ფავორიტი სურნელი (3)

999 60 12
                                    

*ცოტა ხნით წარსულში გადავინაცვლოთ (5 წლის წინ)*
სწრაფი ნაბიჯებით მივუყვები ქუჩას. თავზე სქელ ყდიანი წიგნები მადევს. ვუყურებ ჩემს ახალ ფეხსაცმელებს და თეთრ წინდებს, რომელიც ფაქტიურად აღარც ჩანს, ტალახის გამო. გაბრაზებული ვწყევლი ამ დღეს, ამინდს და უფრო ვუმატებ სიჩქარეს. შევდივარ პირველივე შენობაში, რომელიც გზად მხვდება. წვიმით გაწუწული ვდგავარ თეთრ სივრცეში. ყველაფერი თეთრია; იტაკიდან დაწყებული, ფანჯრებით დასრულებული. ვერ გაარკვევთ რომელი სად იწყება ან სად მთავრდება. ისეა ერთმანეთში შერწყმული მთლიანად ოთახი, რომ ვერააფერს გააარჩევთ. მეღიმება, როგორც კი ნახატებს ვხედავ. ულამაზეს ნამუშევრებს. თითოეული ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მაინც აქვთ რაღაც საერთო. რაღაც მსგავსება, რომელსაც ვერ ავღწერ. ზოგი უბრალოდ კარიკატურაა, ზოგიც უკვე გუაშებშია შესრულებული. ცოტა არ იყოს და ზღაპრული სივრცე გადაიშალა ჩემს თვალწინ. წვეთებს ვიბერტყავ და წიგნებს იქვე ვდებ. მობილურს ვიღებ და მის ნომერს ვკრებ.
-ვერ მოხვალ, არა?- არც კი მაცდის რაიმე თქმას.
-ვერა. მაპატიე. მართლა მინდოდა მოსვლა, უბრალოდ...
-უბრალოდ ვერ ახერხებ. გასაგებია. ადელაიდა, სხვათაშორის ეს უკვე მე-3-ჯერ ხდება. მისმინე პატარა გოგონავ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი ხარ და შენს მომხიბვლელობას საზღვარი არც აქვს, მაინც არ გეპატიება. მგონი დაგავიწყდა ვინც ვარ! მამაჩემი წამყვანი ბიზნესმენია სეულში. ნახევარზე მეტი ქალაქი მისია, გოგონები ბუზებივით მეხვევიან უნივერსიტეტში, თუმცა ეს შენც ძალიან კარგად იცი. უკვე ყელში ამოვიდა შენი უარი. გადავიხადე ღმერთმანი რამდენი, რომ ამ რესტორანში მაგიდა მეშოვა. შენ კი უკვე მე-3-ჯერ „ვერ ახერხებ" მოსვლას. ყელშია უვე. შენც და შენი გამოხტომებიც!
-თუ ასეთი ძლიერი ხარ, ასეთი გავლენიანი და ფულიანი, რატომ გაგიჭირდა ასე ძალიან მაგ რესტორანში მაგიდის დააჯავშნა! და კიდევ, მაპატიე, მაგრამ მე სულ არ მაინტერესებს რას წარმოადგენს ან შენ ან თუნდაც შენი ოჯახი. ის ხომ საერთოდ არ მაინტერესებს, რა პოზიცია გიკავია უნივერსიტეტში. ასეთი ქცევებით და საუბრით ვერაფერს მოიგებ. გარდა ერთი ფულზე მონადირე, დებილი და გამოტვინებული გოგონისა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იფიქრებს თუ რომელი მანიკური წაისვას ან თუნდაც რომელი ბრენდი ჩაიცვას, რომ რაც შეიძლება „კარგად" გამოიყურებოდეს.
მობილურში ჩავყვირე და გაბრაზებულმა დავუკიდე ყურმილი. თავი ვინ ჰგონია?! დებილი. არც არაფერს წარმოადგენს. ერთი მამიკოს ფულებით განებივრებული ბიჭუნაა, რომელიც არაფერზე ფიქრობს, გარდა გარეგნობისა.
-აიიშ!- წამოვიყვირე და მობილური ჩანთაში ჩავიგდე.
-ვინ გაგაბრაზა, რაპუნცელ?!- თითქმის ცარიელ გალერეაში მისი ხმა ექოდ გაისმა. უკან შევბრუნდი და ჩემს წინ, გრძელ სკამზე მჯდამი, გრძელ თმიანი და დიდ ყურება ბიიჭი შემრჩა ხელში.
-უკაცრავად? გიცნობ? ამ, არამგონია! ასე რომ კარგად!- ხელი ავიქნიე და ზურგი ვაქციე
-რატომ ასე ცივად? მე ხომ უბრალოდ გკითხე თუ ვინ გაგაბრაზა! ის ხომ არ მიკითხავს შეყვარებული გყავს თუ არა! ხომ მართლლა, გყავს?- გვერძე ამომიდგა და ჯიბეში ხელებჩაწყობილი გადმოიხარა ჩემსკენ. სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.
-აიშ!- გაბრაზებულმა შევხედე- ნუ მაბეზრებ თავს!
- უი, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობ, მშვენიერო?
მე გაკვირვებულმა ავხედე. მან თვალებით წიგნებზე მიმანიშნა და ჩაიღიმა. უხერხულად ჩავახველე და წიგნები ზურგს უკან წავიღე.
-ჭკვიანი გოგოც ყოფილხარ ყველაფერთან ერთად, რაპუნცელ!
-აიშ! ნუ მიშლი ნერვებს მაგ შენი „რაპუნცელით". გავიგე, რომ გრძელი და ლამაზი თმები მაქვს. ახლა კი წადი!
-არ გიხდება გაბრაზება, რაპუნცელ!
-შენ ნამდვილად არ დაგეკითხები რამეს. ახლა კი, გთხოვ, თავი დამანებეთ!
-იცი, ხვალ დებიუტი მაქვს.
-დებიუტი? სად? დებილების და შეუგნებლების კლუბში?
-როგორი ცივი ხარ, რაპუნცელ! კარგი რა. წარმატება მაინც გესურვა!
-წარმატებები! ახლა დამანებებ თავს?
-ცნობილი რეპერი გავხდები! ჩვენი ჯგუფიც ცნობილი იქნება! და წარმატებას მივაღწევთ!
-აჰამ- და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე.
-იცი რა მაგარია გრძნობაა, როცა შენნაირ ლამაზ გოგონას უყურებ?
-კი ვიცი! ყოველ დილით ვხედავ, სარკეში!- ნაგლურად გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.
-როგორი თავდაჯერებული ხარ, რაპუნცელ!
-მერე?
