უცნაურმა გრძნობამ მოიცვა მთელი ჩემი სხეული. ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი რა უნდა მეპასუხა მისთვის. მანაც იცოდა ეს. ყველაფერი იმაზე ნათელი იყო, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა, მაგრამ ჩუმად ვარ. ხმას ვერ ვიღებ. გამოშტერებული შევცქერი ჩემს წინ, ცალ მუხლზე მდგომ ბიჭს, რომელიც სიყვარულით სავსე მზერით შემომცქერის. როგორც ყოველთვის ბევრს ამბობს მისი მზერა. როგორც ყოველთივს იმაზე მეტს ამბობს ის, ვიდრე მისივე სიტყვები. ასეა ხოლმე. ასე ხდება ხოლმე. ხანდახან სიტყვები ზედმეტია. ზედმეტია, როდესაც საქმე ორ ერთმანეთზე შეყვარებულ და გაგიჟებულ ადამიანს ეხება. ორ ადამიანს, რომლებსაც უერთმანეთოდ არ შეუძლია.
-მე... მე თანახმა ვარ!- ძლივს ვამბობ და მზერა იატაკზე გადამაქვს. რამდენიმე წამით სიჩუმე ისადგურებს სახლში. არც საათის ხმა მესმის და არც არაფრის. არა, გატყუებთ! მე მისი მესმის! გასაოცრად და არა რეალურად ჟღერს, ვიცი! მაგრამ მე მისი მესმის! მისი სუნთქვის, მისი მზერის, მისი ყველაფრის.
-გაიმეორე, გთხოვ!- მეუბნება და ხმაშივე ეტყობა, როგორი ბედნიერიცაა.
-თანახმა ვარ, პაკ, გავხდე შენი მეუღლე და მთელი ცხოვრება შენთან გავატარო. თანახმა ვარ ყოველ დილით შენს გაბუშტულ ტუჩებს ვგრძნობდე მთელს ჩემს სხეულზე. თანახმა ვარ, მესმოდეს შენი სუნთქვა, სიჩუმის ნაცვლად. თანახმა ვარ, მთელი სიცოცხლე შენი სხეულით დავტკბე და მაინც არ მეყოს ეს. თანახმა ვარ, ყოველ დღე და ყოველ წამს უფრო და უფრო მეტად მიყვარდებოდე. თანახმა ვარ, გამაგიჟო! და ჭკუიდან გადამიყვანო! თანახმა ვარ, მთელი სიცოცხლე შენი ვიყო, შენ კი ჩემი. თანახმა ვარ!
ვეუბნები და თვალებში შევცქერი. ვერც კი ვიაზრებ ისე სწრაფად იჭრება ფეხზე და ისე სწრაფად მხვევს მის ხელებს. ვიკარგები მასში. ვიძირები მასში. საკუთარ თავს ვკარგავ მასში. თუმცა ღმერთმანი! შეიძლება ზუსტად მასთან ვპოულობ მე ჩემს ნადვილ მეს! ღმერთმანი!
-ღმერთო, რაპუნცელ! როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ! მიყვარხარ, მიყვარხარ დაუსრულებლად პატარავ! ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის მეორე დედამიწაზე! ღმერთო!- ბედნიერმა წამოიძახა და ხელებით სახე დამიჭირა.
-კიმ ადელაიდა, რაპუნცელ, ვიქტორია, მე შენ მიყვარხარ!- ნელა და დამარცვლით წარმოთქვა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. მთელი გრძნობით მკოცნიდა. ურცხვად და თამამად ამოძრავებდა ტუჩებს და მიბიძგებდა მეც ავყოლოდი მას. ორივე ხელი კისერზე შემოვხვიე და მთელი სხეულით ავეკარი. ნელა ჩააცურა ხელები სახიდან დაბლა და წელზე შემომხვია. ვერ ვშორდებოდით ერთმანეთს. ვერ ვწყვეტდით ერთმანეთით ტკბობას! პირიქით! უფრო და უფრო მეტი მინდებოდა, უფრო და უფრო არ მყოფნიდა ის. უფრო და უფრო დიდი ხდებოდა ჩვენს შორის მიზიდულობა. ვნება. სიყვარული. და თავდავიწყება.
ქაოსურად დააცურებდა ხელებს ჩემს სხეულზე და წამითაც კი არ მშორდებოდა. ნაზად და ფაქიზად მკოცნიდა, მაგრამ ვერც კი აგიხსნით, ვერც კი დაგიხატავთ იმ გრძნობას, რასაც იგი მის ქმედებებში აქსოვდა. უდიდესი იყო ის გრძნობა, რომელიც მე და ამ გაფრენილ ყურებიან არსებას გვაკავშირებდა. უდიდესი და დაუსრულებელი. ბედნიერებითა და აღტაცებით სავსე. სიხარულითა და ენით აღუწერელობით სავსე.
~
-სად იყავით!- გვეუბნება ლუ, როგორც კი სცენაზე გავდივართ.
-ამ...- ორივემ ერთმანეთს გადავხედეთ ღიმილით და გაგვეცინა.
-რა ამ...? ალო? სად იყავით?
-კარგი რა, ლუ! ხომ იცი სადაც იყვნენ?- საუბარში ჯონგინი ჩაგვეჭრა და ღიმილით გადმოგვხედა.
-სად?
-სხვაგან!
-ვა, ვა! რა ძალიან ჭკვიანები ვართ, ჯონგინ! შენით მიხვდი თუ დაგეხმარნენ?- უთხრა ირონიულად და ხელოვნური სიცილიც დააყოლა.
-გვარის გაგრძელებაზე ზრუნავდნენ, მიხვდი ახლა!- ეუბნება ჯონგინი და მხარზე ხელს ჰხვევს. ლუმ თვალები აატრიალა და უხეშად მოიშორა მისი ხელი.
-კი, კი როგორ არა! შეიძლება მოვლენებს ჩამორჩი, მაგრამ დაშორდნენ.
-არა, პატარავ! მგონი შენ ჩამორჩი! დააკვირდი აბა მათ ხელს. როგორ აქვთ გადახლართული თითები. თუ კარგად დააკვირდები ადელაიდას ხელს, ერთ ბრჭყვიალა ნივთსაც მოკრავ თვალს- სიცილით უთხრა ჯონგინმა და ჩემს ხელზე ანიშნა.
-რა? ვაიმე, დეი! ხუმრობ?- წამოიყვირა, როგორც კი ჩემი ხელი დაინახა.
-არა, ეს სიმართლეა!
-შენ რა მართლა სთხოვე ჩემს დეის ცოლობა?- მიუბრუნდა ჩანიოლს და თვალები მოჭუტა.
-დიახ!
-და შენ მართლა დათანხმდი მას?
-დიახ!
-და ანუ ქორწილია მალე?- უკვე ეშმაკური მზერით გადმოგვხედა ორივეს და ნელ-ნელა ღიმილი გაუფართოვდა.
-სწორია! მეჯვარე კი შენ ხარ რა თქმა უნდა!- ვუთხარი და წარბები ავათამაშე.
-ვაიმე, არ მჯერა! ვაიმე რა მაგარია! გილოცავთ! ძლივს არ მიხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე ყველაფერი ხართ გარდა ყველაფრისა!
წამოიყვირა და შემახტა. თავი ვერ შევიკავე და უკან წავედი.
-ლუ, ლუ! საცოლე ნუ მომიკალი!- სიცილით უთხრა ჩანიოლმა.
ამის თქმა და ლუს მკვლელი მზერის ჩანიოლისკენ მიმართვა ერთი იყო.
-ძმაო, მგონი ჯობია აქედან წავიდეთ. თორემ ეს ქაჯი ცოცხალს არ დაგტოვებს!- უთხრა ჯონგინმა და ჩანიოლს ხელი გადახვია.
-მართალი ხარ, მართალი!- უთხრა ჩანიიმ და სიცილით გაგვეცალნენ.
-დეი...
-ჰოუ...
-პირველი ხარ!
-რა? რა პირველი?
-რა და პირველი ხარ სადაქალოში, რომელიც თხოვდება!- წამოიძახა და ენა გამომიყო.
-ოოო! ვუთხარი და ხელები გადავიჯვარედინე.
-ანუ პირველი ვარ ვინც გაიგო?
-ანუ პირველი ხარ, ვინც გაიგო!- ვუთხარი სიცილით.
-რა გაიგო ვინ პირველი?- უკნიდან ბის ხმა მოგვესმა. სწრაფად შევბრუნდი მისკენ და გავუღიმე.
-რა და ქორწილია!- წამოიყვირა ლუმ და ტაში შემოკრა.
-ქორწილი? ვაა, ლუ! ყოჩაღთ შენ და ჩემს ძმას!- უთხრა ბიმ და მოწონების ნიშნად თავი დააქნია.
-რა? რა მე და ჯონგინი! დეი და ჩანიოლი ქორწინდებიან!
-კაი? შენ ეტყობა ძალიან გადაიღალე!- ეუბნება სანა და მხარზე ხელს უტყაპუნებს.
-რა გადავიღალე! მის ხელს დახედეთ!
სანა და ბი, ორივე, თვალებს ატრიალებენ და ჩემი ხელისკენ გადმოაქვთ მზერა. ირონიული მზერა ნელ-ნელა გაოცებით იცვლება. ნელ-ნელა თვალები უფართოვდებათ და გაკვირვებული მე მიყურებენ.
-დეი..
-კი!
-არა?
-კი, კი!- ვეუბნები ბედნიერი და თავს ვუქნევ.
-შენ და ჩანიოლი?
-მე და ჩანიოლი?
-ცოლი და ქმარი?
-ცოლი და ქმარი?
-ქორწილი?
-ქორწილი!
-ღმერთო, გილოცავთ!- წამოიყვირა ბიმ და სანას მსგავსად გადამეხვია.
-როდის, როდის მოხდა ეს ყველაფერი? დამეფიცება, დილით ბეჭედი არ გეკეთა!
