მზის მწველი სხივები თამამად ეცემა ჩემს შიშველ სხეულს და ოდნავ მწვავს კიდეც. ნელ-ნელა გამოვდივარ სიზმრების სამყაროდან და ნელ-ნელა ვუბრუნდები რეალობას. გულაღმა ვწევარ და საბანი მხოლოდ ჩემს ქვედატანს თუ ფარავს. თმები ქაოსურად მაქვს დაყრილი ბალიშზე. სასიამოვნო სურნელი ტრიალებს ოთახში. სასიამოვნო და განსხვავებული. სხვანაირად ტკბილი და თავბრუსდამხვევი.
მალევე ვგრძნობ მის ხელსაც, რომელიც ჩემს წელზე აქვს მოთავსებული. მზერას მის სახეს ვუსწორებ. თმები აბურდული აქვს. ტუჩები წინ გამოწეული და გაბუშტული. მეღიმება, როგორც კი მის ხალს ასე ახლოს ვხედავ. დინჯად და ღრმად სუნთქავს. თვალს ვაპარებ და მის დაკუნთულ და განიერ მხრებსაც ვაწყდები. ჩემს მსგავსად, მისი მხოლოდ და მხოლოდ ქვედატანი არის დაფარული საბნის ნაზი და რბილი მატერიით. მახსენდება ჩვენი თავი. მაშინ. რამდენიმე საათს წინ და ბედნიერება მიორმაგდება. მახსენდება, თუ როგორ მეხუტებოდა, როგორ მკოცნიდა, როგორ მეჩურჩულებოდა. მეუბნებოდა, როგორ ვუყვარდი და ამას მის მთელს გრძნობებს აყოლებდა.
-დილა მშვიდობისა- ოთახში მისი ბოხი და ოდნავ ჩახლეჩილი ხმა ისმის. ასე ვრცელდება მისი ბგერები და ჩემს სხეულში თითქოს ათასობით პეპელა იწყებს მოძრაობას. გული მიჩქარდება და ფართოდ მეღიმება, როგორც კი მისი საშინლად მიმზიდველი ხმის ტემბრი მესმის.
-დილა მშვიდობისა- ფაქტიურად წავიჩურჩულე, ისე რომ მისთვის მზერა არც კი მომიშორებია.
თვალებს ახელს და მე მიყურებს. ვხედავ მის თვალებს და შემიძლია დავიფიცო, რომ იმაზე მეტად მიყვარდება, ვიდრე ეს რამდენიმე წამის წინ იყო.
-როგორ გეძინა?- მეუბნება და ხელს, რომელიც წელზე ედო, თმებზე მიტარებს.
-ყველაზე კარგად. შენ?
-მეც... კარგია ახალგაღვიძებულზე შენი დანახვა, რაპუნცელ!- მეუბნება და ჩემსკენ იწევა. წამით ჩვენი ტუჩები ერთდება და ერთ მთლიანობას წარმოქმნის. წამით გადავდივარ სხვა სამყაროში, სადაც არავინაა გარდა მე და ჩანიოლისა.
-მიყვარხარ!
-ძალიან, ძალიან!- ვუთხარი და ჩემი გრძელი, გამხდარი და ფერმკრთალი თითები მის აბურდულ თმებში შევაცურე.
-მიხარია, რომ არსებობ! მაბედნიერებს, თითოეული წამი შენთან გატარებული! და მესამყაროება ყველაფერი რაც შენს თავს მახსენებს!- წაიჩურჩულა და კიდევ ერთხელ მოწყვეტით მაკოცა.
-როგორი კარგი ხარ, პაკ!- ვუთხარი და ცხვირზე ვაკოცე.
-როგორი კარგი გყავარ!- სიცილით მითხრა და საწოლზე წამოჯდა. თვალს ვერ ვწყვეტდი მის სხეულს, მის დაკუნთულ სილუეტს, განიერ მხრებსა და პრესს. მის გრძელ მკლავებს, რომელზეც ძარღვები თამამად იყვნენ შემოხვეულნი და თავსაც იწონობდნენ. საბანი მინიმალურად ფარავდა მის ქვედატანს.
ოთახში მობილურის ხმა გაისმა. ჩანიოლი შეცბა და წამში მის მობილურს გადაწვდა. შევამჩნიე და კარგად გავარჩიე, როგორ შეეცვალა გამომეტყველება. ერთი ამოიხვნეშა და მწვანე ღილაკსაც დააჭირა თითი.
-დიახ.... თქვენც გილოცავთ.... დიახ, ერთად ვართ.... მეხუმრებით? ჩვენ ხომ ახლა ვისვენებთ. ახლა ხომ ახალი წელია. დასვენებაა იდეაში. თანაც ჩვენი დაბრუნება ხომ ზაფხულში უნდა შედგეს.... ჯანდაბა, კარგით, კარგით!.... ნახვამდის!- უკმაყოფილოდ უთხრა და მობილური გვერძე გადადო.
-რა ხდება?- მეც ჩანიოლის მსგავსად საწოლზე წამოვჯექი და მივაშტერდი.
-მოგვიწევს გავემგზავროთ...
-სად?
