მეცხრე თავი

327 25 2
                                    

ერთი კვირა გავიდა, რაც ბანაკში იყვნენ. ყველას უჭირდა იმის აღიარება, რომ მათ ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაუჩდათ მტრობის ნაცვლად თითქოს დამეგობრდნენ, ცივი დამოკიდებულება თბილმა ჩაანაცვლა, ხოლო ზიზღი სიყვარულმა გოგოებს თავიდა უჭირდათ აღიარება, მაგრამ ბიჭები მაინც ჯიუტად იკლავდნენ ამ ყველაფერს გულში და მაინც შურისძიებაზე ფიქრობდნენ, თუმცა არ იცოდნენ, რომ სულ მალე ყველაფერი შეცვლებოდა.
თეო- არა რა 1 კვირაა ვცდილობ და არაფერი გამომდის!
სეჰუნი- და რას ცდილობ?!
თეო- ვცდილობ, რომ ცოტა უკეთესი იუმორის გრძნობა გაგიჩდეს, მაგრამ მაინც ისეთი ჯმუხი ხარ.
სეჰუნი- არა მეც ვცდილობ რაღაცას, მაგრამ აშკარად არ გამომივა.
თეო- რას ცდილობ?
სეჰუნი- თავი შევიკავო, რომ არ მოგკლა.
თეო- სადაც სხვებს არ გამოსდით შენც არ გაქვს შანსი.
სეჰუნი- ოხ როგორ შლი ნერვებს.
მარიამი- აი ჩვენც აქ ვართ! - კარები შემოაღო მარიამმა და ექვსივე კოტეჯში შევიდნენ.
ბექჰიონი- ჰა ისევ ჩხუბობდით?
სეჰუნი- როცა საქმე მას ეხება სხვანაირად წარმოუდგენელია.
თეო- ანალოგიური პასუხი მაქვს მეც.
ანი- მიდი თეო ეცი, არ დაინდო, დააკონსერვე.
ლიზი- ანი რა გეტაკა?!
ანი- არაფერი. სულ მინდოდა მანიაკი მენახა. ხოდა თეო შენ გახდი მანიაკი არ გინდა და ჩემს გარდა ყველა მოკალი.
მარიამი- შენი ფანტაზია მკლავს.
ლიზი- ბიჭებო ჩვენ ცოტახნით უნდა გავიდეთ, არ მოიწყინოთ.
ლუჰანი- კარგი აბა დროებით. - გოგებმა კოტეჯი დატოვეს ბიჭებმა კი საუბარი დაიწყეს.
ლიზი:
კოტეჯიდან გამოვედით და ანის კოტეჯისკენ ავიღეთ გეზი.
ლიზი- ჯანდაბა.
მარიამი- რა ხდება?
ლიზი- ტელეფონი იქ დამრჩა, თქვენ შედით და მეც მალე მოვალ.
თეო- კაი მალე წამოდი.
ლიზი- არ ინერვიულო. - გოგოებს დავემშვიდობე და უკან გავბრუნდი, რატომღაც ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ნაბიჯებს ავუჩქარე. შესვლას ვაპირებდი, თუმცა ბიჭების საუბარი მომესმა და გავჩუმდი.
ლუჰანი- აბა რას იტყვით?
ბექჰიონი- კიდევ ერთი კვირა და შევუყვარდებით.
სეჰუუნი- არც მაგდენი დრო დაგვჭირდება.
ლუჰანი- ჩანიოლ შენმა გეგმამ გაამართლა.
ჩანიოლი- მოკლედ როცა შევუყვარდებით და ამას გვეტყვიან მთელი სკოლის თვალწინ მივატოვებთ და დავამცირებთ.
ლუჰანი- მართალი აღმოჩდი ძალიან სახალისო იყო. - მეტს აღარ დაველოდე , ცრემლები მოვიწმინდე და უკან სირბილით გავბრუნდი, კოტეჯში გიჟივით შევვარდი, ყველამ გაოცებული სახლით შემომხედა.
ანი- რა ხდება კარები რომ შემოანგრია!
ლიზი- ვერც კი წარმოიდგენთ რა გავიგე.
თეო- ჩვენც თუ გვეტყვი გვეცოდინება.
ლიზი- ოთხივე გვეთამაშებოდნენ, დადგმული იყო ეს ყველაფერი. ჩვენზე შურისძიება უნდოდათ, ამიტომ თავის შეყვარება დაგვიპირებს, ეს კი ჩანიოლის იდეა ყოფილა. წარმოგიდგენიათ?!
მარიამი- რა თქვი?!
ლიზი- რაც მოსმინე გამეორებას აღარ ვაპირებ.
თეო- თითქოს გამოუვიდათ არა!
ლიზი- თითქოს?! ხუმრობ ისინი უკვე შეგვიყვარდნენ. გამმუვიდათ და მგონი ჯობს, რომ მივულოცოთ კიდეც.
მარიამი- არა არავის დამცირების უფლებას ჩვენ არ მივცემთ.
თეო- ანი ჩუმად რატომ ხარ?
