მარიამი:
მთელი დღე გათიშული მეძინა, ხოლო როცა გავიღვიძე ვიკივლე. თავი საშინლად მტკიოდა, რა დავლიე ამდენი?! ფუი მეორეჯერ სასმელს აღარ უნდა გაეკარო მარიამი თორემ დაბერებას ვერ მოასწრებ, ისე გაფშიკავ ფეხებს, ნეტავ დანარჩენები რას შვებიან?! მე მაგალითად თავს ვერ ვწევ მიშველეთ!!!!! გვერდით მივიხედე და ყავა იდო ნეტა ვინ მოიტანა, თუმცა რაში მაინტერესებს. ვაის ძახილით ძლივს წამოვჯექი და ყავა მოვსვი, ცოტა მიშველა ისე სხვათაშორის, ისევ დავწექი და თვალები დავხუჭე.
თეო:
თვალები როცა გავახილე თავის მაგივარდ ცხვირი მტკიოდა, მაგრამ რატომ აზრზე არ ვარ. ტელეფონი ავიღე, წინა კამერა ჩავეთე და...
თეო- ააააა რას მიგავს ცხვირი, ვინ გამიტეხაააა?! აუჩ როგორ მტკივა. ნეტავ რა მოხდა? აუჰ თავიც ცალკე მტკივა. - არაფერი მახსოვდა, ძლივს ბარბაცით გავედი ოთახიდან და შევბობღდი სამზარეულოში.
ლიზი- ადექი უკვე?
თეო- ხოო. აუ მემგონი ვკვდები, მეორეჯერ სასმელი არ გამაგონო.
ლიზი- გოგო მე ცოტახანს მეძინა და ყავა გავიკეთე და შენც გინდა?
თეო- რავი მიშველის?
ლიზი- მე მიშველა და შენც გიშველის.
თეო- კაი მაშინ მინდა ... მარიამი ან ანები სად არიან? ან სახლში ვინ მოგვიყვანა? ან ცხვირი ვინ გამიტეხა?
ლიზი- შენ გგონია რამე მახსოვს?!
თეო- კაი ხო.
ლიზი-ტაქსი გამოვიძახე და მარიამთან მივდივართ! - თავი დავუქნიე, 30 წუთში უკვე მარიამის სახლისკენ მივდიოდით. მალევე მივედით და ზარის ღილაკს დავაჭირეთ ხელი.
მარიამი- ააააა გააჩერეთ ეგ საშინელი ზარიიიიი, კარები ღიაა და შემოდით!!! - იკივლა შიგნიდან, ჩვენც შევედით და კინაღამ უკან გავიქეცით. თმები ჩიტის ბუდესავით ედგა თავზე, უშნოდ იჯღანებოდა ალბათ თავის ტკივილის ბრალი იყო, საღამურები უკუღმა ეცვა და თვალები ჩაშავებული ჰქონდა. ერთი სიტყვით ზომბს გავდა.
მარიამი- სად მიდიხართ?
ლიზი- შეგვეშინდა და მივრბივართ, ზომბები არ მიყვარს.
თეო- ამ ზომბს მარიამის ხმა რატომ აქვს?
მარიამი- იმიტომ რომ მე ვარ! - მოჭუტული თვალებით შემოგვხედა. - შემოდით თუ შემოდიხართ თუ არადა წადით ვახ.
ტაო:
სახლში ძლივს შევათრიე ანი. ის სხვა გზით მიდიოდა, მაგრამ მერე მაინც წამომყვა, ეხლა წევს და ბოდავს, არ შეიძლება ამისთვის დალევა უკვე დიდიხანია ესეა, გვერდიდან არ ვშორდები, ისე ცოტა მგონი გამოკეთდა ბოდვა შეწყვიტაა.
ანი- მოვედი ტაო... ამას რა სჭირს?
ტაო- რა და შენ წასულხარ ამათმა კიდე გააგრძელეს და ახლა ძინავს.
ანი- ხო მე სადღაც წავედი, მერე პარკში გავიღვიძე და პრინციპში მეტი არაფერი მახსოვს.
ტაო- მეორეჯერ აღარ დალიოთ თორემ.... - გაბრაზებული და საშიში თვალებით შევხედე.
ანი- თორემ რა?! - უარესი თვალებით შემომხედა.
ტაო- მე მაინც შემიცოდეთ, ჩემი მოსავლელი ხართ მერე. - საწყალი თვალებით შევხედე.