-უკან, სეულში... კონცერტი მაქვს...- ამოიხვნეშა და თვალები აატრიალა.
-ოუ...-უხერხულად წარმოვთქვი და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე-არაუშავს, მე ხომ შენი პირადი ექიმი ვარ, ასე რომ...
-კი, მაგრამ მე აქ მინდოდა ვყოფილიყავით. მარტო მე და შენ.. მარტო ჩვენ ორნი და არავინ სხვა. მინდოდა შენთან ერთად მარტო დავრჩენილიყავი.
-სხვა დროს იყოს, პატარავ!- ვუთხარი და ნაზად გავუღიმე.
-მართალი ხარ... ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება წინ გვაქვს!- მანაც ნაზად გამიღიმა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია.
საშინელი ტკივილი ვიგრძენი თავში. თითქოს ვიღაცამ რაღაც მძიმე ჩამარტყა. მეტკინა გულმკერდი და ყველაფერი. ამომიტივტივდა მამაჩემთან შეხვედრა და საშინელი გრძნობა დამეუფლა. მინდოდა მეტირა და მეყვირა. მინდოდა, მაგრამ...
-პატარავ, რა მოგივიდა?
-რა მომივიდა?
-ფერი არ გადევს.
-ამ... მე ისედაც...
-არა, ნუ ეგ გასაგებია! მაგრამ ახლა უფრო დაკარგული გაქვს.
-ამ, ალბათ ემოციების გამოა!- ვიცრუე. მე მას მოვატყუე და ამის გამო ორმაგად საშინლად ვიგრძენი თავი.
-აბა რა ვქნათ?! ზეწარი გადავგდოთ თუ შევინახოთ?- მითხრა სიცილით და თვალი ჩამიკრა.
-აიშ, პაკ! რა თქმა უნდა გადავაგდოთ! რაში გვჭირდება დასვრილი ზეწარი!
-რა ვიცი, რა ვიცი!
-ოოო
-მიხარია, რომ მე ვიყავი პირველი და არა ვინმე სხვა...- ხელი მომიჭირა და უფრო ფართოდ გამიღიმა.
-მეც- წავიჩურჩულე და ვიგრძენი, როგორ ამიწითლდა ლოყები.
-როგორ გაწითლდი, პატარავ!- წამოიყვირა ბავშვივით.
თავი დაბლა ჩავქინდრე და სახე თმებში დავმალე.
-კარგი, კარგი, მოვრჩი! აღარაფერს ვიტყვი!- ხელები მაღლა აღმართა და თვალი ჩემსკენ გამოაპარა.
-მიდი დამანახე შენი სახე, რაპუნცელ!- ცალი თითით სახეზე ჩამოყრილი თმები გადამიწია.
-ასე ჯობია!- მითხრა და თითით ჩემს გრძელ თმას წაეთამაშა.
-რომელი საათია?- ვკითხე და თვალებით საათის ძებნა დავიწყე.
-არ მაქვს საათი ოთახში და დილის 11 საათია.
-არ გაქვს? რატომ?
-ორ ოთახში არ მაქვს მარტო...
-სადაც როიალი დგას და აქ, რატომ?
-იმიტო რომ ამ ორ ოთახში ვისვენებ. როცა ვისვენებ კი არ მინდა დრომ შემაწუხოს. არ მინდა დაძაბული ვიყო და არ მინდა თვალებში მუდამ საათის ისრები მეჩხირებოდეს. მინდა მოვეშვა, საათი და დრო კი ამის საშუალებას არ მომცემს დარწმუნებული ვარ!
-ჰმ... არის აზრი შენს სიტყვებში- ზედმეტად ფილოსოფიური ხმით წარმოვთქვი, რამაც ორივეში სიცილი გამოიწვია.
-ესეიგი რაპუნცელი ხომ ხარ, ექიმიც და ახლა ფილოსოფოსიც?
-შეიძლება!- ჩამეღიმა და გავხედე- კიდევ ვინ ვარ?
-შენ? ყველაფერი ხარ ჩემთვის! ყველაფერი კარგი რაც დედამიწაზე და სამყაროში არსებობს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ ჩემი ხარ!- მითხრა და ვერც კი მივხვდი, როგორ აღმოჩნდა ჩემს ზემოდან.
-მართალია, შენ კი...
-შენი!-თვითონვე დაასრულა და მინიმალური შეხებით კოცნა დამიტოვა კისერში.
-სწორია!- ვუთხარი და ხელები კისერზე შევუცურე.
-რა კარგი იყო გუშინ! როგორი ტკბილი და როგორი ჯადოსნური!
-გეთანხმები!- ვუთხარი და თვალები დავხუჭე.
-ვერ/არ მომბეზრდება შენი გახშირებული სუნთქვის მოსმენა და იმის ყურება თუ როგორ ხუჭავ თვალებს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ მე გეხები. მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნების გამო!
მითხრა და მაკოცა. მაკოცა და თითქოს ჩემს ორგანიზმში ფეირვერკები აფეთქდა. ვიგრძენი, როგორ ამეშალა ბეწვი და როგორ ამიჩქარდა გული. როგორ ამიხურდა სხეული და როგორ გავბედნიერდი. ვიგრძენი ის რასაც ენით ვერ აღწერდი. რასაც რამდენიმე სიტყვით ვერ გააუბრალოებ. ვერ დააკარგვინებ მის „ჯადოსნურობას".
