არაფერია უჩვეულო და უცნაური იმ ფაქტში, რომ ადამიანებს შეიძლება ერთმანეთი შეუყვარდეთ. არაფერია გასაკვირი იმ ფაქტში, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ქიმია გაჩნდეს. არაფერია ამაში გასაოცარი და უცნაური. ასე ხდებოდა რამოდენიმე ასეული ან თუნდაც ათასეული წლის წინაც, ასე ხდება ახლა და ასე მოხდება მომავალშიც. ასეთია ადამიანის ბუნება. უცნობი მიზეზის გამო, შეიძლება ასე მისთვის სრულიად უცნობისადმი ძალიან დიდი ლტოლვა იგრძნოს. ვერც კი ახსნის ამ ყველაფერს, ვერ გეტყვით რატომ მაინც და მაინც ის. დედამიწაზე ხომ 7 მილიარდზე მეტი ადამიანია და დაახლოებით ნახევარი მაინც მამაკაცია. იდეაში, ანატომიით ყველანი ერთნაირები ვართ. ვიბადებით ორი ფეხით, ხელით, თვალით და ფილტვით. ყველა ჩვენგანს გვაქვს გული. ძირეულად მაინც ერთნაირები ვართ, მაგრამ რაღაც უცნაური მიზეზის გამო, მაინც და მაინც „ის" გვიზიდავს და „ის" გვეჩვენება ჩვენ რაიმე განსაკუთრებულობად. სწორედ მისი ყველაფერი მიგვაჩნია რაიმე მოვლენად და ასე შემდეგ. ის გვიზიდავს. მასთან გვინდა ყოფნა. გვინდა მას ვეხუტებოდეთ. მას ვკოცნიდეთ. მასთან ერთად დროს ვიზიარებდეთ. მისთან დაკავშირებული მოგონებებით აგვევსოს მეხსიერება. რატომღაც სწორედ „ის" არის ჩვენი რჩეული და არა ვინმე სხვა. სწორედ ის არის, ის ერთადერთი, რომელიც საკუთარ თავსაც კი გვავიწყებს. რომელიც გვაგიჟებს; რომელიც გვესამყაროება.; რომელიც გულს გვიჩქარებსა და ბეწვს გვიშლის; რომელიც უბრალოდ გვიყვარს! და აქ სხვა სიტყვები უბრალოდ ზედმეტია.
სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. უამრავ ბიჭს შევხვედრილვარ ჩემს ცხოვრებაში. ქერას, შავგრემანს, მაღალს, დაბალს, წარმატებულს, წარუმატებელს, ცისფერთვალებასა თუ შავ თვალებას. ყველანაირი მინახავს. სხვაც მინახავს ჩანიოლის მსგავსად მაღალი, შავგვრემანი და მისნაირად ნიჭიერი. სხვაც მინახავს ლამაზთვალება. ზოგს დიდი ყურებიც კი ჰქონია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ მომწონებია ისე, როგორც ის! როგორც ჩემს წინ მდგარი ბიჭუნა! ბიჭუნა, რომლის აჩქარებულ სუნთქვას სახეზე ვგრძნობ. რომელიც მზერით მწვავს და ჩემს პარალიზებას ახდენს. რომელიც მამუნჯებს და ამ სამყაროდან სხვაგან გადავყავარ. რომლის ერთი გამოხედვა ყველაფრად მიღირს. რომლის ღიმილიც, სიცილიც მეც უაზროდ მაბედნიერებს. რომელიც უბრალოდ და ჩვეულებრივად მესამყაროება. მახსენდება მისი სიტყვები „მესამყაროები და გეგმაში მაქვს შენც იგივე დაგემართო". გამოგივიდა, პაკ! შეიძლება ითქვას A+ შეასრულე დავალება. გამაგიჟე! გამაფრინე! მაფანატებზე შენზე! აი რა მიქენი შენ მე, პაკ ჩანიოლ! აი რა!
YOU ARE READING
27.XI (დასრულებულია)
Fanfikce-No matter what, we'll be together forever! -But if one of us lose hope? If one of us just stop fighting? And just give up! -Then I will hold your hand stronger. -Why? - Because I am totally fall in love with you. Because you are my universe! Beca...