5.

793 127 44
                                    

"ცხვირი როგორ გაქვს?" ჩხუბის შემდეგ ორი დღე გავიდა. დღეს ჯონგუკს საავადმყოფოდან წერენ, გატეხილი და შეხვეული ცხვირით.

ნეიტიც უკეთაა, თუმცა სახე პირვანდელზე მეტად დაუმახინჯდა.

"ისე ძალიან აღარ მტკივა." თქვა ჯონგუკმა და ხელზე დაიხედა, რომლითაც საწოლზე იყო მიბმული.

"ცხვირი ისევ ისეთი ლამაზი გაქვს?"

"ნუ დამცინი, პატარა ძუკნავ." თქვა ჯონგუკმა და გაიცინა.

"უბრალოდ მინდა ჩემი შეყვარებული კარგად გამოიყურებოდეს." თქვა იუნგიმ და ლოყები აუწითლდა, როდესაც გაიაზრა. ჯონგუკი გაჩუმდა. რა ჯანდაბა ვთქვი?

უფროსი თავისუფალი ხელით პატარასკენ იწევს და ხელს ჰკიდებს. სახეს სახესთან უახლოებს. "მომწონს, როდესაც ასე წითლდები."

"ვიცი." პატარა ცდილობს გაიცინოს და ჩვეულებრივად მოიქცეს, მაგრამ გული გამალებით უცემს. უფროსმა მის ნათქვამზე არაფერი თქვა. ნუთუ ეთანხმება იმ აზრს, რომ ერთად არიან? ორივე მათგანი ჩუმად ზის, თუმცა იციან რომ ორივენი კოცნაზე ფიქრობენ.

ჯონგუკი პატარას სახეს მეტად უახლოებს და ტუჩებზე აკვირდება. მისკენ იწევს და როცა იუნგის თვალები ეხუჭება და პირს აღებს, მას შორდება.

"რატომ არ მაკოცე?" წუწუნებს პატარა.

"გინდოდა მეკოცნა? შენ ჩემს დასახმარებლად ხარ აქ. ასეც უნდა მოიქცე, კი არ უნდა მაკოცო. ცუდად იქცევი, პატარავ. და რადგან ჩემი მრჩეველი ხარ, ჩემს გრძნობებზე დაგელაპარაკები."

"კარგი." ამბობს უმცროსი და თვალებს ატრიალებს.

"ამ ბოლო დროს უფრო ბედნიერი ვარ."

"კარგია. კიდევ მითხარი რამე." ამბობს იუნგი ღიმილით და ცერა თითით ხელზე ეფერება."

"მგონი ასე იმ ბიჭის გამო ვარ ცოტა ხნის წინ რომ შევხვდი. მასთან ერთად ყოფნა ძალიან მომწონს. მაბედნიერებს."

PrisonerWhere stories live. Discover now