-ჯანდაბა!- შეიფურთხა, როგორც კი მობილურის ხმა გაიგო.
-არაუშავს, იყოს ისე!- ხელი ჩაიქნია და ისევ ჩემს ტუჩებს მოუბრუნდა.
-არა, მოიცაა! იქნებ ვინ არის!
-დაიცდიან!
-ჩანიოლ!
-პატარავ, მინდიხარ! მჭირდები, ეს არაფერია?!
-ჩანიოლ...
-აი გათიშეს, თუ კიდ... აიშ!- ამოიხრა, როგორც კი გაჩერებულმა მობილურმა კვლავ გააგრძელა რეკვა. გვერძე გადაწვა და ხელი შუბლზე მიიდო. შევამნიე, როგორ გაებუშტა ტუჩები და როგორ გაიბუშტა თვითონაც. რა ბავშვია!
ღიმილით გადავწვდი ჩემს მობილურს და ეკრანს დავხედე. „SM".
-დიახ!
-გამარჯობა, ადელაიდა! უბრალოდ იმის გასარკვევად გირეკავდი, წამოხვედით თუ არა?
-დიახ! რა თქმა უნდა! უკვე მანქანაში ვზივართ და გზის მეოთხედი გავლილი გვაქვს!- ვუთხარი და ცალი თვალი ჩანიოლისკენ გავაპარე, რომელიც კმაყოფილი იცინოდა.
-ძალიან კარგი! კონცერტი 7-ზე იწყება. გელოდებით!- მტკიცედ და მკაცრად მითხრა და ყურმილიც დამიკიდა.
-გზაში ვართ, უკვე?- მკითხა და ცალი წარბი მაღლა აზიდა.
-რა თქმა უნდა, პაკ! ვერ ხედავ! ცოტა სიჩქარეს დაუკელი, ძალიან სწრაფად მიგყავს! უი, ნახე რა ლამაზი მთებია.
-აუუ!- ხელები გაიჯვარედინა და ისე შემომხედა- შენთან მინდა.
-შენთან ვარ!
-არა, მინდა 24 საათი ლოგინში ვიწვეთ და ერთმანეთით ვტკბებოდეთ! ბევრია?
-არა, რა თქმა უნდა! მეც მინდა ეს, მაგრამ სამსახურია ეს პაკ!
-მართალი ხარ! მართალი! ჯობია ავდგე, თორემ თავს ვერ შევიკავებ.- წამოდგა და საცვალი ამოიცვა- მე აბაზანაში შევედი!
გამომიცხადა და თეთრი კარებისკენ გეზი აიღო. ჩამეღიმა, როგორც კი მისი უკანა სილუეტი თავიდან ბოლომდე ავათვალიერე.
-აბა, მოგეწონე?- მკითხა სიცილით და უკანა ნაწილი გააქიცინა.
-არა!- ვუთხარი მეც სიცილით.
-ჰო, გეთანხმები! შენნაირი ვერ მაქვს!- მითხრა, ხელი აქნია მაღლა და კარებში გაუჩინარდა.
ბედნიერებისგან საწოლზე დავეცი და ფეხები მაღლა ავათამაშე. გვერძე გავიხედე და ულამაზესი ხედიც დავინახე. სიზმარია, არა? არ არის ეს ყველაფერი რეალური, არა?! მე მართლა აქ ვარ და მართლა ეს ხდება? ეს რეალობა?
ენერგიულად წამოვხტი და იქვე დაგდებლი მაისური გადავიცვი. „ჩემს" ოთახშ გავედი, პირსახოცი ავიღე და „ჩემს" აბაზანში შევედი. ონკანს ხელი მოვკიდე და მარცხნივ გადავატრიალე. იმ წამსვე წყლის წვეთები იატაკს დაეცა. ცალი ხელი გაუბედავად შევახე წყალს და ტემპერატურა შევამოწმე. როგორც კი მივხვდი, რომ იდიალური იყო, მაისური გადავიძრე და მთლიანი სხეულით შევედი დუშკაბინაში. ცხელი წყლის წვეთები თამამად და ზედმეტად ქაოსურად ეცემოდა ჩემს კანს და შემდეგ მალევე, დაბლა მიუყვებოდა. თითები თმებში შევიცურე და ქაოსურად მოძრაობა დავიწყე. თვალები დავხუჭე და სადღაც „გადავედი". გამახსენდა ყველაფერი გუშინდელი ღამიდან და ჩამეღიმა. ტაომ დამაყარა. ეს კარგად ვიგრძენი. უნებლიედ ხელი ყელისკენ წავიღე და ზუსტად იმ ადგილას ავუსვი, სადაც ჩანიოლმა „კვალი" დამიტოვა. თვალწინ დამიდგა ჩვენი ახურებული, შიშველი სხეულები, რომლებიც მთელი ძალით ეკროდნენ ერთმანეთს.