-არაფერი! უბრალოდ მიყვარს თავდაჯერებული გოგონები!
-კარგია! გისურვებ ეგეთს შეხვდე.
-უკვე! ჩემს წინ დგას!
-მე ცოლი ვიგულისხმე!
-აი ნახავ ჩემი ცოლი გახდები ერთ დღეს!
როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა სიცილი ამიტყდა. ჯერ გაკვირვებულმა და გაოცებულმა შევხედე, მერე კი სიცილიც მოვრთე.
-რა კარგად გამახილესე! ვაი! არა, რა მაცინებს?! რამდენი გიჟი დააბიჯებს დედამიწაზე თავისუფლად! ეჰ!!
-არ გჯერა?
-რისი? იმის რომ შენი ცოლი გავხდები?
-ჰო!
-პირველი: მგონი გიჟი ხარ! მეორე: ზედმეტად დიდი ყურები და დაგრეხილი წვივები გაქვს, საყვარელო! ნამდვილად არ მინდა ჩემი შვილები სხვების დასაცინი ობიექტი გახდეს. და მესამე: არ მომეწონე! მგონი საკმარისი მიზეზებია, არა?
-აიშ! როგორი სწერვა ხარ, რაპუნცელ! მაგასაც ვნახავთ! აი ნახავ, ცნობილი ადამიანი რომ ვიქნები ერთ-ერთი ჩემი ფანი იქნები. გიჟივით დაალაიქებ ჩემს ყველა ფოტოს სოციალურ ქსელებში და ფულს შეაგროვებ ხოლმე იმისთვის, რომ კონცერტზე მოხვიდე და მნახო. ზუსტად ასე იქნება! დამიჯერე!
-კარგი! მჯერა! ახლა კი...
-წავიდე?!
-ვა! მიხვდა! მადლობა ღმერთს!
-მაინც რა ლამაზი ხარ, რაპუნცელ! ხელიდან არ გაგიშვებ, საყვარელო!
-აჰამ! ოღონდ გთხოვ სტალკერი არ გახდე! შენს გარეშეც მაქვს საკმარისი პრობლემები.
-არა, რა თქმა უნდა! მე და სტალკერობა?! რა თქმა უნდა, არა! ჩემო გოგო, ჯერ არ შეგაწუხებ. ჯერ ადრეა. ჯერ პატარები ვართ! ჯერ ყველაფერი ახლა იწყება! გავა დრო და მნახავ! არ მოიწყინო იცოდე და არავის მისცე ნება და საშუალება გაწყენინოს. შენი იმედი მაქვს, ლამაზო! ახლა კი...
ხელი ჩამკიდა და მისკენ შემაბრუნა. შევცბი და შევეცადე თავი დამეღწია, მაგრამ ვერ შევძელი. ზევიდან დამყურებდა და მიღიმოდა.
ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, მომიახლოვდა, ჩემს სიმაღლეზე დაიხაარა, კისერზე ხელი მომკიდა და ნელა წამოიღო თავი. თვალები დახუჭა და ტუჩები ჩემს შუბლთან მიიტანა. ნაზად შეახო მისი ცხელი ტუჩები ჩემს გაციებულ შუბლს. ძალიან ფრთხილად და ნაზად მეხებოდა. ოდნავ, მაგრამ მაინც ვგრძნობდი იმას თუ როგორ უხურდა ტუჩები. ნელ-ნელა მისი ტუჩების ტემპერატურა ჩემს შუბლზე გადმოვიდა. ნელ-ნელა მეც გავთბი, შემდეგ კი ნელ-ნელა ავხურდი. ორივე ხელი ჩაკიდული ჰქონდა და ასე მკოცნიდა. ვიგრძენი, როგორ შეისუნთქა ჩემი სურნელი, ჩემდეგ კი ერთი ნაბიჯით უკან წავიდა.
-ახლა კი აღარასდროს დამავიწყდები! შენი ნაზი და ქალური სურნელი დღეიდან ჩემი ფავორიტი გახდა. ნახვამდის, ტკბილო!- ეშმაკურად ჩაიღიმა და გასასვლელისკენ წავიდა.
გაუნძრევლად ვიდექი და იმ ადგილს ვაშტერდებოდა საიდანაც გაუჩინარდა. ახლა რა მოხდა?!
გაკვირვებულმა დავიწყე აქეთ-იქით ყურება. დაბნეული ვიყავი საშინლად. ამ... ხო...
მხრები ავიჩეჩე და ნახატებისკენ წავედი. გულმოდგინედ ვათვალიერებდი თითოეულ მათგანს და ნელ-ნელა ღიმილი მიფართოვდებოდა. ყოველი ახალი ნამუშევარი ახალ და სხვადასხვა გრძნობებს აღმოაცენდა ჩემში. ზოგი გაკვირვებას, ზოგიც გაოცებას, ზოგი ბედნიერებას, ზოგი რას და ზოგი რას. თითქოს ცალკე სხვა სამყაროში ვიმოგზაურე, სადაც ყველაფერი იყო შესაძლებელი.
-მართლა ლუ? აგიყვანეს? ვაიმე, როგორ მიხარია! ძლივს! ძლივს!- გავიგე როგორ წამოიყვირა ვიღაცამ. ამ ხმას მივყევი და პატარა ოთახში ამოვყავი თავი. მხოლოდ და მხოლოდ სამი ნახატი იყო ჩამიკიდული თეთრ კედლებზე.
შევიჭყიტე და დავინახე სამი გოგონა როგორ ეხუტებოდა ერთმანეთს. ერთ-ერთ მათგანს ვარდისფერი, ხვეული თმები ჰქონდა, მეორეს მოკლედ შეჭრილი, მესამეს კი მარჯვენა ხელზე, ხელის გულის საპირისპირო მხარეს ჩახლართული ტატუ ჰქონდა დახატული. სამივეს თვალები დახუჭული ჰქონდათ და ხმამაღლა იცინოდნენ. ჩამეღიმა. კედელს ვიყავი ამოფარებული და ისე ვადევნებდი მათ თვალს. მათ ბედნიერებას და მათ სიხარულს. იმხელა პოზიტივი მოდიოდა მათგან, რომ მეც გადმომედო. მეც მათ მსგავსად ფართო ღიმილი ავიკარი სახეზე. თითქოს მთელი სხეული სიხარულით ამევსო. თითქოს ამ გრძნობამ ჩემი ორგანიზმის ყველაზე შორეულ კუნჭულებშიც კი შეაღწია.
ნელ-ნელა დამშვიდნენ და თვალებიც გაახილეს. მაშინვე მე მოვხვდი თვალში. უხერხულად ჩავიცინე და კედლიდან გამოვედი.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?!
