16. [The End]

1.1K 146 110
                                    

ჯონგუკის გარდაცვალებიდან ორი თვე გავიდა. გასულ დღეს კი იუნგის 18 წელი შეუსრულდა.

"თავს როგორ გრძნობ, იუნგი?" კაცი ოთახში თავს ყოფს და მწოლიარე შვილს უყურებს.

ბიჭი თეთრეულს უფრო მჭიდროდ იკრავს მთელ სხეულზე და შიგნით იმალება. "ისევ ავად ვარ."

"იუგი, მე უნდა წავიდე. სამუშაო მაქვს. წამლები მაგიდაზეა."

"მადლობა, მა. გულზე იზრუნე."

როგორც მიხვდით, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. კაცი სწრაფად გამოჯანმრთელდა. ჯონგუკის რაღაც ნაწილი კი კვლავ მასთან ერთად ცხოვრობს იმის მიუხედავად, რომ კაცი ცოტა უცნაურად იქცევა, ხშირად ეხუტება შვილს და ამშვიდებს ისე როგორც ჯონგუკი ამშვიდებდა, იუნგი ამით მაინც ძალიან ბედნიერია.

"არ იდარდო. შენი ბიჭის გულს კარგად გავუფრთხილდები." კაცი იღიმის.

"მადლობა."

ბატონი მინი სახლის დატოვებას აპირებს. მოულოდნელად ჩერდება, ხელს სახელურზე ათავსებს. "მიყვარხარ, იუნი."

იუნი.

"მე-მეც მიყვარხარ." ამბობს ბიჭი ცრემლნარევი ხმით.

კაცი სახლს ტოვებს. პატარა სახეს ხელებში რგავს და ტირილს იწყებს. ისედაც დასუსტებულ სხეულში კანკალს გრძნობს და გრძნობს, მეტად სუსტდება.

საშინლად ენატრება.

საწოლიდან სწრაფად ხტება. აბაზანაში მირბის და ცივ წყალს სახეზე ისხამს.

გარედან ქარის საშინელი ხმა ისმის. ფანჯრებს ეხეთქება.

იცის, რომ აქ არის.

მოულოდნელად წელზე შეხებას გრძნობს. სარკეში ხელახლა იხედება. შეუძლია დაიფიცოს, რომ მას ხედავს. ჯონგუკს ხედავს.

თავის პატარას ეხუტება. ერთი ხელი მის წელზე აქვს შემოხვეული. მეორეთი კი მუცელზე ეფერება, როგორც ადრე.

ბიჭი კრთება. სააბაზანოს თვალებით ათვალიერებს. იქ არავინაა, მაგრამ სარკეში ჯონგუკს მაინც ხედავს.

"მენატრები." ტირილს ვეღარ იკავებს. პატარა ცხვირზე არსებულ ცრემლებს ხელით იწმენდს.

მეც მენატრები.

"არ ვიცი. აღარ ვიცი, ახლა რა უნდა ვქნა?" იუნგი ხელს მუცელზე ისვამს. იქ სადაც ჯონგუკი ეხებოდა.

არაფერზე იფიქრო. მათ შორის არც ჩემზე. ცხოვრება განაგრძე. პირობას გაძლევ, ყველაფერი კარგად იქნება.

"არ მიმატოვო."

არასოდეს დამიტოვებიხარ.

"მიყვარხარ."

მეც მიყვარხარ, ფქვილო.

დასასრული.

PrisonerWhere stories live. Discover now