-ჩემზე ფიქრობდი, არა?- ასე წამში გაფანტა ჩემი აზრები, მისმა ვნებაშეპარულმა ხმამ. სწრაფად გავახილე თვალები და დავინახე მისი სხეულიც. შავი ხალათი ეცვა და ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი. ნიჟარაზე იყო მიყუდებული და ფეხები გადაჯვარედინებული.
-ღმერთო!- შევხტი და ავტომატურად ხელებით ჩემი სხეულის დაფარვა დავიწყე.
-შენი გამომეტყველებიდან გამომდინარე, გუშინდელ ღამეზე ფიქრობდი, არა?- მკითხა ეშმაკურად და ურცხვად აათვალიერა ჩემი სხეული.
ვერაფერი ვუთხარი. უბრალოდ ვდუმდი, სხეულზე კი უწინდებურად წყლის წვეთები მეცემოდა.
-შემაშინე- წავიჩურჩულე და მზერა გავუსწორე.
-ბოდიში! უბრალოდ, იმის სათქმელად შემოვედი, რომ ტანსაცმელი საწოლზე დევს. ვგულისხმობ ჩემს ტანსაცმელს. ცოტა, არა ძალიან დიდი გექნება, მაგრამ არაუშავს.
სიცილით მითხრა და მზერა ჩემს კისერზე შეაჩერა.
-გასაგებია- უხერხულად ვიგრძენი თავი.
-ანუ არ მოგეწონა, ჰო ჩემი უკანა ხედი?- მითხრა ეშმაკური მზერით და ხალათის ზონარისკენ ხელი წაიღო.
-გვაგვიანდება, პაკ!
-მალე ვიზამ.
-პაკ, არა! გვაგვიანდება!
-ოუ, კარგი რა პატარავ! გავერთობით!
-სხვა დროს იყოს!
-ჯანდაბას, კარგი! მაგრამ ერთ პირობით!
-გისმენ.
-დღეს ჩემთან დარჩი.
-საერთო საცხოვრებელში ჩანიოლ, სადაც შენს გარდა კიდევ 8 ადამიანი ცხოვრობს?- წარბი მაღლა ავზიდე და ისე შევხედე.
-არა, რა თქმა უნდა! ჩემს სახლში!
-ააა, სახლიც გაქვს?
-რა თქმა უნდა, დეი! აბა ტყუილად კი არ ვარ, პაკ ჩანიოლი! ახლა კი ხელს აღარ შეგიშლი. დაბლა გელოდები!- ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ გავაგრძელე ჩემი საქმიანობა. 15 წუთში, შავ სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი ვიდექი სარკის წინ და თმებს ქაოსურად ვიკრავდი. ღრმად ამოვისუნთქე, კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი, ოდნავ გამეღიმა, როგორც კი მისი სურნელი მძაფრად შევიგრძენი. გამეცინა, იმაზე თუ რამდენად დიდი იყო ჩემთვის მისი ტანსაცმელი. თავი გავაქნიე და კიბეებს დაბლა ჩავუყევი.
-წავედით?- მითხრა, როგორც კი პირველ სართულზე ჩავედი.
-აჰამ- თავი დავუქნიე და გასასვლელისკენ წავედი. ბათინკები ამოვიცვი, იქვე დაგდებული ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და ჩანიოლს გავხედე.
-მზად ვარ.
-მაშინ წავედით!- მითხრა, ხელი გადამხვია და კარებისკენ გამიძღვა. როგორც კი გარეთ გამოვედი ზამთრის ცივმა სუსხმა ძვალრბილში გაატანა. ჩამაჟრიალა.
-სეულში არ მივდივართ!- გამომიცხადა, როგორც კი ტრასაზე გავედით.
-აბა?
-ჯერ რაღაც ადგილი მინდა განახო. ჩემი ადგილია. მიყვარს იქ მისვლა. ულამაზესი ადგილია. იმედია მოგეწონება!
გაკვირვებულმა გავხედე, რასაც მისი ჩაცინება მოჰყვა.
-არა, ნუ გეშინია, არ მოგკლავ!
-თავს ვერ დავდებ- სიცილით ვუთხარი.
-მენდე! მოგეწონება.
-გენდობი!- ვუთხარი და წინ გავიხედე. ვიგრძენი, როგორ შეაცურა მისი გრძელი, ოდნავ ცივი თითები ჩემსაში და როგორ მომიჭირა ხელი. ხელი ავწიე და მისი ხელი ჩემს ტუჩებთან მივიტანე. ოდნავ, ძალიან ნაზად ვაკოცე და ისევ გავიღიმე.
-მიყვარხარ!- ვუთხარი და მისი ხელი კვლავ უკან დავაბრუნე.
არაფერი მიპასუხა. უბრალოდ გაიღიმა.
-რას მოვუსმინოთ?
-მოდი მე გიმღერებ ისევ. რას იტყვი?
-ყურადღებით გისმენ.
-ყურადღება, ყურადღება, მიმდინარეობს სიმღერის არჩევა. სიმღერა არჩეულია- მითხრა რობოტის ხმით და თვალი ჩემსკენ გამოაპარა.
-ბრავო, ბრავო!-სიცილით ვუთხარი და ტაში დავუკარი.
-აბა... რა გყავარ ასეთი კარგი!- ჩაიცინა და თმები უკან გადაიქნია.
რამდენიმა წამიანი დუმილის შემდეგ მანქანა მის ტკბილ ხმის ტემბრმა მოიცვა. მაოცებდა ის ფაქტი, თუ როგორი ემოციებით მღეროდა. თუ როგორ ცდილობა, რომ მაქსიმალურად გადმოეცა სათქმელი. თითქოს როგორი თავდაჯერებული ბიჭი იყო, მაგრამ მაინც ვამჩნევდი როგორ ღელავდა სიმღერის დროს. რამდენჯერმე ცხვირი მოჭმუხნა, რამაც ჩემში ვერც კი გეტყვით, რა გამოიწვია. მომწონს ეს მასში. მომწონს მისი სიმღერის მანერა. ის თუ როგორ მღერის და როგორ ცდილობს მაქსიმალურად მოიტანოს ჩემამდე სიმღერის შინაარსი.
-რა სიმღერაა?
-ჩემია. მე დავწერე. მოგეწონა?
-ძალიან!
-მიხარია. შენ ხარ ჩემი მუზა.
-ანუ...
-ანუ ეს სიმღერაც შენზეა, როგორც ის, რომელიც მაშინ, ნიკთან ვიმღერე.
„ნიკი". როგორც კი მისი სახელი გავიგე, არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.
-აი მოვედით!- მისმა ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან. გამოვფხიზლდი და იქაურობას თვალი მოვავლე.
მართლაც ულამაზესი იყო. თითქოს ზღაპრულიც კი. ყველაფერი, აბსოლიტურად ყველაფერ გადათეთრებულიყო თოვლსი ფიფქების გამო. ჩვენს წინ ორი მთა ერთდებოდა და ულამაზეს ერთიანობს ქმნიდა. მაინც რა საოცარია ეს დედაბუნება! ერთადერთი იდიალურობა დედამიწაზე, ეს ბუნებაა! ეს დანამდვილებით შეიძლია ვთქვა. სწორედაც რომ, იდიალური სილამაზე იყო ჩემს წინ გადაშლილი.
-მოგწონს?- მითხრა, როგორც კი ძრავა გამორთო.
-ძალიან- აღფრთოვანებულმა ვუთხარი და შევხედე.
-სეულიდან ნახევარი საათის სავალზე ვართ. ეს ადგილი ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში აღმოვაჩინე. მის შემდეგ მუდამ აქ მოვდივარ. საყვარელი ადგილივითაა. ბევრ რამეზე მიფიქრია აქ. ბევრჯერ მიტირია კიდეც. საუკეთესო ადგილია განმარტოებისთვის. თანაც ყველაზე კარგი ისაა, რომ მობილური არ იჭერს აქ!- სიცილით მითხრა და ღვედი შეიხსნა.
-აი აიღე!- მომაწოდა მისი ქურტუკი.
-რატომ მაძლევ?
-უნდა გადავიდეთ...
-და შენ რას ჩაიცმევ?
-მე შენ ჩაგეხუტები- ენა გამომიყო.
-ჩანიოლ, გარეთ -4 გრადუსია. ძალიან ცივა...
-არაუშავს, შენი სიყვარული გამათბობს!- უდარდელად მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-ჩანიოლ...
-ჩაიცვი, თორემ გაგებუტები!
-აუ...
-დეი.
-კარგი, ჰო!- ვუთხარი და მისი ქურთუკი შემოვიცვი. სასიამოვნოდ ჩამაჟრიალა, როგორც კი მანქანიდან გადმოვედი. ძალიან სუფთა ჰაერი ჩემს კანს ეხებოდა და ჩასუნთქვის შემდეგ მთელს ჩემს ორგანიზმს ედებოდა. შებოჭილობა და დაძაბულობა, რომელიც ყველა ადამიანს თან დასდევ, სადღაც გაქრა და მისი ადგილი თავისუფლებამ დაიკავა. წინ წავედი გაუბედავი ნაბიჯებით. კიდესთან მივედი და დავინახე ხევი. ვიგრძენი, როგორ ჩამეხუტა ვიღაც უკნიდან და მალევე მისი ტუჩებიც ვიგრძენი კისერზე.
-აი ისიც!- წაიჩურჩულა და უფრო ძლიერად შემომხვია ხელები.
-იცი, როდესაც პირველად ეს ადგილი აღმოვაჩინე საკუთარ თავს დავპირდი, რომ აქ მხოლოდ იმას მოვიყვანდი, ვინსთანაც ერთად მთელი ცხოვრება მენდომებოდა ყოფნა. ვინც მთელი ჩემი სულით, გულით მეყვარებოდა. რომელიც ნარკოტიკივით იქნებოდა ჩემთვის. რომლის გარეშეც ყველაფერი არაფერი იქნებოდა, არაფერი კი ყველაფერი. რომელიც ჩემი სამყარო იქნებოდა. ჩემი სუსტი და ძლიერი მხარე. რომელიც ბედნიერებას მაგრძნობინებდა. რომელიც მაგრძნობინებდა, რომ ცოცხალი ვარ. რომელიც ჭკუიდან შემშლიდა. რომლის თითოეული სანტიმეტრი მეყვარებოდა. მართლაც ასე მოვიქეცი. პირველი ცოცხალი არსება ხარ, ვინც აქ მოვიყვანე. ნუ ჩემი ძაღლის შემდეგ...