-ამ იცით..
*დავუბრუნდეთ აწმყოს*
ჩამეღიმა როგორც კი ის დღე ამომიტივტივდა თავში. მაშინ პირველად ვნახე და გავიცანი ჩემი გოგოები. იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი. სწორედ იმ დღეს აიყვანეს ლუც კომპანიაში.
2 კვირა გავიდა უკვე ჩემი და ბის საუბრის შემდეგ. არაფერი საინტერესო. როგორც ყოველთვის ჩემი ცხოვრება ისევ და ისევ რუტინულია. უბრალოდ ამ რუტინილობაში ერთი პატარა დეტალი დაემატა. დეტალი სახელად „ჩანიოლი". ნელ-ნელა გამოსწორების გზაზე დგას. ყოველ დღე შევდივარ და ვესაუბრები. არ ვურყოფ, მაქვს რაღაც გრძნობები მისდამი, მაგრამ არა! უნდა ამოვიგდო თავიდან აუცილებლად! ეს მისთვისვე იქნება კარგი! და სასიკეთო! შეიძლება ცოტა ეტკინოს, მაგრამ კარგად იქნება. არამგონია მსოფლიო დონის ვარსკვლავს ჩემნაირის დავიწყება გაუძნელდეს.
-როგორ ხარ, ექიმო დეი?- ოთახში ბის ძმა, ჯონგინი შემოდის და გვერძე მიჯდება. ცოტა ხნით ამ გადმოვიდა საცხოვრებლად. არ უნდოდა მშობლები შეეწუხებინა, ასე რომ...
-ექიმო... ჯონგინ, სახლში ვართ! უბრალოდ ადელაიდა, გთხოვ!
-კარგი მაშინ, როგორ ხარ ადელაიდა? არ გინდა?!- მიღიმის და კოკა-კოლაზე მანიშნებს
-არა... კარგად, მშვენივრად, უბრალოდ ჩავფიქრდი. შენ როგორ ხარ? რამე ხომ არ გაწუხებს? ან გტკივა?
-არა, არა! საუკეთესოდ ვარ! და იმედია ასე დიდი ხანი გასტანს. ჩანიოლს როდის გამოწერთ სახლში?
-დღეს საღამოს უნდა გამოვწეროთ, მაგრამ რეგულარულად მოგიწევთ ხოლმე მოსვლა.
-რა თქმა უნდა! რაზეა საუბარი! მთავარია ჯანმრთელობა!
-ძლიერები ხართ, ჯონგინ! მართლა...
-ალბათ. შეიძლება. ჩვენი ფანები. ისინი მართლა ძალიან ბევრს ნიშნავენ ჩვენთვის, დეი.
-მივხვდი და დამერწმუნე მთელი მსოფლიო მიხვდა.
-...
-ჯონგინ...
-გისმენ.
-დაბრუნდებით?
-სცენაზე?
-ჰო...
-არ ვიცი, დეი. ამ წამს და ამ წუთას ჯერ არ ვარ მზად. არც ფიზიკურდ და არც მორალურად. სხვებიც ასე იქნებიან. თუმცა ერთ დღეს, ღმერთმანი. შეიძლება კიდეც.
-როგორც თქვენ მოგინდებათ ბიჭებო. დარწმუნებული ვარ თუ არ დაბრუნდებით, კი არადა ვერ დაბრუნდებით ფანები გაგიგებენ. და არამარტო ფანები. მთელი მსოფლიო.
-მაგრამ საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია სხვაგან სადმე გესმის?! ვერსად ვერ ვხედავ საკუთარ თავს, გარდა სცენისა. ის გრძნობა, რომელიც მიპყრობს ცეკვის დროს; როდესაც სცენაზე ვდგავარ და ფანებს ვუყურებ. როდესაც მათთან მაქვს კავშირი. როცა ვმღერი. ეს გრძნობა, ენით აღუწერელია. ისეთია, რომ ვერც ვერაფერს შეადარებ.
ღიმილით ვუსმენდი მის საუბარს. მთელს გრძნობებს აქსოვდა თითოეულ სიტყვაში. ხელებით მიხსნიდა, თან უცნაურ მიმიკებსაც იღებდა.
-მიხვდი?- ბოლოს შემეკითხა და გადმომხედა.
-კარგად მივხვდი. შენი აზრით სხვებიც ასე ფიქრობენ?
-ვერაფერს ვიტყვი. სიმართლე გითხრა, იმ დღის მერე მათთან კონტაქტიც კი შევწყვიტე. იმ დღის მერე მათგან ერთი სიტყვაც კი არ გამიგია. ასე ექიმებისგან ვიცი როგორ არიან. პირადად კი...
-ხომ არ გეშინია?
-შეიძლება. არ ვიცი. უბრალოდ ის წუთები რომ მახსენდება... ის მომენტები და ის წამები. მათი სახეები. მათი რეპლიკები და ის თუ როგორ დაეცა ჩანიოლი უგონოდ. მახსენდება მისი სხეული, რომელიც მთლიანად გამურული იყო. მახსენდება, თუ როგორი თვალებით გამოვიდა. ხელში პატარა 5 წლის გოგონა ეჭირა. გათანგული და ტკივილით სავსე სახე ჰქონდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. როცა უკვე დარწმუნდა რომ უსაფრთხოდ იყო ის პატარა არსება, მხოლოდ იმის შემდეგ წაიქცა. როგორი გაფითრებული იყო. როგორი... აიშ! უბრალოდ ამის გასნება ძალიან ძნელია ჩემთვის. ალბათ სხვებისთვისაც. ვფიქრობ ცოტა ხანი უნდა დავისვენოთ. არამარტო kpop-გან, არამედ ერთმანეთისგანაც. უბრალოდ დავიღალეთ. დავიღალეთ ყველაფრისგან. ასე რომ...
-აი სად ყოფილ...- ოთახში ლუ შემოვიდა, მაგრამ როგორც კი ჯონგინი დაინახა უკან გაბრუნდა.
-ლუ!- ოთახში ქაის მკაცრი, დაბოხებული, სერიოზული, სევდიანი ხმა გაისმა- დარჩი! მე გავდივარ!- ფეხზე წამოდგა და ისე გავიდა ოთახიდან რომ ლუსთვის ერთხელაც არ შეუხედავს. ანალოგიურად ლუს. როგორც კი გავიდა ძველი, პოზიტიური ლუ დაბრუნდა და გვერძე ჩამომიჯდა. ზუსტად ჯონგინის ადგილას. ხელი გადამხვია და ყურში ჩამჩურჩულა.
-რას ეჭუკჭუკებოდი?
-აიშ! ლუ! არაფერს საინტრესოს!
