თეო- ოეეეეე ადგა ჯარი!!!! - დაიყვირა თეომ ბოლო ხმაზე.
ლიზი- ჰა რა ხდება?!
მარიამი- თეო რატომ ყვირი?!
თეო- სკოლაში ხომ არ დავაგვიანებთ, აბა დროზე ადექით და მოემზადეთ. - ჩვენც ავდექით, თუმცა აშკარა იყო, რომ ანიმ თოს ყვირილი ვერ გაიგო, ძალიან მშვიდად აგრძელებდა ძილს.
მარიამი- ასეთ რა სიზმარს ხედავს, რომ ვერ გავაღვიძეთ?!
თეო- არ ვიცი არადა იმხელაზე ვიყვირე, რომ მგონი ხმაც ჩამიწყდება.
ლიზი- მე გავაღვიძებ. ერთი წუთით! - ოთახის კარებთან მივედი, მთელი ძალით გავიქეცი და ანის დავახტი თავზე, მანაც არ დააყოვნა და წამოხტა.
ანი- ჰა? რა ხდება? ჩამეძინა?
ლიზი- მომზადებაა საჭირო, სკოლაში არ დაგვაგვიანდეს.
ანი- ხო, მაგრამ მგონი ვეღარ წამოვალ.
მარიამი- რას ნიშნავს ვეღარ წამოხვალ?! ახლა მოგხვდება.
ანი- პარალიზებული ვარ, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ. ნახე რამხელა არსება დამახტა თავზე! .... ლიზი მეტეორის რა ხარ?!
ლიზი- გეყო რა, თორე მართლა დაგამტვრევ მაგ ფეხებს.
თეო- გეყოთ ახლა, მოემზადეთ და წავედით. - არარ შევეწინააღმდეგეთ. თავი მოვიწესრიგეთ, ფორმები ჩავიცვით და სკოლაში წავედით. გზაში ბევრი ვიცინეთ, რაც არ არის გასაკვირი როცა საქმე ჩვენ გვეხება. სკოლაში მისულებს კი იქ საშინელი ვითარება დაგვხვვდა.
ლიზი- მითხარით, რომ მომესმა.
მარიამი- არა ღმერთო ესე ვერ გაგვწირავ!
ლიზი- არ მინდა პარალელებთან გაერთიანება.
მარიამი- არც მე.
თეო- ახლა წუწუნს რა ახრი აქვს?! რაც მოხდა მოხდა.
ანი- და საერთოდ რა პანიკას ქმნით?
მარიამი- რაო?! დაგავიწყდა რა მოგიყევით გუშინ?!
ანი- მახსოვს, მაგრამ მერე რა, ოთხივე ერთად ვართ და არაფერი არ მოხდება, თუ რამეა ყველას გავიფენ.
თეო- მართალი ხარ ანი, ეგრე უნდა ვქნათ. და თქვენც მორჩით გლოვას. - მე და მარიამი სასიკვდილოდ ვიყავით შოკირებულები და ცხოვრებას ვლანძღაავდით რადგან ასე დაგვცინა, ხოლო ჩვენი ორი მანიაკი ჩვეულებრივად იყვნენ და მგონი მართლა აპირებდნენ იმათ გაფენას. კლასში შევედით და განაწილება მოგვიხდა. მე და ანი ერთად დავჯექით, ხოლო თეო და მარიამი ერთად , დაცვა ხომ გვინდოდა მე და მაირიამს.
ანი- ლიზი რომლები არიან აბა ისინი? - გადმომჩურჩულა.
ლიზი- არ მითხრა, რომ მართლა გაფენას აპირებ.
ანი- არა არ ვაპირებ! ყოველშემთხვევაში ახლა. ისე მაინტერესებს ვინები არიან.
ლიზი- კარგი. აი ისინი! - ვანიშნე სადაც იჯდნენ ის ვაჟბატონები და მანაც იქით გაიხედა.
ანი- კარგი არ ინერვიულო, მთავარია ერთად ვართ და ისინიც ვერაფერს დაგვაკლებენ. - საყვარელი თვალებით გადმომხედა, მეც მოვეხვიე მიყვარს ასე, რომ მესაუბრება ადამიანს მართლა ანგელოზი გეგონება. ამ დროს თეომ თავში ფურცელი მესროლა, სადაც ეწერა: ,,მორჩით ხვევნა-კოცნას და საქმეს მიხედეთ."
ლიზი- რა საქმეს მივხედოთ?!
