ექიმი პალატიდან გამოდის, ცხვირზე დასკუპევულ სათვალეს იხსნის და თეთრი ხალათის ჯიბეში დებს.
"როგორ არის?" ეკითხება აკანკალებული პატარა სხეული.
"მისი გადარჩენა შევძელით." პასუხობს შუახნის კაცი.
"მადლობა ღმერთს." ხვნეშის იუნგი და ძლივს სუნთქავს. ამდენი ხნის მანძილზე თითქოს სუნთქვა ჰქონდა შეკრული, ახლა კი როგორც იქნა ამოისუნთქა.
"მაგრამ..." აგრძელებს ექიმი საუბარს.
ამის დედაც!
"გულის შეტევა შეიძლება განმეორდეს. სასწრაფოდ სჭირდება დონორი და ოპერაცია, წინაანღმდეგ შემთხვევაში..."
"მითხარით ექიმო."
"მხოლოდ რამოდენიმე თქვე ექნება სიცოცხლის ხანგრძლივობა."
"ჰო და სასწრაფოდ გაუკეთეთ ოპერაცია."
"მაგრამ..." იწყებს ექიმი და ჩუმდება.
"ამ დროისთვის დონორი საერთოდ არ გვყავს."
___________________________
იუნგი შეყვარებულის საკნაში შესვლისთანავე იმუხლება. ფეხებში და მთლიანდ სხეულში ძალა გამოცლილი აქვს. ტუჩებზე ხელს იფარებს, ცდილობს ხმამაღლა არ იტიროს, რაც არ გამოსდის. ცრემლებს მისი ლოყები უკვე დაუსველებიათ."
"იუნი? ჰეი, დამშვიდდი." დიდი სხეული, იუნგის, აკანკალებულ მხრებზე ეხვევა და მთლიანად იქცევს მკლავებში. ჯონგუკს ვერაფრით გაურკვევია რატომ მივიდა პატარა მარტო, იფიცრების თანხლების გარეშე. ეს არასოდეს მომხდარა.
უფროსი მის დამშვიდებას ცდილობს. იუმგის კი ცრემლები ახრჩობს.
ღამის ორი საათია. მთავარი გასასვლელი კარი ხმაუროთ იღება, არა და ამ დროს წესით ყველას უნდა ეძინოს.
ჯონგუკი პატარა სხეულს ზურგზე ხვევს ხელს და ზემოთ ქაჩავს. მკერდზე იხუტებს და ღრმად სუნთაქვს. იუნგის ცრემლები კი ისევ უსველებს მაისურს.
"პატარავ, დამელაპარაკე.." ფრთხილად დგება და საწოლზე წამომჯდარი კედელს ეყუდება. იუნგის კი კალთაში ისვამს და თავს მაღლა აწევინებს.
პატარაც მოხერხებულად ჯდება და ფეხებს წელზე ხვევს უფროსს. სახეს ხელებში მალავს, ტირილს განაგრძობს. "მამას გულის შეტება ჰქონდა."
ჯონგუკს გულის ცემა უჩქარდება. ხელს მაისურის შიგნით უცურებს და სხეულზე ეფერება. "გადაარჩინეს, მაგრამ თქვეს, რომ სასწრაფოდ ჭირდება ოპერაცია."
მადლობა ღმერთს ცოცხალია.
"მათ თქვეს, რომ დონორი ჭირდება, ან მხოლოდ რამოდენიმე თვე იცოცხლებს." იუნგის პირი უშრება, ახველებს. უფროსი მეტად სწევს თავისკენ და უფრო მჭიდროდ იხუტებს. "მაგრამ არც ერთი დონორი არ აქვთ."
პატარა ჯონგუკს მაისურში ავლებს ხელს და მაგრად უჭერს.
"არ შემიძლია, ჯონგუკ."
"ჩუმად, პატარავ, ნუ ტირი, გთხოვ." ხელს კისერზე ხვევს და შუბლს შუბლზე ადებს. პატარა ცხვირზე კოცნის და თავისი ცხვირით ეთამაშება.
იუნგის ხელები ყინულივით ცივი აქვს, როგორც ყოველთვის. უფროსი მის ხელებს თავისაში იქცევს და ეფერება.
"ორივეს ვერ დაგკარგავთ, გუკ. მეტი არც არავინ მყავს."
ჯონგუკი ხელებს უკოცნის, თვალები თვითინაც უწყლიანდება.
"ჰეი, ნუ ტირი, ფქვილო." უფროსი ცერა თითით აშორებს ცრემლებს ნაზი ლოყებიდან. მისკენ იხრება და ტუჩებში კოცნის. მის ქვედა ტუჩს კბენს. პატარას ყავის გემო აქვს. ალბათ ამ დღეების მანძილზე მისი დახმარებით ათევდა ღამეებს.
იუნგი თავს მაღლა წევს, ჯონგუკს აკვირდება. მის თვალებს. მაისურს სწრაფად ექაჩება და მაღლა უწევს. უფროსიც სწრაფად იძრობს თავზე. იუნგი მისი შარვლის ელვის გახსნას ცდილობს. "მჭირდები, ჯონგუკ, ახლავე." ჯონგუკი მასაც ხდის და უკვე მეორედ კავდებიან სექსით.
__________________________
იუნგი ეს ეს არის დაიძინებს, რომ ჯონგუკის ხმა ესმის და ფხიზლდება.
"ფქვილო..."
"დიახ?"
ჯონგუკი მას შუბლზე კოცნის, დასუსტებულ სხეულს მეტად იხუტებს.
"ვიფიქრე, ჩემი სიკვდილის შემდეგ..."
"ხომ შევთანხმდით, რომ ამაზე არ ვისაუბრებდით."
"შემიძლია მე ვიყო დონორი."

YOU ARE READING
Prisoner
Fanfiction"შემდეგი დამნაშავე, რომელიც აქ მოვა, ალბათ იფიქრებს თუ რა იღბლიანი ვიყავი, რომ მხოლოდ შვიდი თვით ჩამსვეს ციხეში და შემდეგ გამათავისუფლეს, მაგრამ მწარედ შეცდება."