-მაინც?
-იმას თუ როგორ არის და აპირებს თუ არა დაბრუნებას სცენაზე.
-და რაო?
-შენ თვითონ კითხე, ლუ!
-კარგი არ მინდა! არ მითხარ!- გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ხელები გადაიჯვარედინა.
-და მაინც რა მოხდა ასეთი თქვენ შორის?
-არაფერი ისეთი რომელიც ღირს სალაპარაკოდ. უბრალოდ მოხდა რაღაც, რისი დავიწყებაც ორივეს გვინდა.
-და როგორ გამოგდის?
-ამაზე სალაპარაკოდ არ შემოვსულვარ!- თავი აარიდა კითხვას და ამოიხვნეშა.
-აბა რა გინდოდა, ლუ?- სიცილით ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე.
-არაფერი. დამანებე თავი საერთოდ და კიდევ! არ შეგიძლია უბრალოდ მასზე აღარ მკითხო?- ფაქტიურად მიყვირა ლუმ და ფეხზე წამოიჭრა. გაკვირვებული მზერით შევხედე.
-არ შეუძლია! ნუთუ ასე გეზიზღები, ლუ, რომ ჩემი არსებობაც კი გაღიზიანებს?- ოთახში ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი ჯონგინიი შემოვიდა.
-სიმართლე გითხრა? ხო! ვერ გიტან და მეზიზღები! და კი! შენი არსებობაც კი მაღიზიანებს! ნეტა საერთოდ შეგხვედროდი, კიმ ჯონგინი! შოკოლადის ბიჭუნავ! ვერ გიტან!- დაუყვირა ლუმ და ოთახიდან გავარდა. გავიგე როგორ მიიჯახუნა სახლის კარები. ამოვიხვნეშე და ფეხზე წამოვდექი.
ჯონგინი თავჩარგული იდგა კარების ზღრუბლზე და ღრმად სუნთქავდა.
-და მაინც რა მოხდა თქვენს შორის, ჯონგინ?
-... არაფერი
დიდი ხნის პაუზის შემდეგ მიპასუხა და ოთახიდან გავიდა. ჩემი ოთახისკენ წავედი. ის-ის იყო კარები უნდა შემეღო, როცა სანა და ბი მხაარზე დამწვდა და ერთ-ერთის ოთახში შემიყვანეს.
-რა ხდება?- ვკითხე დაშოკილმა და ორივეს შევხედე.
-რა ხდება? ეს შენ გვითხარი, რა ხდება. ჯერ ლუმ იყვირა და სახლიდან გავარდა, შემდეგ კი ჯონგინმა ცრემლები გადმოყარა და დაგვტბორა- სიცილით იკითხა სანამ და თეთრ საწოლზე დაეშვა.
-ამ, ლუმ დაუყვირა ვერ გიტანო და სახლიდან გავარდა. შემდეგ ჯონგინი დაიგრუზა და მორჩა კინო!- ვუპასუხე სანას გვერძე მივუწექი.
-გასაგებია- ამოიხვნეშა ბიმ და გვერძე დამიწვა.
-დეი...
-გისმენთ
-მოგწონს?
-მგონი...
-და?
-არაფერი?
-ანუ დასრულდა?
-ანუ დასრულდა!
-ანუ ამის შემდეგ მას აღარ ნახავ?
-არა! თავს ავარიდებ. მეშინია...
-თავი რომ ვერ გააკონტროლო?
-ჰო...
-და რატომ?
-იცით მიზეზი
-ვიცით! მაგრამ მარტო მაგიტომ უნდა ჰკრა ხელი მას?
-კი!
-და რომ ეტკინება?
-გადაიტანს!
-და რომ ვერ დაგივიწყებს!
-არაუშავს ჩამანაცვლებს ვინმე სხვით! არავინ და არაფერი შეუცვლელი. მზესაც კი ანაცვლებს მთვარე და პირიქით!
-და მისთვის შენ რომ ჩაუნაცვლებელი აღმოჩნდე?
-მაშინ ივლის მთელი ცხოვრება მარტო და ეს იქნება!
-რა ბოროტი ხარ, დეი
-ვცდილობ!
-დეი, ჩვენ ხომ ერთად ვიქნებით?
-არ ვიცი...
-და შენი თავი რომ წაგვართვან?
-მოგიწევთ დამივიწყოთ და სიცოცხლე განაგრძოთ!
-ასეთი ცუდია იქაურობა?
-გგონია იხუთები და ვერ სუნთქავ! კვდები! შეზღუდული ხარ! უბედური! და ხარ მარტო! ჩემს შემთხვევაში კი ის ემატება, რომ მე მისი შვილი ვარ...
~
ცხელი წყლის ჭავლი ქვეშ ვდგავარ და როგორც ყოველთვის ვცდილობ დავმშვიდდე. ვცდილობ მოვდუნდე და ამ სამაყაროს სულ რამდენიმე წუთით მაინც მოვწყდე. წყლის წვეთები ქაოსურად ეცემა ჩემს სუსტ სხეულს. თითოეულ წვეთს ვგრძნობ. ვგრძნობ, როგორ ეხებიან ჩემს სხეულში და შემდეგ გზას დაბლა მიიკვლევენ.
ცხელი წყალი გამოვრთე და პირსახოც შემოხვეული გამოვედი ჩემს ოთახში. სარკის წინ დავდექი და საკუთარ ანარეკლს დავაკვირდი. ღია თეთრი კანი და შავი გრძელი თმები მთლიანად წვეთებით მქონდა დაფარული. მალევე სხეული შევიმშრალე და
კარადა გამოვაღე. შავი მოკლე ქვედაბოლო ამოვიცვი და შავი ბიუსჰალტერიც მოვირგე. ნელი ნაბიჯებით მივედი სარკემდე, რომელიც ფაქტიურად მთელ კედელს ფარავდა. მხრებში გავსწორდი, მკერდი წინ გამოვწიე, თავი გვერძე გადავაგდე და საკუთარი სხეულის კიდევ ერთხელ შესწავლა დავიწყე. არც თუ ისე მაღალი ვიყავი. თუმცა გამხდარი. სუსტი. ლავიწები ლამაზად მქონდა გამოკვეთი და ჩემს გრძელ კისერთან ულამაზეს თანწყობას ქმნიდა. შავი ბიუსჰალტერი და შავი ქვედაბოლო განსაკუთრებით გამოკვეთდა ჩემი სხეულის ფერს.
