"რა?" იუნგი მკლავებს ეყრდნობა, საწოლზე ჯდება და თვალებ გაფართოებული უყურებს უფროსს.
"კარგად გაიგე რაც ვთქვი." ჯონგუკი გახუნებულ თეთრეულს უყურებს, თითებით უცნაურ ფიგურებს ხაზავს მასზე.
"არ-არ შემიძლია. არ ვიცი.."
"მამაშენს ჩემს გულს ვაჩუქებ." ამბობს ჩვეული, მშვიდი ტონით.
"არ შეგიძლია.."
"მისი სიცოცხლეა ახლა მნიშვნელოვანი. მხოლოდ ის გყავს, იუნგი."
"ვერ.. არა, ჯონგუკ. ამას ვერ იზამ. არ მინდა." ამბობს იუნგი კანკალით.
"მაინც მოვკვდები, ფქვილო."
მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ ამაზე არ ეფიქრათ და შესაბამისად არ ედარდათ, პატარა ამდენს ვერ უძლებს. სახეს ხელებში რგავს, სუნთქვა უძნელდება. "არა, გუკ. არ მინდა. არ მინდა, მოკვდე. არ დამტოვო.."
უფროსი იუნგის კისერზე ხვევს ხელს, მკერდზე იხუტებს.
"ჩშშ.. დამშვიდდი, პატარავ." თავზე კოცნის და ზურგზე ხელს უსვამს.
"თუ დონორად ჩემს გულს გამოიყენებ, ჩემი რაღაც ნაწილი, ხომ ისევ იქნება შენს გვერდით." ჯონგუკი პატარა სხეულს იშორებს, თითს თვალთან ნაზად ატარებს და ცრემლებს აშორებს. "მეტი არც არაფერი მჭირდება. მინდა ჩემი რაღაც ნაწილი შენთან დარჩეს."
"მირჩევნია შენთან დარჩეს, ვიდრე გაციებული და გაქვავებული იდოს მიწაში, ჩემთან ერთად."
"მამა გჭირდება, იუნი. მას უყვარხარ. მომეცი უფლება შენთვის გავაკეთო ეს. შენთვის და ჩემთვის."
იუნგი ჯონგუკს ისევ ეხუტება. მისი გულის ცემა ესმის. თვალებს ერთმაენთს აჭერს და ცდილობს გადაწყვეტილება მიიღოს.
________________________________
ჯონგუკი ციხის ერთ-ერთ უფროსს ესაუბრება.
"ხომ არ იცით, როგორ ვიყო დონორი, სიკვდილის შემდეგ?"
უფროსი დამცინავი მზერით უყურებს.
"როგორ ფიქრობ, გაქვს უფლება, ოფიცერს ასე ესაუბრო?" ოფიცერი ტრიალდება და გზას აგრძელებს.
"მოიცადეთ." ბიჭი საკნის კარებ ეკრობა, ცდილობს წასული ოფიცერი დააბრუნოს. "დონორი უნდა ვიყო, ამას უკვე დავეთანხმე. შეგიძლიათ შეამოწმოთ." რამოდენიმე წამით ჩერდება, შემდეგ კი აგრძელებს. "გთხოვთ."
"და იცი ვინ არის შენი ორგანოს მიმღები?" კითხულობს ოფიცერი და ბიჭისკენ ტრიალდება.
ჯონგუკი თავს აქნევს.
"რომელი ორგანო?"
"ჩემი გული." ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.
"მომისმინე, შვილო." კაცი საკნის კარს აღებს, შესაბამისად ჯონგუკს შეუძლია ნორმალურად ესაუბროს.
"სასიკვდილო ინექცია. ეს შენს მთლიან ორგანიზმს მოწამლავს და შესაბამისად შენი გულიც დაიღუპება. ხოლო.. თუ ჩამოგახრჩობენ, მხოლოდ ტვინი დაზიანდება, გული კი- გადარჩება. უფლება გაქვს ეს მოითხოვო და ინექცია ჩამოხრჩობით ჩაანაცვლო. მხოლოდ ეს შეგვიძლია."
ჯონგუკს ცივი ოფლი ასხამს. ბევრი ფიქრის დრო არ არის. არც სხვა გამოსავალია.
"უთხარით, რომ ჩამომახრჩონ."
YOU ARE READING
Prisoner
Fanfiction"შემდეგი დამნაშავე, რომელიც აქ მოვა, ალბათ იფიქრებს თუ რა იღბლიანი ვიყავი, რომ მხოლოდ შვიდი თვით ჩამსვეს ციხეში და შემდეგ გამათავისუფლეს, მაგრამ მწარედ შეცდება."