წვიმის წვეთები ხმაურიანად ეშხეფებოდა ფანჯრის მინას. ოთახში მხოლოდ და მხოლოდ საათის წიკ-წიკი და ჩემი ღრმა სუნთქვა თუ ისმოდა. შიგ და შიგ ცხელ ყავას პირთან მივიტანდი და გემრიელ, ხმაურიან ყლუპსაც მოვსვამდი.
თეთრ, მუხლებამდე პერანგში გამოწყობილი ვიჯექი ფანჯარასთან და გარემოს ვათვალიერებდი. ფერად-ფერადად იყო შეღებილი ქუჩები. წითელი, ყვითელი და ყავისფერი ერთმანეთში ქაოსურად იყო არეული და დიდ ერთიანობას ქმნიდა. იმის გამო რომ წვიმდა ხიდან ჩამოცვენილი, უკვე არავისთვის სასურველი და გამოსადეგი ფოთლები გამოქებულიყო, ისევე როგორც წვიმით დასველებული შენობები.
ხალხი ქაოსურად მოძრაობდა ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გვიანი იყო და სადღაც 3 საათში მზეც ამოვიდოდა, სეულის ქუჩები ვერ განიცდიდა ადამიანების ნაკლებობას. ყველას სხვადასხვა ფერის ქოლგა ეჭირა. ზოგი მარტო მისეირნობდა, მაგრამ ძირითადად ერთი ქოლგის ქვეშ ორი ადამიანი იყო შეყუჯული. გეუბნებით წვიმა ადამიანებს აახლოვებს. განსაკუთრებით სეულში. სადაც ხშირად მჟავა წვიმები იცის.
წითელი დღიური გვერძე გადავდე და ფანჯარას თავი მივადე. ახლა უკვე უფრო მკვეთრად მესმოდა წვეთების ხმა. დაიბრუხუნა. მაგრამ თავი არც კი ამიწევია. ისევ ისე ვიჯექი. ისევ ისე ვაშტერდებოდი ერთ ადგილს და ჩემი მზერით ვხრიტავდი მას.
წამოვდექი. ყავის ჭიქა საწერ მაგიდაზე დავდე და ლოგინზე დავეშვი. ხელები მუცელზე გადავიჯვარედინე და თეთრ ჭერს მივაშტერდი. ხშირი და გრძელი შავი თმები ქაოსურად მეყარა თეთრ ზეწარზე. თეთრი, ღია, ფააქტიურად გამჭვირვალე კანი ძალიან ლამაზ თანწყობას ქმნიდა ამ თეთრ სივრცესთან.
სპეციფიკური გარეგნობა მაქვს: წითელი ტუჩები, შავი თმები, ღია თეთრი კანი, იმდენად ღია, რომ ვენების „ჯაჭვს", რომელიც მთელს ჩემს ორგანიზმში ვრცელდება, ადვილად დაინახავდით.
ჭერს თვალი მოვწყვიტე და საათს გავხედე. საათი დილის სამ საათს აჩვენებდა. მე კი მეღვიძა. როგორც ყოველთვის. უკვე არც კი მიკვირს. ამოვიხვნეშე და ემბრიონის პოზა მივიღე. ბალიში ჩავიხუტე და თვალები დავხუჭე.
~
ყველაფერი შენელებულია. ვხედავ დედაჩემის დატანჯულ სახეს და ტკივილნარევ თვალებს. ვხედავ როგორ მიყურებს, ცრემლი უვარდება და ტუჩებით „მიყვარხარს" მეუბნება. მის უკან, ჰაერში კი შემსხვრეული მინის ნაწილაკები არიან გაფანტული. ვგრძნობ როგორ მეხუტება მამაჩემი და მთელი სხეულით მფარავს. მესმის როგორ ყვირის ვიღაც. ვგრძნობ ტკივილს; საშინელ ტკივილს მთელს ჩემს სხეულში. რამდენიმე წუთში უკვე ეს ტკივილიც ქრება. ვგრძნობ, როგორ მეხუჭება თვალები, როგორ მიჭირს სუნთქვა. ვერაფერს ვხვდები. უბრალოდ ვგრძნობ, რომ გონებას ვკარგავ. ნელ-ნელა ყველაფერი სიბნელეში იძირება. უსასრულობაში, რომელსაც დასასრული არ აქვს. რაღაც უკუნეთობაში.
-არა!
წამოვიყვირე და წამოვფრინდი. მივიხედ-მოვიხედე. ჩემს ოთახში ვიყავი. საათი დილის 7 საათს უჩვენებდა. მე კი მთლიანად გაოფლილი ვიყავი. პერანდი სხეულზე მეკვროდა. გული საშინლად მქონდა აჩქარებული. მთელი სხეული მეწვოდა. რაღაც შიგნიდან მჭამდა. მტკიოდა, მაგრამ ყრუდ. თან კი, თან არა.