ისევ კარადისკენ წავედი და შავი ნახევრად გამჭვირვალე პერანგი მოვირგე. სავარცხელი მოვიქციე ხელში და ჩემი თმების დავარცხნას შევუდექი. წელამდე მწვდებოდა ეს შავი ლოკოკინები. ცხენის კუდად შევიკარი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ უნაკლოდ ვიყავი გამოწყობილი. მიყვარდა წესრიგი. არ შემეძლო, რაიმე არ მქონოდა თავის ადგილას. ვერ ვიტანდი, როდესაც ოდნაც მაინც მქონდა შეცდომა დაშვებული სადმე, განსაკუთრებით ჩემს გარეგნობაში. გარეთ გავიხედე. ციოდა. უკვე ზამთარი იყო. ამიტამაც შავი გრძელი მანტო შემოვიცვი და გარეთ გამოვედი. სახლში სიჩუმე იყო. როგორც მივხვდი ყველა გაკრეფილიყო გარეთ. გასაღები ავიღე, ბათინკებში ფეხი ჩავდგი და გარეთ გამოვედი. კარები ჩავკეტე და მანქანისკენ წავედი. ჯერ ჩენუ ზურგჩანთა, რომელშიც ჩემი უნიფორმა იდო, შევდე, შემდეგ კი მეთვითონ ჩავჯექი.
მალევე საავადმყოფოს წინ ვიდექი, კარები შევაღე და შევედი.
-ექიმი დეი, მოვიდა!- როგორც ყოველთვის ჩემმა უფროსმა წამოიძახა და გაადამეხვია.
-უფროსო!
-დეი! მასწავლებელი! მ.ა.ს.წ.ა.ვ.ლ.ე.ბ.ე.ლ.ი!
-კარგით, კარგით! გასაგებია!
-დღეს შენი ბიჭი უნდა გავწეროთ! ღელავ?
-პირველი: ჩემი ბიჭი არ არის. მეორე: რატომ უნდა ვინერვიულო? ერთი უბრალო პაციენტია და ვსო. მეტი არაფერი!
-უბრალო პაციენტი? დარწმუნებული ხარ, დეი?
-სავსებით!
-გიხდება ქვედაბოლო!
-ჰეჰ! მადლობა, უფ.. უი, მასწავლებელო!
-ჩემი ჭკვინ...
ღიმილით მეუბნებოდა და ხელს თმაზე მიტარებდა, მეც სულელივით ვიღიმოდი. ამ დროს კი ყვირილის ხმა შემოგვესმა მიმღებში. გაკვირვებულებმა შევხედეთ ერთმანეთს და პირდაპირ იმ ადგილისკენ წავედით.
ქერა, დაბალი ექთანი სადღაც 28 წლის შავებში გამოწყობილ მამაკაცს კედელთან ჰყავს მიმწყვდეული და რაღაცას უყვირის. ისიც შეშინებული დაბლა იყურება. ვხედავ, როგორ ფარავს მის სახეს ნელ-ნელა ცრემლები, კაცი კი ცოტაც და დაარტყამს.
-ეს რა არის?- მკითხა უფროსმა და ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო.
-მაგას ვანახებ როგორ უნდა გოგონას ასე დამცირება!- მათკენ გავიწიე, მაგრამ უფროსის ხელმა შემაჩერა.
-დაცვაც ჰყავს შენობას. ასე რომ. გაჩერდი.
-არა! არ შემიძლია! ვერ ვუყურებ ამ უსამართლობას! უკაცრავად, მასწავლებელო!
მტკიცედ ვუთხარი, ხელი მოვიშორე და მათკენ წავედი.
-უკაცრავად! ბატონო!-ხელი მხარზე დავუტყაპუნე და ხმა დავიწვრილე.
-შენ რაღა გინდა! წადი და შენს საქმეს მიხედე რა , ლაწირაკო!- ირონიულად მომიგდო ეს სიტყვები და ისევ ექთან გაუბრუნდა. ჰაჰ!
-უკაცრავად ბატონო, მაგრამ ეს საავადმყოფოა. აქ ავადმყოფობები არიან, თქვენი ყვირილით კი მათ აშინებთ. იძულებული ვარ, მოგიწოდოთ დამშვიდებისკენ და ტერიტორიის დატოვებისკენ.
მთელი სხეულით ჩემსკენ შემობრუნდა, ხელები ჯიბეში ჩაიწყო და ინტერესით სავსე მზერით შემათვალიერა.
-ჰაჰ, ადელაიდა! სულ არ შეცვლილხარ, პატარავ!- მისი საზიზღარი თითები ჩემს მკლავს შეახო და თითი დაბლა ჩააცურა.
-უკაცრავად? გიცნობთ?
-ანუ დაგავიწყდა როგორ მითხარი სამჯერ უარი? როგორ არ მოხვედი პაემანზე და ამით მეც და მთელს ჩემს ოჯახს შეურაცყოფა მოგვაყენე!
-ჰაჰ! როგორი ღორი და გამოტვინებული იყავი, ისეთიც დარჩი. ეს რა არის? როგორ გეკადრება „შენნარი ოჯახის წარმომადგენელს" ასეთი რამ? ნახე როგორ კანკალებს! სირცხვილი!
-შენ ვინ გეკითხება ერთი? თუ ასე ჩემი ყურადღების მიქცევა გინდოდა პატარავ, მაინც მოგაქცევდი ყურადღებას. ერთი შეხედე საკუთარ თავს, როგორ ლამაზად და სექსუალურად გამოიყურები. მოკლე ქვედაბოლო და ნახევრად გამჭვირვალე პერანგი? მომწონს, მომწონს!
-ფუ! მეზიზღები! როგორი ამაზრზენი ხარ?
-ალბათ ბევრი ბიჭი ააგდე, არა? ალბათ მდიდარი ბიჭუნაც გყავს ხელში ჩაგდებული!
-როგორ?
-რა? აბა აშკარად არ ცხოვრობ ღარიბულად! არამგონია შენით მიგეღწია ყველაფრისთვის!
ნაგლურად მითხრა და თითი ლოყაზე ამიტარა.
-მომაშორე შენი ჭუჭყიანი ხელები!- ხელი ვტაცე და გავაშვებინე.
-ოჰოჰო, როგორი ცივები ვართ!- მან მაინც არ დაიშალა თავისი. გაბრაზებულმა თითში ხელი ვტაცე და სწრაფად შემოვაბრუნე ჩემსკენ ზურგით.
-ახლაც ხარ ლაპარაკის და ყვირილის ხასიათზე, მისტერ „მე მამიკოს ბიჭი" ვარ?
-კი!- ჩაიცინა და ახლა უვკე მან შემაბრუნა. კედელზე მიმაჯახა და ერთი-ორად შეამცირა ჩვენს შორის მანძილი.
-ანუ ძალიან მამაცები ვართ, ჰო?