-მიხარია, რომ მე ვარ პირველი და არა ვინმე სხვა!- მივხვდი რომ მისი სიტყვები გავიმეორე. ისიც მიხვდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიცინა და როგორ მომიჭირა ხელები.
-ადელაიდა!
-გისმენ!
-მეშინია!
-რისი?
-დაბრუნების...
-რატომ?
-მგონია არ მიმიღებენ. შენც იცი როგორია ჩემი სხეული ახლა. კიდევ მაქვს შემორჩენილი დამწვრობები. არ ვარ საუკეთესო მდგომარეობაში.
-ცდები! ყველაზე სექსუალური მამაკაცი ხარ!
-ეს შენთვის!
-მათთვისაც, ჩანი! შენ გმირი ხარ! თქვენ გმირი ხართ!
-მართალია, მაგრამ ადამიანები ჯერ ვიზუალს უყურებენ. ყველაფერთან ერთად მეშინია. არა ჩემი გარეგნობის, არამედ იმის, რომ ხალხს შევეცოდები. არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე. არ მინდა, რომ ჩემი დანახვისას ის წამები გაახსენდეთ. მეშინია, რომ შევიცვალე. მეშინია, რომ აღარ ვარ ის Happy virus ვინც ვიყავი.
-მისმინე, ჩანიოლ!- ხელები გავაშვებინე და მისი მიმართულებით გავბრუნდი- ყველაფერი და ყველა იცვლება დედამიწაზე. არაფერი და არავინ რჩება იგივე. მეც, შენც და ყველა. შეიცვალე, მაგრამ ამაში არაფერია ცუდი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენ ცუდი ხარ! ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ აღარ მოეწონები. მათ უყვარხარ! და არა იმის გამო, რომ შენ „სიმპატიური ბიჭუნა" ხარ. არავითარ შემთხვევაში. უყვარხარ იმის გამო, რომ შენ მათ ააბედნიერებ. შენი მუსიკა აბედნიერებს. შენი ხმა აბედნიერებთ. შენი ცეკვა, რეპი, ღიმილი, ბავშვური ხასიათი და შენი ყველაფერი. შენი ხასიათის ძირითადი ხაზია ეს. ნუ გეშინია! არ შეცვლილხარ, მაგრამ თუნდაც შეცვლილიყავი, მაინც ეყვარები მათ! რატომ? იმიტომ რომ შენ პაკ ჩანიოლი ხარ! მათი პაკ ჩანიოლი! მათი გიგანტი! მე შენი მჯერა! მჯერა შენი ფანებისაც! და მჯერა exo-l-ების. მჯერა, რომ ისინი შენთან იქნებიან ბოლომდე. შენც უნდა გქონდეს მათი და საკუთარი თავის რწმენა. არ ხარ მარტო! შენ ის 8 ბიჭი გყავს, რომლებიც შენთან ერთად იყვნენ მაშინ. შენ 5მილიონზე მეტი ფანი გყავს, რომელიც მუდამ მხარს დაგიჭერს. შენ მე გყავარ, რომელიც შენთან იქნება. მე, რომელსაც სიგიჟემდე უყვარხარ! ასე რომ...
ვუთხარი და ხელები წელზე მოვხვიე. თავი პირდაპირ მის გულს მივადე და თვალები დავხუჭე. ყურებში მისი გულის ცემა ჩამესმოდა, რომელიც საშინლად ჰქონდა აჩქარებული.
-მადლობა!- მითხრა და ნიკაპი თავზე დამადო. ცალი ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული, ცალით კი თმებზე მეფერებოდა.
-მადლობა, რომ არსებობ!- მითხრა და თავზე მაკოცა. ვიგრძენი, როგორ დამეცა ცრემლის წვეთი თმებზე. უფრო ძლიერად მოვხვიე ხელები და უფრო ძლიერად ჩავეხუტე. მაინც როგორი ბავშვური იყო ეს გიგანტი ბიჭი. ბიჭი, რომელმაც თავისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დაიყენა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პატარა გოგონა გადაერჩინა. ბიჭი, რომელმაც სიკვდილს თვალებში ჩახედა, რომელიც მას შეებრძოლა და რომელმაც გაიმარჯვა. ბიჭი, რომელიც ტკვილის გამო იტანჯებდა.
-მიყვარხარ!- მითხრა, ხელი წელზე შემიცურა და ნაზად მაკოცა.
~
-სახლში ვარ!- დავიყვირე, როგორც კი ფეხსაცმელები კარებთან გავიხედე და მისაღებში შევედი.
-ღმერთო! ცოცხალია!- დაიყვირა სანამ და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-ჰეი, ჰეი! რა მოხდა?
- ვიფიქრეთ მამაშენმა...- მითხრა ბიმ და ისიც მთელი ძალით ჩამეხუტა.
-რომ მამაჩემმა მომიტაცა?
-დაახლოებით...
-აბა?
-რომ მოგკლეს...