-ნახევარი საათის წინ მოხდა ყველაფერი. სხვათაშორის სანა, ის უცნობი მყიდველი, 5 მილიონი რომ გადაიხადა ნახატში, ჩანიოლი იყო.
-მეც არ გამიკვირდა, რომელმა გიჟმა გადაიხადა იმ ნაჟღაბნში 5 მილიონი თქო... ვინ თუ არა, პაკ ჩანიოლი!
-პაკ ჩანიოლი...- გავიმეორე მისი სახელი და გვარი და სულელივით ღიმილი დავიწყე.
-მალე პაკ ადელაიდა გახდები!- წარბები აათამაშა ლუმ და ხელი წელზე მომხვია.
-მართალია! მალე მისი ცოლი გავხდები! ღმერთო, მე მართლა მისი ცოლი გავხდები?
-კი.
-ჩვენ მართლა დავქორწინდებით? ჩვენ მართლა უნდა შევქმნათ ოჯახი? ღმერთო, ვერ ვიჯერებ! ბიჭი, რომელიც გადავარჩინე და ბიჭი, რომელმაც მე გადამარჩინა, მალე ჩემი ქმარი გახდება. ღმერთო!- გაოცებულმა წარმოვთქვი და გაკვირვებულმა შევხედე გოგონებს.
-ვერც ჩვენ. თუმცა როგორც ადრე გითხარი, ელფს რაპუნცელი მოეწონა. რაპუნცელს კი ელფი. როგორ ზღაპრულად ჟღერს, არა?
-ძალიან. ბი, შენ და ჩენი...
-რა მე და ჩენი?- უკმაყოფილოდ მითხრა და შემომხედა.
-როგორ ხართ?
-რავი კარგად.
-რავი კარგად? ანუ არაფერი?
-არაფერი. მაგრამ იცი... ასეც ჯობია.
-რატომ?
-იმიტომ რომ ის ჩემი ძმის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და ამასთან ერთად ერთ ჯგუფში არიან. და გამიგია, პირველი სიყვარული მუდამ ცუდად მთავრდებაო.
-ჩანიოლი ჩემი პირველი სიყვარულია.
-თქვენ გამონაკლისი ხართ. თქვენზე ბუნების კანონები ვერ და არ მოქმედებენ. ის სიყვარული. რომელიც თქვენ გაკავშირებთ, იმაზე დიდია, ვიდრე თქვენვე წარმოგიდგენიათ. შენ არ დაგინახავს ის თუ როგორ უყურებთ ერთმანეთს. სულ სხვანაირად. აი ისეთი მზერით, რომლითაც ყველაფერია ნათქვამი. თქვენ მართლაც, რომ მეორე ნახევრები ხართ ერთმანეთისთივს. მიხარია, რომ გიცნობთ. თქვენ შემხედვარე, მივხვდი რომ სიყვარული არსებობს!
-ანუ ჩენი წარსულშია?
-წარსულშია. დარწმუნებული ვარ მასზე უკეთესს გავიცნობ და მერე შევიყვარებ. დარწმუნებული ვარ, რომ წინ რაღაც ძალიან დიდი მელოდება. როგორც შენ და ჩანის.
-მეც, ბი! მეც დარწმუნებული ვარ ამაში! ვიცი, რომ ერთ დღეს შენც ჩემნაირად გამოშტერებული ივლი. გამოშტერებული ერთადერთი და განუმეორებლობისგან, სიყვარულისგან.
-მაგრამ მანამდე ბევრი საქმე მაქვს!
-არავინ იცის როდის რა მოხდება! ვერაფერს დაგეგმავ!
-შე...
ვერ დაასრულა, რადგანაც ვიღაც დაეჯახა და წინ გადააგდო. წაბარბაცდა, მაგრამ თავი შეიკავა.
-ცოტა ნელა რა! წინ იყურე!- უთხრა უხეშად და მკვლელი მზერა ესროლა ჩვენს წინ მდგარ მაღალ ბიჭს.
-ბოდიში მშვენიერო! მაგრამ ჩემი ბრალი არ არის! ეს ჩემს ძაღლს დააბრალე!- უთხრა ეშმაკურად და მზერით ლაბრადორისკენ გვანიშნა.
-ბედი შენი, რომ ძაღლები მიყვარს!
-ბედი ჩემი! მართლაც რომ ბედი ჩემი! დროებით!
-დროებით? ნახვამდის!
-კიდევ შევხდებით!
-საიდან მოიტანე?
-ვგრძნობ!- თვალი ჩაუკრა და წინ გაიქცა, ძაღლთან ერთად.
-აქ სულ ასეთი დებილები დადიან?!- გვითხრა, როგორც კი ის ბიჭი ჩვენს მზერას მიემალა.
-ოჰ, ბი!- ყველამ ერთდროულად წამოვიძახეთ და სიცილი დავიწყეთ.
ბედნიერი ვიყავი იმ წამს. ის წამი და ყველაფერი, რაც ამ წამში შედიოდა. ის მომენტი. ჩემი გოგონები და მათი სიცილი. ეს იყო ცხოვრება! ვიდექით და უბრალოდ ვიცინოდით. ლუ, ვარდისფერთმიანი და ცისფერთვალება გოგონა, რომელიც სიჯიუტის და თავმოყვარეობის გამო ვერ/არ იყო მის ერთადერთ სიყვარულთან, ჯონგინთან ერთად. გოგონა, რომელიც არ დანებდა და მიაღწია კიდეც თავის მიზანს. გახდა აიდოლი და დარწმუნებული ვარ, მალე ის უფრო მეტსაც გააკეთებს.
ბი, რომლის გრძელი თითები მუდამ მოგხიბლათ. რომლის მოხატული ხელი, რომელზეც ორნამენტები ერთმანეთში ირევა, არასდროს რჩება ყურადღების გარეშე. გოგონა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულია და ხანდახან პირდაპირიც კი, იმაზე მეტად საყვარელია და იმაზე მეტად კარგია, ვიდრე ეს რომელიმე ცოცხალ არსებას წარმოუდგენია. გოგონა, რომელიც უბრალოდ შეყვარებულია ცხოველებზე.
და სანა. გოგონა მოკლე თმით! გოგონა, რომლის ჩაცმის სტილი, რომლის ნიჭი და რომლის იუმორი, უბრალოდ გასაოცარია. რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშიამისივე ხასიათი გამო. გოგონა, რომლის იმედიც ნებისმიერ წამს შეიძლება გქონდეს. გოგონა, რომელიც მზადაა ყველაფერი გვერძე გადადოს იმისთვის, რომ დაგეხმაროს. გოგონა, რომელმაც მთელი ღამე გაათენა მხოლოდ იმიტომ რომ ეჩუქებინა შენთვის საჩუქარი. გოგონა, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, დაქალების ბედნიერების გამო!
და მე! მე, რომელიც უბრალოდ შეყვარებულია. მე, რომელმაც მთელი ბავშვობა და მოზარდობის პერიოდი იმაშია გაატარა, თუ როგორ ეხმარა იარაღის სწორად და როგორ ყოფილიყო კარგი დიქტატორი. როგორ ყოფილიყო დაუნდობელი. „მონსტრი".
ახლა კი ის სიყვარულით გაგიჟებული იდგა და გულიანად იცინოდა. იცინოდა მის დაქალებთან ერთად, რომლებიც ყველას და ყველაფერს ერჩივნა. როგორ გასაოცრად ჟღერს, არა?
-გოგონებო, ლუ და დეი, კონცერტი იწყება, გთხოვთ გამომყვეთ- გამოგვიცხადა უცნობმა, 35 წლის ქალბატონმა და რბილად გაგვიღიმა.
-კარგით! ჩვენი წასვლის დროა! არ მოიწყინოთ! და დატკბით!- ვუთხარი სანას და ბის და ლუს გადავხედე.
-კარგი, კარგი! წავედით!- გვითხრა ჯერ კიდევ სიცილისგან გაწითლებულმა სანამ და ბის ხელი მოხვია წელზე.
ღიმილით გავშორდით ერთმანეთს. ნელიი ნაბიჯებით მივყვებოდით ჩვენს წინ ჯინსებში გამოწყობილ ქალბატონს და გვეღიმებოდა.
-ლუ გჯერა?
-არა! შენ?
-არა!
ვუთხარი და ოდნავ გავიცინე.
-აი აქ შებრძანდით- გვითხრა იმ ქალმა, ხელით თეთრი კარებისკენ გვანიშნა და გაგვეცალა.
ამოვისუნთქე და თამამად ჩამოვწიე კარების სახელური. დერეფანში ხმაური გაისმა. ოთახში ქაოსურად ირეოდნენ ადამიანები. ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული და არავის აინტერესებდა სხვა. ზოგი უბრალოდ ბიუსჰალტრის ამარა იჯდა სარკის წინ, ვიზაჟისტი კი მაკიაჟს უსწორებდა. ზოგიც უბრალოდ მობილურში იყო ჩამძვრალი, ზოგი სარკეში ფოტოს იღებდა. ზოგი კი უბრალოდ მის გვერძე მჯდომს ესაუბრებოდა. დავინახე ჯოი, რომელიც სარკეში იჯღანებოდა და ვიზაჟისტს საქმის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა.
-ლუ, სად იყავი ამდენი ხანი? რამდენი გელოდე იცი?
-ბოდიში, ბოდიში მარია! გაიცანი ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო დაქალია, დეი! დეი, გაიცანი ჩემი მენეჯერი და შეთავსებით სტილისტი, მარია!
-სასიამოვნო!- ვუთხარი და ღიმილით თავი დავუქნიე.
-ჩემთვისაც. ახლა კი, ლუ!- ხელი მაჯაში ჩაავლო და წინ გააქცუნა. ამოვისუნთქე და თვალი ოთახს მოვავლე.
-დეი შენ ხარ?- წინ ჩემზე დაბალი, შავ თმიანი გოგონა დამიდგა და გამიცინა.
-კი, მე ვარ!
-სასიამოვნოა, მე ჯი ვარ! დღეს შენი სტილისტი და ვიზაჟისტი.
