რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ, ტაშის ხმა ისმის მიტოვებულ შენობაში. ნელი, მაგრამ მკაფიო ტაშის. მეღიმება და უკან ვბრუნდება. ვხედავ მას. როგორ მოდის ჩემსკენ და როგორ მიკრავს ტაშს პარალელურად. თამამი, ამაყი ნაბიჯებით მიახლოვდება და ბოლოს ჩემგან 3 მეტრის დაშორებით დგება.
-ბრავო, ვიქტორია!- მეუბნება ამაყი ღიმილით.
-მამიკო!- ვეუბნები და „ქედს" ვიხრი მის წინაშე.
-არ არის საჭირო!
-კარგად მახსოვს, როგორ ბრაზობ ხოლმე, როცა ასე არ გესალმებიან- თვალს თვალში ვუყრი და გვერდულად ვუღიმი.
-რამდენი წელი გავიდა? ხო 7, თითქმის 8. შენ კი ისევ ისეთი ბავშვი დარჩი, როგორიც იყავი!
-როგორ ცდები, მამიკო! როგორც ცდები...- ამოვიხვნეშე და იარაღი უკან, შარვალში ჩავიდე.
-ირონია კი ისევ თან გაქვს!
-როგორც ყოველთვის!
-ისე კარგად ჩხუბობ! კიდევ კარგი არ დაგავიწყდა!
-რა დამავიწყებდა?! 5 წლიდან იარაღი ხელიდან არ გამიშვია....
-კარგი ერთი! ახლა არ დაიწყო შენებურები. არ დამიწყო, რომ ბავშვობა დაგინგრიე და ასე შემდეგ.
-არ დავიწყებ, რადგანაც ისედაც ძალიან კაარგად იცი! ასე რომ...
თვალს ვადევნებდი მამაჩემის ქმედებებს. ვაკვირდებოდი და მიკვირდა. წვეთითაც არ არის შეცვლილი. ისევ ისეთია, როგორიც იყო. მუქი თმა, ღია კანი. ისევ ისეთი ჩაცმის სტილი და ასე შემდეგ. ვინმემ, რომ შეხედოს ვერც კი იფიქრებს რომ 55 წლისაა.
სკამზე ჯდება, ფეხებს იჯვარედინებს და ღიმილით მიყურებს.
-ძალიან კარგი მატყუარა ხარ, ვიქტორია! მაოცებ! დაბადების თარიღი, სახელი, გვარი და ხასიათიც კი შეგიცვლია! ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა რომ ვამაყობ საკუთარი თავითა და შენით რაღა თქმა უნდა!- თვითკმაყოფილური ღიმილი აიკრა და ისე შემომხედა.
![](https://img.wattpad.com/cover/117079090-288-k987658.jpg)
YOU ARE READING
27.XI (დასრულებულია)
Hayran Kurgu-No matter what, we'll be together forever! -But if one of us lose hope? If one of us just stop fighting? And just give up! -Then I will hold your hand stronger. -Why? - Because I am totally fall in love with you. Because you are my universe! Beca...