-ჰაჰ, პატარავ! ეს მე ვარ! ადელაიდა! მე ვერავინ ვერაფერს დამიშავებს ძალიანაც, რომ მოუნდეს! სოუ....
-ჩემი გოგო ხარ შენ!- წამოიძახა ლუმ და ფაქტიურად თავზე დამახტა.
-ვარდისფერთმიანო, ცოტა ნელა!- შევყვირე და ძლივს დავიჭირე.
-მომენატრა, სულელო! და შემეშინდა!
-მე მივხვდი რომ ჩანიოლთან იყავი- კიბეებზე მდოგმა ჯონგინმა მითხრა და გამიღიმა.
-ჰო..
-მოიცა ჩანიოლთან იყავი?- შეიცხადა ბიმ და ეშმაკური მზერით ამათვალიერა.
-ჰომ გეუბნებოდით, რომ საწოლს აჭრაჭუნებდნენ. თქვენ კი არ მიჯერებდით. - ჯონგინმა თქვა და მხრები აიჩეჩა.
4ვემ დაშოკილებმა გავხედეთ.
-რა?
-საწოლს ვაწრიალებდი?
-არა, აჭრაჭუნებდით!- მითხრა და ნაგლურად გამიღიმა.
-რაო ხომ არ მოგვინდაო?- ვკითხე და თვალი ჩავუკარი.
-ნეჰ, მე ისედაც ყოველ ღამე ვაჭრაჭუნებ.
გავხედე ლუს, რომელიც ფერდაკარგული იდგა და ჯონგინს აშტერდებოდა.
-ჰო? ვისთან ერთად? თუ მარტო?- ვუთხარი და ხელები გადავიჯვარედინე.
-არა, ორთან ერთად ან სამთან.
-ფუ! იუ, ჯონგინ! შენი უმცროსი და მაინც არ ვიდგე აქ!
-ან თუნდაც ყოფილი შეყვარებული! შენ ორის თავი სად გაქვს! ერთს ძლივს გამიმკლავდი!-უთხრა ნაგლურად ლუმ და თვალი ჩაუკრა.
-სისინაა!- შეუბღვირა ჯონგინმა.
-ტრაბახა- არ დააკლო ლუმ.
-ჯანდაბა, გეყოთ! ან აკოცეთ ერთმანეთს ან კიდევ დამშვიდდით. იმხელა ენერგიას ასხივებთ და ისე ხართ ორივე ახურებულები, რომ დამცხა!- წამოიყვირა ბიმ და ხელები აიქნია.
-შენ შენს ჯონგდეს მიხედე!
-რა? რას გულისხმობ?
-არ უთხარი?- მკითხა ჯონგინმა.
-როდის მეთქვა? გუშინ სახლში არ ვყოფილვარ!- გავიმართლე თავი და მხრები ავიჩეჩე.
-მოკლედ, ჩემო დაო, თაყვანისმცემელი გყავს!
-რა?
-ჰო, ვიცი, ვიცი! მეც რომ მითხრეს, მეც დავიშოკე! შენ აბა რა შესაყვარებელი ხარ!- მხრები აიჩეჩა და ხელები გადაიჯვარედინა.
-ჯონგინ!- შევყვირეთ მე, ლუმ და სანამ. ბი უბრალოდ გამოშტერებული იდგა და იატაკს აშტერდებოდა.
-რა? მაგრამ დამშვიდდი, ბი! ვუთხარი რომ არ მოგწონს, ჰოდა ვსო! სხვათაშორის დღეს კონცერტის შემდეგ, კლუბში გვინდა ბიჭებს წასვლა და გოგონების აგდება...- ეშმაკურად ჩაილაპარაკა ჯონგინმა დ თვალი ლუსკენ გააპარა.
-რა უთხარი?- გაწითლდა ბი და მუშტები შეკრა.
-რომ არ მოგწონს დ იმედები არ ჰქონდეს. რომ შენ სხვანარი ბიჭები მოგწონს. უფრო მაღლები და არა მუსიკოსები.
-რატომ, რატომ? რა ჯანდაბად მოიქეცი ასე, ჯონგინ!- დაიყვირა ბიმ და ფეხები ადგილზე დააბაკუნა.
-იმიტომ რომ... მოიცა, რა? მოიცა, არა?! მოიცა, ხუმრობ? შენ და ის? შენ ის მართლა? ჯანდაბა,! სად დაკარგა ამ ხალხმა ეს გემოვნება! -სიცილით იკითხა და თვალები აატრიალა.
-ჯონგინ! მოგკლავ! მერამდენედ გეუბნები, რომ ჩემს მაგივრად ნუ ლააპარაკობ!- გაბრაზებულმა უთხრა და სავარძელში ჩაესვენა
-კარგი, რა... რა ვიცოდი, რომ მოგწონდა! არა მართლა, არასდროს გითქვამს ჩემთვის...
-ჯონგინ, ჯობია გაჩუმდე- უთხრა სანამ და თვალი ჩაუკრა.
-ოოო, ახლა გამებუტება!- ხელები აიქნია და მეორე სართულზე ავიდა. სამივემ ერთმანეთს გადავხედეთ და ბისკენ წავედით.
-ბი...
-რა?- გვითხრა და ხელები გადაიჯვარედინა.
