12.

578 112 14
                                    

სასჯელამდე 3 კვირით ადრე.

იუნგი უფროსს გვერდით უჯდება, კაცს ძინავს.

"გამარჯობა." ჩურჩულებს პატარა.

"შვილო." მამამისი ძილისგან დაბოხებული ხმით პასუხობს ცდილობს გამოფხიზლდეს.

"დონორი ვიპოვე, მა."

"მართლა? როგორ დაიღუპა?"

"აამ... არა. ჯერ ცოცხალია. რამოდენიმე კვირა მოგიწევს მოცდა, მისი გულისთვის." იუნგი ტუჩს კბენს.

"რა?" კაცი სკამზე მყარად ჯდება, გაკვირვება ეტყობა.

"ჯონგუკს უნდა თავის გული მოგცეს, როდესაც მოკვდება."

სიჩუმე დგება. არც ერთი მათგანი არაფერს ამბობს. უფროსი ცდილობს სიტუაციაში გაერკვეს.

"არა მგონია კარგი იყოს მკვლელი გული.."

პატარას სხეული ბრაზით ევსება.

"ამას ჩემთვის აკეთებს, მამა. რატომ არ შეგიძლია უბრალოდ დაეთანხმო? ორივეს ვერ დაგკარგავთ. მასაც ვუყვარვარ ისევე, როგორც შენ. რა მნიშვნელობა აქვს რა გააკეთა წარსულში. მე ხომ მიყვარს. მართლა ძალიან მიყვარს."

იუნგი სკამზე ხელს არტყამს, ფეხზე სწრაფად იჭრება.

"თუ ფიქრობ რომ ძალიან რთულია 'მკვლელის' გულის გამორთმევა." ამის თქმისას პატარა თითებით ბრჭყალებს აკეთებს. "დაფიქრდი, მისთვის ადვილია ის, რომ საკუთარ გულს გჩუქნის?"

"გიყვარს?" კაცი წარბებს წევს.

"დიახ."

"ყველაფერ იმის მიუხედავად, რაც ჩაიდინა?"

"დიახ."

კაცი საწოლზე წვება, სახეს ბალიშში რგავს. "მაშინ მოხარული ვიქნები, თუ შენი შეყვარებულის გულს მივიღებ, იუნგი."

______________________________________

"შენს მომავალზე რას ფიქრობ?" კითხულობს ჯონგუკი და მასზე მიხუტებულ მომცრო სხეულის ზურგზე, უცნაური ფორმის ფიგურებს ხატავს, თითებით.

PrisonerWhere stories live. Discover now