მესამე თავი

396 26 1
                                    

  მარიამი:
ლიზი- ნამდვილად არ ვიცი! - თქვა და მეც წინ გავუსწარი, უკან ვიხედებოდი და ისე მივდიოდი, როცა ვიღაცას დავვეჯახე.
მარიამი- უკაცრავად არ მინდოდა! - ვთქვი და ავხედე. ,,ღმერთო ოღონდ ეს არა" გავიფიქრე როცა სეჰუნის გაბრაზებულ სახეს წავაწყდი. ერთ ადგილზე გავქვავდი.
სეჰუნი- ვინ ხარ რომ მეხები?! - იღრიალა. მეც შევხტი და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
მარიამი- მე... მე შემთხვევით მომივიდა ძალით არ მინდოდა. - სასადილოში თითქმის ყველა ჩვენ გვიყურებდა, ლიზიც ძლივს მოვიდა ჩემამდე.
ბექჰიონი- რა ხდება სეჰუნ?!
სეჰუნი- ეს პატარა ლაწირაკი დამეჯახა. - და აი ახლა მართლა ჩავყლაპე ენა.
თეო- მგონი გარკვევით თქვა, რომ ეს შემთხვევით მოუვიდა.
სეჰუნი- შენ რა გმირობა გადაწყვიტე?
თეო- გმირობა არაფერ შუაშია, უბრალოდ ჩემს მეგობარს ვიცავ.
სეჰუნი- და ამით დიდ პრობლემაში გაყავი თავი.
თეო- და ეს პრობლემა შენ ხარ?! - ირონიულად გაიცინა. - დამიჯერე შენზე ბევრად დიდი პრობლემები მქონია. - თქვა ხელი მომკიდა და გვერდი ავუარეთ. ლიზიც გაკვირვებული და ამავე დროს შეშინებულიც გამოგვყვა, თუმცა სეჰუნი თეოს მალე დაეწია, მაჯაში ხელი ჩაავლო და თავისკენ მოაბრუნა, თეომაც არ დააყოვნა და მის ხელში მყოფი რძე სახეში შეასხა.
სეჰუნი- ამას ინანებ!
თეო- მოუთმენლად ველი შენს შურისძიებას. - როგორც იქნა მივაღწიეთ ჩვენს მაგიდამდე და დავჯექით.
მარიამი- მაპატიე. ჩემს გამო შენც ცუდ დღეში აღმოჩდი.
თეო- ნუ ბოდიალობ სისულელეებს. აბა რა გეგონა მშვიდად ვიდგებოდი და ვუყურებდი როგორ გეჩხუბებოდა უმიზეზოდ ვიღაც იდიოტი.
ლიზი- ხო თეო მართალია!. სამივე თუ ერთად ვიქნებით ყველაფერი კარგად იქნება.
მარიამი- ცო ცო მართალია.
თეო- გოგოებო თქვენ არ თქვით სამნი არიანო?!
ლიზი- სამნი არიან მერე რა გინდა?!
თეო- აბა ეს მეოთხე ვინღაა?! - ყველამ სამეულის მაგიდისკენ გავიხედეთ და ჰოი საოცრებავ მართლა ოთხნი არიან.
მარიამი- ალბათ ესაა ის მეორე რეს, რომ გადმოვიდა.
ლიზი- აუ ჩვენზე მეტნი არიან!
თეო- მთავარია ის ქალბატონი დაგვიბრუნდეს და ჩათვალე, რომ გავანადგურებთ. - მე და ლიზი თავს ვუქნევდით, როცა სასადილოში დირექტორი გამოჩდა და გამოგვიცხადა, რომ რაღაც მიზეზების გამო მომდევნო გაკვეთილები გვიცდებოდა და ამიტომ სახლში უნდა წავსულიყავით. ძალიან გაგვიხარდა. მგონი პირველები ჩვენ გამოვიქეცით სკოლიდან.
მარიამი- ახლა რა ვქნათ?
თეო- გამოვიცვალოთ მერე პარკში შევხვდეთ ერთმანეთს და სადმე წავიდეთ.
მარიამი- კარგი აზრია! აბა შეხვედრამდე.
ლიზი:
ლიზი- კაი რა მეძინება! შენ წადი მე არ მინდა.