-აჰ, რა კარგია, რომ მიპოვე! ზუსტად იმაზე ვფიქრობდი რა გამეკეთებინა.
-ჰოდა, წამოდი! კონცერტს შენ და ჩანიოლი ასრულებთ.
მაჯაში ხელი ჩამავლო და წინ გამაქცუნა. 1 საათი განმავლობაში ხან თვალებს ვხუჭავდი, ხან ტუჩებს წინ ვბერავდი, ხან კი ვიცინოდი. 1 საათი გაშეშებული ვიჯექი სარკის წინ და ვაკვირდებოდი, როგორ ვიცვლებოდი თვალსა და ხელს შუა.
-მზად ხარ!- მითხრა და სიამაყით თვალი მომავლო. გავუღიმე და საკუთარ ანარეკლს დავაკვირდი. შავ, ბარხატის კაბაში გამოწყობილი ვიდექი და ღიმილით შევყურებდი საკუთარ თავს. კაბის ნაჭერი მთლიანად მიფარავდა გულმკერდს, თუმცა ზურგი მთლიანად მოღებული ჰქონდა. კაბის ნაჭერი ჩემი მკერდისა და წელის ფორმას თამამად იმეორეობდა, დაბლა კი გაშვებული იყო. გაფუშული. ბარძაყის შუა წერტილამდე მწვდებოდა და გამოკვეთდა ჩემი სხეულის სილამაზეს. თმები ბოლოებში ჩახვეული მქონდა, მაკიაჟი კი მინიმალური იყო. ამისდა მიუხედავად მაინც ძალიან შეცვლილი ვიყავი.
-აბა, მოგწონს?- მეკითხება უკნიდან ახლად გაცნობილი ჯი და მიღიმის.
-ზედმეტად. პირდაპირ ჯადოქარი ხარ! კი, მაგრამ საიდან გაიგე, რომ შავი ჩემი საყვარელი ფერი იყო?
-ეს კაბა... შენი საქმროს გემოვნებით არის შექმნილი.
-ანუ...
-ანუ ჩანიოლმა გვირჩია, არა უფრო სწორად დაგვიხატა, როგორიც უნდა ყოფილიყო კაბა.
-დაგიხატათ? პაკმა რამე დაგიხატათ?
-კი, აი!- მითხრა სიცილით და უკანა ჯიბიდან თეთრი ფურცელი ამოაცურა. 4-ად დაკეცილი ნივთი გაშალა და მე მომაწოდა. ძლივს შევიკავე სიცილი.
-და თქვენ მიხვდით, რისი დახატვაც უნდოდა მას?
-კი, ნუ მერე გაგვირჩია კიდეც ნახატი, მაგრამ სულ უნიჭოც არ ყოფილა ხატვაში- მითხრა და ღიმილით დაფარული სახე შემომანათა.
-ნუ... სულ უნიჭო, არა...- ვუთხარი და კიდევ ერთხელ დავაკვირდი ნახატს.
-აი ფეხსაცმელებიც!- მითხრა და შავი, კლასიკური მაღალ ქუსლიანები მომაწოდა.
-ლამაზია!- ვუთხარი, როგორც კი მის წითელ ძირს თითი გადავატარე.
-ხო, ეს უკვე ლუს არჩეულია!- მითხრა სიცილით და მანიშნა ჩამეცვა.
თავი დავუქნიე და წამში გავიძრე ბათინკები. თამამად ჩავდგი ტერფები ფეხსაცმელებში და ფეხზე ავდექი. რამდენიმე სანტიმეტრით გამაღლებული ამაყად შევყურებდი ჩემს ანარეკლს.
-ძალიან ლამაზი ხარ, დეი!- მითხრა ლუმ და გვერძე ამომიდგა.
-ანალოგიურად!- ვუთხარი და თვალი შევავლე.
-განსაკუთრებით ფეხსაცმელები მომწონს. ნეტა ვინ შეგირჩია! როგორი გემოვნებიანი ყოფილა ეგ ვიღაცა!- მითხრა სხვათაშორის და ვარდისფერი თმები უკან გადაიქნია.
-აბა, გოგო! აბა!- ვუთხარი და ჩემს ახმაურებულ მობილურს დავხედე.
-გისმენ- ვუთხარი ღიმილით. თითქოს დამინახავდა.
-როგორ მოგეწონა?
-ძალიან.
-შენი ნახვა მინდა. გამო! მე ვერ შემოვალ. გასახდელია, ხომ გესმის.
-კარგი, გამოვალ. დამელოდე.
-კარებთან ვარ.
ყურმილი დავუკიდე და უბრალოდ იატაკს მივაშტერდი.
-ვაიმე! როგორ გამოგაშტერა ამ ბიჭმა!- სიცილით მითხრა ლუმ და ხელები აიქნია.
-მეც ეგ მაკვირვებს. როგორ შეძლო?!- სიცილით ვთქვი და კარებისკენ წავედი.
-ჰეი, მალე დაბრუნდი!- მომაძახა და მის ჯგუფს შეუერთდა.
სასწრაფოდ გამოვაღე კარები და დერეფანში გავედი. არავინ იყო.
-ჩანიოლ...- ოდნავ წამოვიკნავლე და წინ წავედი. აქა-იქ ვიყურებოდი და ვცდილობდი მისთვის თვალი მომეკრა.
-პაკ ჩან...
ვიგრძენი, როგორ მომხვია ვიღაცამ წელზე ხელი და როგორ შემაგდო სიბნელეში. გაუცნობიერებლად წამოვიკნავლე, როგორც კი სიცივე ვიგრძენი ზურგს უკან. ვერც კი მივხვდი, ისე შემახო ვიღაცამ მისი ფაფუკი ტუჩები. ჩამეღიმა, როგორც კი მისი სურნელი ვიგრძენი. ხელები მჭიდროდ ჰქონდა შემოხვეული წელზე და ვნებიანად მკოცნიდა.
-ჩანი...- ამოვიჩურჩულე, როგორც კი ჟანგბადის უქონლობის გამო ჩვენი ტუჩები ერთმანეთს დაშორდნენ.
-პატარავ!- წამში გაიფანტა სიჩუმე ჩემს გარშემო და მისი ადგილი მისმა ვნებიანმა, ოდნავ ჩახლეჩილმა, ბოხმა და ხავერდოვანმა ხმამ დაიკავა. თითები მის თმებში შევაცურე და ოდნავ წავეთამაშე. ხელში მოვიქციე მისი ფაფუკი, ფუმფულა თმები და ჩავიღიმე.
თითქოს ხომ როგორ სიჩუმე იყო ჩვენს გარშემო. თითქოს ხომ, ეს უსიტყვობა იყო გამეფებული, მაგრამ დამიჯერებთ რომ გითხრათ, რომ მაინც ვსაუბრობდით. თითქოსდა სიჩუმეც კი ლაპარაკობდა ჩვენში. თითქოსდა ჩვენი გულები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. დამეფიცება, მისი გულის ცემაც კი მესმოდა. ვგრძნობდი, თუ როგორ ჰქონდა ახურებული სხეული და აჩქარებული გული. მეღიმებოდა იმის გამო, რომ მასთან ვიყავი. და მიხაროდა ის ფაქტი, რომ ის ჩემთან იყო.
-გაკვდება ეს კაბა!
-კარგი დიზაინერი ჰყავს!
-გემოვნებიანი და ნიჭიერი.
-ცოტა ნარცისიც.
-შეიძლება. მაგრამ დამსახურებულად!
-ნამდვილად!
-მაგრამ იცი ვფიქრობ, რაღაც აკლია ამ სილამაზეს!- მითხრა და ხელით ჩემი სხეულის ფორმა გაიმეორა.
-მაინც რა?
-შებრუნდი- მითხრა და თავისივე ხელით შემაბრუნა. მალევე სიცივე ვიგრძენი კისერზე. რაღაც მოეხვია მას და თავისი ადგილი დაიკავა. დაბლა დავიხედე და რეფლექსურად თითები ამ რაღაც, ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ ნივთს შევახე.
ვიგრძენი, თუ როგორ დამიტოვა სველი კოცნა, პაკმა მოშიშვლებულ მხრებზე. ვიგრძენი, ის თუ როგორ შეახო მისი ახურებული ტუჩები ჯერ კისერს, ნელ-ნელა მაღლა აუყვა, საბოოლოდ კი ყურის ძირში დამიტოვა ზედმეტად ვნებიანი კოცნა. მთელს ჩემს სხეულს მოედო მისი ახურებული სუნთქვა. ჩამეღიმა, როგორც კი ვიგრძენი, როგორ ამეშალა ბეწვი.
-აი ახლა კი იდეალურად ხარ!- მითხრა და მისკენ შემაბრუნა.
ჩემს კისერს დავხედე და დავინახე ვერცხლის, პატარა ჩიტი. თითით წავეთამაშე და გაკვირივებულმა გავხედე. დავაკვირდი მის კისერს და დავინახე ზუსტად იგივე გამოსახულება.
-ჩან...
-მე შენ მაფრთიანებ! შენ მაგრძნობინებ თავისუფლებას და იმას, თუ რას ნიშნავს იყო ბედნიერი. რას ნიშნავს იყო გაფრენილი! სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ეს ყელსაბამი შენს ულამაზეს, მაღალ კისერს უნდა ამშვენებდეს.
-საუკეთესო ხარ, პაკ!- ვუთხარი და ხელები წელზე მოვხვიე. მანაც არ დააყოვნა და გულში ჩამიკრა. ცალი ხელით თმებზე მეფერებოდა, ცალი კი წელზე ჰქონდა შემოხვეული.
-არა, პატარავ! ეს შენ ხარ საუკეთესო!- მითხრა და ვიგრძენი თუ როგორ ჩარგო თავი ჩემს კისერში.
-მიხარია, რომ გაგიცანი.
-მიხარია, რომ გამიცანი.- მითხრა და ვიგრძენი, როგორ ჩაიცინა.