ანი- აბა მე რა ვიცი.... მაცადე. - ანიმ ფურცელი გამომგლიჯა და დაწერა: ,,რა საქმეს გოგო?!" გაუქანა და პირდაპირ შუბლში გაარტყა. თეო ისეთი სახით იყურებოდა გავლურჯდი, კინაღამ ავხარხარდი, მაგრამ თავი შევიკავე. ცოტახანში კვლავ მივიღეთ წერილი თეოსგან. ,,რა რა საქმე? იმ ოთხისგან მწვადი ხომ უნდა გავაკეთოთ! არ გშიათ?! თან სხვებსაც ეყოფათ." ამაზე უკვე ვერარ შევიკავე თავი და მე და ანი გადავბჟირდით, კიდევ კარგი გაკვეთილი არ იყო დაწყებული. ყველა გაკვირვებული გვიყურებდა იმ ოთხეულის ჩათვლით, მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია ისე ვიცინოდით, თეო და მარიამი თავდახრილები იყვნენ და ფხუკუნებდნენ, ცოტახანი ვიცინეთ მერე მუცელიც გვეტკინა და ზარიც დაირეკა, ამიტომ იძულებულები გავხდით გავჩუმებულიყავით, მაგრამ თეოს ფანტაზიაზე მაინც მეცინებოდა, ანი კიდე პირზე ხელს მაფარებდა, როგორც იქნა ზარი დაირეკა და მასწავლებლის გასვლისთანავე მეც და ანიც გავიქეცით და რომელღაცა დერეფანში სიცილი ავტეხეთ, მალე თეო და მარიამიც დაგვეწია და ეზოში ჩავედით.
თეო-დროზე სასადილოში მშია!
ლიზი- მოვდივარ მოვდივარ! - სასადილოში ჩავედით, ჩვენი ადგილები დავიკავეთ და ლანჩს შევუდექით, თუმცა მერე მივხვდით, რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა გავიხედ-გამოვიხედე და ის ოთხი იდგა ჩვენს მაგიდასთან, გაკვირვებულებმა შევხედეთ, მათაც არ დააყოვნეს და ჩვენს წინ დაიკავეს ადგილი.
ანი- მგონი ამათ მართლა უნდათ მწვადები გახდნენ. - გადმომჩურჩულა ანიმ, მეც გამეცინა და თავი დავუქნიე.
თეო- რით შემიძლია დაგეხმაროთ?!
სეჰუნი- რა იყო ჭამას გვიშლი?!
თეო- ჭამას არა აქ ჯდომას კი.
ლიზი- მართალია!
ლუჰანი- შენ არაფრის დაშლა შეგიძლია მძინარე მზეთუნახავო!
ლიზი- მომისმინე ვაჟიშვილო! - ამაზე ლუჰანი შეკრთა და ჩინურად რაღაც წაიბურდღუნა, მართალია ვერაფერი გავიგე და გაპროტესტება გადავწყვიტე, მაგრამ რაღაც ხმამ შემაწყვეტინა, ყველამ გვერდით გავიხედეთ და რას ვხედავ... ანი იატაკზეე ზის და იცინის უფრო სწორად სიცილით კვდება.
მარიამი- ისადა ანი რა ხდება? ჩვენც გვიითხარი.
ანი- რა ხდება და..... ვაიმე ჰაჰაჰა - ისევ გააგრძელა.
ჩანიოლი- რა ვეღარ თქვი?! მგონი არაფერია აქ სასაცილო.
ანი- არა მეგობარო. - ირონიულად დაიწყო. - ყველაზე სასაცილო აქ ჩინური ნაწილი იყო.
ლუჰანი- რას გულისხმობ?!
ანი- 4 წელი ჩინეთში ვცხოვრობდი, შესაბამისად ვიცი ჩინური.
ლუჰანი- რაა?! - ლუჰანი გაფითრდა ჩვენ კი ისევ ვერ გავიგეთ რა ხდებოდა.
მარიამი- აუ რა თქვი ასეთი?!
ბექჰიონი- ლუჰანი რა თქვი?!
ანი- ამიერიდან შენი მესაიდუმლე ვარ ლუჰან, ზედმეტად თვალში არ გამეჩხირო ძვირფასო. - გაიცინა და წავიდა.
მარიამი- აუ დროზე გავყვეთ.
ლიზი არ მაინტერესებს უნდა გამოვტეხოთ. - ჩვენც ანის გზას დავადექით და ბიჭები მაგიდასთან დავტოვეთ.
ბიჭები:
სეჰუნი- ლუჰან რა თქვი ასეთი ახლა, რომ ის ახალი გოგო გაშანტაჟებს.
ლუჰანი არა არა! არ ვიტყვი და არც ის იტყვის.
ჩანიოლი- არ ჯობს ჩვენც, რომ გვითხრა? მერე დაგეხმარებით.
ლუჰანი- არა მეთქი.
ბექჰიონი- კარგი რა. სირცხვილია ძმაკაცის საიდუმლოს ვიღაც გოგოსგან, რომ გაიგებ. რა ქვია?!
სეჰუნი- ვის?
ბექჰიონი- იმ გოგოს?
სეჰუნი- მე რა ვიცი!
ჩანიოლი- ანი ჰქვია.
ლუჰანი- არაფერს იტყვის იმედია.
სეჰუნი- ჯობს შენით გვითხრა.
