამ გაკვეთილს დავიწყებთ მინდა განცხადება გავაკეთო. ჩვენს სკოლაშ გადმოვიდა კიდევ ორი მოსწავლე და ერთ-ერთი მათგანი ჩვენს კლასში მოხვდა. მის თეო წარუდგინეთ კლასს თქვენი თავი. - თეო ადგა მასწავლებლის გვერდით დადგა და ყველას გადმოგვხედა. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო.
თეო- მოგესალმებით მე თეო ვარ! ლონდონიდან ჩამოვედი აქ სასწავლებლად, იმედი მაქვს გავუგებთ ერთმანეთს.
მასწ- მეც ამის იმედი მაქვს, ახლა კი დაიკავე შენი ადგილი ძვირფასო. - თეოც დაემორჩილა და დაბრუნდა თავის ადგილზე. რამოდენიმე გაკვეთილმაც ჩვეულებრივად ჩაიარა ახლა კი ლანჩის დრო იყო, ჩვენც წავედით სასადილოსკენ და გზაში ჩვეულებისამებ ვსაუბრობდით.
მარიამი- ისე საინტერესოა მეორე ვინ არის!
ლიზი- რა?
მარიამი- მასწავლებელმა თქვა ორი მოსწავლე გადმოვიდაო და საინტერესოა მეორე ვინ არის.
ლიზი- ნამდვილად არ ვიცი! - ეს ვთქვი თუ არა მარიამმა წინ გამისწრო, მე კი უკან გავიხედე რათა თეო დამენახა, როცა შევბრუნდი ერთ ადგილას გავიყინე, ჩემს წინ ისეთი სანახაობა დამხვდა თვალებს არ ვუჯერებდი, რამდენჯერმე დავახამხამე თვალები, თუმცა გამოსახულება არ შეცვლილა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და...

BẠN ĐANG ĐỌC
ჩვენ
Fanfictionსეულის ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს 4 ყველაზე პოპულარული ბიჭი ჩანიოლო ბექჰიონი ლუჰანი და სეჰუნი რომლებზდაც ყველა გოგო ოცნებობს თუმცა ისინი მობილიზირებულები არიან გართობაზე ამ სკოლაში შეხვდებით სხვადასხვა გვარ მოსწავლეებს მათ შორის ისეთ ადამიან...