1.

2.5K 160 105
                                    

„გეშინია, ხომ ასეა?"

კითხულობს კაცი, ხელებს მოხერხებულად ხვევს საჭეს და საჭირო მიმართულებით ატრიალებს.

„არა, არც ისე. მე თუ მკითხავ ჩვეულებრივი დღეა. ციხეში წავალ, მკვლელებით, მოძალადეებითა და დამნაშავეებით გარემოცულ ადგილას. კარგი გასართობია."

„კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს ყოველდღიურობაში." პასუხობს კაცი და გზას გაფაციცებით აკვირდება. თითქოს მანქანას პირველად მართავს და არ უნდა რაიმე შეცდომა დაუშვას.

„გამახსენე, რატომ გავყავი თავი ამ შარში?"

„პროექტში დამატებითი ქულები რომ მიგეღო, შვილო."

„რიტორიკული შეკითხვა იყო..." პასუხობს ბიჭი და მაისურს აწვალებს.

 ბიჭი მოსაცმელს იღებს და წელის გარშემო მჭიდროდ იკრავს. დარჩენილ გზას სიჩუმეში ატარებენ. ის ამჩნევს თანდათან როგორ მოკლდება გზა და როგორ უახლოვდებიან დანიშნულების ადგილს.

და აი ისიც.

შენობას უახლოვდებიან, რომელსაც ოდნავ ჭუჭყიანი, თეთრი ფერი „ამშვენებს." გარედანაც ისეთივე მკვდარი და მოღუშულია, როგორც შიგნით.

კაცი მანქანას ეზოში აყენებს. სუსტი აღნაგობის ბიჭი არემარეს თვალს ავლებს და ხვდება, რამდენად ჩუმი და მოსაწყენია ეს ადგილი.

„არ იდარდო. ისინი ვერაფერს დაგიშავებენ. ამბობს კაცი, როცა შვილთან ერთად ორმაგ კარს კვეთს, ცდილობს დაამშვიდოს. „თანაც შენი ასაკის ადამიანთან მოხვდები."

„სერიოზულად? აქ ჩემი ასაკისებიც არიან? მამა 17 წლის ვარ და ყველაზე ცუდი რაც ჩამიდენია ისაა, რომ სკოლაში ერთერთ ნაბიჭვას ცხვირის გატეხვამდე ვურტყი

ან ის, რომ ბებიას საყვარელი ოქროს საათი მოვიპარე და ჩუმად გავყიდე კონცერტის ბილეთი რომ მეყიდა."

„ჰო, ასეც ხდება." კაცი კარს აღებს და შიგნით შედის. კარი თავისით არ ჩერდება, ამიტომ იძულებულია ხელით დაიჭიროს რომ მის შვილსაც მიეცეს შესვლის საშუალება.

PrisonerWhere stories live. Discover now