20. პარკური კორპუსებზე გიჟთან ერთად

260 46 2
                                    



Soundtrack: Flying (from TNS)

____________________________________



— ჯანდაბა, რა ცივი ხარ!


მან ხელები უკან წაიღო.


— მე... ჰო, ცოტა დაბალტემპერატურიანი ვარ.



არადა არ ციოდა. აშკარად, არც გრილი ამინდი იყო.




თბილი სიო უბერავდა.



— კარგი, — თქვა და ჩანთიდან წითელი საღებავი ამოიღო.


პალიტრაზე გადმოიტანა და ფუნჯი მომაჩეჩა:


— ჯობს ყველაფერი თავიდან დავიწყოთ... გამარჯობა.




ნაძალადევად გაიღიმა.



— მე ვარ ჰან ჯისუნგი.


ყვითელ აკრილში ფუნჯი ამოავლო და თავის წინ "ჯისუნგი" დიდი ასოებით დაწერა.




— ახლა შენ მითხარი, ვინ ხარ. — მითხრა და ნიკაპით მიმანიშნა, დაიწყეო.



— გამარჯობა, — მერეღა შევამჩნიე, რომ გაღიმება მეც მიჭირდა.



— მე ვარ ლი ბონა. — ოთხასოიანი სახელი ადვილად მოვხაზე, ასოებზე მეტად უბრალო წითელ ლაქებს ჰგავდა.


— ჰმ... მასტერკლასები გინდა.


ანარეკლი •STRAY KIDS•Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang