3.

884 130 28
                                    

უკვე ორი კვირა გავიდა, იუნგი კი ყოველ დღე აკითხავს ჯონგუკს მოსანახულებლად.

რჩევებისა და დახმარებისთბის.

მაგრამ რჩევების გაცემაში დროს არც ერზთი მათგანი კარგავს.

უბრალოდ სხედან და ყველაფერზე საუბრობენ. ყველაფერზე, გარდა მიზეზისა თუ რატომაა ჯონგუკი ციხეში. იუნგის კი არ უნდა რაიმეს მოყოლა დააძალოს.

თუმცა იცის, რომ შინაგანად რაღაც აწუხებს.

ისე ექცევა, როგორც სხვა ყველას, რადგან იცის უფროსს სწორედ ეს სჭირდება.

ჯონგუკმა უმცროსს ოჯახის შესახებ მოუყვა. მას ძმა ჰყავს, რომელიც იუნგის არასდროს უნახავს. ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც არ მოსულან მის სანახავად.

ჯონგუკი ემოციებსა და სითბოს ხშირად არ აჩანეს, თუმცა იშვიათად, როდესაც ასე იქცევა, მისი ეს ქცევა იუნგის აშინებს.

აშინებს, რადგან პატარა ხვდება, რომ უფროსი მას რაღაცას მართებს. გავლენას ახდენს მასზე.

უბრალო შეხედვაც ან მისთვის 'იუნის' დაძახებაც კი ასუსტებს პატარას. მისი სურნელი და გამოხედვა.. პატარა ზოგჯერ ფიქრობს, რომ ერთადერთი რაც ჯონს აკლია- ცოტა სიყვარულია.

ეშინია მისი შეყვარების, რადგან ხალხი ამბობს, რომ ეს არასწორია.

ხალხი ყოველთვის ამას ამბობს. ყოველთვის ცდილობენ გასწავლონ რა გინდა.

______________________________

იუნგი მთელი შეხვედრის განმავლობაში მაგიდაზე იჯდა და ფეხებს ჰაერში იქნევდა. იატაკს ვერ წვდებოდა.

ღმერთო როგორი საყვარელია.

"დრო ამოიწურა."

პატარა იატაკზე ხტება და ნელა იწყებს კარისკენ სვლას.

"შეხვედრის შემდეგ რას აკეთებ ხოლმე?" ჯონგუკისგენ ბრუნდება და ეკითხება.

"ამმ... საკანში ვბრუნდები. დარჩენილი დღე საშინლად მოსაწყენია. ლანჩის გარდა, რა თქმა უნდა."

PrisonerWhere stories live. Discover now