-აჰ... - თავს უკან ვაგდებ და საწოლზე ვვარდები. ვცდილობ დავმშვიდდე და თავი დავაღწიო ამას. ვახერხებ. ნელ-ნელა ეს უცნაური გრძნობა მტოვებს და მხოლოდ და მხოლოდ საშინელ დაღლილობას ვგრძნობ მთელს სხეულში. მძიმედ ვწევ სხეულს და ტერფებს ერთი მეორეს მიყოლებით ვათავსებ ხის იატაკზე. იატაკის სიცივეს ვერც კი ვგრძნობ. უბრალოდ ვდგები და ვსწორდები. ნელი ნაბიჯებით შევდივარ აბაზანააში ცხელ აბაზანას ვავსებ, პერანს სხეულს ვაცილებ, ძირს ვაგდებ და თამამად ვწვები ამ ცხელ წყალში. თავს უკან ვაგდებ და ვცდილობ დავმშვიდდე. გამომდის. ნელ-ნელა ეს დაღლილობაც ქრება. ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა დაჭიმული კუნთებიც მიდუნდება და მთელი სხეულით ვდუნდები. ცხელი წყალი მაძლევს ამის საშუალებას. მეღიმება. ღრმად ვსუნთქავ და წყალში ვწვები მთელი სხეულით. სახეც კი წყლის ქვეშ მაქვს მოქცეული. თვალებს ვახელ. ბუნდოვნად ვხედავ ნივთებს. ფაქტიურად მხოლოდ მათ ფერებს ვარჩევ. რამდენიმე წამი ასე წოლის შემდეგ, როგორც კი ვხვდები რომ მეტი აღარ შემიძლია, ამოვდივარ. ხელებს სახეზე ვისმევ და შემდეგ თმებზე ვიტარებ. მალევე ამოვდივარ და პირსახოც შემოხვეული გამოვდივარ და ოთახში. როგორც ყოველთვის შავ ჰუდს და შავ შარვალს ვიცმევ. თმებს ლაითად ვიშრობ, პირსახოცს ვიხვევ თავზე და ასე ჩავდივარ პირველ სართულზე. ჯერ ყველას სძინავს. სავარაუდოდ ბი სახლში არც კი მოსულა. თუმცა ვერც გავამტყუვნებ. ჯონგინი ხომ მის ძმაა. პირდაპირ სამზარეულოში შევდივარ. ტოსტს ვიკეთებ, ვაშლის წვენს მაღალ გამჭვირვალე ჭიქაში ვისხამ და ასე გამოვდივარ მისაღებში, სადაც ტელევიზორი მეგულება. ჩემს საუზმეს მაგიდაზე ვდებ, თვითონ გემრიელად ვჯდები ტახტში, ხელში პულტს ვიჭერ და ტელევიზორსაც ვრთავ. იმის გამო რომ ჯერ დილის რვის ნახევარია მხოლოდ და მხოლოდ მულტფილმები გადის. აბა გამოიცანით რომელი? სწორია, რაფუნცელი. ჩამეღიმა, ხმას ავუწიე, პულტი გვერძე გადავდე და ჭამას შევუდექი. შიგდაშიგ ტელევიზორს ავხედავდი და მეღიმებოდა. მულტფილმი დასრულდა თუ არა, ეს „ყუთი" გამოვრთე და ჭუჭყიანი ჭურჭელი სარეცხ მანქანაში მოვათავსე. ხელები მაღლა ავწიე და თითის წვერებზე დავდექი. ხან მარჯვნივ, ხან კი მარცხნივ გადავქანდებოდი. მალევე მოვრჩი და ამოვიხვნეშე. ერთი სიტყვით, გავიზმორე.
-გაიღვიძე უკვე?- ოთახში სანა შემოდის. როგორც ვხდები იმ წამის გაღვიძებულია. სახე გაფუმფულებული და გაბუშტული აქვს. ცალი ლოყა აწითლებული, ხოლო მოკლედ შეჭრილი თმები ქაოსურად დაწყობილი. როგორც თვითონ ამბობს- „ოფოფმა ახალი ოროთახიანი აიშენა". ეს სიტყვები ზუსტად აღწერს მისი თმების ამდროინდელ წყობას.
-უჰ, კი! უკვე დიდი ხანია!
მან უბრალოდ თავი დამიქნია და თავისი ვარდისფერი, გრძელი, ნაჭრის პერანგით მაცივარში შეიხედე. ჩაიღიმა, როგორც კი რძეს მოკრა თვალი. აიღო და ბოთლით მიიყუდა.
-მაინც არც ერთს გიყვართ!- გამომიცხადა და რძე ადგილზე დააბრუნა.
-ბის უყვარს...
-მერე ვუყიდი. არაუშავს. - მხრებს იჩეჩავს. მარცვლეულის ბურბუშელას დიდ ჯამში ყრის, კოვზს იღებს და ასე მშრალად იწყებს მის ჭამას.
-რძე?
-არ მინდა.
-ცუდ ხასიათზე ხარ?
-არა, უბრალოდ ვღელავ!
-ვისზე? რაზე?
-ბიჭებზე...