-იდიოტი ხარ!
-და?
-და? მეცოდები!
-შენ? მე? ჰაჰ, როგორ ცდები, პატარავ! - თითი ცხვირზე დამიტყაპუნა და კიდევ უფრო ახლოს მოწია თავი. გვერძე გავიხედე და თვალები მჭიდროდ მივაჭირე ერთმანეთს. აი, ადელაიდა! რა იცის ბევრმა ლაპარაკმა! მშვენიერია! აიშ! მხოლო მე თუ დამემართებოდა ასეთი რამ!
-როგორ ბედავ!- გავიგონე როგორ დაიღრიალა ვიღაცამ. ჩემს წინ მდგარმა ბიჭმა სწრაფად გაიხედა მისკენ.
წამებში ვიგრძენი, როგორ მომაშორს ეს ნაგავი და როგორ დავრჩი ასე მიკრული კედელზე. ნელ-ნელა გავახილე თვალები. თავიდან გამიჭირდა რამის გარჩევა, შემდეგ კი დავინახე თუ როგორ ეგდო უგონოდ ის დეგენერატი და როგორ ურტყამდა მთელი ძალით გამწარებული ჩანიოლი.
-ჩანიოლ!- დავიყვირე და მისკენ გავიქეცი. ხელი მხარში მოვკიდე და უკან გამოვწიე. გაკვირვებულმა შემომხედა. მის თვალებში ძალიან დიდ ბრაზს ამოიკითხავდით. ცოტაც და იმ ბიჭს მართლა მოკლავდა. როგორც კი მე დამინახა მაშინვე დამშვიდდაა. მისი ასეთი ცივი მზერა ეშმაკუნებმა ჩაანაცვლეს.
-ადელაიდა...
-ჰეი
წყნარად ვუთხარი და მისი ხელი- ხელში მოვიქციე. გავიგე, როგორ დაიყვირა ჩემმა უფროსმა „დაცვა", თვალი მოვკარი თუ როგორ გაათრიეს პალატებისკენ. ბუნდოვნად ვარჩევდი მას, რადგანაც მთლიანად ჩანიოლით ვიყავი გართული. გართული მისი ულამაზესი თვალებით და სახით, რომელზეც ფერი არ ედო. დავიანახე, როგორ ჩამოუგორდა თმებიდან ოფლის წვეთი და როგრო დაეცა ძირს. ნელ-ნელა მზერა მის ხელის გულებს მივაბყარი.
-ღმერთო! ჩანი! შენი ხელები!- სახესთან ახლოს მივიტანი და დაკვირვება დავიწყე. ვგრძნობდი თუ როგორ მიყურებდა. ავიხედე და მის ფართო ღიმილსაც წავაწყდი.
-წამო!- ხელი ჩავკიდე და პალატისკენ წავიყვანე. ფარდა გადავწიე და საწოლისკენ ვანიშნე. ისიც მორჩილად დაჯდა და ხელი გამოწია.
-კარგად ხარ?- მთელი ინტერესით ვკითხე და თვალებით საჭირო ნივთების ძებნა დავიწყე.
-წამო სახურავზე!
-მოიცა გადაგიხვევ და მერე!
-არა, უარს ვამბობ! თუ არ წამომყვები სახურავზე მაშინ არ მოგცემ საშუალებას მიმკურნალო!
შევჩერდი და შევხედე. ჯიუტი სახით მიყურებდა, ხელიც ზურგს უკან ჰქონდა დამალული!
-ჯანდაბა, პარკ!- ღიმილით წარმოვთქი ეს და ბინტები ერთ ჩანთაში ჩავყარე.
-წავედით?- გამომიცხადა და ფეხზე წამოდგა.
-წავედით!
ვუთხარი, ხელი ჩავკიდე და სახურავისკენ წავიყვანე. მალევე ჩვენს წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა.
ცაზე უშველებელი და ულამაზესი მთვარე იყო გამოკიდული. მბრძანებელივით ჩანდა ვარსკვლავებით გადაჭედილ ცაზე. აქა-იქ ღრუბლებსაც შეამჩნევდით, მაგრამ იმდენად პატარები და იმდენად მინიმალური იყო მათი რაოდენობა, რომ არც კი ღირდა მასზე ყურადღების გამახვილება. საავადმყოფო, როგორც ყოველთვის ულამაზესი და მაღალი შენობებით იყო გარშემორტყმული. იქვე ჩამოვჯექით, გვერდი-გვერდ და ორივემ ერთად ამოვიხვნეშეთ.
-ახლა კი ხელი მომეცი!
-დიდი სიამოვნებით- მითხრა ღიმილით და ხელიც გამომიწოდა.
-არ იყო საჭირო ჩემი დაცვა, ჩანიოლ!- ვუთხარი წყნარად და სპირტი ხელზე წავუსვი.
-იყო! იყო საჭირო, ადელაიდა! შენ არ ხარ სუპერგოგონა რომ ყველაფერი შეძლო! ასე რომ...
-ეგ მართალია, მაგრამ მაინც! არ ღირდა ეს შენ ჯანმრთელობად!
-ნუ მაბრაზებ! რას იძახი? რა თქმა უნდა ღირდა.
-ახლა ფიქრობ ასე, მაგრამ აი ნახავ რომ გეტკინება სულ დაგავიწყდება რისთვის ან თუნდაც ვისთვის გააკეთე ეს- ვუთხარი და გავუღიმე.
-არამგონია- მითხრა წყნარად და მანაც გამიღიმა. უპასუხოდ დავტოვე მისი ნათქვამი, ტუჩები წინ წამოვწიე და სული შევუბერე.
-მაინც რა ლამაზია!- წყნარად გავაჟღერე ეს სიტყვები, როგორც კი მთვარეს გავხედე.
-გეთანხმები! ულამაზესი!- მითხრა ჩანიოლმა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.
-მე ხედი ვიგულისხმე!
-მეც!
-მთვარე!
-მე შენ გიგულისხმე!- აღიარა და ღიმილი გაუფართოვდა. თავი გავაქნიე და ხელი გადავუხვიე.
-აი მზად არის!-ვუთხარი და თვალებით ხელზე მივანიშნე.
-მადლობა, ექიმო დეი!- მითხრა წყნარად და ხელს დახედა.
-გაიზარდე დიდი ბიჭი- სიცილით ვუთხარი, ნივთები ჩანთაში ჩავყარე და ფეხზე წამოვდექი.
-საით?- გაიკვირვა და ხელი ხელზე ჩამკიდა. შევხტი და გავხედე. ჯერ მას შემდეგ კი ჩვენს ხელს დავხედე, რომელიც ერთმანეთში იყოგადახლართული. რაღაცნაირმა გრძნობამ მოიცვა ჩემი სხეული. ვერ აგიხსნით. უცნაურმა და ჩემთვის ზედმეტად უცნობმა.
