ShimKoong (10)

640 48 30
                                    

საშინელ ტკივილს ვგრძნობ. ვხვდები, რომ სიზმარია, მაგრამ თავს ვერ ვაღწევ ამ ყველაფერს. მინდა, რომ გავიღვიძო, მაგრამ არ გამომდის. ვხედავ დედაჩემის დასისხლიანებულ და გათანგულ სახეს. ვხედავ, როგორ მეუბნება „მიყვარხარ". ვგრძნობ, როგორ მეხვევა მამაჩემი და თავისი სხეულით მფარავს. მესმის, როგორ ყვირის ვიღაც ბოლო ხმაზე. ვგრძნობ ტკივილს, რომელიც მთელ სხეულში აღწევს და მთელს ორგანიზმს ედება, როგორც შხამი. ვხვდები, როგორ ვიძირები ნელ-ნელა უკიდეგანობაში. ვხვდები, როგორ ვკარგავ გონებას და როგორ, მექაჩება რაღაც გაურკვეველი. ვხვდები, როგორ მიმძიმს სუნთქვა. ნელ-ნელა უბრალოდ ვიკარგები. ვიკარგები იმ სიბნელეში, იმ უკინითობაში, რასაც „არაფერი" ჰქვია. მოვკვკდი? ასეთია სიკვდილი? მხოლოდ ეს ორი კითხვა მიტრიალებს თავში. მგონია დავცურავ. დავცურავ ამ არაფრობაში. ვერც კი ვინძრევი. მგონი სუნთქვაც კი შევწყვიტე. უბრალოდ ვვარსებობ. ვვარსებობ სადღაც. როდესღაც. გაურკვევლობაში.

სწრაფად ვშორდები ლოგინის თეთრ ზედაპირს და ღრმად ვიწყებ სუნთქვას. ოფლი წვეთ-წვეთად მიუყვება ჩემს კისერს, ჩემს გულმკერდს და შემდეგ სადღაც უჩინარდება. სწრაფ-სწრაფად ვსუნთქავ. თითქოს ყველაფერი მტკივა, მაგრამ მაინც არაფერი. მუხლებს ვეყრდნობი და თითებს თმებში ვიცურებ. თავს დაბლა ვხრი და ლოგინს დავყურებ. თეთრ ზეწარს, რომელიც ჩემო ოფლისგან მთლიანადაა დასველებული. პიჟამოც სხეულზე მეკრობა და ჩემი სხეულის ფორმას თამამად იმეორებს. უკვე მცივა. მცივა, იმდენად სველი ვარ. ისევ საწოლზე ვეცემი. გამოშტერებული ვუყურებ ჭერს და ვცდილობ სუნთქვა დავიწყნარო. თავს გვერძე ვაბრუნებ და საათს გავყურებ. 06:49 AM. დილის მზის სხივები ძალიან სუსტად თუ აღწევს ფარდაში. ძალიან, ძლიან სუსტად. ჯერ მაინც ბნელა. ჯერ მხოლოდ ახლა თენდება. ვდგები, ზანტად ვაწყობ ტერფებს ფუმფულა ზედაპირზე და მალევე ჩუსტებში ვაცურებ. ვდგები და პირდაპირ ფანჯრისკენ მივდივარ, ფარდებს ვწევ, ვაღებ და ზამთრის ცივ ჰაერს საშუალებას ვაძლევ ოთახში შემოაღწიოს. კარადისკენ მივდივარ, ხალათსა და პირსახოცს ვიღებ და აბაზანისკენ ვიღებ გეზს. მობილურში ჩემ საყვარელ მელოდიას ვრთავ, პიჟამოს ნაჭერს სხეულს ვაშორებ, ონკანს მარცხნივ ვატრიალებ და წყლის წვეთებიც სწრაფ-სწრაფად, ერთი მეორეს მიყოლებით ეცემა საშხაპის იატაკს. ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა ფეხს ვდგამ და ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ თამამად ვდგები. თავს უკან ვაგდებ. წყალს ვაძლევ საშუალებას მთლიანად ჩემი სხეული მოიცვას და ჩემი სახის ნაკვთები ზედმიწევნით კარგად შეისწავლოს. მეღიმება, როგორც კი კუნთები მიდუნდდება. მეღიმება, როგორც კი სხეული მითბება. თითებს თმებში ვიცურებ და უკან ვიწევ. მალევე უმისამართოდ ვამოძრავებ ხელებს და რამოდენიმე წამის წინ წასმული საპნის მოცილებას ვცდილობ. ონკანს ვკეტავ, პირსახოცს სხეულზე ვიხვევ და ასე გამოვდივარ საშხაპიდან აბაზანაში. კვლავ ჩემი საყვარელი მელოდია ისმის. მეღიმება და სარკის წინ ვდგები. ფერდაკარგული სახე მაქვს. ფერდაკარგული ტუჩები და თვალები ოდნავ ჩაშავებული.

27.XI (დასრულებულია)Where stories live. Discover now