-პაკ ჩანიოლ და კიმ ადელაიდა! თქვენი გასვლის დროა- მთელს დერეფანში ვიღაცის ყვირილის ხმა გაისმა.
-მოვდივართ!- საპასუხოდ დაუყვირა ჩანიოლმა და ხელი ჩამჭიდა.
-ძლივს! იცი რამდენი გეძებეთ!- 35 წლის ქალბატონმა ამოიხვნეშა და სცენისკენ გაგვიძღვა.
-წარმომიდგენია- უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა ჩანიოლმა და მე გადმომხედა.
-10 თვლაზე სცენაზე გადიხართ!-გვითხრა, როგორც კი ფარდის უკან დავდექით.
-კარგი, გასაგებია. ახლა კი შეგიძლიათ მარტო დაგვტოვოთ?- უთხრა ჩანმა და გაუღიმა.
-რა თქმა უნდა!- თავი დაგვიკრა და გაგვეცალა.
სრული სიბნელე იყო გარშემო. შორიდან ფანების გაუთავებელი ყვირილი ისმოდა, რაც ამაღელვებელ აურას ქმნიდა.
-მზად ხარ?- მითხრა და ჩემს წინ დადგა.
-არ ვიცი.
-ნუ გეშინია. მე შენთან ვარ. უბრალოდ წარმოიდგინე, რომ მარტო მე და შენ ვართ აქ და არავინ სხვა. როგორც ეს მაშინ, როიალის ოთახში იყო. უბრალოდ იყავი საკუთარი თავი და დამერწმუნე, ყველაფერი გამოგვივა! ერთად ყველაფერს შევძლებთ! - მითხრა და თავზე მაკოცა.
-მადლობა, ჩანი!- ვუთხარი და მოწყვეტით ტუჩებზე ვაკოცე.
-ახლა კი წავედით- მითხრა და სცენისკენ გამიძღვა. სრულ სიბნელეში მივაბიჯებდით და ერთმენთს ხელს არ ვუშვებდით. მალევე ვიგრძენი, როგორ შემიშვა ხელი და როგორ დადგა მისთვის განკუთვნილ ადგილზე. მეც როიალის წინ დავჯექი და თითები დავატკაცუნე.
-კარგი, დეი! შენ ამას შეძლებ!- შევძახე საკუთარ თავს და თავი უკან გადავაგდე.
ის-ის იყო, როიალისთვის თითები უნდა შემეხო, როცა საშინელი ხმაური ატყდა ჩემს გარშემო. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ამიტომ გაკვირვებული და შეშინებული გარშემო ვიხედებოდი. მესმოდა, როგორ ყვიროდნენ ფანები. მაგრამ ეს ყვირილი. ის განსხვავდებოდა, იმ ყვირილისგან, რომელსაც კონცერტზე მოისმენთ ხოლმე. ეს ყვირილი.... ის უბრალოდ შიშით იყო სავსე. რაც გულს მიკუმშავდა. ფეხზე წამოვიჭერი, იმის იმედით, რომ უკეთესად დამენახა ყველაფერი და გამერჩია რა ხდებოდა, მაგრამ ვიგრძენი, როგორ ამაფარა ვიღაცამ ხელი პირზე. სისველე ვიგრძენი პირთან.
შებრძოლება დავიწყე, მაგრამ ამაოდ. ვცდილობდი, მომეშორებინა ის ვიღაც უცნობი და ეს სველი ნაჭერიც, რომელიც ნელ-ნელა ჩემს მოდუნებას იწვევდა. არ ვჩერდებოდი, ბედს არ ვემონებოდი და ბოლომდე ვცდილობდი თავი გამენთავისუფლებინა, მაგრამ ნელ-ნელა კიდურებში ძალას ვკარგავდი. ნელ-ნელა მოძრაობა მეზღუდებოდა და ნელ-ნელა უბრალოდ ყველაფერი იკარგებოდა. ყველაფერს სიბნელე და სიშავე ისრუტავდა. ვერც კი ვიაზრებდი, როგორ ვსუსტდებოდი. როგორ მებღაუჭებოდა ის რაღაც. რაღაც რაც მაიძულებდა დავმონებულიყავი ბედს. ჯანდაბა! არა, დეი! არა! გამოფხიზლდი! შენ არ უნდა დახუჭო თვალები! შენ უნდა იბრძოლო! დეი! დეი!
~
-გაიღვიძე, პრინცესავ!- ვგრძნობ, როგორ მესხმება მთელს სხეულზე ყინულებიანი წყალი და სწორედ ეს მაფხიზლებს.
-ისევ?- ვამბობ სიცილით და თავს უკან ვაგდებ. ჯერ თვალები არ გამიხელია, მაგრამ უკვე ვიცი რაც მელოდება. უკვე წინასწარ მეცინება!
-გამოფხიზლდა!-ყვირის რომელიღაცა და სიცილს აყოლებს.
-გაიგეთ ბიჭებო? გამოვფხიზლდი! -ვამბობ და თვალებს ვახელ. ეშმაკური და ირონიული მზერით შევყურებ ჩემს წინ ასვეტებულ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს.
-არა, უბრალოდ მითხარით, სერიოზულად? ისევ? წყალი ან თუნდაც ეს ყინულები მაინც არ გენანებათ?- ვამბობ და მობეზრებული თავს გვერძე ვაგდებ.
-შენ!- ვანიშნებ ერთ-ერთს და ვუღიმი- შენს მოცუცქნულ სასქესო ორგანოს გაფიცებ, თმები უკან გადამაწევინე!- ვეუბნები და თვალს ვუკრავ.
ის არ ინძრევა.
-კარგი, რა! კი არ გიკბენ! მოდი დაეხმარე რა ახალგაზრდა გოგონას! შენ ხომ ჯელტმენი ხარ! მოდი, მოდი!- ვეუბნები, როგორც კი გაკვირვებულ მზერას ვაწყებდი.
-ალო! გესმის ჩემი! დროზე მოდი და თმები უკან გადამიწიე!- ხმას ვიმკაცრებ და თვალებში შევყურებ.
ისიც მიახლოვდება და ბრძანებას ასრულებს.
-ასეც ასე! კარგი ბიჭი!-ვუცინი და ჩემს ტანსაცმელს დავყურებ.
-აუ! ბიჭებო, კარგით რა! დაბოლილები ხომ არ ხართ? არა, სერიოზულად! უბრალოდ აზრზე ხართ რა გააკეთეთ? ჩემი მაკიაჟი! ჩემი თმა! და ჩემი კაბა! იცით რამდენი ხანი ვემზადებოდი? იცით რამდენი დრო დავხარჯე ამისთვის? არა, უბრალოდ ვარაუდი მაინც გაქვთ? რომ მასხამდით მაგ ცივ წყალს, დებილები იყავით? ან ჯი მაინც არ შეგეცოდათ? იცით რამდენი იწვალა? უგულო, განუვითარებელი ცხვრები ხართ!-გაღიზიანებული ვამბობ დ ჩემს კაბა ვუყურებ.
-ისადა არ მოგბეზრდათ მაინც ეს ყველაფერი? თქვენ მომიტაცებთ, მერე ცივ ყინულებიან წყალს შემასხმათ, სხვათაშორის თბილიც შეგიძლიათ, კარგი გავაგრძელეთ! შემასხამთ ცივ წყალს, მერე მე გამოგლანძღავთ, თქვენ უბრალოდ დებილებივით იდგებით, მერე მე თავს გავითასუფლებ, ერთს კარგად გცემთ და მერე ისევ წავალ! არ მოგბეზრდათ მაინც? არა, სერიოზულად? როგორი პრიმიტიულები ხარ, მაოცებთ!- ვეუბნები სიცილით და აგდებუად ვუყურებ.
არც ერთი იღებს ხმას.
-არა, ნუ გეშინიათ! თავს არ გავინთავისუფლებ! ჯერ! უბრალოდ გასართობად! მაინტერესებს რას იზამთ!- მხრებს ვიჩეჩავ და ვუღიმი. კვლავ სიჩუმე.
-რას მომჩერებიხართ? ხომ არ მოგეწონეთ? თუმცა არ აქვს მნიშვნელობა! იმედები უნდა გაგიცრუოთ. მე თქვენნაირი განუვითარებლები არ მიზიდავს. და ამას რომ დაამატო, მე საქმრო მყავს! ასე რომ...- ვეუბნები და სხვათაშორს მხრებს ვიჩეჩავ.
-აჰ, ბიჭებო! ხმა ამოიღეთ! მომბეზრდა ასე ჯდომა! მგონია გიჟი ვარ და საკუთარ თავს ველაპარაკები! მოდი ერთმანეთი გავიცნოთ. მე ვიქტორია ვარ! თუმცა ეს ისედაც იცოდით, არა? კარგი, თქვენ რა გქვიათ?
ისევ სიჩუმე.
-გასაგებია... მანერები არ გაქვთ! თუმცა რას ველოდი თქვენნაირებისგან. კარგი, დავიკიდეთ! ახლა კი თქვენს უფროსს დაუძახეთ. მომბეზრდით! ზედმეტად მოსაწყენები ხართ!
-ალო! გაიგეთ? დაუძახეთ თქვენს უფროსს!-ვუთხარი და წარბები მაღლა ავზიდე.
-არაა საჭირო! აქ ვარ!- ჩემს უკნიდან ჩემთვის უკვე ძალიან კარგად ნაცნობი ადამიანის ხმა მესმის.
-მიძახდი, სიცოცხლევ?- ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა და ჩემს წინ დადგა.
-ნიკ...- ვეუბნები და მზერას ვუსწორებ.
-სწორია ნიკი მქვია. შენ ვიქტორია, არა?
-რა ჯანდაბა ხდება აქ? შეგიძლია ამიხსნა?
-არაფერი, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ მოვიწყინე და გართობა მომინდა.