-კარგი რა! დაგავიწყდა ვის ხელში არიან?!- ირონიული ღიმილით ვთქვი და ხელი გულმკერდზე დავიტყაპუნე.
-მართალი ხარ! უბრალოდ ვღელავ! ჰო მართლა! შენი საჩუქარი...- კოვზი ხელიდან გააგდო და თავისი ოთახისკენ გაიქცა. მალევე დაბრუნდა, ხელში დიდი ფურცლით.
-დამაინტრიგე... რა არის?
-შენი აზრით? რაკეტა გაჩუქე. იმედი მაქვს გამოიყენებ და გაფრინდები კოსმოსში- დაიჯღანა და ჭამა განაგრძო.
-ჰეი! ირონიის დედიკოვ! გეყოს- გაბუშტული ტუჩებით ვუთხარი და ფურცელი გავხსენი. აბა გამოიცანით რა იყო?
სწორია. არაფერი. ცარიელი ფურცელი მისი ხელ-მოწერით. ისიც მიკროსკოპი დაგჭირდებოდათ მის საპოვნელად.
-ამ...
-მოგეწონა? ხომ ლამაზი ხელმოწერა მაქვს? ვიცი, ვიცი!
-ამ... სანა...
-რა?
-მეხუმრები?
-რა? არა! მოიცა არ მოგეწონა? - ამომხედა გაკვირვებული მზერით.
-არ მომეწონა?! არა, რას ამბობ! პირიქით! ძალიან მომეწონა! მადლობა საყვარელო- ვუთხარი, ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე და ჩავეხუტე.
-ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა- კმაყოფილი ღიმილით ამომხედა და თვალი ჩამიკრა.
-აბა რა...- უხერხულად გავუღიმე.
-სმენა როდის გეწყება?
-საღამოს... სადღაც 7-ისკენ.
-მართლა! აუ, ადელაიდა! მე მშობლებთან ვარ წასასვლელი. შეგიძლია გალერეაში მიხიდვე და ჩემი რამდენიმე ნახატი სახლში წამოიღო? დასასრულებელი მაქვს. ვერ ვახერხებ მისვლას. შენ მაინც მიდი და მოიტანე.
-კარგი.
-ჯიგარი ხარ! აბა მე წავედი! მეჩქარება! არ გადავიწყდეს რა, რაც გითხარი!
-არა...
მან გამიღიმა. ჯამი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შედო და თავისი ოთახისკენ წავიდა.
-ლუ სად არის- მივაძახე.
-საავადმყოფოში, ჯონგინთან. არ დაბრუნებულა.
-აჰ, კარგი კარგი!
ლუ... მოგიყვებით ამ გოგონაზე. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, როცა მას შევხვდი, უკვე ვარდისფერი თმები ქონდა. მაშინაც ისეთი პოზიტიური და ნათელი იყო, როგორც ახლა. კორეელისგან განსხვავებით ცისფერი თვალები აქვს. ბევრჯერ მიკითხავს ლინზებია თუ არა. მაგრამ პასუხი მუდმივად უარყოფითია. უკვე 5 წელია რაც SM-ში ვარჯიშობს და როგორც თვითონ ამბობს მალე დებიუტიც ექნება.მიხარია. ახლა კი მთავარი. საკმაოდ დიდი ხანია რაც ბის და ჯონგინს იცნობს. როგორც თვითონ მიყვებიან ბავშვობიდან ერთად მოდიან. ერთად გაიზარდნენ. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში მიხვდა რაც უნდოდა. მიხვდა, რომ სცენა მისი იყო. ამიტომაც ამისთვის მუშაობაც დაიწყო. ის და ჯონგინი ერთად მივიდნენ კომპანიაში. მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ჯონგინი აიყვანეს, მას კი უარი უთხრეს. თქვენ გგონიათ დანებდა? ან თუნდაც ხელი ჩაიქნია?! ჰაჰ, არა! ყოველ წელს მიდიოდა გასაუბრებაზე. 5 წლის წინ აიყვანეს კიდეც. ახლა კი წუწუნებს, მაგრამ დამერწმუნეთ ეს ყველაფერი მისი ოცნებაა. ჯონგინი 12 წლის ასაკში გაიცნო. დამეგობრდნენ. 14 წლის ასაკში მიხვდა რომ უყვარდა. იმდენი მოახერხეს, რომ 3 წელი შეყვარებულებიც კი იყვნენ. არც ვიცი რა მოხდა. არ ვიცი, რატომ დაშორდნენ. არ საუბრობს ამაზე. ამბობს ზედმეტად მტკინვეულია ჩემთვისო. ანალოგიურად ჯონგინიც. დღესაც კი ლუს უყვარს ჯონგინი. ბისგან ვიცი, კაისაც აქვს რაღაც გრძნობები, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს ამ თემაზე საუბარს თავი აარიდოს.