-შენ ახლა წესით სიხარულისგან უნდა დახტოდე. რატომ არ ხარ ეგრე?- ვკითხე და თვალები მოვჭუტე.
-იმიტომ რომ აზრი არ აქვს. მას მაინც ჰგონია, რომ არ მიყვარს. რომ მისდამი გრძნობები არ მაქვს. და ეს ჩემი ძმის ბრალია!
-კარგი რა, ბი! დამშვიდდი! ხომ იცი, როგორიცაა ჯონგინი! დარწმუნებული ვარ ჯონგდე გულთან ახლოს არც მიიტანდა მის სიტყვებს.
-როგორ არა! ვერ გაიგე? კონცერტის შემდეგ კლუბში მიდიან.
-ჩვენც წავიდეთ!- წამოვიძახე და ეშმაკურად გადავხედე სამივეს.
-რა?
-ხო, რა? გავიგოთ რომელ კლუბში მიდიან და წავიდეთ!
-კლუბი? შენ ამბობებ, რომ კლუბში წავიდეთ? შენ, დეი?- დაშოკილმა შემომხედა სანამ და გაიცინა.
-კი, მე! თან ჩანიოლთან ვიქნები და გავერთობი. მოკლედ წავიდეთ რა. გავერთობით.
-კარგი აზრია, მე მომწონს!- მხარი ამიბა ლუმ და ტაში შემოკრა.
-რას ვიცმევთ?- ეშმაკური მზერით შემოგვხედა ბიმ და გაიცინა.
~
-დეი, შეიძლება შენი შავი შარვალი ავიღოო?- მეკითხება ბი და მიცინის.
-რა თქმა უნდა!- ვეუბნები და ისევ ჩემს მანიკურს ვუბრუნდები. ბოლო თითზე ვისმევ და ჩემს შედევრს ვუყურებ.
-ღმერთო, დეი! ეს რა არის?- სიცილით მეკითხება ლუ და თითებზე მანიშნებს.
-ეს? ეს ჩემი შედევრია!- დავიცავისავით და წარბი ავწიე.
-კარგი, კარგი! მოდი მე დაგეხმარები!- მეუბნება თბილი ღიმილით და წინ მიჯდება.
10 წუთის შემდეგ გაოცებული ვუყურებ ჩემს თითებს.
-საოცრება ხარ, ლუ!
-გეთანხმები, პატარავ!- ხუჭუჭა, ვარდისფერ თმებს ათამაშებს და თვალს მიკრავს.
-ახლა კი, რა ჯანდაბა ჩავიცვა!
ამოვიხვნეშე და კარადასთან მივედი. ის-ის იყო ჩემი შავი დიდი სვიტრი უნდა გამომეღო, რომ ვიღაცამ თეთრი პერანგი მომაჩეჩა ხელში.
-ეს რა არის?- ვეკითხები ბის და წარბს მაღლა ვზიდავ.
-პერანგი!
-და რატომ მაძლევ?
-რომ ჩაიცვა?
-და რომ თეთრია!
-და მერე რა?
-და ის რომ, არა!- თავს ვაქნევ უარის ნიშნად და კვლავ ჩემი კარადისკენ მივდივარ.
-არა, კი არა, კი! შენ მას ჩაიცმევ! გასაგებია? წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში არ შემოგიშვებ!
-ჩანიოლთან წავალ!
-შენ ვარდისფერ პომპონს გადავწვავ!- მეუბნება ირონიული ღიმილით.
-ბი...- ავწუწუნდი და საწყალი თვალებით შევხედე.
-მისმინე, როდემდე აპირებ შავებით სიარულს? არ გინდა სხვა ფერიც სცადო? ჯერ თეთრი...
-არა!
-კარგი, რა! მხოლოდ ერთი საღამო.
-აჰ..
-კარგი რა... შენ ხომ ექიმი ხარ! თეთრი შენი ფერი უნდა იყოს.
-მე ექიმი ვარ და არა მშვიდობის მტრედი! - ვუთხარი და ამოვიხვნეშე.
-დაბლა შავი შარვალი და შავი ბათინკები გეცმება, ასევე შავი მანტო...
-ჯანდაბას, კარგი, კარგი!
-იეს!- წამოყვირა და ტაში შემოკრა.
ამოვიხვნეშე და თეთრი პერანგი ტანზე მოვირგე.
-ბოლომდე არ შეიკრა!- წამოიყვირა ბიმ, როგორც კი ბოლო ღილს დავწვდი.
-კარგი, კარგი!- ვუთხარი სიცილით და სარკესთან მივედი.
ღმერთო! რამდენი ხანია თეთრი პერანგი არ მცმია. არც კი მახსოვდა, როგორია გეცვას რაიმე, გარდა შავისა. მარჯვენა მხარეს, შარვლის სათავეში ჩავიტანე და ისე შევათვალიერე საკუთარი თავი.
YOU ARE READING
27.XI (დასრულებულია)
Fanfiction-No matter what, we'll be together forever! -But if one of us lose hope? If one of us just stop fighting? And just give up! -Then I will hold your hand stronger. -Why? - Because I am totally fall in love with you. Because you are my universe! Beca...