-და ამიტომ მომიტაცე? გართობის მიზნით? ძმაო, სერიოზული პრობლემები გაქვს და ჯობია თავს უშველო სანამ დროა! თორემ მერე უკვე გვიანი იქნება! ეს უბრალო, მეგობრული რჩევაა! და არა, მადლობა არ არის საჭირო!- ვეუბნები და მთელი 32-ით ვუღიმი.
-ძალიან ჭკვიანი ხარ, იცი?
-ვიცი!
-და ნარცისიც!
-რამე ახალი შეგიძლია მითხრა? ძალიან ბანალური ხარ, ნიკ!- ვეუბნები და თავს გვერძე ვაქნევ უკმაყოფილების ნიშნად.
-ხოო? მადლობა! კომპლიმენტია!
-და ყველაფერთან ერთად დებილიც! მშვენიერია!- ვეუბნები და ვუღიმი.
-როგორ გიყვარს ბევრი ლაპარაკი, ვიკი!
-მაგ სახელით ნუ მომმართავ!
-რატომ? არა, რატომ? იმიტომ რომ შენი ბოზი დედიკო მოგმართავდა ეგრე?
-რა ჯანდაბა თქვი, ნიკ? გაიმეორე!
-შენი ბოზი დედიკო!
-მოკეტე, არაკაცო! შენს გამო მოკვდა ის! შენ არ გაქვს უფლება ასე ისაუბრო მასზე!
-ჩემს გამო? საიდან მოიტანე?
-იქიდან, რომ შენი სულელური ახირების გარეშე ის ცოცხალი იქნებოდა. შენ რომ არ მოგენდომებინა ჩემი ცოლად მოყვანა, ის ახლა ცოცხალი იქნდებოდა, ასე რომ მოკეტე! შენ არ გაქვს უფლება მასზე ასე ისაუბრო! გასაგებია?!
-აჰაჰა, ზუსტად შენ შეგეკითხები, როგორ ვილაპარაკო, რაა... ის ბოზი იყო. ბოზი, იდიალისტი, გიჟი და მარტოსული. მისთვის სიკვდილი ხსნა იქნებოდა. ასე რომ მადლობას უნდა მიხდიდე.
-ესეიგი არ უარყოფ, ხომ რომ შენი ბრალია მისი სიკვდილი!
-ესეიგი არ უარყოფ ხომ, რომ ის ბოზი, იდიალისტი, გიჟი და მარტოსული დედაკაცი იყო!
-ჯანდაბაშიც წასულხარ, ნიკ!- ვუთხარი და სახეში შევაფურთხე. თვალები დახუჭა და ნელა მოიწმინდა სითხე სახიდან.
-როგორ ბედავ! როგორ მაფურთხებ სახეში?! ვინ ხარ, რომ ასე იქცევი?
-ვინ ვარ? მე ვიქტორია ვარ! და ამით ყველაფერია ნათქვამი!
-ვიქტორია, რომელსაც ძალა არ ჰყოფნის, რომ პირობა შეასრულოს და ჩემზე დაქორწინდეს? რომელიც ზედმეტად ეგოისტი და სუსტია ამისთვის?
-უფრო ჭკვიანი! ნიკ, ჩემო ნიკ! შენ იმდენად უფანტაზიო ხარ, რომ მომიტაცე და „ძალიან კრეატიულად" გამკოჭე. მერე კი შენს პატარა ლეკვებს უბრძანე ცივი წყლით გამოვეფხიზლებინე. გარშემო მიმოიხედე, ნიკ! ნახე სად ხარ! სერიოზულად? ასეთი სუსტი ხარ? ასეთი, რომ ჩემთან სალაპარაკოდ ჩემი მოტაცება და გაკოჭვა დაგჭირდა? ასე გეშინია ჩემი, პატარავ?- ტუჩს ვაგდებ და იაზვურად ვუცინი.
-რაც დედა ის შვილი! ძუკნა ხარ, ვიქტორია! განებივრებული, ნარცისი, ძუკნა!
-აჰაჰ, კარგი? მართლა? ახალი ამბავი, ნიკ! თუმცა მე ვაღიარებ მაინც ვინ ვარ! ისადა თქვენ, უკან, გინდათ საიდუმლო გაგიმხილოთ? მაგარი ისტორიაა და სიცილით მოკვდებით. მოკლედ ეს თქვენი „მე ძალიან მაგარი ვარ და მე ნიკი მქვია"-ს ღამ-ღამობით ჩემზე არასაბავშვო ფიქრები აწუხებს და მერე შემთხვევით უდგება კიდეც! ოღონდ არავის უთხრათ, მაგრამ მას თქვენზე მეტად მოცუცქნული აქვს! რა ხალხში ვარ მოკლედ!- ვამბობ სიცილით და ნიკს ირონიული მზერით ვუყურებ. მთლიანად გადაწითლებულია და ძლივს იკავებს თავს. მეღიმება და ირონიულად ვაგრძელებ.
-ვაიმე და კიდევ, იცი რას მაგონებ? ჩიხუახუას, რომელიც ლაბრადორს „ეწკვინება"! მუდამ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მომენტი არ ჩამივარდა შესაბამისი. მაგრამ იცი! ჩიხუახუაც კი მენანება, იმისთვის რომ შენ შეგადარო. ზედმეტად დიდი შეურაწყოფა იქნებოდა ეს მისთვის!
-შენ კი... თუმცა ამდენ ლაპარაკს ჯობია საქმეზე გადავიდეთ! შემოიყვანეთ!
-შემოიყვანეთო? ვინ, უნდა შემოიყვანონ? ნიკ, გესმის ჩემი? ვინ?
გული მიგრძნობდა, რომ შემდეგი რამდენიმე წამის განმავლობაში სიცილის ხასიათზე აღარ ვიქნებოდი.
დავინახე, როგორ შემოათრიეს მაღალი, გრძელ ფეხება სილუეტი. თეთრი პერანგი ნახევრად ჰქონდა ჩატანებული შარვალში, აქა-იქ მისი მუქი, შავი კლასიკუერი შარვალი გაჭუჭყიანებულიყო. ღმერთო!
-ჩან, ჩანიოლ!- დავიყირე, როგორც კი მის სახეს დავაკვირდი. სახეზე აქა-იქ ჰქონდა ჩალურჯებები, ხელებიც კი დასისხლიანებული და მთლიანად მტვერში ჰქონდა დაფარული.
-რა... რა ხდება! ნიკ! რა ჯანდაბაა!
-იქ დასვით!- დააიგნორა ჩემი ნათქვამი და ჩანიოლი ჩემს გვერძე დასვა. ჩემს მსგავსად ისიც სკამზე მიაბეს და გაგვეცალნენ.
-რა მოუვიდა მას! რატომაა დასისხლიანებული, ნიკ!- შევუღრინე და მზერა გავუსწორე.
-დაწყნარდი, პატარავ... კარგად ვარ...
-რა უქენით! დროზე მითხარი!
-არაფერი, უბრალოდ ჭკუა ვასწავლეთ!
-რა? რას გულისხმობ?
-იმას, რომ უნდა ისწავლოს, რომ სხვის კუთვნილებას არ უნდა შეეხოს!
-მე მგულისხმობ? მე შენი კუთვნილება არ ვარ, ნიკ! შეიგნე ეს ბოლოს და ბოლოს! ზიზღიც კი არ არის, რასაც შენდამი ვგრძნობ! ეს რაღაც უფრო დიდია! ზიზღიც კი ძალიან ლამაზი სიტყვაა ჩემი გრძნობების ასაღწერა, რომელიც შენდამი მაქვს!
-არაუშავს, შეიცვლება!
-არა! ნიკ, არა! არ შეიცვლება! მე შენ არასდროს შეგიყვარებ! და მგონი გასაგები უნდა იყოს ეს შენთვის, არა?
-ბევრს ლაპარაკობ მგონი! გინდა შენს შეყვარებულს, არა უკაცრავად საქმროს, რაღაც ეტკინოს?
-თუ მას თითს შეახებ, მაშინ დამერწმუნე წამებით აღმოგხდი სულს! გაწამებ და როცა უკვე იმ დონემდე მიხვალ, რომ ხვეწნას, ვედრებას დამიწყებ მოგკლა, მე შენ არ მოგკლავ! გაწამებ!
-მონსტრი ხარ, ვიქტორია!
-შეიძლება ვარ! მაგრამ შენგან განსხვავებით მე მიყვარს კიდეც!
-გიყვარს? ჩანიოლზე საუბრობ? შენ ეს სულელი რეპერი გიყვარს? ვიქტორია, შენგან უკეთესს მოველოდი. ვიღაც მომღერალი შეიყვარე? ვიღაც აიდოლი? სერიოზულად?
-შენგან განსხვავებით ის ადამიანი მაინცაა! შენ კი! მონსტრიც კი არ ხარ! შენ რაღაც უფრო საშინელება ხარ! და ამას დამატებული ლაჩარი. სუსტი, ლაჩარი, გაურკვეველი არსება, რომელიც ჩემში არაფერს იწვევს გარდა გულის რევისა. მაშანტაჟო მე იმ ადამიანით, ვინც მიყვარს, შენთვისაც კი ზედმეტია. შენთვისაც კი ზედმეტად ზღვარ გადასულია! არ ფიქრობ, ასე?
-და შენ ვინ ხარ? არა, სერიოზუალდ შენ ვინ გგონია საკუთრი თავი? მამაშენი თვით ბოროტებაა ხორც შესხმული. დედაშენი გამოუსწორებელი იდეალისტი იყო, რომელმაც ცემით ადამიანის მოკვლა გასწავლა. შენი ოჯახი, ის უბრალოდ ავადმყოფების ოჯახია! სხვა არაფერია ის! გარდა ავადმყოფებისა და მონსტრების ბანდისა! შენ კი მათ შორის ყველაზე საშინელი ხარ! ყველაზე საშიში! შენი სული ყველაზე მეტადაა დამპალი! არ ხარ ადამიანი და შენც ძალიან კარგად იცი ეს!
-მასზე ასე ნუ ლაპარაკობ!- გავიგე, როგორ დაიყვირა ჩანიოლმა და გათავისუფლება სცადა.