ამ ფიქრებში გართულმა მივაღწიე კიდეც გალერეაში. გასაღები კარებს მოვარგე და შევედი. პირდაპირ მისი ოფისისკენ გავწიე. გზაში აქეთ-იქით ვიყურებოდი და ნამუშევრებს ვათვალიერებდი.
„ჩემს უძვარფასეს, ექიმ დეის" ეს სიტყვები ამოვიკითხე თუ არა პირდაპირ იმ ნამუშევარს მივუახლოვდი. მივაშტერდი და თვალს ვეღარ ვაცილებდი. მე ვიყავი გამოსახული ჩემს ფორმაში. ხელზე ხელთათმანები მქონდა მორგებული. ცალი ხელი აწეული მქონდა და მეორეთი ვექაჩებოდი. ეშმაკურად ვიღიმებოდი.
მან მე დამხატა! მან მე დამხატა. სიხარულისგან ხელები სახეზე ავიფარე და ნახატს მივუახლოვდი.
„დაბადების დღეს გილოცავ, ადელაიდა!- დიდი წარწარე იყო დაბლა, ბოლოს კი მისი ხელმოწერაც იყო დასმული.
-მოგეწონა?-ცარიელ გალერეაში ექოდ გაისმა სანას ხმა.
-სანა- დავიყვირე და მთელი ძალით ჩავეხუტე- შენ, შენ... შენ უბრალოდ საუკეთესო ხარ!
-ახალი ამბავი!- სარკასტულად ჩაილაპარაკე და ხელები მომხვია.
-უჩვენოდ ნახე რა დღეში არიან!- გალერეის მეორე მხრიდან დანარჩენი ორის ხმა გაისმა.
ჩვენსკენ გამოიქცნენ და ჩაგვეხუტნენ.
-თქვენ... თქვენ... მიყვარხართ!- წამოვიძახე.
მათ უბრალოდ ჩაიცინეს და ღიმილით შემომხედეს.
-დეი
-ჰო
-ჩანიოლი.
-რა მოხდა?
-გკითხულობდა.
-აა უი! ჰო მივალ ცოტა ხანში.
-ჩვენი ჩანიოლი. ჩვენ ელფს, რაფუნცელი მოეწონა. ზღაპრიდან გადმომხტარ პერსონაჟებს ჰგავხართ!
-ჰაჰაჰ! ძალიან სასაცილოა! და მორჩით! რომელ მოწონებაზეა საუბარი. სულ 2-ჯერ ვნახე.
-მერე? ეგ არაფერს ნიშნავს! შენ არ გჯერა პირველი ნახვით შეყვარების?
-არა! რა თქმა უნდა, არა! რა სისულელეა! დებილი უნდა იყო ეგრე რომ მოგივიდეს!
-Who knows!- ამოილაპარაკა ლუმ და ამოიხვნეშა.
-მე საავადმყოფოში უნდა დავბრუნდე.
-მეც წამოვალ- ვუთხარი ბის და ხელი გადავხვიე.
-მე მშობლებთან უნდა წავიდე.
-მე კი კომპანიაში.
-დავიშალეთ?
-დავიშალეთ!- სიცილით ვთქვით და გასასვლელისკენ წავედით.
სანა და ლუ გადავკოცნე, მე და ბი კი ჩემს მანქანაში ჩავჯექით.
შენობა შენობით იცვლებოდა. ხე ხით. მუსიკა მუსიკით. მალევე საავადმყოფომდე მივაღწიეთ. ორივემ ღვედი შევიხსენით და მანქანიდან გადმოვედით.
შორიდან ჩემი უფროსი დავლანდე.
-მე ავალ- გადმომილაპარაკა ბიმ და საავადმყოფოსკენ წავიდა.
-ექიმი დეი მოსულა!
-უფროსო!
-აი მერამდენედ! გოგო! რით ვერ დაიმახსოვრე. მე ვინ ვარ?
-უფროსი?!
-კარგ ხასიათზე ხარ ვხედავ!
-დავუშვათ!
-გავიგე გუშინ გიყოჩაღია!
-მიყოჩაღია? მე? არა!
-არა? აბა ვინ იყო პაციენტი რომ დააწყნარა.
-მე...
-დიახაც! გამარჯობა! ვამაყობ შენით, ექიმო დეი!
-დიდი მადლობა!
-ჩემს ადგილს მხოლოდ შენ დაგითმობ. შემახსენე რომელი სააათია? დილის 11 არა? შენ სმენა საღამოს 7ზე არ გეწყება?
-დიახ... მაგრამ სახლში რა მეკეთებინა?
-მესმის შენი. სხვათაშორის საკუთარ თავს მახსენებ 20 წლის წინ. შენნაირი ვიყავი. სწავლა მოწყურებული. მიყვარდა ჩემი საქმე. მიყვარდა ჩემი პროფესია. მიყვარდა ჩემი პაციენტები. ყველაფერი მიყვარდა ამ საქმეში. კარგი მოდი თავი დავანებოთ ჩემზე საუბარს! შენი დაქალი. მგონი ბი, არა? ყურადღება მიქციე! მან უკვე მე-5 ჭიქა ძლიერი ყავა გამოცალა.