თეო- კარგი რაა! წავიდეთ გავერთობით.
ლიზი- ვერ ვიგრძნობ გართობას ადამიანო მეძინება!
თეო- წამოდი და იქ დაიძინე.
ლიზი- კაი ჯანდაბას. - მაინც დამითანხმა ამ ენერგო ვამპირმა. პარკში მარიამი დაგვხვდა და რომელღაცა კაფეში შემათრიეს. მაგიდაზე დამსვეს, თვითონ კი შეკვეთის მოსატანად წავიდნენ.მეც დრო ვიხელთე, მაგიდაზე თავი დავდე და თვალები დავხუჭე.
- მგონი ეს იმ გოგოს მეგობარია დღეს, რომ შეგეპასუხა.
- საიდან იცი?!
- მასთან ერთად დავინახე. - მესმოდა ვიღაცეების საუბარი. თვალები გავახილე და ისევ დავხუჭე. თავზე სეჰუნი, ბექჰიონი, ლუჰანი და ის მეოთხე მედგა. ,,ახლა რაღა ჯანდაბა უნდათ?! ღმერთო მიშველე. ან იყოს თავს მოვიმძინარებ და იქნებ წავიდნენ, მაგრამ რომ არ წავიდნენ მერე რა ვქნა? კარგი რა ლიზი, დამშვიდდი შენ ვინ დაგელოდება."ასეთი ფიქრები მიტრიალებდა თავში, როცა თეოს ხმა გავიგე.
თეო- ოეეე ლეშისმჭამელებო ჩემს დას მოშორდით.
სეჰუნი- ვააა მთელი სამეგობრო აქ ყოფილა. - უცბად თვალები გავახილე და ფეხზე ავდექი.
ლუჰანი- მძინარე მზეთუნახავმაც გაიღვიძა. - მითხრა ირონიულად.
ლიზი- მისმინე.... - ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა. - მადლობა თქვი. ვინც მირეკავს იმან გადაგარჩინა.
ლუჰანი- ნუთუ - თვალები აატრიალა, ნუ მეც არ მიმიქცევია ყურადღება. ტელეფონს ვუპასუხე.
ლიზი- გისმენ..... რა?..... როდის?..... კარგი ნახევარ საათში მანდ გავჩდები.
მარიამი- სად მიდიხარ გოგო?!
ლიზი- აეროპორტში!
მარიამი- აეროპორტში?! მანდ რა გინდა? სად აპირებ ჩვენს გარეშე წასვლას? - ცალი წარბი აწია.
ლიზი- არსად არ ვაპირებ წასვლას.
თეო-აბა რა გინდა აეროპორტში? - ჩემი დაც ჩაერთო.
ლიზი- ანი ჩამოვიდააა!
მარიამი- რაა? ჩვენც მოვდივართ! - სულ დაგვავიწყდა, რომ ის ოთხიც აქ იყო, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ სულ მალე ისევ მთლიანი შემადგენლობით ვიქნებით: მე, თეო, მარიამი და ანი. ანი ჩვენს შორის ყველაზე საშიშია. მართალია, რომ შეხედავ უცოდველ კნუტს გავს, მაგრამ სინამდვილეში კნუტი კი არა ეშმაკია. (როცა საქმეს ჭირდება მაშინ) უკვე აეროპორტში ვართ და მის გამოჩენას ველოდებით.
თეო- სად არის ამდენ ხანს?
მარიამი- აუ მართლა სად არის? ვერ ვითმენ.
ლიზი- გოგოებო მეჩვენება თუ ის ანია?
თეო- ვაიმეეე! ასეე შეიცვალა?!
მარიამი- აშკარად უკეთესობისკენ მიდის.
ლიზი- გეთანხმები! - ანი თვალებით გვეძებდა, შემდეგ შემოგვხედა, აგვათვალიერ- ჩაგვათვალიერა, გაგვიღიმა და ჩვენსკემ წამოვიდა, უფრო სწორად გამოიქცა.
მარიამი- არააა! ისევ ისეთი გიჟი და ცაანცარაა - თქვა და მისკენ გაიქცა, ჩვენც რა თქმა უნდა უკან მივყევით.  

ჩვენOnde histórias criam vida. Descubra agora