-შენ კი მოკეტე! მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა შენ მას მაინც შეეხე! მაინც შეიყვარე და მაინც სთოხვე ცოლობა! გითხარი, რომ მე ვიყავი მისი საქმრო! გითხარი, რომ მამამისისთვის მე ვიყავი მისაღები სიძე, შენ კი მას მაინც აუბნიე თავგზა. მაინც შეაყვრებინე თავი. მაინც არ მოეშვი და მაინც არ დაანებე თავი. ეგოისტი ხარ! შენთან ერთად ახლა უკვე ისიც მოკვდება! ხომ გაგაფრთხილე, მაგრამ არ მომისმინე! ახლა კი ორივეს ერთდროულად აღმოგხდებათ სული! და იცი! არ ვინანებ მე ამ საქციელს! და კიდევ, გირჩევ ბევრი არ იმოძრაო! თორემ ის ბობმა, რომელიც წელზე გაქვს მიმაგრებული უფრო აჩქარდება!-უთხრა და თვალი ჩაუკრა.
-რას ბოდიალობ!- დაბნეულმა ვუთხარი და ჩანიოლის მუცელს დავხედე.
-რომელი ნაწილი ვერ გაიგე კონკრეტულად?
-რომელ გაფრთხილებაზე საუბრობ საერთოდ?
-ააა, არ გითქვამს? მოიცა არაფერი იცის?- ნიკმა სიცილით ჰკითხა ჩანიოლს და გადაიხარხარა.
-რა.. რას გულისხმობს?- მზერა ჩემს გვერძე მჯომისკენ გადავიტანე. არ მიყურებდა. თვალები დაბლა ჰქონდა მიმართული და ტუჩები ოდნავ დაშორებული ერთმანეთისგან.
-მგონი ჯობია დაგტოვოთ!
ისევ სიცილთ გვითხრა და ოთახიდან გავიდა.
-ჩანიოლ იქნებ ამიხსნა რა ხდება?
-პატარავ, ყველაფერი იმაზე რთულადაა, ვიდრე ეს შენ გგონია...
-ანუ?
-კარგი მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ავარიიდან და 27.XI-დან! იმ დღეიდან საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ავარია! აი ყველაფერი საიდან დაიწყო. იმ დღეს, ავარიის დღეს, ჩემს დაბადების დღეზე, პირველად შეგხვდი. დედაჩემმა სხვათაშორის მითხრა წადი გაისერნეო, სულ კომპიუტერთან რომ ზიხარო, მეც არ მქონდა თავი მისი ჩხუბისა, ამიტომაც ტყისკენ წამოვედი, სადაც შენ დაგინახე. დღემდე არ მავიწყებდა ის სცენა. უსულოდ ეგდე მანქანის გვერდით. სახე მთლიანად სისხლში გქონდა დაფარული. ტანსაცმელიც. მაშინვე მომხვდა თვალში შენი გრძელი თმები. შენი გრძელი, შავი თმები. დაუფიქრებლად აგიყვანე ხელში და დედაჩემთან მიგიყვანე. ვერ ვხსნი რატომ არ გამოვიძახე მაშინ მე სასწრაფო. უბრალოდ ვიგრძენი, რომ ორივესთვის ასე ჯობდა. დედამ მისი მეგობარი ექიმი გამოიძახა, მანაც გიმკურნალა და გადაგარჩინა. მალევე გამოფხიზლდი. თუმცა გაიქეცი. როგორც კი ვისაუბრეთ შენ ჩვენი სახლიდან გაიქეცი. თუმცა უკან არ დაგედევნე მივხვდი, რომ შენ ასე გინდოდა, ამიტომაც მოგეცი საშუალება გაქცეულიყავი. ამიტომ არ დაგედევნე. მივხვდი, რომ გეშინოდა! ჩემი და ყველაფრის! ამიტომაც... მოკლედ გავიდა 2 წელიწადი, მე და შენ კი კვლავ შევხვდით, სანას გალერეაში. მაშინ უბრალოდ ჯონგინმა მითხრა ჩემს დასთან გამყევიო, ამიტომაც ვიყავი მე იქ. მახსოვს, როგორ შემოირბინე შენობაში. მთლიანად სველი იყავი და თან რაღაცას ბუტბუტებდი. როგორც გავარჩიე, უბრალოდ ამინდს წყევლიდი. უფრო სწორად ეჩხუბებოდი. ძალიან სასაცილო იყავი. და საყვარელი. მაშინ მართლა ვერ გიცანი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვერ! ვერ გავიხსენე საიდან მეცნობოდი. გამოგელაპარაკე, იმიტომ რომ ძალიან მომეწონე. ოო, ღმერთო რამდენი ვიბოდიალე მაშინ, არა? როგორც კი შენობიდან გამოვედი, მივხვდი რომ ცოტა გიჟურად ჟღერდა ჩემი სიტყვები. სხვათაშორის დავაპირე კიდეც შემობრუნება, მაგრამ გადავიფიქრე. რაც არის, არის მეთქი! მერე კი 4 წლის შემდეგ, ზუსტად ჩვენი გაცნობის დღეს, 27 ნოემბერს, მე და შენ ერთმანეთს კვლავ შევხვდით. თუმცა უკვე ჩემს კონცერტზე. საოცარია, არა? რამდენი რამე მოხდა ამ დღეს. 27. XI. ბევრს ამბობს ეს ორი ციფრი ჩემს ცხოვრებაში. ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტია დაკავშირებული ამ თარიღთან. როგორც კი საავადმყოფოდან გამომწერეთ, მაშინვე დედაჩემს მოვუყევი ყველაფერს. მოვუყევი, როგორ გაგიცანი და როგორ გადამარჩინე. სურათიც ვაჩვენე. მაშინვე შევამნიე, როგორ შეეცვალა გამომეტყველება, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. შემდეგ კი... გახსოვს რომ ვიჩხუბეთ? ახალი წლის დღეებში...
მაშინ მე შენი დღიური, რომ ვიპოვე წავიკითხე ის თუ როგორ გადაგარჩინეს, როგორ გიპოვა ვიღაც შენთვის უცნობმა ყურშამ, როგორ დაგიძახა რაპუნცელი, როგორ გაექეცი შენ მას და დედამისს. დედაჩემს დავურეკე. არაფრის თქმა არ დამჭირდა. მაშინვე მიხვდა ყველაფერს და მასთან დამიბარა. მახსოვს, როგორ ვღელავდი. მაინტერებდა ყველაფერი საშინლად, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ამის შემდეგ მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვგონია ჩვენ ჩვენს მშობლებზე ყველაფერი ვიცით, მაინც არ არის ასე. დედაჩემი... დედაშენიი... ისინი საუკეთესო დაქალები ყოფილან ერთი პერიოდი. ერთადერთი მეგობარი ვინც დედაშენს ჰყავდა, ეს დედაჩემი იყო. ძალიან მეგობრობდნენ და ერთმანეთს მუდამ ეხმარებოდნენ. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ისინი ერთმანეთს მხარში ედგნენ. ფაქტიურად გადაბმულებიც კი ყოფილან. დედაშენს შენგან განსხვავებით ჩვეულებრივი ბავშვობდა ჰქონდა. ტკბილეულითა და სიყვარულით სავსე. შემდეგ კი უნივერსიტეტში მამაშენს შეხვდა. ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდენ. მხოლოდ 23 წლის ასაკში დაიწყო მან იმ გალიაში ცხოვრება. 24 წლის ასაკში შენ გაჩნდი. როგორც დედაჩემი მიყვება, ძალიან ბედნიერი იყო დედაშენი მაშინ. თუმცა ამავდროულად უბედურიც. მან იცოდა თუ რა ცხოვრება გელოდა წინ, ამიტომაც უკვე ეცოდებოდი. 27.11. ამ დღეს დედაშენმა დედაჩამს დაურეკა და სთხოვა დახმარება. დედაჩემიც რა თქმა უნდა დათანხმდა. გეგმა ასეთი იყო: უნდა მომხდარიყო ავარია, სადაც დედაშენი და მამაშენი მოკვდებოდნენ, შენ კი გადარჩებოდი და ნორმალურ ცხოვრებას დაიწყებდი. ის საბუთებიც, ის ჩანთაც... ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო. ყველაფერი დაგეგმილი იყო. ისიც კი, რომ მე მაშინ იქ უნდა გამევლო.
-ანუ შენ იმის თქმა გინდა, რომ დედაჩემმა საკუთარი სიკვდილი დაგეგმა?
-ზუსტად! თუმცა რა გასაკვირია! მეც ასე მოვიქცეოდი! ახლა კი რაც შეეხება ნიკის სიტყვებს, გაფრთიხილების შესახებ. ალბათ გახსოვს ის თუ როგორ გეუხეშე...
-ჩვენი პირველი ღამის შემდეგ ჰო?
-კი. იმ დღეს, სანამ კონცერტი დაიწყებოდა მე ნიკმა მომიტაცა და ყველაფერი მიამბო. ყველაფერი. ის რომ 6 თვეში შენ ჩემგან და ყველასგან წახვიდოდი. ის, რომ უკვალოდ გაქრებოდი. ის, რომ ნიკი იყო შენი საქმრო. გამაფრთხილა, რომ თავი დამენებებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ საფრთხე დაგემუქრებოდა. ამიტომაც გეუხეშე მაშინ. ვიფიქრე თავს დამანებებდი, შემიძულებდი და ასე გადაგარჩენდი, მაგრამ არ გამომივიდა. მე თვითონ ვერ წავედი შენგან. მე თვითონ ვერ მოგშორდი. უბრალოდ გავაკეთე ის, რასაც გული მკარნახობდა და ცოლობაც გთხოვე.
-გასაგებია, ანუ იმიტომ მიმასწორე მიწასთან, რომ ჩემი გადარჩენა გინდოდა?
-ზუსტად!
-გასაგებია!- ვუთხარი წინ გავიხედე.
-არ მიბრაზდები?
-ცოტა! მაგრამ ძალიან არა!