ვიგრძენი როგორ მომეფერა მისი ცერა თითით ხელზე. ავხედე. მიღიმოდა. ფართოდ მიღიმოდა.
-ამ...
-დარჩი!- მითხრა მტკიცედ და უკან გამომქაჩა. მეც ადგილზე დავჯექი უხერხულად და წინ გავიხედე. ზამთრის სუსხი ვიგრძენი. სიცივე, რომელიც მთელს ქალაქში გაბატონებულიყო. ცივმა ქარმა დამიბერა და ცხენის კუდი ამიფრიალა. სასიამოვნო სიგრილე იყო. ვიღაც იტყოდა კიდეც, რომ ციოდა, მაგრამ არა მე. მიყვარს ეს სიცივე. ეს სუსხი. ეს ქარი. და ეს ყველაფერი. სიცივე, რომელიც ძვალ-რბილში ატანს. რომელიც დაუსრულებელია. გგონია ცივ, ყინულებიან აუზში ჩაგაგდეს. ბეწვი გეშლება და გბურძგლავს. კანქვეშ პატარ-პატარა ბურთულები გიჩნდება. ეს იმის ნიშანია, რომ შეგცივდა. ხელებს ერთმანეთს უსმევ და პირთან მიგაქვს. თვალები გეწვის და ცხვირი გიწითლდება.
-ხომ არ გცივა?- მეკითხება ჩანიოლი და რამდენიმე წამის წინ გაბატონებულ სიჩუმეს არღვევს ჩვენს შორის.
-არა, არა! მიყვარს სიცივე!
-გამოვიცნო მთვარეც!
-კი! მიყვარს!
-გადაშლილი წიგნივით ხარ ჩემთვის, ადელაიდა!
-ცდები!
-არამგონია...
-დამერწმუნე ცდები. არ ვარ მე ჩვეულებრივი გოგონა.
-და მაგას ვინ ამბობს? პირიქით, რაპუნცელ! ყველაზე არაჩვეულებრივი ხარ, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ. ყველაზე განსხვავებული.
-და კარგია როო განსხვავებულობა? ხომ არ ჯობია ყველას ჰგავდე და არ გამოირჩეოდე. ასე ხომ არაც არავინ გაგაკრიტიკებს. არავინ არ განგსჯის და ყველასთვის მისაღები იქნები.
-აჰ! არა! მე ისეთი მომწონხარ როგორიც ხარ, რაპუნცელ. ჩემი რაპუნცელი ხარ! ჩემი!
-ძალიან წახვედი ოცნებებში, ჩანიოლ!
-არა! რატომ! ხომ გითხარი რომ დადგება დღე როცა დავბრუნდებოდი და როცა ისევ გნახავდი. გახსოვს 5 წლის წინ ჩვენი შეხვედრა? ახლაც კი მახსოვს შენი სურნელი. ჩემი ფავორიტი სურნელი. ყოველ ღამე შენზე ფიქრში ვიძინებდი. თუ როგორ გნახავდი ისევ და როგორ ჩავიძირებოდი შენში. თუ როგორ დავთვრებოდი შენი სურნელით. გიჟურად ხომ არ ჟღერს, რაპუნცელ?
-სულ ცოტათი! ისევე როგორც 5 წლის წინ...
-რაპუნცელ! რაპუნცელ! გიყვარს დილით ვარჯიში?
-საკმაოდ! რა იყო?
-არაფერი! მეც ძალიან მიყვარს! იცი უკვე 5 წელია ერთი და იგივე მიმართულებით დავრბივარ. იცი სად მთავრდება ჩემი მარათონი? იცი რა ლამაზი ადგილია? აი ულამაზესი! შემაღლებული ადგილია, ერთ სკამეიკაა და მთელი ქალაქი ხელის გულზე ჩანს! მაგრამ ეს არ არის მთავარი! იქ ერთი გოგონაა... შენნაირი გრძელი თმები აქვს, ულამაზესი შავი თვალები, წითელი ტუჩები, ღია კანი, მოცუცქნული ცხვირი, სუსტი, გამხდარი სხეული და შენნაირად პატარაა. ზუსტად შენნაირი დაბნეული თვალები აქვს, როცა მხედავს. აი ზუსტად ისეთი როგორიც ახლა შენ გაქვს, მშვენიერო!
-შენ...
-მე...
-შენ...
-მე...
-ჩემი უსახელო მორბენალი ხარ?
-უსახელოს რა გითხრა? მაგრამ შენი, კი ბატონო.
-გასაგებია- ჩავილაპარაკე და თავი ჩავქინდრე.
-დავინახე, რაპუნცელ!
-რა დაინახე?
-როგორც ჩაიღიმე!
-არ ჩამიღიმია!
-როგორ არა!
-არა!- თავი ავწიე და პირდაპირ მას შევხედე.
-არა? შენ იცი რა ემართებათ მატყუარებს?
-ცხვირი ეზრდებათ?
-ნწუ. ნუ ეგეც, მაგრამ არა შენს შემთხვევაში!
-აბა?
-სჯიან!