-გაასაგებია!- ვუთხარი ღიმილით-აახლა კი უნდა წავიდე! ვალი მიხმობს.
უფრო ფართოდ გავუღიმე და წინ წავედი.
-ვალი თუ გული?
-ორივე- თავი დავუქნიე, მანქანა ჩავკეტე და სააავადმყოფოსკენ წავედი.
-ექიმო, დეი!- გავიგონე როგორ დამიძახა უფროსმა.
-დიახ!
-არ გაუშვა ეგ ბიჭი ხელიდან!
-და ვინ თქვა რომ ვაპირებ?!- ვკითხე ეშმაკური ღიმილით და წინ წავედი. დავლანდე და გავიგონე როგორ გადაიხარხარა ჩემმა უფროსმა. მეც თავი ჩავხარე და ასე წავედი საავადმყოფოსკენ.
შესასვლელთან უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ზოგი რას გაჰყვიროდა, ზოგს რა ეჭირა ხელში. ზოგიც ტროტუარზე იჯდა, სანთლით ხელში.
შეუძლებელი იყო მთავარი შესასვლელით საავადმყოფოში შესვლა. უკმაყოფილმა ამოვიხვნეშე და უკანა შესასვლელისკენ წავედი. კარებს მივაწექი და კიბეებზე ავირბინე.
მალევე თავი გასახდელში ამოვყავი. ჯერ მაისური, შემდეგ შარვალი გავიხადე, ჩემს ფორმაში გამოვეწყვე, თმები ცხენის კუდად შევიკარი და გარეთ გამოვედი.
პირველი რომელი პალატაც მომხვდა თვალში იქით წავედი.
-გამარჯობათ! ჩემი სახელია ადელაიდა. უმცროსი ექიმი ვარ. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-უბრალოდ რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ, გთხოვთ!- მომმართა ძალიან ლამაზი სახის პატრონმა ბიჭმა. წაგრძელებული სახე ჰქონდა და გამოკვეთილი ტუჩები. ჩემს მსგავსად ღია კანი. საკმაოდ გამხდარი იყო. მკვეთრად უჩანდა ლავიწები. როგორც კი თითები თმებში შეიცურა მის თითებზე დავიწყე დაკვირვება. ულამაზესი, გრძელი და თხელი თითები ჰქონდა, ცერა თითზე კი ხალი ჰქონდა დასმული.
-ბექიონ! ჰეი! მიცანი?- ვკითხე და გავუღიმე.
-რა თქმა უნდა! ბის დაქალი ხარ! გუშინ კონცერტზე იყავი.
-ჰო მე ვარ! ბოდიში თავიდანვე რომ ვერ გაგიხსენე.
-არაუშავს. ჩანიოლი როგორ არის? ძალიან ვღელავ მასზე.
-სტაბილურად. არაფერია სანერვიულო. ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.
-იმედია! და სხვები? სხვები როგორ არიან? სეჰუნი... სუჰო... ჯონგინი... ჩენი... დ.ო.... ლეი... შიუმინი...
-ისინიც ასე. ნორმალურად. უბრალოდ დასვენება გჭირდებათ 9ვეს.
-კარგი გასაგებია. მადლობა ადელაიდა.
-რისთვის?!
-გავიგე... გუშინ... აქაც კი მესმოდა ჩანიოლის ღრიალი. გავიგე შენ დაგიმშვიდებია.
-აჰ, დიახ! ეს ხომ ჩემი ვალია. თანაც მაანაც გადამარჩინა.
-გადაგარჩინა? როდის?
-გუშინ. გზაზე გადასვლისას...
-კარგი! უბრალოდ მინდა გაგაბრთხილო. ჩანიოლი... ის მართალია ერთი შეხედვით ძალიან ბავშვური და კომინიკაბელური ჩანს. ძალიან მხიარული და უდარდელი. მაგრამ მასაც აქვს პრობლემები. ასე ადვილად არასდროს არავისთან დაახლოვებულა. ასე რომ... უბრალოდ მინდა იცოდე, რომ თუ ასე გააკეთა და თუ შენთან გაიხსნა და მოგენდო, ეს ბევრს ნიშნავს. კეთილია. მგძნობიარე. ხშირად სტკივა, მაგრამ ამას არავის აჩვენებს. უბრალოდ... გაითვალისწინე- მეგობრულად მიღიმის და თვალს მიკრავს.
-მიხარია, რომ მისნაირ ადამიანს შენნაირი მეგობარი ჰყავს, ბექიონ- მეც თბილად გავუღიმე და პალატიდან გამოვედი.
კარები შევაღე და მის პალატაში შევედი. საწოლზე იჯდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. როგორც კი დამინახა ფართო ღიმილი გამოესახა სახეზე. მივუახლოვდი და იქვე ჩამოვჯექი.