ანი-არაფერი უბრალოდ ვფიქრობ. საკმარისად ახლოს მოვუშვით და ეს უნდა დამთავრდეს.
მარიამი- გაგრძელებას ნამდვილად არ ვაპირებდი.
ლიზი- მოკლედ... - საუბარი კარის გაღების ხმამ შემაწყვეტინა, ოთახში მომღიმარი ჩანიოლი შემოვიდა.
ჩანიოლი- აბა ვიზე ჭორაობდით?
ანი- ჩემზე! - მთელი 32 კბილით გაუღიმა ანიმ.
ჩანიოლი- ხოო. ლიზი სეჰუნთან ტელეფონი დაგრჩა და აი გამომართვი. - არ დავაყოვნე და ჩემი საკუთრება ავიღე.
ლიზი- მადლობა სულ გადამავიწყდა.
თეო- აქ სული მეხუთება. შუადრეა ხალხო წავიდეთ გარეთ.
ანი- ხო წავიდეთ. - ჩანიოლს გვერდი აუარა და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა. ჩვენც გავყევით, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო-ჩვენმა საქცილემა ჩანიოლი ძალიან გააკვირვა. ჩვენს ადგილზე დავსხედით და იქ განვაგრძეთ ჩურჩული, უცბად მხარზე შეხება ვიგრძენი, გავიხედე და ანის ეძინა და თავი ჩემს მხარზე ედო.
თეო- ჩვენი ძილისგუდა.
მარიამი- ხო დღეს ადრე მოუხდა გაღვიძება და როგორც ჩანს ჩაეძინა.
ლიზი- ეჰ ძილის დროს რა საყვარელია, აბა ისე ლუციფერია.
მარიამი- შენთვის ჯობს არ გაგიგოს.
თეო- არ იდარდო დარწმუნებული ვარ უკვე იცის.
ლიზი- მართალია.
ლუჰანი- აი თურმე სად ყოფილხართ არადა რამდენს გეძებდით.
მარიამი- ჩუუუუ! სძინავს ჩემს ძილისგუდას.
ბექჰიონი- რა დროს ძილია!
მარიამი- თუ ძინავს ესეიგი დროა.
ლუჰანი- კარგი არაუშავს გაიღვიძებს მერე. - ბიჭები ჩვენს წინ დაჯჯდნენ, ათას სისულელეზე საუბრობდნენ შიგადაშიგ ჩვენც ჩავეჭრებოდით, თუმცა ზედმეტს ნამდვილად აღარ ვაპირებდით. რატომღაც ჩანიოლი ჩუმად იყო და ერთ წერტილს მიშტერებოდა გავაყოლე მზერა და აშკარად არ მეჩვენება არა?! ასე რატო უყურებს ანის? მას ხომ ძინავს და მაინც ვერაფერს გაიგებს. ალბატ ძალიან შეიჭრა როლებში და ფიქრობს, რომ მძინარე გოგონა მის მზერას შეამჩნევს.
სეჰუნი- მგონი ჯობს კოტეჯებში დავბრუნდეთ, შემდეგ ვახშამისთვის დავბრუნდებით.
მარიამი- ხო მართალია, მაგრამ ანის გაღვიძება არ მინდა, თორემ მერე ცუდ ხასიათზე უნდა იყოს მთელი დღე.
ჩანიოლი- არაუშავს მე წავიყვან. - გაპროტესტება ვერ მოვასწარი, ისე აიყვანა ანი ხელში და წავიდა. ალბათ ანი, რომ გაიგებს თავს წაგვაცლის მისი თავი, რომ მას გავატანეთ მაგრამ შეწინააღმდეგება ვერ მოვასწარი. ჩვენც წამოვედით ამ ადგილიდან და ჩვენი საცხოვრებლისკენ დავიძარით, რამდენიმე წუთში გავიყავით და გზაში ახლა მხოლოდ მე და ლუჰანი ვართ. ჩვენს შორის უხერხული სიჩუმე იყო, თუმცა საუბრის წამოწყებას მე ნამდვილად არ ვაპირებდი, უკვე კოტეჯის კართან ვდგავართ შევედი თუ არა ძალიან უცნაურ პოზაში აღმოვჩდი, ლუჰანმა კარებზე ამაკრო. ორივე ხელი ჩემს გარშემო ჰქონდა ისე, რომ ნამდვილად ვერ შევძლებდი თავის დაღწევას..
ლიზი რრრ რას ააკეთებ? - ენის ბორძიკით ვკითხე.
ლუჰანი- იმას რაც ახლა ყველაზე მეტად მინდა.
ლიზი- რას გულისხმობ?! - აღარ მოპასუხა მხოლოდ გაიღიმა. მე კი გაკვირვებული ვუყურებდი, გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე შეაერთა ჩვენი ტუჩები, მოულოდნელობისგან თვალები გამიფართოვდა ის კი ნამდვილად არ აპირებდა გაჩერებას.

ჩვენWhere stories live. Discover now