-რატომ?
-რა რატომ?
-რატომ არ მიბრაზდები?
-საერთოდ ადამიანები არ ბრაზდებიან იმის გამო, რომ ვიღაცას მათი გადარჩენა უნდა!
-მაგრამ მე მოგატყუე!
-არაუშავს, კარგი ტყუილი იყო. ვგულისხმობ, ჩემთვის სასიკეთოდ მოიტყუე, არა?
-მაგრამ... მე ხომ საბოლოოდ მაინც ვერ შევძელი და მაინც ჩაგაგდე საფრთხეში.
-შენ მიერ ჩადენილი ყველაზე სწორი საქციელი ეგ იყო, პაკ!- ვუთხარი და გავუღიმე.
-იმედია ხელი არ შეგიშალეთ!- გავიგე, როგორ დაიყვირა მამაჩემმა. მისი მიმართულებით გავიხედე და გავუღიმე.
-მამიკო! აქ რას აკეთებ?
-ჩემი პრინცესა და მისი პრინცის გადასარჩენად მოვედი!-მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა. უკან 30-მდე კაცი მოყვებოდა.
-ვოჰო, ბიჭებო! რამდენი ხანია არ მინახიხართ! როგორ ხართ? გაიცანით ჩემი საქმრო, პაკ ჩანიოლი!- ვუთხარი სიცილით და ჩანიოლზე ვანიშნე.
-აქ რა ჯანდაბა ხდება!- დაიყვირა ნიკმა და ოთახში შემოვარდა.
-ვა, ნიკ! რა დამთხვევაა! ზუსტად ეგ კითხვა მაქვს მეც! აქ რა ჯანდაბა ხდება? რატომ არის ჩემი ქალიშვილი სკამზე მიბმული და რატომ კანკალებს სიცივისგან?
-მოიცა, მოიცა! ანუ ნიკ ეს ყველაფერი შენი ინიციატივით მოხდა. ახლა კი გასაგებია, რატომაა ყველაფერი ასეთი პრიმიტიული!
-აქ რას აკეტებთ?- დააიგნორა ჩემი სიტყვები და მამაჩემს მზერა გაუსწორა.
-ურბალოდ შენი ჭკუის სასწავლებლად მოვედი! დროა მგონი შეიგნო რომ აქ შენ არაფერს წყვეტ. გეგონა ჩემს ქალიშვილს მოიტაცებდი და ამას შეგარჩენდი? გეგონა, ვერ გავიგებდი?
-ბატონო, მგონი დროა შეიგნოთ, რომ უკვე მოხუცდით ამ თანამამდებობისთვის!
-ეს უკვე შენი გადასაწყვეტი არაა! და თუ შენი იმის იმედი გქონდა, რომ შენ ჩემს ადგილს დაგითმობდი, მაშინ ბოდიში, მაგრამ ცდები! ქალიშვილი ტყუილად მყავს, შენი აზრით?
-ანუ არ აპირებდით ჩემთვის ადგილის დათმობას? აბა რატომ უნდა მომეყვანა თქვენი შვილი მე ცოლად?
-იმიტომ რომ ასე იყო საჭირო. შენ ზედმეტად დებილი ხარ იმისთვის, რომ მიხვდე რას ვგულისხმობ. ახლა კი ბიჭებო, ასპარეზს გითმობთ!-თითით ანიშნა მის უკან მდგომ ამალას და გაიღიმე. ვერც კი მივხვდი, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი. საშინელი ქაოსი იყო გარშემო. სროლის ხმას მოეცვა ყველაფერი.
-შენ ჩანიოლს დაეხმარე!- მითხრა მამაჩემმა და ნიკისკენ წავიდა.
გაკოჭილი ხელები სწრაფად შევიხსენი და ჩანიოლისკენ გავიხედე.
-ეგ როგორ?- მითხრა და ხელებზე მანიშნა.
-მერე გასწავლი საყვარელო!
-იმედია!- მითხრა სიცილით და თვალი ჩამიკრა.
- გასწავლი, გასწავლი- ეშმაკურად ვუთხარი და მისკენ წავედი.
-არა, ფრთხილად! არ მომეკარო! არ მოგცემ ნებას ამ ბომბს შეეხო! წადი! გაიქეცი! მე კარგად ვიქნები!
-კი, როგორ არა, პაკ! ძალიან კარგად იქნები, როცა ნაწილებად დაიშლები.
-მაინც არ მოგცემ საშუალებას რომ შემეხო.
-ჩან...
-არა!- მითხრა და ხელები შეიხსნა.
-ეგ როგორ?
-დედაჩემმმა მასწავლა! რომელსაც დედაშენმა ასწავლა!
-რა საინტერესო ცხოვრება გვაქვს, პაკ! ახლა კი ადგილზე გაჩერდი!
-არა!
-ჩანიოლ, ახლა გაგთიშავ! ექიმი ვარ და ზუსტად ვიცი სად დაგაჭირო თითი, რომ უგონოდ გაითიშო!- შევუღრინე და პერანგი ავუწიე. ბობმა მის კანზე იყო მიმაგრებული.
-მგონი ვიცი როგორც უნდა მოვიქცეთ! ვიცი ეს ბომბა! კარგი, უბრალოდ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო!
-შევეცდები!
-ჩანიოლ, ის შენს გულის ცემას უსმენს. როგორც კი ოდნავ აჩქარდება შენი გული, მაშინვე აჩქარდება უკუთვლაც. ასე რომ დაიწყნარე გული, თუ გინდა რომ ცოცხალმა გააღწიო. მე კი უშენოდ არსად ვარ წამსვლელი.
-ჯანდაბა რა ჭკვიანი ცოლი მყავს!
-ჯერ არ ვარ შენი ცოლი! და სხვათაშორის ჯერ კიდევ ვფიქრობ!
-ხომ დამთანხმდი!
-ახლა ეჭვი მეპარება!
-პატარავ?
-მოკეტე, პაკ! ხელს მიშლი!
რამდენიმე წამი დამჭირდა ბომბის შესაჩერებლად.
-მზად არის?
-არ ვიცი! ვცადოთ?
-მოიცა როგორ თუ არ იცი?
-არ არის ადვილი ბომბა!- ვუთხარი და გაუფრთხილებლად შევხსენი ის მის სხეულს. სწრაფად გადავაგდე გვერძე და გავუღიმე.
-მზად არის!
-დაიხარე!- დამიყვირაა და თავი დაბლა დამაწევინა. გაკვირვებულმა გავიხედე უკან და დავინახე ნახევრად დასისხლიანებული ნიკი, როგორ მიყურებდა.
-ცოცხალს მაინც არ გააღწევთ აქედან!
-სიზმრებში, საყვარელო!- ვუთხარი და თითით ვანიშნე ჩემსკენ წამოსილიყო.
ერთ დარტყამს მეორეს აყოლებდა, მაგრამ ამაოდ.
-ხომ იცი, რომ ტყუილად ხარჯავ ენერგიებს, პატარავ!- ვუთხარი, როგორც კი მისი ხელი ზურგს უკან მოვიქციე. ყურში ჩავჩურჩულე და წინ გავაგდე.
-ეგ კიდევ საკითხავია!- ვიგრძენი, როგორ ჩამცხო ვიღაცამ დანა მუხლში.
-ჯანდაბა!- გვერძე გავიხედე და დავინახე ვიღაც 2 მეტრიანი, გამოშტერებული არსება.
-იცი, მტკინვეულია!- ვუთხარი დაშოკილმა და ჩემს ფეხში ჩარჭობილი დანისკენ ვანიშნე.
ნელა ამოვიძრე ის ჩემი ფეხიდან და დამარცვლით ვუთხარი.
-მაგარ შარში ხარ!- ამის თქმა და ჩემი შეტევაზე გადასვლა ერთი იყო. უგონოდ დავარდა ძირს. არადა არ დამირტყამს ისე ძლიერად. ალბათ შიშმა იცის.
-ახლა კი შენი ჯერია, ნიკ!- მისკენ წავედი და დანა ხელში ავათამაშე.
-ანუ ჩანიოლი დააშინე, არა?- ვუთხარი პირველი დარტყმაც ვუთავაზე მარჯვენა ლოყაში.
-ანუ, ჩვენი დაშორება გინდოდა, არა?-მეორე ლოყაშიც ვუთავაზე.
-ანუ, დედაჩემი ბოზია, არა?-ისევ მარჯვენა ლოყა.
-ანუ, მამაჩემი ბოროტებაა ხორცშესხმული?- ვუთხარი და ისევ მარცხენა ლოყაში ვუთავაზე. წაბარბაცდა და ძირს დაეცა. ზევიდან დავაჯექი და სახე ახლოს მივუტანე.
-ანუ მე მონსტრი ვარ, არა?- ჩავიცინე და ჩემს ხელში არსებული დანა პირდაპირ ფეხში ჩავარჭე.
-მართალია არ ხარ ღირსი სიცოცხლის, თუმცა მაინც... მე ექიმი ვარ და ადამიანების მოკვლა მე არ მახასიათებს. მადლობა თქვია, რომ ჩანიოლი კარგადაა! წინააღმდეგ შემთხვევაში მოგკლავდი. იმედია აღარასდროს შეგხვდები. გაქრი ჩემი ცხოვრებიდან! გასაგებია შენთვის? თუ ჩემი და ჩემი ოჯახის გარშემო შეგნიშნავ, განანებ, იმას რომ საშუალება მომეცი ახლა არ მომეკალი! გასაგებია თუ არა?! ბედი შენი, რომ კეთილი ვარ!- ვეუბნები და თან დანას მის ფეხში ვატრიალებ.
-მე კი კეთილი არ ვარ!- მითხრა და მის ხელზე არსებულ საათს თითი შეახო. შეშინებულმა ბომბს გავხედე დავინახე, როგორ ამოქმედდა.
-ჯანდაბა!- წამოვიძახე, მის სხეულს მოვშორდი და ჩანიოლისკენ გავიქეცი.