ტუჩები გაფითრებოდა. და არა მარტო ტუჩები. მის შავგვრემან კანს ფერი დაჰკარგვოდა. თვალებში ძალიან დიდ სევდას და ტკილს ამოიკითხავდით. გათანგული სახე ჰქონდა. დაღლილი და დიდი ტკივილთ სავსე. ვარდისფერი, სქელი თმები დაუვარცხნელი ჰქონდა, ამიტომაც კულულელბი ძალიან საყვაარლად ჰქონდა დაყრილი სახეზე. ჩამეღიმა, როგორც კი მის ხალს წავაწყდი.
-გუშინ სიზმარი დამესიზრმა! ვითომ ჩემთან რაფუნცელი მოვიდა და მიმკურნალა. ჩემთან იყო რომ დავიძინე, მაგრან რომ გავიღვიძე უკვე გაქრა. ასე რომ... ვიფიქრო რომ სიზმარი იყო?- ტუჩები წინ წამოწია და ინტერესით სავსე თვალები შემომანათა.
-სიზმარს და რეალობას ვეღარ არჩევ?
-ანუ რეალობა იყო? ძალიან კარგი...
-ოჰ, პარკ ჩანიოლ! როგორ კარგად გამოგდის ლამაზი სიტყვებით საუბარი. დარწმუნებული ვარ უამრავი გოგო შეაბი ამ ნიჭით.
-არა, რას ამბობ! მე მხოლოდ ლამაზ გოგონებს ველაპარაკები ასე- სხვათაშორის ჩაილაპარაკა და მზერა ჩემსკენ გამოაპარა.
ჩამეღიმა და განზე გავიხედე.
-რაფუნცელ, ძალიან გიხდება ეგრე თმები- პალატაში მისი ჩახლეჩილი ხმა გაისმა.
-მადლობა- ვუთხარი და მივაშტერდი. მიუხედავად იმისა, რომ მის ტუჩებს ფერი დაჰკარგვოდა მაინც ძალიან, ძალიან ლამაზი ფორმის იყო. წინ გამოწეული და გაბუტული. თვალები მრავლის მთქმელი. თითქოს ძალიან დიდი სიხარულით და მოუსვენრობით სავსე. ერთი შეხედვით ეშმაკურიც, მაგრამ მაინც ძალიან სევდიანი. ცხვირი... ოდნავ კეხიანი, მაგრამ მაინც ულამაზესი. და მისი ხალი, რომელიც ასე ამაყად ჰქონდა მოაკალთებული ცხვირის წვერთან. ლამაზი, მაღალი კისერი, რომელიც დიდი ზომის მაისურიდან ძალიან საყვარლად ჰქონდა ამოყოფილი. ლავიწები გამოკვეთილი. მაისური გვერდით ჰქონდა მოქცეული, ამიტომაც მის ხალს, რომელიც ლავიწის დაბლა ესვა, კარგად ვარჩევდი. თითები გრძელი და მამაკაცური. ამ ყველაფერთან ერთად მისი ყურები, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან გამოირჩეოდა. გაფრენილი და ელფური. მაგრამ რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს ეს ყურებიც კი ძალიან უხდებოდა მასს.
-რაფუნცელ- ფიქრებიდან მისმა შეძახილმა გამომაფხიზლა.
-ჰოუ
-ხომ არ მოგეწონე, რაფუნცელ?- ტუჩი ცალ მხარეს ჩაუტყდა, ხოლო თვალებში რამდენიმე ეშმაკუნამ იჩინა თავი.
-რა? მეხუმრები? რომელ მოწონებაზეა საუბარი? არა! რა თქმა უნდა, არა! არა! რა კითხვა? შენ ჩემი პაციენტი ხარ! არა! არა! არა!- სწრაფ-სწრაფად ვამბობდი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.
-ხო? ძალიან კარგი! თორემ შეყვარებული მყავს!
-ჰო არა! არ მომწონხარ!
-ამას დამატებული ექიმები არ მომწონს მე!
-ჰო არც მე.
-რა არც შენ?- სიცილნარევი ხმით მითხრა.
-რა რა არც მე?
-რაფუნცელ დაიბენი, საყვარელო?
-რა? არა! არა! რაზე ვსაუბრობთ საერთოდ!
-შენ პინოქიო იცი ვინ იყო?
-რა თქმა უნდა!
-ხომ იცი არა, რომ ცხვირი ეზრდებოდა, როცა იტყუებოდა.
-რა თქმა უნდა.
-ხოდა, რაფუნცელ, ცხვირი რატომ ჩამოუშვი?
-არ ჩამომიშვია!
-ანუ არ მოგწონვარ?
-არა!
-ცუდია!
-რატომ?
-იმიტომ!
-და ჯილდო „წლის პასუხი" გაადაეცემა (აქ ბარაბნების ხმა) პარკ ჩანიოოლს!
-და ჯილდო „წლის ყველაზე საშინელი მატყუარა" გადაეცემა (აქ ბარაბნების ხმა) ადელაიდას!
-დაულაგებელი ხარ ხომ შენ?
-სულ ცოტათი!
