Happy New Year (8)

700 55 47
                                    

ზამთრის ცივი ჰაერი კანზე მელამუნება და სასიამოვნო გრძნობას მიტოვებს. ვგრძნობ, როგორ მაქვს აწითლებული ლოყები და ცხვირი. მეღიმება, როგორც კი ცივი ქარი უკან მიყრის მუქ, შავ გრძელ თმას. ერთი, ორი სამი... ერთ-მეორეს მიყოლებით ვახებ ფეხებს სველ ბეტონს და წინ მივრბივარ. მუსიკა ხმამაღლა ისმის ჩემს ყურებში. არ დაგიმალავთ, ვცდილობ კიდეც მუსიკასთან თანწყობით ვირბინო. ჩემი ფეხების მოძრაობა მუსიკას ავაყოლო და ესე მივრბოდე. ერთ მუსიკას, მეორე ცვლის. ბგერები ერთი მეორეს მიყოლებით ისმის ჩემს ყურებში და ამ ყველაფერს უფრო ამაღელვებელს ხდის. სუნთქვა როგორც ყოველთვის საშინლად მაქვს აჩქარებული. როგორც ყოველთვის გული გამალებით მიცემს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი სისხლით მოამარაგოს ჩემი სხეული. არ ვჩერდები. მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვა უკვე საკმაოდ მაქვს გაძნელებული, მაინც არ ვჩერდები. მივუყვები ბილიკს და ფიქრებში გართული მივრბივარ ჩემი ადგილისკენ.

მივაღწიე და ფართო ღიმილით შევეგებე ქალაქს. გემრიელად მოვთავსდი სკამეიკაზე და ქალაქს გადავხედე. უკვე გადათეთრებულ ქალაქს. სახლის სახურავები... ისინი ისე ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. თოვლის ფანტელებს თამამად ჰქონდათ დაკავებული ადგილი და ასე ლამაზ ერთიანობას ქმნიდნენ.საათი 07:28 მიჩვენებს. ნელ-ნელა გულიც დამიმშვიდდა და თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ფეხი ფეხზე გადავიდე, ხელები გადავიჯვარედინე და ასე მოვავლე თვალი გაფორმებულ სეულს. საახალწლო სათამაშოებითა და ნაძვის ხეებით იყო სავსე ქალაქი. იქვე, სადღაც საახალწლო ბაზარსაც იპოვიდით. ყინულსაც, საციგურაოდ და რაღა თქმა სანტა კლაუსები. როგორ შეიძლება მათი დავიწყება?! ისინი ხომ ყოველ კუთხე-კუნჭულში იყვნენ და გამვლელებს ფოტოს სთავაზობდნენ, ფულის სანაცვლოს. ზოგი თანახმდებოდა, ზოგიც უბრალოდ ცივად აუვლიდა გვერდს და არც კი მიაქცევდა მის ამ შემოთავაზებას ყურადღებას. შეიძლება თავში გაევლოთ ის, რომ თუ რა საცოდაოები იყვნენ იქ მდგარი ადამიანები. ჩაეღიმებოდათ და თავიანთ საქმეს მიუბრუნდებოდნენ. უკან კი პურის ფულისთვის მომუშავე „სანტა კლაუსი" დარჩებოდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იდგა -10 გრადუს ყინვაში, რომ შვილისთვის საჩუქარი მაინც ეყიდა. მცირედი, მაგრამ მაინც... ღრმად ამოვისუნთქე და გვერძე გავიხედე. მივაჩერდი ადგილს, საიდანაც ჩემი უსახელო მორბენალი მორბოდა. ჩამეღიმა, როგორც კი მისი სხეული, შენიღბული სხეული წარმომიდგა თვალწინ. ჩამეღიმა, როგორც კი თვალწინ დამიდგა ის, თავის სპორტულ სამოსში. მისი ღრმა, მძიმე სუნთქვა და წვეთები, რომელიც მის კისერსა და შუბლს ფარავდა.

27.XI (დასრულებულია)Where stories live. Discover now