9.

694 122 53
                                    

"ჯონ! შენი 11 საათიანი აქ არის." ყვირის ოფიცერი საკნის გარეთ.

"რა?" ჯონგუკი სწრაფად დგება საწოლიდან და ცდილობს სიტუაციაში გაერკვეს.

ოფიცერი წარბს წევს. "შენი მოხალისე." ჯონგუკს იუნგი ორი დღეა არ უნახავს.

იფიქრა, რომ მიატოვა.

ოფიცერი ჯონს ბორკილებს ადებს, ძალიან მჭიდროდ. უფროსი ვერ ხვდება რა საჭიროა მასთან ასეთი მოქცევა. გაქცევა რომ ნდომებოდა ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა. საკნის კარის გახსნა საკმაოდ ადვილია მისთვის.

მაგრამ რისთვის? რის გამო უნდა გაიქცეს?

ოფიცერი ბიჭს საკნიდან 'მიათრევს', იუნგი სკამზე ზის, მასზე ზურგით ეყრდნობა. ჯონგუკის ჰუდი აცვია. ამის დანახვაზე უფროსს გული ტკივდება.

ოფიცერი კარს ხმაურიანად ხურავს, შემდეგ კეტავს.

იუნგი სახიდან თმას იწევს, ტუჩებს ბერავს და როგორც ადრე, ისე ეკითხება უფროსს "შენს გრძნობებზე საუბარი გინდა?"

"აქ რას აკეთებ?"

პატარა თითებს მაგიდაზე აწკაპუნებს, ეტყობა ძალიან რომ ნერვიულობს. "იმ-იმ დღეს იმიტომ დაგტოვე, რომ ცოტა დრო მჭირდებოდა.

სახლში რომ წავედი, ყველაფერზე თავიდან დავფიქრდი, რაც მითხარი. ადამიანების დაკარგვას ნამდვილად შეჩვეული ვარ. დედა დავკარგე როცა 9 წლის ვიყავი, მაგრამ ეს არ არის ჩემი დაბრუნების მიზეზი." თავს ნაღვლიანად აქნევს.

"იმიტომ მოვედი..." პატარა ხელებს მაგიდაზე ათავსებს და ნიკაპს ხელებზე აყრდნობს.

"რომ, დარჩენილი დღეები შენთან ერთად დავთვალო."

____________________

"მაგრამ, ფქვილო..."

იუნგი უფროსისკენ იხრება და გასაჩუმებლად თითებს ტუჩებზე ნაზად ახებს.

"მოკეტე, ჯონგუკ. იმ სისულელის საუბარში ნუ კარგავ დროს, რაც ჩვენს ურთიერთობას არანაირად არ წაადგება."

ჯონგუკი პატარას თითებს უყურებს, ის კი უკან იწევს და სკამზე ბრუნდება.

"ნეტავ იმის მოცემა შემეძლოს, რაც ნორმალურ შეყვარებულს შეეძლებოდა." ამბობს უფროსი ჩუმად.

"მაგალითად?"

"არ ვიცი, მაგალითად ნორმალურ პაემანზე შენი წაყვანა. პიცის ერთად ჭამა. საშიში ფილმების ყურება. წარმომიდგენია როგორ შეგეშინდებოდა, მე კი ჩაგიხუტებდი."

"არაფერია, გუკ. შეგიძლია სხვა პატიმრებისგან დამიცვა."

"ეგ პირველ რიგში." გაიცინა ჯონგუკმა.

"მოდი ვითამაშოთ." აბობს იუნგი და უფროსს მხარზე ეფერება.

"რა?"

"თამაშს დავარქვათ: 'ვინ დააიგნორებს უკეთ იმ ფაქტს, რომ ერთ თვეში მოკვდები'."

უფროსი იცინის. "მე გავიმარჯვებ. მაგ ფაქტს უკვე 6 თვეა წარმატებით ვაიგნორებ, მაგრამ ახლა შენ გამოჩნდი და ამის შანსებიც წამართვი."

"ახ.. ჩემი ბრალია."

"ასეა, ცუდი ბიჭი ხარ." ჯონგუკი წარბს წევს.

"შეწყვიტე, გუკ." იუნგი თავს ხრის და იღიმის. "აბა? გახდები ისევ ჩემი შეყვარებული?"

"მხოლოდ ერთი პირობით."

"რა პირობით?"

"ჩემს დაკრძალვაზე ხომ მოხვალ?"

"კი, ჯონგუკ, თანახმა ვარ გავხდე შენი მეუღლე."

"სერიოზულად გეუბნები, იცოდე."

"კი, გუკ, მოვალ."

"ოფიციალურად ჩემი შეყვარებული ხარ, იუნი." უფროსი პატარას სახეს ხელებში იქცევს. "იცი? მგონი ძალიან მიყვარხარ."

"მგონი?"

"მძულხარ მაშინ."

"მე უფრო მეტად."

კარი სწრაფად იხსნება და ოფიცერი ოთახში შედის. "მინ იუნგი?"

"დრო ჯერ არ გასულა!" წუწუნებს პატარა.

"წასვლის დროა. ეს სასწრაფოა."

"რა?"

"მამათქვენი. ის-..."

PrisonerWhere stories live. Discover now