სქელი ფარდებიდან ძლივს თუ აღწევს ახლად ამოსული მზის სხივები. სუსტად ანათებს ოთახს და პირდაპირ ჩემს სხეულს ეცემა. ვარჯიშიდან დაბრუნებულმა, სწრაფად გადავივლე წყალი. ახლა კი საბანში გახვეული ვზივარ ლოგინში. ხელში მობილური მიჭირავს და სოციალურ ქსელებს გამალებით ვათვალიერებ. ჩემი მეგობრების ფოტოებს დიდი მონდომებით ვიწონებ, ემოციას გამოვხატავ და ერთ-ორ კომენტარსაც ვტოვებ. მალევე მბეზრდება და მობილურს გვერძე ვაგდებ.
შიშველ ტერფებს ვახებ გაყინულ ზედაპირს. თავიდან, მიუჩვევლობის გამო, უცნაურია და ცოტა არ იყოს არასასიამოვნოც კი, მაგრამ დროთა განმავლობაში ვეჩვევი. თამამად ვდგები და ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები ფანჯარას. ერთი მოძრაობით ფარდას ვწევ და მზის სხივებსაც თამამად ვუშვებ ოთახში. ისიც არ აყოვნებს და ოთახში იჭრება.
ფანჯრის წინ ვდგავარ. პერანგის ნაზი ნაჭერი, ასევე ნაზად ეხება ჩემს ღია, რბილ კანს. შავი, ოდნავ დატალღული თმები ქაოსურად მაქვს დაყრილი მხრებზე. ოდნავ სველია. ნესტიანი. ფეხშიშველი ვდგავარ. დილის 8 საათია. ხალხი უკვე გარეთაა გამოსული და ქუჩებში დახეტიალობენ. ზოგი უბრალოდ მაღაზიაში მიდის, ზოგიც კი სამსახურში მიიჩქარის. მახსენდება დრო, როცა ცალი ხელით კბილებს ვიხეხავდი, ცალით კი წიგნს ვკითხულობდი. წინ მიდგება ეს სცენა, მეღიმება და თავს ვაქნევ. ხელებს ვიჯვარედინებ და ისე ვაგრძელებ ხალხზე დაკვირვებას. ვუყურებ საკუთარ ანარეკლს მინის ზედაპირზე.
ასე უნებურად და უცაბედად ტუჩებისკენ გადამაქვს მზერა. ახლაც კი, ერთ კვირის შემდეგაც კი, ვგრძნობ მისი ტუჩების გემოს. მისი ტუჩების ტემპერატურას. ყველაფერი მახსოვს. თითოეული წამი, წუთი. თითოული შეხება. როგორი ტკბილი იყო ყველაფერი. შენელებული მეჩვენებოდა თითოეული მომენტი, მაგრამ მაინც როგორ სწრაფად დასრულდა. მინდოდა, კიდევ სულ ცატახნით გაგრძელებულიყო ეს.

YOU ARE READING
27.XI (დასრულებულია)
Fanfic-No matter what, we'll be together forever! -But if one of us lose hope? If one of us just stop fighting? And just give up! -Then I will hold your hand stronger. -Why? - Because I am totally fall in love with you. Because you are my universe! Beca...