28. "ორგანოების ბაზარი"

236 46 14
                                    


soundtrack: Bad Guy(Billie Eilish)

________________________


- ჩვენს შორის ყველაზე მიმზიდველი რომელია?


ყველამ ჩემკენ გამოიხედა. 


 - რა? მე- მმე... მე- არაფერ-


- მოდი, პირდაპირ თქვი. - ჩანმა გადმომძახა სარკიდან.


და რა მეთქვა?!


პამიდორივით წითელი გავხდი, ოღონდ ბნელოდა და ვერ მხედავდნენ, კიდევ კარგი.


რომელი მეთქვა.


რომელი?!


მინჰო, რომელიც ყველა მეორესთან იწვა?


ჰიონჯინი, რომელსაც ჩემი დახრჩობა უნდოდა?


ჯისუნ-  არა, მაგ დარტყმულს მაინც არასდროს ავირჩევდი.


- კარგი, თქმა აღარ უნდა მე გავაკეთებ მაგ საქმეს. - თქვა მინჰოს ხმამ სიბნელიდან და ტელეფონის ეკრანით გაანათა.




***




 - გეშინია, რომ შენი ორგანოებიც შემოეყიდებათ? - ფელიქსმა ყურში ჩამჩურჩულა.


 სხვა საქმე არ მქონდა, სასტუმროში დარჩენა რახან სახიფათო იყო, რომელიღაც მიტოვებულ ადგილს შევუსახლდით და იმ მომენტში ორივე ბარგზე ვისხედით, სანამ სხვები იქაურობას ოდნავ უფრო კომფორტულს ხდიდნენ.


 - ცუდად მეხუმრები, ლიქს.


ანარეკლი •STRAY KIDS•حيث تعيش القصص. اكتشف الآن