ჯონგუკის საავადმყოფოში პოვნა რთული ნამდვილად არ აღმოჩნდა. მისი პალატა ერთადერთი იყო სადაც ოფიცრები იდგნენ.
მეორე ბიჭი კი საოპერაციაში იყო. მართალია გადარჩა, მაგრამ სახე საშინლად დაზიანებული ჰქონდა.
იუნგი პალატაში შეპარვად ცდილობდა, როდესაც ოფიცრებმა დაიჭირეს.
"ვინ ხარ?" კითხა და ხელით უხეშად გასწია.
"მე..მისი მოხალისე." თქვა დაბნეულმა.
"ბავშვი ხარ. მასთან ასე უბრალოდ ვინ შეგიშვებდა." ჩაიცინა მაღალმა სხეულმა.
"კარგი, მისი შეყვარებული ვარ და ვღელავ მასზე. შეიძლება შევიდე?"
ოფიცერმა იუნგის თვალებით ანიშმა, რომ ჩუმად შესულიყო.
ჯონგუკმა შიგნით შესული ბიჭი რომ დაინახა, წამოდგომა სცადა.
"იუნი..." პატარას გული ეტკინა, როდესაც ჯონგუკის ნაიარევები დაინახა მის სახეზე.
"ღმერთო ჩემო, ჯონგუკ." იუნგი დაუფიქრებლად გაიქცა უფროსისკენ, ხელი ჭრილობებზე ნელა გადაუსვა და გახეთქილ ტუჩზე თითებით მოეფერა. ჯონგუკი ტკივილისგან შეიშმუშნა, მაგრამ არ გაწეულა.
"კარგად ხარ?" იუნგის ეშინოდა. ცუდად ხდებოდა, როდესაც ახსენდებოდა როგორ ჩხუბობდა.
"კარგად ვარ, ნეიტი სად არის?"
ესე იგი იმ ნაბიჭვარს ნეიტი ჰქვია.
"საოპერაციოში. სახე შენზე ბევრად უარეს დღეში აქვს."
"იუნი." უფროსმა პატარას ხელი მკლავზე ჩამოუსვა და მისი ხელი დაიჭირა.
"დიახ?"
"წადი." უთხრა და ფრთხილად კრა ხელი.
"რა?"
"სახლში წადი." კონგუკმა პატარას თვალი აარიდა.
"რაზე ლაპარაკობ?"
"გატკენ, თანაც ძალიან. არ მინდა ასე მოხდეს."
"რას ამბობ? ვიცი, რომ არაფერს დამი-..." პატარამ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, ჯონგუკმა უმცროსი თავისკენ მიიზიდა და ტუჩები ახლოს მიუტანა.
"ხომ ნახე ნეიტს რაც გავუკეთე? ცუდ დღეში ვარ." პატარას თვალები აუცრემლიანდა. "დროს ჩემზე ნუ ხარჯავ, ფქვილო."
იუნგის გული ტკივა. "მაგრამ, თუ მინდა დროის შენზე დახარჯვა?"
ჯონგუკი პატარას თავის სხეულისკენ მეტად იზიდავს. იუნგი მის სურნელს გრძნობს, რომელზეც ასე გიჟდება.
"რა იქნება, თუ ერთ დღეს გავბრაზდები და რაიმეს დაგიშავებ. უკონტროლო ვარ, პატარავ." ჯონგუკი სწრაფად უშვებს პატარას ხელს.
იუნგი თავის თეთრ კანს აკვირდება და ხედავს როგორ ემჩნევა უფროსის ხელები მასზე.
"ხედავ? შეხებაც არ შემიძლია ისე, რომ არ გატკინო." თქვა და სახე ხელებში ჩარგო. ტიროდა.
ჯონგუკმა პატარას შეხედა. "ამის დედაც, უბრალოდ აქედან წადი!"
"ნუ მიმითითებ რა გავაკეთო. დარჩენა მინდა!" იუნგიმაც დაუყვირა.
"ყოველ დღე ვეღარ შევხვდებით. შენი ნახვა არ მინდა!"
"ასე რატომ გეშინია იმის, რომ რაიმეს დამიშავებ?"
"რადგან ჩემთვის სულერთი არ ხარ." თქვა ჯონგუკმა და ოთახი სიჩუმით აივსო.
იუნგი ვეღარაფერს იაზრებს. თავადაც არ იცის რატომ, მაგრამ უფროსისკენ იხრება და ტუჩებს ნაზად ახებს მისას. რამოდენიმე წამით ასე ჩერდება. ჯონგუკი უკან არ იხევს, პირიქით პირს აღებს და თვითონაც კოცნის.
"რას აკეთებ?" ჩურჩულებს ჯონგუკი და ერთი ხელით პატარას სახეს ეფერება, მეორე საწოლზე აქვს დაბმული. კოცნას წყვეტს.
"გკოცნი." პატარა იხრება და მათ ტუჩებს ხელახლა აერთებს. ჯონგუკი უკან იხევს და თავს აქნევს.
"არა, არა, არა. იუნგი გაჩერდი. არას-..."
"მოკეტე." ჩურჩულებს პატარა, უფროსი ხელს კისერზე ხვევს და სხეულზე იკრავს მას. ერთმანეთს მკერდით ეკვრიან და კოცნას აღრმავებენ.
"არ მადარდებს თუ არასწორია."
YOU ARE READING
Prisoner
Fanfiction"შემდეგი დამნაშავე, რომელიც აქ მოვა, ალბათ იფიქრებს თუ რა იღბლიანი ვიყავი, რომ მხოლოდ შვიდი თვით ჩამსვეს ციხეში და შემდეგ გამათავისუფლეს, მაგრამ მწარედ შეცდება."