-ო ღმერთო ჩემო- ამოვიხვნეშე და ფეხზე ავდექი.
-ანუ არა?
-ანუ არა!
-ცუდია, არადა შენი დაპატიჟება მინდოდა პაემანზე!
-რომელ პაემანზე! შენ არ თქვი შეყვარებული მყავსო?
-რა იყო იეჭვიანე, რაფუნცელ?
-phhh, რა სისულელეა- ხმა დამიწვრილდა და ხელი ჩავიქნიე.
-ხო ხმაზე დაგეტყო და გაბუშტულ ლოყებზე.
-ცანცარავ!
-რაფუნცელ!
-არა, რა! შენ აშკარად ბევრი წამალი გაგიკეთეს. უნდა ვუთხრა ექთანს შეამციროს დოზა!
-მე შენით დავთვერი- არც კი ვიცი იმ წამს რა მომივიდა, მაგრამ საშინელი სიცილი მოვრთე.
-რა გაცინებს, რაფუნცელ?
-უბრალოდ! დაივიწყე!- ამოვიხვნეშე და თვალები მოვიწმინდე- მე წავედი! თქვენის ნებართვით- თავი დავუქნიე, რევერანსი გავაკეთე და გამოსასვლელისკენ წამოვედი.
-რაფუნცელ!
-გისმენ- გავხედე და გავუღიმე.
-როდესმე ვინმეს უთქვამს, რომ ულამაზესი ხარ?
-ბევრს
-ის რომ ყველაზე ლამაზი არსება ხარ დედამიწაზე?
-ამმმ...
- Rapunzel, you are the most beautiful girl in the white, black and colourful world!
ბოლო სიტყვები ძალიან დიდი სერიოზულობით წარმოთქვა. ჩახლეჩილი ხმა მაინც ვერ მალავდა იმას თუ რა ხმის პატრონი იყო. ვფიცავ! ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გული და როგორ ამიფეთქდა თავში რაღაც. ვიგრძენი, როგორ გამოიყო ჩემს ორგანიზმში, ენდორფინის ძალიან დიდი რაოდენობა. ვიგრძენი როგორ მოედო ეს რაღაც უჩვეულო გრძნობა მთელს სხეულს და როგორ შეაღწია უკანასკნელ კუნჭულებამდე. ხომ არაფერი, არა? უბრალოდ სიტყვები. მაგრამ ბეწვი ამეშალა. ძლიერად მოვკიდე ხელი კარის სახელურს და თავი დაბლა დავხარე. მისთვის შეუმჩნევლად ჩამეღიმა. მეც კი ვერ მივხვდი ისე მოხდა ეს. კარების სახელურს მოვეჭიდე და გამოვწიე.
-კარგად, რაფუნცელ- მომაძახა სანამ კარებს მივხურავდი. მივხურე და იქვე შევქანდი. ჭერს ვუყურებდი გაშტერებული და დებილივით ვიღიმებოდი. გვერდიდან სავარაუდოდ ძალიან სასაცილო შესახედავიც ვიყავი.
-ეს გოგო ამ ბიჭთან აღარ შეუშვათ! ასე იცის ამ ჰორმონებმა რა! ზოგჯერ იმხელა დოზით გამოიყოფა, რომ ყველაფერს გავიწყებს. არა, რა- გავიგე როგორ ჩამყვირა ყურში ეს სიტყვები ჩემმა უფროსმა და როგორ გამეცალა სიცილით.
გაკვირვებულმა ავხედე. ღიმილი მაინც არ მომშორებია. აზრზე მოსვლა მჭირდება. კიბეებისკენ წავედი და სახურავზე ავედი. როგორც მოველოდი. ადამიანის გაჭაჭანება არაა. იქვე ჩამოვჯექი და აქეთ-იქით დავიწყე ყურება. გარშემო ულამაზესი მაღალი შენობები იყო გამოჭიმული. აქა-იქ ბანერებსაც დაინახავდით. თუ მხედელობა ხელს გიწყობთ, ქვეითად მოსიარულეებსაც მოკრავდით თვალს. ქალაქში საშინელი ხმაური იყო გამეფებული. მომაბეზრებელი და დამღლელი.
-აი სად ყოფილხარ, დეი!- მივხვდი როგორ მომიჯდა ვიღაც გვერძე და ცხელი ყავა მომაჩეჩა. ავხედე. ბი!
-ბი! ჰეი- ყავაც გამოვართვი და თბილად გავუღიმე.
-რა ლამაზია, არა?
-ულამაზესი. მიყვარს აქ ამოსვლა ხოლმე და ცხელი ყავის სმა. საუკეთესო ადგილია ფიქრისთვის.
-დეი..
-ჰოუ- ყავა მოვსვი და თბილად ავხედე.
-მეშინია!
-რისი?
-მეშინია, რამე არ მოუვიდეს ჯონგინს!
-სულელო! არაფერი მოუვა. პირობას გაძლევ.
ხელი გადავხვიე და მივიხუტე.
-თუ გინდა იტირე!
