წამი წუთად გადაიქცა, წუთი საათად. ყველაფერი შენელდა. თითქოს დროც კი გაიყინა. თითქოს რამდენიმე წუთით დედამიწამ ბრუნვა შეწყიტა, ბავშვებმა სირბილი, მოზარდებმა ტირილი, ადამიანებმა სუნთქვა. თითქოს ჩვენ, მე და ჩანიოლი, დროში დავიკარგეთ. თითქოს სამარადისობამ დაისადგურა. თითქოს ყველაფერი გაქრა. ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა. აბსოლიტურად ყველაფერმა და ყველამ.
გული შემიჩერდა. სუნთქვა შემიკავდა და თავი ამტკივდა. ვიგრძენი, როგორ მომაწვა რაღაც ყელში. ვიგრძენი, როგორ შემეკუმშა გული, სული. ვიგრძენი და მივხვდი, რომ გავნადგურდი. მივხვდი, რომ აქ ყოფნაც, ამ წამს აქ არსებობა და მისი თვალების ყურებას ყველაფერი მერჩივნა. მინდოდა, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილიყო რეალური; რომ ეს სიზმარი ან თუნდაც ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ყოფილიყო. მინდოდა, გამღვიძებოდა და როგორც ყოველთვის თამამად ჩამესუნთქა სუფთა ჰაერი. მინდოდა, ლუ თავზე დამხტომოდა და ჩემი წვალება დაეწყო. მინდოდა, ეს კადრი გამქრალიყო და ამის მაგივრად ის მძიმე კადრები გამოჩენილიყო,რომელიც მუდმივად ჩემს თავში ტრიალებს.
თუმცა... არაფერი იცვლებოდა! არაფერი ხდებოდა სხვანაირად! ყველაფერი იგივე იყო! არც კადრები იცვლებოდა და არც მე ვიღვიძებდი! ჩანიოლი უწინდებურად ზევიდან მაჯდა და ეშმაკური მზერით მაკვირდებოდა. მე კი კვლავ გამოშტერებული და შოკირებული შევყურებდი სახეში. ვერც კი გეტყვით რა ვიგრძენი იმ წამს. ვერც კი გეტყვით, რამდენი გრძნობის ნაკრებს ვგრძნობდი მაშინ! ვერაფერს გეტყვით! გარდა იმისა, რომ მტკიოდა! მტკიოდა, საშინლად, საშინლად! მეწვოდა შიგნეულობა და ვერაფერს ვხედავდი, გარდა მისი ირონიული თვალებისა. ირონიული ღიმილისა და ეშმაკური გამომეტყველებისა.
ჩაიცინა, თავი გააქნია და წამოდგა.
-აღარ აპირებ ადგომას?- მეკითხება და მიღიმის. ვერაფერს ვეუბნები.
-ალო! რაპუნცელ? ალო!- ხელები აიქნია და ასე შეეცადა ჩემი ყურადღება მიეპყრო.
YOU ARE READING
27.XI (დასრულებულია)
Fanfic-No matter what, we'll be together forever! -But if one of us lose hope? If one of us just stop fighting? And just give up! -Then I will hold your hand stronger. -Why? - Because I am totally fall in love with you. Because you are my universe! Beca...