*flashback*
ოდნავ თუ აღწევდა მზის სხივები ოთახში. ნაცრისფერ ოთახს აფერადებდა და მაქსიმალურად ცდილობდა სიცოცხლე მიეცა მისთვის. უკანასკნელი ძალებით ცდილობდა, რომ გაფერადებულიყო და აღარ ყოფილიყო იმდენად დეპრესიული, რამდენადაც ის რეალურად იყო. ნაცრისფერ ოთახს, აქა-იქ „სკოჩით" მიწეპებული ქაღალდები ამშვენებდნენ, რომელზეც ქაოსურად იყო გამოსახული ნოტები. აქა-იქ სიტყვებიც იყო მიჯღაპნილი. იქ, სადღაც მარჯვენა კედელზე ასევე ნაცრისფერი საათი ეკიდა, რომელიც გაბმულად და პერიოდულად წიკ-წიკებდა. ხმას გამოსცემდა და გახსნებდა, რომ დრო ისევ და ისევ მიდიოდა; რომ სიცოცხლე კვლავ არსებობდა; რომ დედამიწა კვლავ ბრუნავდა.
მალევე სხეეულზეც ვიგრძენი ეს მწველი სხივები. ნელ-ნელა მაღლა და მაღლა ამოდიოდა და როგორც კი ჩემს თვალებს ამოაღწია, შეუბრალებლად გამაღვიძა. ზანტად გავახილე თვალები და ჩემს უსიცოცხლო, ზედმეტად „კრეატიულ" ოთახს თვალი მოვავლე და ღრმად ამოვისუნთქე. არაფერი განსაკუთრებული. ისევ და ისევ ლამაზად დაწყობილი ნივთები და მოუწესრიგებლად მიყრილი ჩემი ნოტები. თამამად შევახე ტერფები ცივ იატაკს და ფანჯრისკენ წავედი. ზამთარი დგებოდა. ნოემბერი იწურებოდა. ხეები უკვე გაშიშვლებულიყვნენ, ისევე როგორც მიწა. აღარც ჩიტები ჭიკ-ჭიკებდნენ და ამ ხმით გატკბობდნენ. მხოლოდ და მხოლოდ ჩემს აივანთან ჩამომჯდარი მტრედი მგვრიდა ღიმილს. ღრმად, არა, ძალიან ღრმად ამოვისუნთქე და შიშველი ტერფებით სარკის წინ დავდექი. 18 წლის მოზარდი თამამად ვათვალიერებდი საკუთარ ანარეკლს სარკეში. შევყურებდი ჩემივე ზედმეტად იდიალურ სხეულს. არანაირი ზედმეტი წონა. ნავარჯიშები სხეული და ჩამოსხმული კიდურები.
-ქალბატონო!- ოთახში იმ წამს შემოსულმა, 25 წლის მოახლემ თავი დამიკრა და ღიმილით მომახსენა.
-დედათქვენი დაბლა გელოდებათ.
-კარგი. უთხარი, რომ 5 წუთში მზად ვიქნები.

YOU ARE READING
27.XI (დასრულებულია)
Fanfiction-No matter what, we'll be together forever! -But if one of us lose hope? If one of us just stop fighting? And just give up! -Then I will hold your hand stronger. -Why? - Because I am totally fall in love with you. Because you are my universe! Beca...