ჩაიცინა და ჩემსკენ გადმოიწია. არსაიდან და ამავდროულად ყველა მხრიდან დაუბერა ქარმა და მისი ვარდისფერი თმები, რომლის ძირებში უკვე მუქი ყავისფერი მოჩანდა, აუბურდა. ჩამეღიმა, როგორც კი შევამჩნიე, როგორ ჩაიღიმა ამ ფაქტის გამო. რამდენჯერმე დაახამხა თვალები. თვალი მის წამ-წამებს მოვავლე, რომელიც ერთმანეთში ძალიან ლამაზად ჯდებოდა. სახეზე ემჩნეოდა თუ როგორ ღელავდა. ვხდებოდი თუ როგორ ძლიერ მოვწონდი. ამას მის თვალებში ვკითხულობდი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად ანათებდნენ. მთვარის შუქი ამ ყველაფერს კიდევ უფრო სხვანაირს, ჯადოსნურს, მომხივლელს ხდიდა. უკნიდან ურტყამდა მას, ამიტომაც ვერ ვარჩევდი მის ნაკვთებს. მაგრამ აი ჩემსას ის დეტალურად ხედავდა. ვხდებოდი, რადგანაც ვგრძნობდი თუ როგორ ურცხვად დასრიალებდა მისი თვალები ჩემს კანზე. თუ როგორ შეისწავლიდა ჩემს თითოეულ ნაკვთს. დავინახე, როგორ დააშორა ტუჩები, ვფიცავ მისი ცხელი სუნთქვაც კი ვიგრძენი გაციებულ და გაყინულ კანზე. თვალი მისი ტუჩებისკემ გავაპარე. ულაზესი ფორმის ჰქონდა. მსხვილი და წინ გამოწეული. მზერა ნელ-ნელა მაღლა ავიტანე. პირველი მისი ხალი დავინახე, რომელიც ყოველ ჯერზე, როგორც კი მას დავინახავდი, ასე ძლიერ მხიბლავდა. მალევე მზერა მის მზერას გავუსწორე. უდიდეს სითბოს ასხივებდა თვალებიდან. ბავშვური იყო მისი თვალები. ბავშვური, მაგრამ მაინც ძალიან მამაკაცური. სექსუალური. ისეთი, რომ გაგიჭირდებოდათ რამისთვის შეგედარებინათ. უბრალოდ კონტრასტული იყო ეს ბიჭუნა. მისი მოუსვენრობა, რომელსაც ხშირად ამოიკითხავდით ხოლმე მის მზერაში, სადღაც გაქრა. მის ადგილზე რაღაც ამოუცნობი, მომაჯადოვებელი და შემბოჭველი გაჩნდა. ისეთი, რომ გაგყინავდათ ერთ ადგილას და არ მოგცემდათ საშუალებას გემოძრავათ. ისეთი, რომელიც მოძრაობის უნარს წაგართმევდათ. ისეთი, რომ გაიძულებდათ მხოლოდ და მხოლოდ მისთვის გეყურებინათ და მხოლოდ და მხოლოდ ის ყოფილიყო თქვენი ყურადღების, ინტერესის ობიექტი.
შევამჩნიე თუ როგორ ჩაიცინა, როგორც კი ჩემი მზერა შეამჩნია საკუთარ ტუჩებზე. ნელ-ნელა თავი უფრო და უფრო ახლოს მოჰქონდა. მალევე კი საკუთარ ტუჩებზე, რაღაც ფუმფულა ვიგრძენი. ვიგრძენი თუ როგორ მომაბჯინა ვიღაცამ მისი ტუჩები. ტუჩები, რომელიც ძალიან, ძალიან ფუმფულა და ძალიან ახურებული იყო. თავში მაშინვე ჩვენი პირველი შეხვედრა ამომიტივტივდა. გამახსენდა თუ როგორი გახურებული ჰქონდა მაშინაც ტუჩები და როგორი ცივი მქონდა მე შუბლი. როგორც მაშინ, ახლაც მისი ტემპერატურა ჩემზეც გადმოვიდა.
მხოლოდ და მხოლოდ მის დახუჭულ თვალებს ვუყურებდი. როგორც კი კარგად გავიაზრე თუ რა ხდებოდა, მეც დავხუჭე თვალები. მეც გადავეშვი უსასრულობაში. უსასრულობაში, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ მას ვხედავდი. მას ვგრძნობდი და მისი მესმოდა. ვფიცავ, თითქოს დრო გაიყინა. თითქოს დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა, ყველაფერი გაჩერდა. ყველა მიჩუმდა. ვეღარც იმ ცივ ნიავს ვგრძნობდი, რომელიც ხშირად მელამუნება ხოლმე სახეზე. ვეღარც მანქანების ხმა მესმოდა და ვეღარც მთვარირ სინათლე აღწევდა ჩემამდე. ასე მოჯადოვებული ვიჯექი ერთ ადგილას და ვცდილობდი, მაქსიმალურად ვცდილობდი, მისი ტუჩების გემო, ტემპერატურა, მისი სურნელი დამემახსოვრებინა. თითოეული წამის დამახსოვრებას ვცდილობდი.
მალევე სიცარიელე ვიგრძენი. მალევე ვიგრძენი ის ცივი ქარი სახეზე, რომელმაც რამდენიმე წამის წინ ჩემს წინ მჯდომ ბიჭუნას ვარდისფერი თმები აუბურდა. თვალები ერთი-მეორეს მიყოლებით გავახილე, თუმცა ერთადერთი რაც დავინახე და მანათობელუ მთვარე იყო. ფეხზე წამოვდექი იმის იმედად, რომ სადმე მაინც მოვკრავდი მას თვალს, მაგრამ არ გამომივიდა. ჯერ მარჯვნივ, შემდეგ კი მარცხნივ გავიხედე, მაგრამ ვერაფერი დავინახე გარდა უშველებელი მთვარისა და მაღალი შენობებისა. ადგილს დავუბრუნდი. დაბნეული დავჯექი და საკუთარ თავში ჩავიკარგე.
ვიგრძენი თუ როგორ დამისველდა თმები, თუ როგორ დამისველდა სამოსი. ვიგრძენი თუ როგორ მეცემოდა წვიმის წვეთები ერთი მეორეს მიყოლებით. მალევე მთლიანად გალუმპული ვიჯექი შენობის სახურავზე. მარტოდმარტო. როგორც ყოველთვის ისევ მე დავრჩი. მარტო მე და მთვარე, რომელიც მამხნევებდა და ბოლომდე ჩემთან იყო. დავინახე როგორ გაიელვა. მალევე მას აბობოქრებული ღრუბლების ხმა მოჰყვა. გაწვიმდა. გაწვიმდა. უფრო ძლიერ გაწვიმდა. და ჩემი სახეც ნელ-ნელა, ერთ-მეორეს მიყოლებით დაფარა წვიმის წვეთებმა. მაგრამ ვის ვატყუებ. არც კი ვიცი, ეს წვიმის წვეთები თუ ჩემი თვალიდან გადმოვარდნილი ცრემლები იყო.

ჩემო შოკოლადებო <3 როგორ ხართ <3 დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ვარ <3 5 აგვისტო <3 გილოცავთ, exo-l <3 მართალია ჯერ არ ვარ „სტაჟიანი" ფანი და ისეთი გაცნობიერებული, როგორც სხვები, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხართ თქვენ და რაღა თქმა უნდა EXO. ბიჭების მილოცვამ „დამშოკა". ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ. დაე, კიდევ არაერთი წარმატებისთვის მიგვეღწიოს, როგორც უბრალოდ , პირად ცხოვრებაში „ჩვენი სახელით" და ასევე, როგორც exo-l. დარწმუნებული ვარ წინ კიდევ უამრავი ძალიან მაგარი დღე გველის, ჩვენს ბიჭებთან ერთად.
ესეც მე-3 თავი. იმედია მოგეწონათ <3 აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი ჩემთვის, ჩემო შოკოლადებო <3 თუ მოგეწონათ vote and comment <3 მიყვარხართ <3

27.XI (დასრულებულია)Where stories live. Discover now