გოგოები:
მარიამი- ანი ნუ გარბიხარ! რა თქვა იმ ბიჭმა?
ანი- კარგი რა. შანტაჟი მინდა და დამაცადეთ.
ლიზი- კარგი რა!!!
თეო- მარტო ჩვენ გვითხარი გეფიცები არავის არ ვეტყვით.
მარიამი- მართალია ერთმანეთს ხომ არაფერს არ ვუმალავთ.
ლიზი- თან მერე ერთად დავაშანტაჟებთ.
ანი- კარგი. ესეიგი ლიზი შენ ხომ უთხარი მისმინე ვაჟიშვილოო!
ლიზი- ხო მერე რაღაც წაიბურდღუნა ჩინურად.
ანი- ხო და ჩინურად რა წაიბურდღუნა იცი?!
თეო- ეე გოგო თქვი ეხლა!
ანი- შენ რა იცი ვაჟიშვილი რომ ვაროო!
მარიამი- რააა? ვაიმე ცუდად ვარ ჰაჰა. - ამას ვერ წარმოვიდგენდი. ყველა ავხარხარდით. მართლა ცუდად გავხდი იმდენი ვიცინე უკვე სუნთქვაც მიჭირდა.
ლიზი- ამას ვერასდროს ვიფიქრებდი.
თეო- აბა გოგო, ისე აღმიწერეთ ეს კიდევ ნორჩი პატალა ყოფილა.
მარიამი- კაით ეხლა ბოლო გაკვეთილია შევიდეთ კლასში.
ანი- და პატალა ნორჩი ლულუ დაგვხვდება.
ლიზი- აჰა აყვა. - კლასში შევედით. ეს ორი გიჟი კიდევ თლიფინით ლაპარაკობდნენ. მარიამი, რომ უყურებდა იცინოდა ჩემზე კი უარყოფითათ მოქმედებდა ამათი თლიფინი, მაგრამ კლასში, რომ შევედი და ლუჰანი დავინახე კინაღამ ავყევი თლიფინში. ჩვენ-ჩვენი ადგილები დავიკავეთ და მასწავლებლის შემოსვლას ველოდებოდით, ბიჭები ლუჰანს მკვლელის თვალებით უყურებდნენ, მზერით ეუბნებოდნენ გირჩევნია შენით გვითხრა ყველაფერიიო, ლუჰანი კი ანის უყურებდა მკვლელის თვალებით, რა თქმა უნდა ეს ჩვენ ანის არ ადარდებდა და მშვიდად ღიღინებდა.
ლიზი- გოგო რა გამღერებს? ეს პრინცი თვალებით გეუბნება მიგასიკვდილებო, შენ კიდე მღერიხარ.
ანი- ჯერ ერთი ვერაფერს მიზამს, ხელი დამედება და თქვენ რისთვის მყავხართ. მარა პრინციპში ხელი ვერც დამედება, აქეთ არ მოვკლა.
ლიზი- მეც მაგარი ვარ შენ, რომ ეგეთებზე გელაპარაკები რაა!
ანი- თეო შენი და მგონი ვეღარ მიძლებს და ადგილებს ხომ არ გაცვლიდით?!
ლიზი- ხო ამ მანიაკთან აღარ მინდა
თეო- არ ვარ წინააღმდეგი. - ადგილები გავცვალეთ.
ლიზი- გამაგიჟა ამან რეებზე მელაპარაკებოდა.
მარიამი- მეც ეგეთ დღეში ვარ, მანიაკები არიან.
მასწ- ბავშვებო განცხადება უნდა გავაკეთო, ასე რომ მისმინეთ. - ყველამ მოვკეტეთ. - რა კარგია სიწყნარე. კარგით ხვალ შაბათს 3 კვირიან ბანაკში მივდივართ ბუნებაში, ამიტომ მოემზადეთ ხვალისთვის და დილის 10 საათზე სკოლასთან იყავით. - ახალმა ამბავმა ყველა გაგვახარა 3 კვირა ბანაკში საუკეთესო მეგობრებთან ერთად უკეთესი რა იქნება. - და ბოლოს კოტეჯში ვიდეოკამერებია, ასე რომ ვერაფერს გამომაპარებთ. ვინაიდან იქედან, რომ გოგოებს და ბიჭებს ცუდი ურთიერთობა გაქვთ, ერთი გოგო და ერთი ბიჭი ერთად იქნებიან კოტეჯში. - უცებ მოვკეტე და გავიფიქრე. ,,ოღონდ ეს არა!"
أنت تقرأ
ჩვენ
أدب الهواةსეულის ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს 4 ყველაზე პოპულარული ბიჭი ჩანიოლო ბექჰიონი ლუჰანი და სეჰუნი რომლებზდაც ყველა გოგო ოცნებობს თუმცა ისინი მობილიზირებულები არიან გართობაზე ამ სკოლაში შეხვდებით სხვადასხვა გვარ მოსწავლეებს მათ შორის ისეთ ადამიან...