-ერთ წამს, პატარავ!- მითხრა და მის წინ მდოგომი შავებში გამაწყობილი მამაკაცი ძირს დააგდო.
-გავიქეცით, პაკ! ბომბა!-ვუთხარი და ხელი ჩავჭიდე.
მივრბოდი, იმის და მიუხედავად, რომ საშინლად მტკიოდა ფეხი. მივრბოდი მთელი ძალით და სისწრაფით. ვხვდებოდი, როგორ მაკლდა ვიღაც. ღმერთო, მამაჩემი! უკვე შენობიდან გასულებმა წამოვიძახე და შენობაში დაბრუნება ვცადე.
-სად მიდიხარ! ადელაიდა! არ გაგიშვებ!- მითხრა ჩანიოლმა და ჩემი შეჩერება სცადა.
-ყველაფრის მიუხედავად ის მამაჩემია, პაკ!
ვუთხარი და მისი ხელები უხეშად მოვიშორე. მთელი სისწრაფით შევვარდი უკან და მამაჩემი ძებნა დავიწყე. დავინახე, როგორ იჯდა კუთხეში და როგორ სუნთქავდა ღრმად.
-მამა!- დავიყვირე და მისკენ გავიქეცი
-მამა, უნდა წავიდეთ! ბომბა!- ვუთხარი და ვცადე წამომეყენებინა.
-არა, ჩემო გოგონავ! ფეხში ვარ დაჭრილი! ვერ ვირბენ! შენ გაიქეცი! მიდი სწრაფად!
-არა, მამა! უშენოდ მე არსად არ ვარ წამსვლელი. ან შენთან ერთად ან საერთოდ არსად არ წავალ. ამოირჩიე!- ვუთხარი და კიდევ ერთხელ წამოვაყენე. ამჯერად ისიც წამოდგა და რაც შეგვეძლო სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდით წინ. ცალი ხელი ჩემს მხარზე ჰქონდა გადახვეული და მეყრდნობოდა.
-მიდი, მა! ცოტა დარჩა!- შევძახე, როგორც კი 3 მეტრში გასასვლელი დავინახე. კარებში მდგომი ჩანიოლი ჩემსკენ გამოიქცა და მამაჩემი ხელში აიყვანაა. გავიქეცით. მთელი სისწრაფით მივრბოდით და ჩვენს წინ არსებულ სინათლეს იმედის ნაპერწკლად აღვიქვამდით. ჩვენი ფეხების მიწაზე შეხება და შენობის აფეთქება ერთი იყო. დარტყმამ წინ გადაგვაგდო. ტკივილმა მთელი სხუელი მოიცვა. მთელი სხეული მეწვოდა. ვერც ვხდებოდი რა ხდებოდა. უბრალოდ ვხვდებოდი, რომ გონს უნდა მოვსულიყავი. ნელ-ნელა წამოვწიე სხეული და დავინახე, როგორ იყო გახვეული ცეცხლში ჩემთვის უცნობი შენობა. ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი. უდაბურობა იყო გარშემო. არანაირი შენობა, არანაირი ადამიანი. აქა-იქ მხოლოდ გამხმარი ბუჩქები იყო და მხოლოდ ეს თუ იყო სიცოცხლის ნიშანი ამ არაფრობაში. ჩანიოლი ჩემს გვერძე წამომჯდარიყო და მძიმედ სუნთქავდა.
-ჩან, პატარავ! ჩანი!-ვუთხარი და ხელი მხარზე შევახე. ამოახველა და მე გამომხედა.
-ჩვენ გადავრჩით, რაპუნცელ!- მითხრა ბედნიერმა და სიხარულით სავსე თვალები შემომანათა.
-ჩვენ გადავრჩით!- გავიმეორე და ხელები მოვხვიე.
-აბა, ჩანიოლ! მე ვიქტორიას მამა ვარ! სასიამოვნოა შენი გაცნობა საბოლოოდ! მინდა გითხრა, რომ ჩემი ქალიშვილი შენზე აფაანატებს!- უთხრა სიცილით და ერთი აათვალიერა.
-მამა, რატომ?
-რატომ? რატომ ვიქცევი ასე?
-კი, რატომ?
-უბრალოდ! უბრალოდ იმიტომ რომ მიყვარხარ! და უბრალოდ იმიტომ, რომ მე შენი ბედნიერება მინდა! იმიტომ, რომ ვიცი რას ნიშნავს, როცა შენს ნამდვილ სიყვარულს გაშორებენ.
-დედა...
-კი, დედაშენი! მე დედაშენი მიყვარდა! მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება! ამიტომაც მე შენ თავისუფლებას გჩუქნი, ვიქტორია! არ მინდა დაიტანჯო! უბრალოდ გთხოვ, თავს მოუფრთხილდი!
-და შენ რას იზამ?
-მე? მე არაფერს! უბრალოდ ვიქნები ის, ვინც მთელი სიცოცხლე ვიყავი! უბრალოდ დედაშენის გაარეშე. ჩანიოლ, შენ კი გთხოვ, ჩემს ქალიშვილს მოუფრთხილდი, კარგი? შეიძლება ჯერ ვერ მიხვდი, მაგრამ ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია! მისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი! ასე, რომ გთხოვ მოუფრთხილდ...
-მამა!- დავიყვირე, როგორც კი დავინახე მის უკან მდომი ნიკი. მისკენ ჰქონდა მიშვრელი იარაღი და უმიზნებდა. მთელი სისწრაფით გადავეფარე და ვიგრძენი, როგორ შესრიალდა ცივი, წვრილი ნივთი გულთან ახლოს. ტკივილისგან წამოვიყვირე და დაბლა დავეცი.
-ადელაიდა!- დაიღრიალა ჩანიოლმა და ჩემი სუსტი სხეული დაცემისგან მიხსნა.
ჩემთან ერთად დაბლა ჩაიკეცა და ასე დამაწვინა დაბლა.
-არა, არაა! პატარავ! გთხოვ, არა! პატარავ, გესმის ჩემი? გთხოვ გაახილე თვალები! გთხოვ, არ დახუჭო ისინი! პატარავ! გთხოვ! გეხვეწები! არა! გთხოვ, არა!
ვგრძნობდი, როგორ მისმევდა თმებზე ხელს და ცდილობდა გონს მოვეყვანე. ვგრძნობდი მის ცრემლებს, რომლებიც გაუთავებლად ეცემოდნენ ჩემს სხეულს. ვგრძნობდი, როგორ ძლიერად ვყავდი დაჭერილი. მესმოდა, ის თუ როგორ იმეორებდა წამ და უწუმ „პატარას" „არ წახვიდე" „მიყვარხარ".
მე კი უფრო და უფრო ცუდად მესმოდა მისი. უფრო და უფრო ვკარგავდი მის შეგრძნებას. უფრო და უფრო ვშორდებოდი მას. ტკივილი თითქოსდა იყო, არსებობდა, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობდი. უბრალოდ იმას ვგრძნობდი, როგორ მეძიძგნებოდა შიგნეულობა. ვგრძნობდი, როგორ მქაჩავდა რაღაც სადღაც. ვიბრძოდი, მართლა ვცდილობდი, რომ არ დავმონებულიყავი. მაგრამ ეს ყველაფერი, ის... უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ჩემზე ძლიერი...მტკიოდა, თანაც როგორ! და არა იმიტომ რომ ჩემში ტყვია იყო. არა! იმიტომ, რომ ვგრძნობდი, როგორ ვკვდებოდი. ვგრძნობდი, როგორ ვშორდებოდი ჩემს სიყვარულს. ჩემს ერთადერთსა და განუმეორებელს. ვგრძნობდი იმას თუ როგორ ტკიოდა მას! ვგრძნობდი ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად ვერც ვერაფერს. უბრალოდ ვქრებოდი. ვქრებოდი. ვიშლებოდი. ვნადგურდებოდი. ვკვდებოდი.
ვხვდებოდი იმას თუ როგორ ძლიერად მიჭერდა ხელებს, როგორ ძლიერად ეკვროდა ჩემს უსუსურ, დაუცველ, სუსტ, გამხდარ და უსულო სხეულს. ვხვდებოდი, როგოორ ცდილობდა რომ დავეჭირე, მაგრამ ამაოდ.
-მიყვარხარ, პაკ! და სამუდამოდ ასე იქნება!- ძლივს შევძელი ამ სიტყვების წარმოთქმა. დამეფიცება, თუ რაიმე ენერგია მქონდა შემორჩენილი სხეულში მთლიანად ამ სიტყვების წარმოთქმაში დავხარჯე. თუმცა... არ ვნანობდი. ეს სიტყვები. საჭირო იყო რომ თქმულიყო. საჭირო იყო და საჭირო იყო ისიც, რომ გავმქარალიყავი.
~
სად ვარ? რა ვარ? ვინ ვარ? ეს არის ის რაღაც, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის! არსებობას და არ არსებობას შორის? ეს არის?
-ვიკი აქ რა აკეთებ?- უკნიდან ჩემთვის ამოდენ ნაცნობი, თუმცა უკვე ძალიან მონატრებული ხმა გავიგე.
-დედა!- წამოვიყვირე და მისკენ შევბრუნდი.
-აქ რას აკეთებ მეთქი!
-მე... მე მოვკვდი?
-მოკვდი? საიდან მოიტანე, საყვარელო?- მითხრა ღიმილით და თავი გვერძე გადააგდო.
-მე დამჭრეს. გულში!
-მერე რა! ეს ხომ შენ ხარ, პატარა! ჩემი ვიკი! დედიკოს სიხარული! გგონია, ასე ადვილად მოკვდები?
-მაშინ სად ვარ?
-სად? მეც არ ვიცი. შენ დამიძახე და მეც მოვედი.

YOU ARE READING
27.XI (დასრულებულია)
Fanfic-No matter what, we'll be together forever! -But if one of us lose hope? If one of us just stop fighting? And just give up! -Then I will hold your hand stronger. -Why? - Because I am totally fall in love with you. Because you are my universe! Beca...