-არ მინდა!
-დარწმუნებული ხარ?
-არა- ამოხდა და ტირილიც დაიწყო. ვგრძნობდი როგორ მისველდებოდა მისი ცრემლებით ნაჭერი. სლუკუნებდა და ვეღარ ჩერდებოდა. მე მხარზე ხელს ვუსმვედი და დრო გამოშვებით თავზეც ვკოცნიდი კიდეც. ასე ვცდილობდი მის დამშვიდებას.
-რა კარგია მაშინ გალერეაში, რომ გამოგველაპარაკე, დეი!
-კი! მაგრამ ხანდახან ვნანობ კიდეც. ამით ხომ მე თქვენ საშინელ საფრთხეში ჩაგაგდეთ. ძალიან ეგოისტური ნაბიჯი იყო ეს ჩემი მხრიდან.
-არა! რას ამბობ! გაჩუმდი! შენ ხომ არ აგირჩევია თუ ვისი შვილი ყოფილიყავი. შენ არ აგირჩევია ვის ოჯახში დაბადებულიყავი, ასე რომ.
-მაგრამ ეს არ ცვლის იმას თუ ვინ ვარ სინამდვილეში.
-ადელაიდა! ნუ ფიქრობ ეგრე! ვიცი გეშინია, რამე არ მოგვივიდეს. მაგრამ დამერწმუნე ჩვენ კარგად ვიქნებით. ძალიან კარგად. დამშვიდდი. არანაირი საფრთხე არ გვემუქრება ჩვენ. მთავარია ერთმანეთი გვყავს, დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია.
უბრალოდ ჩავიღიმე და აღარც არაფერი ვუპასუხე.
-ჩანიოლზე უნდა დაგელაპარაკო, ადელაიდა!- მითხრა სერიოზულად და თავი წამოწია.
-არაფერია აქ სალაპარაკო!
-მას მოსწონხარ! ალბათ ხვდები ამას, არა?
-მოვწონვარ? ხუმრობ? არა, მას მე არ მოვწონვარ!
-და შენც მოგწონს!
-არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს იმას თუ რა გრძნობები გვაქვს ერთმანეთის მიმართ. შენც ძალიან კარგად იცი, რომ ერთად ვერ ვიქნებით.
-არ კრა ხელი, დეი!
-არ შემიძლია, ბი! ვერ ჩავაგდებ მასაც ამ საფრთხეში. მოსიარულე ბობმი ვარ, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქდეს. ამ აფეთქებით კი არამარტო მე, არამედ ყველა ჩემს გარშემო ვინცაა, ყველა დაზარალდება.
-ნუ ფიქრობ ეგრე, დეი! ნუ! ნუ აიღებ საკუთარ თავზე ყველაფერს. ნუ აიშენებ კედელს შენს გარშემო.
-შენ იცი ვინც ვარ მე! იცი რას წარმოვადგენ! და ვისი შვილი ვარ! არ მინდა კიდევ ვინმე დაზარალდეს!
-კარგი და შენი გრძნობები? შენ რას გრძნობ!
-არ ვიცი...
-არ იცი? როგორ თუ არ იცი?
-უბრალოდ არ ვიცი და ვსო! აქ მეტი არც არაფერია სათქმელი.
წყნარად წარმოვთქვი და ჰორიზონტს გავხედე. ღრმად ჩავისუნთქე შემოდგომის სურნელი და თვალები დავხუჭე. წამით წარმოვიდგინე, რომ მე ადელაიდა ვიყავი სეულიდან. და არა ადელაიდა, იმ სამყაროდან, რომელიც დღესაც კი, საშინლად მაშინებს. სამყაროდან, რომელშიც არაფერია ნათელი და ფერადი. სადაც გრძნობებს ადგილი არც აქვს!ჰეჰ (უხერხული სიცილი) სერიალი დაკარგული ჩემზეა გადაღებული ასიანი! (არადა ერთი სერიაც კი არ მაქვ ნაყურები) ჰო კარგი, მოვრჩი ღლაბუცს!
როგორ ხართ, ჩემო შოკოლადებო?! ვიცი, დიდი ხანია არ დამიდია L ვიცი, დიდი ხანია არ განმიახლებია. ასე აღარ მოვიქცევი. Promise! ძალიან მიხარია რომ უკვე 111 ნახვა აქვს ^^ იმედი მაქვს ეს ფიკიც მოგეწონებათ და დაგაინტერესებთ, როგორც წინა სამი ^^ აუცილებლად შეაფასეთ და დაწერეთ თქვენი აზრი. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი სიტყვები ^^ თუ მოგეწონათ vote and comment <3 მიყვარხართ, ჩემო შოკოლადებოო ^^ <3
YOU ARE READING
27.XI (დასრულებულია)
Fanfiction-No matter what, we'll be together forever! -But if one of us lose hope? If one of us just stop fighting? And just give up! -Then I will hold your hand stronger. -Why? - Because I am totally fall in love with you. Because you are my universe! Beca...