13.

597 121 20
                                    

სასჯელამდე 1 კვირით ადრე.

"არ მჯერა, რომ ეს გააკეთე." ამბობს ჯონგუკი, როდესაც იუნგი ხელზე ექაჩება და მთავარი გასასვლელით გარეთ გაჰყავს.

"როგორ მოახერხე ეს?!" ყვირის ბიჭი ბენდიერი სახით, როდესაც ქარი მათ კანს ეხეთქება და უმცროსს თმას უჩეჩავს.

"ბოლო ერთი კვირა შენს ადვოკატთან დიდი დრო გავატარე და მოსამართლესაც ვთხოვე. თან ნუ გავიწყდება, მამაჩემი ხომ ოფიცერია. დიდი ისტორიაა, ამის ცოდნა არ გჭირდება, გუკ." ამბობს იუნგი და ბიჭი მამამისის მანქანისკენ მიყავს.

"და ასე უბრალოდ დაგვრთეს ნება? ყოველგვარი დაცვის გარეშე?" კითხულობ ჯონგუკი. სისულელეა, რომ როგორც იქნა გარეთაა და ამ სულელურ შეკითხვებში ხარჯავს დროს, თუმცა მოულოდნელობისგან და გაკვირვებისგან, არც კი იცის რა გააკეთოს.

იუნგი ბიჭს მანქანაში 'მიათრევს' და მის დასმულ შეკითხვას უბრალოდ თავის მოქმედებით პასუხობს.

ჯონგუკი მანქანაში ჩუმად ზის. გზას მისჩერებია. იუნგი ცდილობს შოკიდან გამოიყვანოს უფროსი.

"ჰეი, გუკ!" ხელს თვალებთან უქნევს, მისი ყურადღების მისაპყრობად.
"შეხედე! შოკოლადი მაქვს. შეგიძლია მიირთვა."

"არ ვიცი, ახლა თავი როგორ ვიგრძნო.." საუბარს ჯონგუკი აგრძელებს. ისეთი ხმა აქვს თითქოს ეს-ეს არის ტირილს დაიწყებსო. იუნგი როგორც იქნა ციხის მთავარ ჭიშკარს ცდება. ცდილობს უფროსი დაამშვიდოს. "გუკი, ღვედი გაიკეთე, რა."

"ამის დედაც!" ჯონგუკი იკურთხება, ფანჯარას წევს, თავს გარეთ ყოფს და როგორც კი თბილი ქარი სახეზე ეხება, მის უემოციო სახეს ღიმილი ანაცვლებს. "ღმერთო, რამდენი დრო გავიდა!" სავარძელს ზურგით ეყრდნობა და თვალებს მაგრად ხუჭავს.

"ვიცი!"

იუნგი უფროსს აკვირდება, ცოტაც და იტირებს. მიუხედავად იმისა რაც გააკეთა, მაინც თვლის რომ ამას არ იმსახურებს. რადიოში სასიამოვნო მელოდია ისმის.
"მომნატრებია ნამდვილი მუსიკა." ამბობს ჯონგუკი. იუნგი კი გვერდით იხედება იმისთვის, რომ უფროსმა მისი აწყლიანებული თვალრბი არ დაინახოს.

PrisonerWhere stories live. Discover now