ავტორის თხრობა:
ორი კვირა გავიდა ამ დღის შემდეგ. ლისა და ჯენი ბედნიერი სახეები შეჰყურებენ წყვილს ისევე როგორც დანარჩენები, მაგრამ არის კი ბედნიერება მუდმივი?! ყველაფერს აქვს კარგი და ცუდი მხარე. ადრე თუ რაღაც კარგი იყო დღეს ცუდია. სწორედ ასე დაემართა ო სეჰუნს. შორიდან უყურებდა ბედნიერ წყვილს და თან ბრაზი იპყრობდა. საშინლად უკვირდა ჯონგინის საქციელი თუ როგორ დაივიწყა მან და მის მაგივრად სხვა ბიჭია ჯონგინის ღიმილის მიზეზი.ო სეჰუნი- ქაის(ჯონგინის) ყოფილი შეყვარებული, რომელმაც ჯონგისიგან წასვლა გადაწყვიტა და წავიდა კიდეც.
-ქაი შენი აზრით რაიქნება თუკი ოდესმე აქედან გავქრები? გამიგია რომ აქ გამოსაცდელი პერიოდია, მაგრამ ზოგი უბრალოდ აქ რჩება ზოგს კი გაქცევა სურს. -თქვა ბექიონმა და თავი ჯონგინის გულმკერდს დაადო. კარგად გრძნობდა ბიჭის აჩქარებულ გულისცემას და ეღიმებოდა კიდეც, მაგრამ მართლა რამე რომ მომხდარიყო ეშინოდა. ეშინოდა ჯონგინის დაკარგვის და ამის აღიარება უკვე შეეძლო. ამ 2 კვირის განმავლობაში ბევრი მოგონება შექმნეს ერთად. ატრაქციონები, პიკნინი, ბამბის ნაყინი და უამრავი ამდაგვარი პაემანი. იმის წარმოდგენაზე რომ ბექიონმა შეიძლება დატოვოს იგი გულში მტკივნეულად გაჰკრა ჯონგინს.
-შენ არასდროს წახვალ და თუ წახვალ უკან გამოგყვები.-თქვა ჯონგინმა და ბექიონი მთელი ძალით ჩაიკრა გულში. მალევე კი იგრძნო თუ როგორ დასველდა მისი ზედა ბექიონის ცრემლებიც ისევე როგორც ჯონგინის სახე თავისივე ცრემლების წყალობით. რატომ ტიროდნენ?! ადრე თუ გვიან მოუწევდათ დაშორება ეს კი სიკვდილის ტოლფასია მათთვის.
ორი სხეული და ორი გული რომელშიც მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულია და ყოველი შეხება გულისხემას უჩქარებს მათ. ჯონგინის გული ბექიონისთვის ძგერს, ხოლო ბექის კი ჯონგინისთვის ეს ის გრძნობაა რასაც ვერ შეცვლიან.მალევე ნაბიჯების ხმა გაისმა და ორივემ მათკენ მომავალ სსხეულს შეხედა. ორივეს სახეზე შიში და ბრაზი ადიბეჭდებოდა, მაგრამ ბექიონის სახეზე ეჭვიანობას და შიშსაც ამოიკითხავდით. სიჩუმე სეჰუნმა დაარღვია და დაძაბული გარემო უფრო გამძაფრდა.
-ისე ნუ მიყურებთ თითქოს ადამიანი მოვკალი. -თქვა სეჰუნმა და მათთან ახლოს დადგა,ხოლო ბექიონმა კი მისი და ქაის ხელები ერთმანეთში ახლართა. ბავშვური ბექი თითქოს სადღაც გაქრა და მასში ზრდასრული ბექიონი ჩასახლდა. ბექიონი სეჰუნთან მივიდა ხოლო ჩაჭიდებული ხელები არ გაუშვა ქაის.
-ო სეჰუნ იცი მაინც რამდენი გადაიტანა ჯონგინმა შენს გამო? ეხლა კი აქ მოდიხარ და კითხულობ კაცი ხოარ მოვკალიო. ჩემს შეყვარებულს 1 ნაბიჯითაც თუ მიუახლოვდები ჩემი ხელით აგკუწავ. -თქვა ბექიონმა და შოკირებულ ჯონგინთან ერთად ოთახში შევიდა.
-მაინც დაგიბრუნებ ჯონგინ! -თქვა გაბრაზებულმა სეჰუნმა და მიმავალ წყვილს თვალი გააყოლა.
ჯონგინი და ბექი უხმოდ მიუყვებოდნენ გზას და არაფერს არ ამბობდნენ. ორივე ფიქრში გართულიყო და გამოსავალს ეძებდა. ჯონგინის გონება მოგონებებს მოეცვა რომელიც სეჰუნს და მასთან ერთად გატარებულ დროს ეხებოდა. ბექიონს კი ეშინოდა თან ძალიან...
![](https://img.wattpad.com/cover/156301630-288-k316934.jpg)
ŞİMDİ OKUDUĞUN
only boys(დასრულებული)
Aksiyonსამეფო სადაც მხოლოდ ბიჭები არიან. რა მოხდება როდესაც ბიონ ბექიონი იქ მოხვდება?!.