ანი- კაი კაი მე წავედი ჩემს ოთახში. - ანი წავიდა და ისევ მეორე ანის მივუბრუნდი.
ანი- ტაო შენ ხარ?!
ტაო- არა გეჩვენება ბაბუაშენი ელდარა ვარ!
ანი- ანუ მოვკვდი ბაბუ?! ეხ ქორწილი ვერ მოვასწარი. - ტირილი დაიწყო.
ტაო- გაჩუმდი გოგო, ვიხუმრე მე ვარ, ნუ ტირიხარ.
ანი- როგორ შემაშინე. - თქვა, ძლივს წამოიწია და მომეხვია. მეც გამეღიმა და უფრო მაგრად ჩავიხუტე.
ბიჭები:
ლუჰანი- აღარ მინდა დალევა!
ბექჰიონი- რატომ?
ლუჰანი- ვერ ხედავ ისინი რა დღეში იყვნენ?! ეგრე, რომ მომივიდეს მერე.
სეჰუნი- აუუუ არ მინდოდა თეოსთვის ცხვირი გამეტეხა, ისედაც გაბრაზებულია და ამის მერე სულ აღარ შემომხედავს.
ბექჰიონი- დაწყნარდი. ზუსტად ვიცი, რომ არ ემახსოვრება.
ლუჰანი- ჩანიოლი სად ჯანდაბაშია ვერ გაარკვიეთ?
სეჰუნი- ტელეფონი გამორთული აქვს და როგორ გაგვეგო?
ბექჰიონი- მიდი ნათელმხილველს დაურეკე და გვეტყვის.
ლუჰანი- ბიჭო მართლა აცრა გაიკეთე წადი, რამე არ გადმოგედოს ცუდი, რა სისულელეებს ლაპარაკობ.
სეჰუნი- ოეეე ხალხო ჩანიოლი რეკავს.
ლუჰანი- ალელუიააა გვეღირსა, მიდი უპასუხე.
სეჰუნი- ჩანიოლ სად ჯანდაბაში ეგდე ჰა?
ჩანიოლი- სახლში სად ვეგდებოდი?!
სეჰუნი- მერე ტელეფონი არ უნდა ჩართო?
ჩანიოლი- ტელეფონს ხელი, რომ არ შეეშალა მაგიტომ გამოვრთე.
ლუჰანი- რა ხდება? დროზე დაფრქვი ყველაფერი მიდი სწრაფად გელოდები მიდიი.
ჩანიოლი- თუ დამაცდით გეტყვით.
ბექჰიონი- გაცდით გაცდით მოყევი მიდი. - და ლუჰანს ააფარა პირზე ხელი.
ჩანიოლი- ესეიგი დღეს მთვრალმა ანიმ დამირეკა, მერე ჩემთან წამოვიყვანე, ვისაუბრეთ და უკვე ერთად ვართ.
ლუჰანი- მმმმმ..... რაა? - ძლივს მოიშორა სახიდან მისი მეგობრის ხელი.
სეჰუნი- ვაუ აუ ყოჩაღ მაგარი ხარ!
ჩანიოლი- ხოდა ვფიქრობ, რომ თქვენც გაქვთ შანსი.
ლუჰანი- რააა?
ბექჰიონი- რას ჩაიხვიე?
ლუჰანი- ანუ შანსი გვაქვს? ხვალვე უნდა ვუთხრა, დღეს მაგის თავი არ ექნებათ.
ჩანიოლი- ხო მართალია. კარგი წავედი მე აბა კარგად. - თქვა და გათიშა. ბიჭები კი მაშინვე მოვიდნენ ხასიათზე და შეკვეთაც მისცეს ასევე ხვალინდელი გეგმის შედგენასაც შეუდგნენ.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დიდი მადლობა ვინც კითხულობთ! შემდეგი თავი ბოლო იქნება
ESTÁS LEYENDO
ჩვენ
Fanficსეულის ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს 4 ყველაზე პოპულარული ბიჭი ჩანიოლო ბექჰიონი ლუჰანი და სეჰუნი რომლებზდაც ყველა გოგო ოცნებობს თუმცა ისინი მობილიზირებულები არიან გართობაზე ამ სკოლაში შეხვდებით სხვადასხვა გვარ მოსწავლეებს მათ შორის ისეთ ადამიან...