2. გრაფიტის ბიჭი

499 69 37
                                    


soundtrack: Cloud 9 (3RACHA)

________________________


ასეც მარტყამს ხოლმე თავში მაზოხისტური აზრები როცა უბრალოდ ადგომა და გაქცევა მინდება.


მაშინ კი სინამდვილეში იქით გავიქეცი, საითაც არ უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ მან ნაბიჯი გადამადგმევინა იქით, საითაც ცხოვრებას ცუდად არ ხედავენ.


- ეი, შეენ! - ბიჭმა ჯერ კარგად ხანი მიყურა, ერთ ადგილზე დავეწებე. მეც არ ვიცოდი რატომ, მაგრამ რაღაც დეტალები შევამჩნიე მის გარეგნობაში: თმა კეპიდან მაინც ეპარებოდა და აშკარად შეღებილი ჰქონდა, ნეონის ლურჯი ლინზა მხოლოდ მარცხენა თვალზე ეკეთა და ცალ ყურზე ჯვარი კონწიალობდა.


მანამდე, სანამ მეტს დავინახავდი, გაიქცა.


თან ისე სწრაფად გაიქცა, თვალი ძლივს გავაყოლე და მანქანებს შორის ავტოსადგომზე გაუჩინარდა.


ისე, რა მიმარვენინევდა, სადაც ვიყავი უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ წასასვლელი მაინც არსად არ მქონდა, ამიტომ რატომაც არა.


სანამ ფეხები არ ამეწვა, ავტოსადგზე ისე დავრბოდი წრეებზე და მას ვეძებდი.


გრაფიტის ბიჭი უბრალოდ აორთქლდა.



სანამ სულს მოვითვამდი, ასფალტზე დაჯდომა დავაპირე. დავჯექი თუარა,



უკნიდან რაღაც წამეფარა და...




ბუჰ!



სიბნელე.




- ეი თქვენ!!! გამიშვით, გაიგეთ?!?!

ანარეკლი •STRAY KIDS•Место, где живут истории. Откройте их для себя