6.

751 124 42
                                    

იუნგი ციხეში მიდის, რის შესახებაც მამამისმა არ იცის.

ჩხუბის შემდეგ კაცმა თავის შვილი სახლში წაიყვანა და უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. პატარას არ ეძინა. მთელი ღამე ჯონგუკზე ფიქრობდა, რადგან იცოდა, ახლა სრულიად მარტო იყო და თავს საშინლად გრძნობდა.

ნეიტი მოკვდა. შესაბამისად ჯონგუკი მკვლელია. იუნგი ხვდება, რომ უფროსი ავად არ არის, არამედ ზედმეტად ირაციონალურია.

მან ჯერ კიდევ არ იცის უფროსის ციხეში ყოფნის რეალური მიზეზი. მის რაღაც ნაწილს ამის გარკვევა არც სურს.

გარეთ ცივა და ძალიან ბნელა.

იუნგი საათს უყურებს.

11:35.

მანქანას შესასვლელთან აჩერებს და რა თქმა უნდა დაცვა უკვე მეორედ აკავებს მას.

"სად მიდიხარ? მონახულების საათები დღის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდეა."

"მოსანახულებლად არც ვარ. მოხალისე ვარ და ჩემს პაციენტს ვჭირდები, ახლავე."

დაცვა თვალებს ატრიალებს და ბიჭს შიგნით უშვებს. პატარა ორმაგ კარს კვეთს და ჩაბნელებულ ჰოლში მიდის.

მიმღებში მჯდომი ქალიც მას აჩერებს. "მონახულების საათები და-.."

"მოხალისე ვარ და არა მნახველი!!!" იუნგი ყვირის და ქალის ხელს იცილებს.

"თვითონ ბავშვი ხარ. ვისთან უნდა წახვიდე."

"ჯონ ჯონგუკთან. გუშინ იჩხუბა, რაც ფატალურად დამთავრდა. რამოდენიმე დღის წინ იმავე ადამიანთან ხელახლა იჩხუბა, ასე რომ დრო არ მქონდა მასთან მესაუბრა."

"ჯონი ცუდ ფსიქიკურ მდგომარეობაშია. დარწმუნ-..."

"მინდა საკანში ვნახო."

"არ მგონია ეს შესაძლებელი იყოს." იწყებს ქალი თავიდან.

მოულოდნელად კი ქერა თმიანი ქალი გამოდის და კითხულობს.

"შენი იუნი ხარ?"

პატარას გული უჩქარდება.

"ამ ზედმეტსახელს ის მეძახის."

"ციხის ექიმი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ მას საკანში ნახავ." ამბობს ქერა და პატარას ელევატორში აგდებს.

როგორც კი იუნგი დანიშნულ სართულზე ჩადის, მაშინვე ექიმს ეჩეხება.

"შენ იუნი ხარ?"

"დიახ."

"ჯონგუკი ძალიან სუსტადაა. არაფერი უჭამია და არც სძინებია. მხოლოდ შენს ნახვას ითხოვს."

ამასობაში ოფიცერს იუნგი საკნისკენ მიჰყავს. "როდესაც გამოსვლა მოგინდება, დამიძახე." ამბობს და საკანს კეტავს.

ჯონგუკი საწოლის კუთხეზე ზის და მუხლებს ეხუტება. ცხვირი შეხვეული აღარ აქვს. პატარა მისკენ სწრაფად მირბის.

უფროსის გვერდით ჯდება და რაც შეუძლია მაგრად ეხუტება.

ჯონგუკი არ მოძრავდება. ხმას არ იღებს. იუნგი თავს აწევინებს და თვალებში უყურებს. "პატარავ, რამე მითხარი."

"გთხოვ, ჯონგუკ, დამელაპარაკე."

"იუნი." ამბობს ძლივს და ხმა უწყდება.

პატარას ტირილი უტყდება "ყველაფერი კარგადაა, ჯონგუკ." ამას რამდენჯერმე იმეორებს.

უფროსი იუნგის სახეს ხელებში იქცევს და კოცნის. პატარა ცრემლების გემოს გრძნობს და ხვდება, რომ ჯონგუკი მთელი ამ ხნის მანძილზე ტიროდა.

"არ მინდოდა ასეთი საშინელება გამეკეთებინა." ჩურჩულებს.

"ვიცი."

"მაპატიე, ფქვილო. გთხოვ, ნუ შემიძულებ."

"ჯონგუკ.. მიყვარხარ."

ტუჩებს კვლავ აერთებენ თუმცა კოცნას არ იწყებენ. იუნგი გრძნობს უფროსის ტუჩების სიმხურვალეს. ჯონგუკი პატარას ყელისკენ მიიწევს კოცნით. იუნგი კი უფროსს თმაში ხელს უცურებს.

საწოლიდან დგებიან, ჯონგუკი იუნგის კელეზე ახეთქებს. იუნგის გული უჩქარდება, როცა უფროსის ხელებს მაისურის შიგნით გრძნობს.

ჯონგუკს ტუჩები უმცროსის ყურთან მიაქვს.

"მინდიხარ, პატარავ."

PrisonerWhere stories live. Discover now