8.

802 126 39
                                    

იუნგი მანქანას შესასვლელთან აჩერებს, მთავარი შესასვლელისკენ მიდის. ამჯერად დაცვა აღარ აკავებს მას.

ტირილის პირასაა, მაგრამ თავს ამის ამის უფლებას არ აძლევს. მთავარ შესასვლელს კვეთს და კვლავ ქალის ხმა აჩერებს. "უკვე დაბრუნდი ჯონთან?" ეკითხება და ამთქნარებს. დილის შვიდი საათია.

პატარა მის ხმას აიგნორებს და სწრაფად მიდის დანიშნული სართულისკენ.

სიკვდილით დასჯა.

რატომ არ მითხრა?

მორიგე ოფიცერი სწრაფად იღვიძებს, როცა იუნგი გამოსაფხიზლებლად მხარზე ურტყამს.

"ჯონგუკი უნდა ვნახო, ახლავე."

_____________

ჯონგუკს კარის უხეში გაღებისგან გამოწვსული ხმაური აღვიძებს.

ბიჭი საწოლზე ჯდება, თუმცა გამოფხილებას ვერ ასწრებს, ისე მირბის მისკენ პატარა სხეული, მკლავებში უვარდება, თავს მკერდზე ადებს და ტირილს იწყებს.

უფროსი საწოლზე წვება, უმცროსსაც მასთან ერთად აწვენს და თავზე კოცნის.

"ჩშშშ, პატარავ. რა მოხდა?" ეკითხება ჯონგუკი. ხმაზე ეტყობა, რომ დარდობს. პატარას კვლავ მისი მაისური აცვია, უფროსი კი მის სურნელს შეიგრძნობს.

მოენატრება იუნგი, როდესაც მოკვდება.

იუნგი უკან იწევს. თვალები დაღლილი და წითელი აქვს ტირილისგან. ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და ლაპარაკს იწყებს.

"რატომ არ მითხარი?"

"არ მინდა, ჩემს გამო მოწყენილი იყო, ფქვილო." პასუხიბს ჯონგუკი და თავს ხრის.

"არა." პატარას ყელი უშრება და ხველა უტყდება. უნდა ჯონგუკმა გაიცინოს და უთხრას, რომ ყველაფერი ეს ხუმრობაა.

"მითხარი, რომ ხუმრობაა. გთხოვ მითხარი-..."

სიტყვას ვერ ასრულებს ისე უვარდება ტირილი ხელახლა.

PrisonerWhere stories live. Discover now