15.

648 125 39
                                    

სასჯელის დღე.

განაჩენამდე ერთი დღით ადრე, ჯონგუკი სპეციალურ საკანში გადაჰყავთ. ოთახის თითოეულ კუთხეში კამერებია დამონტაჟებული, ეს იმ შემთხვევისთვის, რომ პატიმარმა სიცოცხლე დროზე ადრე არ დაასრულოს და ამის გაკეთების ბედნიერება მათ არ წაართვას.

მისი განაჩენის დრო, როგორც ცხრილი ისეა შედგენილი. დილის 11 საათზე. საუზმისთვის კი საკმაოდ ბევრი გემრიელობა მოაქვთ, რადგანაც მისთვის ბოლო დღეა.

ჯონგუკი საჭმელს თვალს ავლებს, ზიზღით უყურებს და მაშინვე გვერდით დებს. არც იუნგის აქვს მადა.

"შეხედე. სულელური, თითზე გასაკეთებელი ქამფეტიც კი მომიტანეს. თანაც ატმის." ამბობს სიცილით და ჰაერში წევს.

"ჯანდაბა. ატმის გემოთი მიყვარს." ბურდღუნებს იუნგი, ტკბილეულისკენ იწევს.

"ჩემს ადგილას ყოფნაც ხომ არ მოგინდა?" უფროსი იცინის, პატარას ბავშვურობაზე ეღიმება და ატმისფერ კამფეტს ფრთხილად ხსნის. "ამისთვის ზედმეტად მსუქანი თითები მაქვს." იცინის და ბეჭედს ნეკა თითზე ძლივს ირგებს.

"მომეცი, რა!" წუწუნებს იუნგი და ცდილობს ხელიდან წაართვას. მაგრამ უფროსს ხელი თავთან მიაქვს ისე, რომ პატარა ვერ მიწვდეს.

"არა, არა, არა! მინდა შესაფერისად გადმოგცე." ჯონგუკი უმცროსის ბეჭდის წასართმევად გაწვდილ ხელს თავისაში იქცევს და დაბლა აწევინებს.

"რა?"

"ფქვილო, მიყვარხარ."

იუნგის ეღიმება. თვალებს ოდნავ ხუჭავს. "მეც მიყვარხარ."

"ვერც კი გავიფიქრებდი, ვინმე თუ ასე ძლიერად შემიყვარდებოდა. მითუმეტეს ციხეში. ჯერ მხოლოდ 17 წლის ხარ. ჯანდაბა, როგორი პატარა ხარ. მთელი ცხოვრება წინ გაქვს და მინდა, როდესაც შენთან აღარ ვიქნები, ცხოვრება განაგრძო და სხვა იპოვნო."

"არა. არ ვაპირებ-.." ეპასუხება აკანკალებული ხმით.

"დიახ, უნდა განაგრძო და არა მხოლოდ ეს. ვიცი მალე შენთან აღარ ვიქნები. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ შენ და ჯინი  ხართ ისინი, ვინც ჩემთვის სამყაროსაც კი უდრის."

PrisonerWhere stories live. Discover now